ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ედი ჯონსი ამერიკელებს უარს ეტყვის და საქართველოს ნაკრებს ჩაუდგება სათავეში?

ედი ჯონსი ამერიკელებს უარს ეტყვის და საქართველოს ნაკრებს ჩაუდგება სათავეში?

2023 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ედი ჯონსი ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტს დატოვებს. როგორც კი ეს ცნობილი გახდა, დაიწყო საუბრები, თითქოს ის ფრანგულ "რასინგ 92"-ს ჩაუდგება სათავეში ან იაპონიის ეროვნული გუნდის კონსულტანტი გახდება.

ახლა მას ახალი ვარიანტი და როგორც ამბობენ, ყველაზე სერიოზული გამოუჩნდა. ედის თვალი ამერიკელებმა დაადგეს და ნაკრების ჩაბარება შესთავაზეს. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თუ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რვაწლიანი კონტრაქტი გაფორმდება. ასეთ შემთხვევაში ჯონსი აშშ-ის ნაკრებს 2031 წლის საშინაო მსოფლიო თასისთვის მოამზადებს.

თავად ჯონსმა ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ ინგლისის შემდეგ ნაკრებში მუშაობა არ სურს, მაგრამ ეტყობა, ამერიკელთა წინადადება ძალიან საინტერესოა. კიდევ უფრო საინტერესოა Sydney Morning Herald-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. კერძოდ, გამოცემა ირწმუნება, რომ ამერიკულ მხარეს ედისთან ხელშეკრულების გაფორმების საკითხში ქართველების მხრიდან სერიოზული კონკურენტი ეყოლებათ.

ეს ამბავი, ცოტა არ იყოს და, დაუჯერებლად მოჩანს, ვინაიდან ძნელი წარმოსადგენია, საქართველოს რაგბის კავშირმა 62 წლის ჯონსს ამერიკელებზე უფრო მაცდუნებელი წინადადებით მიმართოს. თუმცა, ვინ იცის...

• mesxi

მაისაშვილი მაგარია მეტი რა უნდა ექნა დაწერეთ აბა !!!???

• ანდრი

უელსი ჯარიმას კიდეზე აღარ გადაიტანს და მარტო შერკინებით ვერ მოვუგებთ. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი. მაგრამ ის ნაღდად დავამტკიცედ რომ ჩვენთან მოდუნება არ გაუვათ და სადაც იტალიას ახსენებენ, იქ აწი უელსიც გაწითლდება ჩვენ გახსენებაზე.

• კახაბერი

როგორც არ უნდა მივედ-მოვედოთ, მაისაშვილი და მისი გუნდი შედეგს დებს- მსოფლიოსათვის-ს ა ჭ ი რ ო ა შერკინებაში სიმძლავრის დაბრუნება(რამაც მოუგო უელსს), ძველებურის;ჯარიმა,აუტი,მოლი-ლელოს გათამაშების,როცა უკანა ხაზი ვერ არღვევს მაგრად დამუშავება-მაგრად მომზადება,მისთვის აუტის,მოლის სპეცლისტებიც გვჭირდება,აუტში,რაც შეიძლება უშეცდომოთ ვითამაშოთ,ზოგადად კარიმების არ აკიდებისათვის,რაქში და დაცვაში აგრესიული თამაში...და რომ შევძლოთ-გვჭირდება ფიზიკურად კარგად მომზადება და ჯგუფიდან გავალთ. უნდა გავითვალისწინოთ,ამ მოგების შემდეგ- ჩვენი ნაკრების თამაშს განსაკუთრებით შეისწავლიან,სუსტი მხარეების ძებნას დაიწყებენ,ბოლო-10 წუთიც რომ გვიჭირს-სწორად ამ დროს მასიურ იერიშებს დაიწყებენ და ა.შ. და ა.შ. საპასუხოთ-მაგრად მომზადებასთან ერთად,თამაშ-ში ტაქტიკა-სტრა-ის შეცვლა-გადაწყობა-დაბრუნებაც სწრაფად უნდა შეგვეძლოს და ჯგუფში ყველა გუნდზე მოგება შეგვიძლია,ავსტალიაზეც.

• ერმილე

მაისაშვილი არის 0-ი ის რაც ბიჭებმა გააკეთეს, საერთოდ არ არის მაისაშვილის დამსახურება, 100%-ით ბიჭების თავდადებით მოხდა ეს! ერთი კომპინაცია არ ყოფილა, ბოლო 3 თამაშში და მეტში კიდევ

სხვათა შორის ჰეიგს თავისანვე ემდუროდა ნაკრების საკმაოდ გამოცდილ მოთამაშეთა ნაწილი, მათ შორის მართლაც ისეთი დიდი მორაგბე, როგორიც ზირაქაშვილია. მისი თქმით, ჰეიგი საერთოდ არ ითვალისწინებდა მოთამაშეთა აზრს იმ საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ მორაგბეებს ეხებოდათ და მხოლოდ თანაშემწე მწვრთნელებს ეკითხებოდა. ასეთი უთანხმოებები ხშირად ხდებოდა , უბრალოდ გარეთ არ გამოგვქონდაო.2019 წლის მსოფლიოს დაწყებამდე მან საკმაოდ მცდარი მეთოდი აირჩია და წარმოუდგენლად გაზარდა ფიზიკური დატვირთვები, რის შემდეგაც გუნდს პრაქტიკულად რესურსი აღარ ჰქონდაო. ამაზე თუ არ ვცდები, შალვა სუთიაშვილმა ისაუბრა. ვეტერანმა მორაგბემ მევლუდ მთიულიშვილმა მამაძაღლის მსგავსი ეპითეტით მოიხსენია ჩვენი პირველი წარმატების შემოქმედი კლოდ სორელი, გიორგი შკინინმა გაიხსენა, 18 წლის ასაკში, როდესაც ეცადა მისთვის აეხსნა კონკრეტული სიტუაცია, სამუდამოდ როგორ მოკვეთა ნაკრებიდან. ასე, რომ თავისი წილი შეცდომა ყველამ, მათ შორის მაისაშვილმაც დაუშვა და სამართლიან კრიტიკას იმსახურებდა. მთავარი ის არის, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან არ ვუყუროთ და დამსახურებაც საკადრისად დავუფასოთ

• G.LA

ცოტაც მოვიცადოთ და მაისაშვილი თუ ჯგუფიდან გაგვიყვანს მერე მოქალაქეობაც ჩამოვართვათ და მწვრთნელობაც. შემდეგ საერთოდ გავაგდოთ ქვეყნიდან. ღირსია აბა რა? წელს რა შედეგებიც გვქონდა ისტორიაში არ გვქონია და პატივი ვცეთ ქართულად.

• სოსო

შოთა ხაბარელი,საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწრთნელი,მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს და მეორე წელს,დაბალი კვალიფიკაციის ბრალდებით,ნაკრებიდან გაათავისუფლეს.ვართ, ასეთი "ობიექტურები" და ვერსად გავიქცევით.არსაკისძეს ხელი მოსჭრეს,რატომ კარგი აგიგიაო და ლევან მაისაშვილი,ვისი ტიკი ტომარააო?!ამის მთქმელები,ახლაც მრავლად გვყავს.მსოფლიოს თასამდე,მას ვერავინ შეეხება და მერე,შესაძლოა თვითონაც აღარ ისურვოს,ნაკრებში დარჩენა.ჩემპიონატის შემდეგ,დასხდებიან,ილაპარაკებენ და როგორც ქართული რაგბისათვის იქნება უკეთესი,ისე მოიქცევიან.ლევან მაისაშვილი,ჩვენი ოქროს ფონდია და ძალიან ბევრი კუთხით შეიძლება, მისი უნარების გამოყენება.დღევანდელ და ალბათ ხვალინდელ საქართველოს ნაკრებსაც,ჩემი აზრით არ სჭირდება ტოპ მწვრთნელი,ტოპ ხელფასით,რადგან ამჟამინდელი რესურსებით,დიდი ნახტომის გაკეთება,შეუძლებლად მოჩანს და რეიტინგში ერთი,თუნდაც ორი ადგილით წინ გადასასვლელად,რაგბის საერთო დონის ამაღლების გარეშე,ამდენი ხარჯის გაღება,არარაციონალური იქნება.თუ ზომიერი მადის და ძალიან მაღალი დონის მწვრთნელი გამოჩნდა,მაშინ რა თქმა უნდა მჯობნის მობნი არ დაილევბა და შესაძლოა მის მოყვანაზე ვიფიქროთ,თუმცა ლევან მაისაშვილი ისე ძირფესვიანად იცნობს ქართული რაგბის ყოველ ნიუანსს,რომ არა მგონია მასზე უკეთესი კანდიდატურა,უცხოეთიდან გამოჩნდეს,იგივე დაფინანსების პირობებში.ისიც საგულისხმოა,რომ ლევან მაისაშვილიც და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრებიც,ნაკრებთან ერთად იზრდებიან და ეროვნულ კადრებს,რამხელა მნიშვნელობა აქვს,რაგბის განვითარებისათვის,მგონი მეტი წილისათვის მაინც გასაგებია.

