იტალიური გამოცემა onrugby.it-ის ინფორმაციით, საქართველოს რაგბის კავშირი მუშაობს, რომ ნაკრებმა "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ ტესტ-მატჩი გამართოს.

"საქართველოს ნაკრებმა ბოლო პერიოდში 2 უძლიერესი ნაკრების წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვებები მოიპოვა (სახლში იტალიასთან და სტუმრად უელსთან). ქართველთა რაგბის კავშირში ყველაფერს აკეთებენ, რათა ნაკრებმა "ექვსი ერისკენ" სწრაფვა განაგრძოს.

ორი თვის წინ საქართველოს მსოფლიო რაგბის დელეგაცია ესტუმრა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის თქმით, მას ბილ სვინთან შეხვედრა და ინგლისურ კლუბებთან თანამშრომლობა სურს.

"გვინდა ინგლისურ კლუბებთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს, მინდა, ბილ სვინს შევხვდე (ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი), მისი რჩევები მოვისმინო. ამჟამად ჩემპიონშიპში მხოლოდ ერთი მორაგბე გვყავს. "ლელო სარასენსს" ინგლისურს "სარასენსთან" მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა, თუმცა მენეჯმენტის ცვლილებების შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. ბილს აუცილებლად ვკითხავ, შესაძლებელია თუ არა ამ კავშირების აღდგენა.

რაც შეეხება "ექვს ერს", ერთი ან ორი გამარჯვება ჩვენს მომავალს არ წყვეტს, მუშაობა უნდა განვაგრძოთ და ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ იქ ჩვენი ადგილია. ვიცი, რომ ისინი გვაკვირდებიან, მაგრამ წინ კიდევ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, როგორც ეკონომიკური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით, რათა მეტი სტაბილურობა გამოვავლინოთ" - განაცხადა ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ახალი ზელანდიის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს 2015 წელს მსოფლიო თასზე დაუპირისპირდნენ. მატჩი "ოლ ბლექსის" გამარჯვებით 43:10 დასრულდა.

სოსო
რამდენიმე წლის განმავლობაში,საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე,6 ერის ნაკრებებთან ერთად გამოდიოდა.თავიდან კატასტროფული სხვაობით ვაგებდით,მომდევნო წლებში კი,სხვაობა თანდათან შევამცირეთ და ერთ მშვენიერ დღეს,ჯერ ერთი დავამარცხეთ,მერე მეორე და ბოლოს ევროპის ჩემპიონებიც გავხდით.მათი შიში დავკარგეთ და იმიტომ.დღევანდელი ნაკრების ბირთვი,სწორედ იმ ნაკრებებში ნათამაშები ბიჭები არიან და კარგად იციან,რომ მათთან თამაში და მათი დამარცხება,შეუძლიათ.ამიტომაც გავიმარჯვეთ.რაკი ნავსი გავტეხეთ,ამის შემდეგ,კიდევ უფრო გაგვიადვილდება.ზელანდიასთან თამაში,ჩვენთვის უნივერსიტეტი იქნება და უფრო ძნელ გამოცდას,ალბათ ვერავინ მოგვიწყობს.ამიტომაცაა კარგი,მათთან თამაში.როცა იცი,რომ უარესი აღარაფერი შეგხვდება,უკვე თავისუფლდები შიშისაგან.წავაგებთ?მერე რა,სამაგიეროდ უფრო ბევრს ვისწავლით.ზელანდიასთან ყველა აგებს და ყველა სწავლობს.მერე კი,ზოგიერთი ამარცხებს კიდეც მათ.თუ არ წაიქეცი,სიარულს ვერ ისწავლი.
რამაზ
"რუსთავს" - ევროპას რომ ახსენებ ალბათ დიდ ბრიტანეთს გულისხმობდი, თუმცა ძალიან სცდები. კონკრეტულად იტალიასთან მიჩიