ასე ტკბილი და ასე თბილია ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წელს "ექვსი ერის" გუნდს მეორედ სძლია, რაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენლად მოჩანდა. თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი გადაილახა, გუნდი ახლებურად ათამაშდა, ამ პროცესს ბუნებრივია ახლდა ბევრი ხარვეზი (დერეფნები, ჯარიმები, სათამაშო დისციპლინა, რაქების გაწმენდა), მაგრამ სხვანაირად ეს წარმოუდგენელი გახლდათ. ბევრი იყო ლანძღვა და არა კრიტიკა. ლამის მიწასთან გავასწორეთ კაცი, რომლის ხელმძღვანელობითაც ეროვნულმა გუნდმა არნახულ შედეგს მიაღწია.

უელსთან მოგებას თავი დავანებოთ, იტალიის ძლევისას "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი რომ უცხოელი ყოფილიყო, კერპად შევრაცხავდით და სიცოცხლეშივე ძეგლს დავუდგამდით. ასე გვჩვევია, ჩვენში ხომ შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს და ისე გავთელავთ ხოლმე, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადს. ეს, ალბათ, ერთგვარი სნობიზმია (საქართველოში მშვენიერს, "უცხოს" უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს - "ბერძნულს", ხოლო საუკეთესო ცერცვსაც - "ბერძნულს"). თუმცა, ამ შემთხვევაში უფრო პოლიტიკური შემადგენელი შეინიშნება.

სამოასთან მოგებული თამაში წავაგეთ, თითქოს ადრე ვირწმუნეთ გამარჯვება, მოვდუნდით და დავისაჯეთ. ცოტა არც გაგვიმართლა, სამაგიეროდ კარდიფში გაგვიმართლა, მსაჯიც ობიექტური გამოდგა, მიუკერძოებელი. თუმცა, როგორც იტყვიან, უმართლებთ უძლიერესებს. მეორე ტაიმში ჩვენმა ბიჭებმა აშკარად დაჯაბნეს მოწინააღმდეგე, მეტადრე შერკინებაში, ქულა არ ააღებინეს, საოცარი ბრძოლისუნარინობა გამოავლინეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს. იმედია, შეცდომების გამოსწორება გაგრძელდება, წარმატებული სვლაც და ეს პროგრესის დასაწყისია. "დრაკონებს" მსოფლიოს თასზეც უნდა ვძლიოთ. მთელ სარაგბო სამყაროს უნდა ვაჩვენოთ, რანი ვართ და რა შეგვიძლია. ჩვენ კი ეს ნამდვილად შეგვიძლია, რამეთუ ანგარიშს რომ თავი დავანებოთ, თამაშით მისსავე მოედანზე ვაჯობეთ ჩვენთვის აქამდე მრისხანე მეტოქეს, რომელიც შესვენების შემდეგ სულაც არ გამოიყურებოდა მრისხანედ. პირიქითაც შეიძლება ითქვას. ქართველთა დომინირება და დამსახურებული გამარჯვება თავად მასპინძლებმაც აღიარეს.

რაც შეეხება "ექვს ერს", ყველას რომ მოვუგოთ, მაინც არ შეგვიყვანენ (ნატოსი და ევროკავშირის არ იყოს), რადგან ეს ჩაკეტილი სისტემის ჩაკეტილი ტურნირია, რომელიც მხოლოდ ფინანსური პრინციპებით ხელმძღვანელობს და არა სპორტულით და მის მამებს რაგბის განვითარება ნაკლებად აღელვებთ. არადა, მთელი წლის განმავლობაში დიდ გუნდებს ერთი-ორჯერ თუ შევხვდებით და სწორედ მათთან თამაშითაა დონის შემდგომი ამაღლება შესაძლებელი. რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი ხვედრი და მიუხედავად ამისა, რასაც პირადად დისკრიმინაციად მივიჩნევ, პატარა და ეკონომიკურად არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის გუნდი წინ მიიწევს, მიიწევს თავისი პრობლემებით, წუნით, ბრძოლით, სიამაყით და შეუპოვრობით. გუშინ ყველანი ჩვენი ქართველობით ამაყნი ვიყავით, ჩვენი მორაგბეებით, მათი დამრიგებლებით და ნათლად დაგვანახეს, რა ძალუძთ და რამხელა სიხარული შეუძლიათ მოგვიტანონ. მადლობა მათ ბედნიერი წუთებისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. გაგრძელებას ველით, უთუოდ, შემოდგომაზე, საფრანგეთში.

ავთო
ნატოსთან და ევროკავშირთან შედარება რა იყო ახლა :) ვიმსახურებთ და არ შევყავართ?
ვანო
რაც არუნდა აპიაროთ მაისაშვილი მის ხელში საქართველო არ პროგრესირებს ჩვენ გვჭირდება რაგბის დახვეწილი კულტურის მქონე მწვრთნელი მაგალითად თუნდაც როგორიც იყო კლოდ სორელი და მილტონ ჰეიგი. მათ ხელში ნასწავლი ტაქტიკის ცოდნით მოვიდა მაისაშვილი ამ დრომდე და იმიტომ უფრო რომ რაგბის კავშირში ყავს გავლენიანი კაცები.

აქ წავიკითხე კომენტარი, ერთხელ ისიც ყვავისო და აი მაგ კომენტარის ავტორს რა უნდა ელაპარაკო საერთოდ? დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის, წინ მსოფლიოა და წარმატებები!!!!!!!!!!
givi
აქ ვიღაცამ დაწერა პრემიაო, ხოდა მეც ვეთანხმები, ერთი კარგი პრემია ალალია ბიჭებზე. აბა ქართველო ბიზნესმენებო კაპიკი რომ არ დაგიხარჯავთ ქველმოქმედებაში არასდროს, აი თქვენი წვლილი რომ ნულია ყველაფერში, ეხლა იქნებ რაღაცამ გაიღვიძოს თქვენში.. (მეტი არაა ჩემი მტერი მაგრამ მაინც..)
გიორგი-50
სულით და გულით ვულოცავ ბიჭებს და საქართველოს ისტორიულ და საეტაპო გამარჯვებას... ყველამ გავიხარეთ, პრინსიპალიტიზე გამარჯვება ეს იგივეა, რაც უემბლიზე ინგლისს ან მარაკანაზე ბრაზილიას მოუგო... ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მატჩი სწორედაც, როომ სწორმა შეცვლებმა(ყოჩაღ ლევან!) და შერკინებებში(ბოლო 2) მოპოვებულმა ჯარიმებმა გადატეხეს... ლევან, გთხოვ დაასვენე(,,შავ ლომში'' დატოვე) ხანდაზმული მორკინალები და მიეცი შანსი ახალგაზრდებს, მათ ეს კიდევ ერთხელ დაიმსახურეს...
არ გაგვიმართლა კარგი თაობაა, დაცვაში ალბათ ერთ ერთი საუკეთესოები ვართ მსოფლიოში, მაგრამ ეს ნაკრები უკეთეს მწვრთნელს ცალსახად იმსახურებს
Qqq
აწი რაღას გააგდებ, მაგრამ უკეთესი მწვრთნელია საჭირო
G.LA
კი მართლაც ეწერა ასეთი მოთხოვნები. ეს რომ უცხოელს გაეკეთებინა აეროპორტშო დავხვდებოდით და ხელში აყვანის წამოვიყვანდით იქიდან. იტალიას დამაჯარევლად მოუგეთ და უელსს კარდიფში 24-ე წუთიდან ქულა არ ავაღებინეთ. ნამდვილად გასაგდებია DDD
რა კარგი თაობაა და შეგვრჩა მგონი დაბალი დონის მწვრთნელი, შედეგი კი მაგრამ თამაშში რა ნახეთ მოსაწონი
mirosan
გვერდი შეგეშალა ჯიგარ.... პოლიტიკა სხვა გვერდზე იპოსტავე
G.LA
მე ყოველთვის ვწერ აქ რომ სპორტია სწორედ პოლიტიკა და ალბათ ყველაზე დიდიც. მილიარდობით გულშემატკივართა ინტერესის გამო. მე ვერ დავდებ თავს რაგბის ტაქტიკურ ცოდნაზე და ამიტომაც არასოდეს გამიკრიკებია არცერთი რაგბის მწყრთნელი. მიუღებელ შედეგზე რა თქმა უნდა უკმაყოფილება გამომიხატავს. მაისაშვილმა მართლაც დიდი საქმე გააკეთა ხუმრობა ნამდვილად არაა ერთ წელში ასე იტალია და მძლავრი უელსი დაამარცხო, რისთვისაც დიდი მადლობელიც ვარ მაისაშვილი და მწყრთნელთა შტაბის. მეც დავწერე ჩემი იმ წუთის ემოციები და მივითხოვე 6 ერი. მაგრამ ასე რომ ვერ მოხდება უცბათ ამას ყველა ვხვდებით. მე არ მიმიწვდება ხელი სტატისტიკებზე და გთხოვთ ამოყაროთ რამდენჯერ მოუგო იტალიამ ტიერი 1 -ს გუნდებს სანამ 6 ერში მიიღეს. ნახავთ რომ მანამ 6 ერში მიიღეს ჩვენზე ბევრჯერ მოუგეს. ასე რომ შრომა უნდა გავაგრძელოთ და ყველაფერი იქნება. მომავალ წელს მსოფლიოზე მშვენიერი შანცი გვაქს კიდევ ერთხელ მოუგოთ დრაკონებს და თუ მოუგეთ ჯგუფიდან გასვლასთვანაც ახლოს ვიქნებით ძალიან. რაც შეეხება ნატოში შესვლას ეს ნამდვილად შესაძლებელია. ეს გააკეთეს ბალტიის ქვეყნებმა, პოლონეთმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა და სხავებმა. მაგრამ მათ ევროპა და დასავლეთი არ უგინებიათ ყოველ დღე. არც არაფორმალი მართველი არ ყოლიათ და მათ შენიშვნებიც გაითვალისწინეს. ჩვენ კი წინ დაგვიდეს 12 პუნქტი და ვეუბნებით სუვერენული ქვეყანა ვართ და თვაი დაგვანებეთო. არ ვართ სუვერენული რით ვერ გავიგეთ? სანამ ნატოში და ევროპასთან არ ვიქნებით ზედმეტია ლაპარაკი თავისუფლებაზე. ღობეზე შემომჯდარს და ვითომ ნეიტრალიტეტზე მეოცნებეებს მგელი შეგვჭამს კბილებ დაკრეჭილი და ეს 100 წ წინ უკვე მოხდა. გთხოვთ ნუღარ გავმეორდებით და დაუჯეროთ მათ ვინც თავის ოჯახში გველოდებიან. ჩვენი გადარჩენა მხოლოდ ნატოში და ევროკავშირშია.
ჟორა გაბრიჭიძე
სად ხართ ბიჭებო, რომ გაიძახოდით ტყემალაძე დაღუპავს რაგბს, რადგან რაგბისტი არ არისო. ახლა ხომ ნახეთ, რომ პრეზიდენტი მენეჯერი უნდა იყოს და არა სპორტის სახეობის წარმომადგენელი. რაგბს რომ გაუძღვება, ამისთვის მწვრთნელებია მოგონილი.

მაისაშვილი გავაგდოთ?
კახაბერი
სოსო, ბიჭებო-უელსთან სწორი იყვნენ ჩვენი ბიჭები,მაგრამ სამოასთან შეცდომა იყო ჯარიმის დარტყმა...ლელოზე უნდა ეთამაშათ და თავისუფლად მოვიგებდით. ბოლოს მეტი ყურადღება გვმართებს,რაც უელსთან აშკარად გამოიჩინეს. სამოასთან არც ძალიან დამწყეტია გული, ფაქტიურად თამაშით მ ო უ გ ე ს,თან აშკარად...თან ის სამოა-ფიჯი რომ დაამარცხა გასვლაზე. მსოფლიოზე მაგარი შანსები გვაქვს- ბიჭებს ცოტა კიდევ მეტი-სპეციალური ფიზიკური მომზადება ჭირდება, შერკინების კიდევ უფრო გაძლიერება-გამძლავრება და ...