• 11

თორემ მაისაშვილთან მადლობის მეტი რა გვეთქმის, გარდა მაგისა მთავარი მწვრთნელის უცხოეთიდან მოწვევა მას არ დააკნინებს. მისთვისაც მოიძებნება ადგილი.

• კაპიტან გარდენბურგი

არაერთიკური სტატია მგონია, პირდაპირ უელსთან მოგების მერე. ზუსტი ინფორმაცია მაინც ყოფილიყო, რატომ უნდა აწყენინოთ ამ მაისაშვილს პირდაპირ მოგების მერე? მადლობის მაგიერია?

• mmm

მაისაშვილზე დადებითი კომენტარების დისლაიქები გასაგებია 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდისგან. სხვა მხრივ არაფრის მაქნისი უსაქმური უნდა იყო რომ მის შედეგებს არ აფასებდე.

• aleksandre

ზღაპარი მგონია, მაგრამ თუ ეს მოხდა ამაზე უკეთესი ვარიანტი წარმოუდგენელია

ედი ჯონსი იმდენად ჭკვიანია, რაც არ უნდა იყოს ამ ეტაპზე ჩვენს, როგორც მსოფლიოზე მონაწილე გუნდის გაწვრთნას არ დათანხმდება. ჩემი აზრით, ის უფრო საკლუბო კარიერას აირჩევს მაღალი ანაზღაურებით.

• გავაშა

თუ რამე შეიცვალა ისედაც მსოფლიო თასის მერე მოხდება მანამდე გამორიცხულია

• 1.2.3.4.5.6.

ამხანაგურებისთვის დატოვეთ და ოფიციალურებისათვის წარმატებული უცხოელი მწვრთნელი მოიყვანეთ

• კახა

ეხლა არც არავინ უშვებს მაისაშვილს, ლაპარაკია მსოფლიოს მერე მწვრთნელის შეცვლაზე, ეხლა ვერც ვერავის მოიყვან ნორმალურს და დროც არ ეყოფა სულ რომ სასწაულმოქმედი იყოს. მაისაშვილს კიდე მადლობა ეკუთვნის იმის მიუხედავად მოსწონს ყველას თუ არა, ჯერ ერთი ისტორიული შედეგი დადო უკვე, მეორეც ისეთ დროს ჩაუდგა სათავეში ნაკრებს, რომ შეუძლებელი იყო პანდემიის დროს მწვრთნელის ჩამოყვანა, ისიც ნუ დაგავიწყდებათ რა გადაიტანა, სასწაულად გადარჩა და სიარული დაიწყო თუ არა ეგრევე მინდორზე გავიდა... ვაჟკაცი და ჯიგარი ბიჭია ეტყობა, თუ რამე სასწავლი აქვს კიდევ ისწავლის და ბევრჯერ გამოადგება ქართულ რაგბს სადაც არ უნდა წავიდეს

• ATP 16

არ შეიძლება მხოლოდ ემოციებით საკითხის გადაწყვეტა , ანალიზი სჭირდება ნებისმიერი საქმის სასიკეთოდ გაგრძელებას . ერთხელ და სამუდამოდ , უნდა მივეჩვიოთ , რომ საქმის მცოდნე ხალხმა , ობიექტურმა ჟურნალისტებმა და თუნდაც განსხვავებული აზრის მქონე მეორე ჯგუფმაც , ობიექტური და სწორი შეფასება გავუკეთოთ ყველაფერს . ქვეყნის ნაკრებზეა საუბარი , ვიღაცის პირადი წყენა , ვიღაცის სუბიექტური აზრი , არ შეიძლება ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდეს . მაისაშვილის მოსვლის მერე , გავარჩიოთ სად გვაგვს რეგრესი და სად პროგრესი , სად იყო ნაკრები რეიტინგში მის დანიშვნამდე , თაობათა ცვლა , და ბოლოს მსოფლიომდე ყველა შემთხვევაში უნდა ვაცადოთ , თუ მსოფლიო ვერ დამთავრდა იმ შედეგით , რა მოლოდინებიც გვაქვს ყველას , მაშინ იქაც ობიექტურად უნდა მოხდეს ანალიზი და გადაწყვეტილებაც სამართლიანი იქნება . დროა შევდგეთ როგორც ქვეყანა , ასეთი წვრილმანებიდან და ურთიერთპატივისცემიდან და ერთმანეთის აზრის გათვალისწინებიდან , როცა იქნება მივალთ იქამდე , რასაც თაობებია ნატრობენ ამ ქვეყანაში . ღმერთი გფარავდეთ ყველას .

• irakli81

რაც არ უნდა მაგარი მწვრთვნელი იყოს და მე ვთვლი, რომ მაისაშვილი მაგარია, ნაკრების მწვრთნელი პერიოდულად უნდა იცვლებოდეს, თორემ პროგრეს უკუსვლა ან ერთ ადგილზე გაყინვა მოყვება. გავიხსენოთ თუნდაც მილტონი, ძალიან მაგარი პირველი მსოფლიოს მერე, პროგრესი არ ჩანდა და მომდევნო მსოფლიო პრაქტიკულად ჩააგდო. ეხლა ნაადრევია ამაზე ფიქრი, მაგრამ მგონია, რომ მსოფლიოს შემდეგ, ახალი, ტოპ დონის მწვრთნელი უნდა მოვიწვიოთ, თუნდაც ედი ჯონსი, კარგი კანდიდატურაა.

• 11

მწვრთნელი ბრიტანეთიდან გვჭირდება, იმისთვის რომ ბრიტანეთის რაგბში გაუკვლიოს ბიჭებს გზა. (მეორული მიზანი.)

• anti

აცადეთ მაისაშვილს, რა არ მოგწონთ? ნელნელა ატყობს ხელს ნაკრებს, უელსს მეორე ტაიმში ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა და რა მიზეზით უნდა გაუშვათ? ორი დიდი გამარჯვება მაისაშვილს ეკუთვნის. ვაცადოთ მსოფლიო თასიც იქნებ რას აკეთებს. არ იქნება სწორი მაისაშვილის შეცვლა.

• გიორგი

1000%

• Just Supporter

მაისაშვილს ისევ და ისევ მადლობა, გაწეული შრომისთვის, რაც შეუძლია, მაგას პატიოსნად ასრულებს და შედეგსაც აჩვენებს, თუმცა ყველა რომ ბედნიერი იყოს - მაისაშვილი შავ ლომში, რომელიც იმედია უკეთეს ტურნირებში იასპარეზებს მსოფლიო თასის შემდეგ და ჯონსი, ან მსგავსი კალიბრის მწვრთნელი ნაკრებში - ეს არის ნაკრების განვითარების და წინსვლის შანსი!

• კოტე

უყურე შენ,თურმე უმწვრთნელო გუნდს მოუგია იტალიისა და უელსისთვის?!... მადლობა ბიჭებო,მადლობა მწვრთნელებო.გაიხარეთ ჩვენი გახარებისთვის.გვეიმედებით.კიდევ ბევრჯერ გესახელებინოთ ჩვენი საქართველო!!!

• QT

როდესაც მაისაშვილი დაინიშნა ჯვარს ვაცვით, უვიციაო, გადადგესო და როგორ არ ლანძღა ხალხმა. ახლა მან და მთელმა გუნდმა უმაგრესი შედეგი დადო, მოუგო იტალის, დაამარცხა უელსი და ამის მერე გვინდა შევცვალოთ ლევანი ? რაღაც არამგონია სწორი გადაწყვეტილება იყოს. ჩემი მხარდაჭერა ლევანს.