კახაბერი
და -2-ეს - ნუ ბჟუტურობთ...გირჩევ აზროვნება დაიწყე,ა ზ რ ო ვ ნ ე ბ ა,თორე საქართველოში ქართველობას უმცირებაში რომ ჩააგდებენ- მერე გვიან იქნება,უკვე 200 000-ზე მეტი ურუსი შემოუშვეს- უძრავ ქონებას იძენენ,რომელიც არ ცნობს არათუ საქართველოს ტერ-ლ მთლიანობას, სახელმწიფოს სახელმწიფიო არსებობას-აც...და მით სახელმწიფოს დიდ საფრთხეს უქმნიან...და - რა ,,ევროკავშირი,,- ,,ნატო,, და ,,6 ერი,, კი არა (!).
კახაბერი
და- რა არის,ან რა შუაშია ,,შხამი,,(?!) შხამი კი არა -ს ი მ ა რ თ ლ ე ა, სიმართლე,რისი მოსმენაც არ გინდათ არსებული მტრის,კრემლის დასმული ,,ხელისუფლების,,მეხოტბეებს,არათუ გააზრება(!) ჯერ -რა უმაღლესი განათლება გაქვს,ამ სიმართლეს ,,პოლიტიკურ შხამს,,რომ უწოდებ(?!), მე-2- რა-ევროზონის სახელმწიფოებს შორის ყველაზე ღატაკი და უპერსპექტივო რომ ვართ-ეს არ არის მართალი (?!), თუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველა მაღალი ემიგრაციის მაჩვენებელი რომ გვაქვს ამ მცირე რიცხოვან ერს(?!), თუ -არსებული აბსოლუტურად არა- ადეკვატური ,,ხელისუფლება,,- დასავლეთს რომ ლანძღავს-აგინებს და შუა საუკუნეებში ჩარჩენილ რუსეთს,რუსულ-მონღოლური იმპერიის აღდგენა რომ სურთ... მხარდაჭერას უცხადებს(?!),და ამის მერე ან ,,ევროკავშირში,, მიგვიღებენ,ან ნატოში და ან თუნდაც-,,6 ერში,,(?!- პოლიტიკა და სპორტი ერთია!!!) - და-რატომ ვართ ღატაკი,უპერსპექტივო, მით შეუქცევადი ემიგრაციით(?!); თუ იცი-რატომ დაბლოკეს სტრა-ლი ეკო- რი პროექტები(?!), ან თანამედროვე სამხედრო საჰაერო თავდაცვის სისტემების შემოტანა- განლაგება,ე.ი.საქართველოს თავდაცვა- უსაფრთხოების გამძლავრების პროცესი(?!),ან აშშ-სთან -ხელშეკრულება ,,თავისუფალი ვაჭრობის,, შესახებ(?!), რატომ შეაბრუნეს და ეკო-კა ისევ - რუსეთის,,ეკო-კას,,ჩამოკიდეს,მით ეკო-კა ჩამოგვეშალეს,რასაც მოყვა სიღატაკე,ემიგრაციია(?!) ან რატომ დაბლოკეს-ანტი საოკუპაციო მძაფრი საგარეო პოლიტიკა(?!) და ა.შ და ა.შ. დასავლეეთი ითხოვს ერთს-გინდათ წარმატებული,ეკო-რად ძლიერი სახელმწიფო გქონდეთ,დაამკვიდრეთ- დემოკრატიულ-სამართლებრივი მმართველობის პოლიტიკური სისტემა- ინსტიტუციური მმართველობა,მით-კანონის უზენაესობა,მით სამართლებრივი გარემო- წესრიგი,მისთვის გიზიარებთ გამოცდილებას,გაძლევთ რეკომენდაციებს ( ბოლოს 12 პუნქტიანი)...მით ჩვენი თანამეგობრობის წევრი იქნებით ყველა მიმართულებით, არადა -კარგად იყავით-ო და...-კი გვაქვს უპერსპექტივო გარემო(!) და ბოლოს, სპორტსმენების-პოლიტიკიდან -სახელმწიფოთ მშენებლობიდან ჩამოშორება- რუსული ინტერესებებია, ალბათ ახლანდელმა თაობამ-არც იცის... რომ სწორად სპორტი; რაგბი, ფეხბურთი, კალათბურთი... გ ა მ ო ე ყ ო რუსულ- საბჭოთა იმპერიის სპორტულ ორგანიზაციებს,მაშინ როცა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოს აღიარებული არც იყო (!),სწორად ს პ ო რ ტ ს ე მ ე ბ ი,და ქართული სპორტის სამყარო იყო ფ ლ ა გ მ ა ნ ი- დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის, მერე მისი ღირსების დაცვის-და ეს უნდა დავაბრუნოთ(!).