• რამაზ

სხვათაშორის, თუკი იაპონიის ნაკრების კონსულტანტობა განიხილება, ედი ჯონსი ან მისი დონის კონსულტანტი ჩვენც (ბორჯღალოსნებს) არ გვაწყენდა... ამის წინააღმდეგი არც არავინ იქნება.

• რამაზ

მდაა... სტატია იწყება ფრაზით "2023 წლის მსოფლიო თასის შემდეგ" მსოფლიო თასის მერე მწვრთნელი ვინ გვეყოლება ამაზე საუბარი ნაადრევად მეჩვენება.

• მერაბი

"ცუდას რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი"

• გიორგი

ვეთანხმები კომენტარებს, მაისაშვილი ძალიან კარგი მწვრთნელია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ კინაღამ შეეწირა რაგბს და ასეთი მწვრთნელი უნდა დავაფასოთ და მივცეთ კიდე დიდხანს შესაძლებლობა აკეთოს თავისი საქმე, რომელიც ძალიან უყვარს.

• ტაბალი

დაანებეთ მაისაშვილს თავი. შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს.

• ჟორა გაბრიჭიძე

ქართული ანდაზაა "სხვა შენს გამოსადეგ შვილს არ გაგიზრდისო". კარგ გზას ადგას ფედერაციაც და ნაკრების მწვრთნელიც. რატომ არ ვიცით ქართველებმა საკუთარის დაფასება, ესაა საკითხავი.

• sormona

მაგის მარიფათი იმაში გამოჩნდა მისი მეჯვარე რო გვყავს ახლა მწვრთნელად

• რონი

რაც კარგად გვეხერხება ეს ოცნებაა ასე რომ ვიოცნებოთ ჩვენი რამიდის..ეგ მაინც ხო არის უფასო ))))))

• SL

უმადურობის ზეიმი!!!

• ასავალ- დასავალი

კი, როტაცია ხდება-ედი საქართველოში მოდის და მაისაშვილი ინგლისში მიდის.

• inteleqti.

აფერისტი და დილეტანტი მეტყევეა რაგბთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეგ ედი ჯონსი კი თეორეტიკოსია. სუსტი ტიპია არ გვინდა არაფრად. ბერნარდ შოუ დეგენერატი იყო ვერ გაიგებდი რა უნდოდა საერთოდ. მაგ ციტატას რაც შეეხება ძალიან მარტივად და პირდაპირ ითარგმნება ქართულად, მაგრამ მაინც ინგლისურად დაწერა ვიღაცამ. რამე ისეთი რომ ეწერის რაც ინგლისურიდან არ ითარგმნება და ვერ გადმოთარგმნე კიდე ჰო, მაგრამ ამ შემთხვევაში ზედმეტი იყო (რბილად რომ ვთქვათ*). მაგის "ორიგინალში" დაწერა. და გინდ გეთარგმნა მაინც აზრი არა აქვს. იმდენად უაზრო, ბანალური და ალოგიკურია ამ სიტუაციაში საერთოდ გარტყმაში არ არის. და ეს "რატომაც არა" საერთოდ ყველაფერზე მიდის

ნეტავ დაინიშნოს

• ირაკლი

რაგბის კავშირის პრეზიდენტი აშკარად მარიფათიანი და ამბიციური კაცია. სავარაუდოდ მისი ინიციატივაა და რატომაც არა. 'Some men see things as they are and say why, I dream things that never were and say, why not' – George Bernard Shaw

• ლომი

ნეტა მართალი იყოს ეს ამბავი.

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს

ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს

რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა

ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა

კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის

ინგლისის ნაკრების თავკაცი: საქართველოში ბიჭები წვერ-ულვაშით იბადებიან

"საქართველოს შემდეგ ირლანდიასთან თამაში იგივეა..." - ინგლისელთა მწვრთნელმა ჩოგბურთელთა მაგალითი მოიყვანა

რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს კარგი სარაგბო გენები აქვს - კომპლიმენტი ინგლისის ნაკრების თავკაცისგან

მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]

"ედი ჯონსი? - მაისაშვილზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მივიღეთ წინადადებები" - იოსებ ტყემალაძე

ედი ჯონსი თბილისში ჩამოვა

რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის

"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი

რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია

"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]

"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"