სოსო
იმ მომენტში,12-10 ვაგებდით და ჯარიმის გატანით,ანგარიშში წინ გავდიოდით.პოზიცია გასატანი იყო და აუტში რომ გადაგვეგდო,იქ ჯერ აუტის მოგება,მერე კი ლელოს დადება,საკმაოდ სარისკო იყო.ასე დაძაბულ თამაშებში,მარტივი ქულების აღების საშუალება თუ მოგეცა,დაახლოებით თანაბარი გუნდების შეხვედრაში,ის ქულები,აუცილებლად უნდა აიღო.თედოს ნერვებმა უმტყუნა და ვერ გაიტანა,მაგრამ ეს, ტაქტიკურად სწორი გადაწყვეტილება იყო.სხვაობა 3 ქულაზე მეტი რომ ყოფილიყო,მაშინაც კი,ალბათ მაინც ჯარიმას ავირჩევდით,რადგან ჯერ კიდევ საკმარისი დრო იყო დარჩენილი,ანგარიშის შესაცვლელად და ლელოზე თამაში,მხოლოდ 6 ქულაზე მეტი სხვაობის შემთხვევაში იქნებოდა ტაქტიკურად გამართლებული.ამ შემთხვევაში,მეორე ჯარიმაც არ გვეყოფოდა ანგარიშის გასათანაბრებლად და იმიტომ.თუმცა იქაც შეიძლებოდა,ჯერ ჯარიმით დავახლოებოდით და მერე,ლელოზე გაგვეწია.მატჩის ბოლოს,საჭიროება თუ იქნებოდა,ლელოს გამტანებიც ვიყავით.თამაშზე უკვე ეტყობოდა.უბრალოდ არ გვჭირდებოდა.სამოასთან დაშვებული შეცდომა,აღარ გავიმეორეთ და მატჩი დავამთავრეთ. მატჩის წესების გასაგებად,საქართველოს ნაკრების თამაშები ამოყარე,სადაც თანაწამყვანად,ნიკა ამაშუკელი ჰყავდათ ხოლმე სტუმრად და ისე გასაგებად ხსნის ყველაფერს,ბავშვიც გაიგებს.
სოსო
აფსუს,რა კარგად დაიწყე და რა ცუდად დაასრულე!პირველ ორ პუნქტში შესანიშნავი ანალიზის შემდეგ,ნაცისტური მედიის პროპაგანდის ჯურღმულებში გადაიჩეხე.ამის შემდეგ,გირჩევ,მხოლოდ რაგბიზე წერო,ამ საიტზე.საიტიც სპორტულია და ეგ, მართლაც კარგად გამოგდის.
კოტე
ნეტა ვის და სად უმზერი?!
huntington
ნატოში უფრო გვაქ მიღების შანსი ვიდრე 6 ერში :D
Zviads
სწორად სტატიაა მართლაც, ყველაფერი კარგად დანახული..
ვინც არ არის კახაბერი
დასაწყისი გასაგებია და უმეტესობისთვის მისაღები, მაგრამ, ვფიქრობ, ასეთი შესავალი იმიტომ დაგჭირდა, რომ შემდგომი პოლიტიზირებული და ანგაჟირებული აბდაუბდა დაგედო. გამოგივიდა - შხამი გამოუშვი, ახლა შეცურდი, კვლავ, ბარდებში, აგროვე შხამის ახალი დოზა და იყუჩე ჩვენს მომავალ გამარჯვებამდე.
Gimzeri
ძალიან ტენდენციური და არაკომპეტენტური პუბლიკაციაა! რომ მიგვიღებენ 6 ერში, როგორ ახსნის ავტორი საინტეტესოა
ილია
რა კარგი სტატიაა_ თუნცა გვარს რომ დავხედე_ აღარ გამკვირვებია.....ისე პესიმზმში არ ვეთანხმები_ ნატოსა და ევროკავშირზე... ეჰ ისე 11x11...
Simartle
cagvchamen exla tvinebs eseni as celitadshi ertxel rac yvavis ise mouvidat ddddddd
ბოკინიო
პირველ ტაიმში დავწერე, ლობჟანიძე შემცვლელი არ ყავს თქო? რი გამოც ბოდიშს ვუხდი! მადლობა ყველაფრისთვის. მე რაგბი კარგად არ მესმის მაგრამ მატჩი არ გამომიტოვებია და სუ გული და სულით ვგულშემატკივრობ. ერთი ის არ მომეწონა ბურთის ფლობა გვქონდა 90:10 ზე და ჯარიმა რატო დავარტყით? აცილებულ ჯარიმას ვსაუბრობ როცა თამაში დაჭერილი გვქონდა რატო არ ვცადეთ ლელოზე თამაში? უდიდესი მადლობა ჯიგრისთვის თავდადებისთვის და სიხარულისთვის!
დავითი
რაგბი წამყვან ბურთიან სპორტში ალბათ ერთადერთია,რომლის ტაქტიკური მონახაზი კი არა, წესებიც არვიცი ბოლომდე,უბრალოდ ვუყურებ ჯიგრით და პროფესორობას არ დავიწყებ, სამაგიეროდ ბევრი კომენტარი შემხვედრია,ვინებიც მაისაშვილს ჭე კლასის სპეციალისტად მიიჩნევს და მაინტერესებს , გუშინ გაგვიმართლა თუ კომენტარების დამწერნი პროფესორობენ ????
კახაბერი
ყოჩაღ ბიჭებს -ისტორიული მოგებაა- გამარჯვებაა,ქართულ ნიჭს,შემართებას,შეუპოვრობას, ენერგიას,უდიდეს პოტენციალს...თქვენ აცნობთ დანარჩენს სამყაროს და ამისათვის უდიდესი პატივისცემა(!) მიმომხიველს-დასაწყისში გეთანხმები, მაგრამ დასასრულისათვის-ვერანაირად(!), -1-მაისაშვილი და მისი გუნდი-შედეგს დებს(სამოასთან შემთხვევით წავაგეთ-ბოლოს ყურადღების მოდუნებით,რაც უელსთან გამოსწორდა). უკანა ხაზი ისე მომძლავრდა- თანამედროვე რაგბს თამაშობს,რომ საჭირო იყო-შერკინებაში ძველი სიმძლავრე დაგვებრუნებინა და ნებისმიერ მეტოქეს დავამარცხებთ,მგონი აქაც მოიძებნა ახალგაზრდები(ქუთელია,აბულაძის...დამატებით), ფაქტია,რომ უელს-შერკინებით,და მით აღებული ქულებით მოვუგეთ(!) 2-არასწორია-დასავლეთი არ ზრუნავს რაგბის განვითარებაზე,განსაკუთრებით ქართული რაგბის,სწორად დასავლეთის დიდი მხარდაჭერით გვაქვს არსებული პროგრესი,ბოლო-ბოლო ბიჭებს ფრანგები გვიმზადებენ (და არა მარტო),თორემ მათგან უკუგდებული რომ ვიყოთ-რაგბი, სპორტშიც რუსულ სამყაროში დარჩებოდით და დღეს რუმინეთიდან გამარჯვებაც დიდი წარმატებად ჩაითვლებოდა-რუსეთის დონეზე ვიქნებით(!), 3- ,,6 ერი,,-მართლა კომერციული ტურნირია,მაგრამ სწორად რაგბის პოპულარიზაციისთვის,მით რაგბის ავითარებს და ძალიან უნდათ საქართველოც შეიყვანონ,იციან როგორ გვიყვარს რაგბი და სავსე რომ იქნება სტადიონები, ქართველი ერის უსაზღვრო ძალა,ენერგია,ნიჭიერება იციან და- ძალიან დიდ პატივს სცემენ,მაგრამ აბა მოვიძიოთ-რა ღირს ბილეთი,და შეგვიძლია კი მოქალაქეებს მისი გადახდა(?!),როცა ერთ-ერთი კი არა-უკვე ყველაზე ღატაკი ქვეყანა ვართ არა მარტო ევროზონის სახელმწიფოებს შორის-რეგიონშიც კი, აბა მოვიძიოთ მშპ-ერთ სულ მოსახლეზე რამდენი გვაქვს(?!),მით მსოფლიოში ემიგრაციის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებლებით (მოლდოვას უკვე გამოუყვეს რამოდენიმე მიზნობრივი მლრდი და სერიოზული პოტენცია აქვს-მცირე დროში ეკო-კა განავითარონ და წარმატებული სახელმწიფო ქონდეთ), და-4-,,ნატოში,, და ,,ევროკავშირში,,-ც მიგვიღებენ,და წარმატებულ,ე.ი.მხოლოდ პროგრეს და წარმატებაზე ორიენტირებული სახელმწიფოს შექმნაში,თავისი ძლიერი ეკო-კა,მით თავდაცვა-უსაფრთხოების- განმტკიცებაში დაგვეხმარებიან...მაგრამ არა -ავტორიტარულ-ოლიგარქიულ-კრიმინალურ-კლანური მმართველობით,მით არა სანდო,არა საიმედო სახელმწიფო სტრუქტურებით,მით ე.წ.,,ჩრდილოვანი ეკო-კით,, თან მართული და კონტროლირებადი ჩრდილო-მტრულად განწყობილი იმპერიის მიერ...რის გამოც დღეს გვაქვს ღატაკი,ე.ი.სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები-სტრუქტურებით,მით სუსტი ეკო-კით,მით შეუქცევადი ემიგრაციით-უპერსპექტივო სახელმწიფოსდამაგვარი წარმონაქმნი ...და თან-არსებულმა ხელისუფლებამ არსებული რეჟიმი რომ შეინარჩუნოს-სახელმწიფოს,ერის ძარცვისათვის მომართული - სწორად იმ დასავლეთს,ეკო- რად მძლავრის,და არა მარტო ეკო-რად მძლავრის ...ლანძღვა-გინებას თავს რომ არ ანებებს(?!) 5-ე-ბოლო-ბოლო გავითავისოთ-სპორტი და პოლიტიკა ერთია,მეტიც-უერთმანეთოთ არასოდეს არსებობდა (ხალხთა,ერთა შორის კულტურათა გაცნობა-დაახლოების ერთ-ერთი საშუალება)- რუსეთი,რომელიც არანაირ საერთაშორისო სამართალს არ ცნობს,გაქანებული ტოტალიტარიზმი-კრიმინალური რეჟიმი აქვს და საზიზღრად სძულს დასავლეთი (პასუხისმგებლობითი სამყარო)-საერთოდ განდევნიან ევროპული ყველა სპორტის ყველა ტურნირრბიდან (როცა გძულთ და გეზიზღებათ მათთან-რა გინდა?!), და თუ მიიღო აზიამაც-აზიის ტურნირებში გადაერთვებიან... იმედია არ დაბლოკავთ!
Rt
უფულო და ღარიბი არავის არ უნდა ეგრეა ამ ორგანიზაციაში ექვს ერში და სამწუხაროდ ცხოვრებაშიც ეგრე იჩაგრები...
გიორგი 11
მართალია
გიორგი
კი ბატონო მართალი ხარ და დავამატებ მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებ
სოსო
არ ვიცი,ვინაა სტატიის ავტორი,მაგრამ კარგი,სწორი სტატიაა და ამისათვის მადლობას ვუხდი.
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
იოსებ ტყემალაძე: მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა დასკვნითი მატჩისთვის
"ბორჯღალოსნები" | დასკვნითი მატჩი ჯგუფის ლიდერ უელსთან
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"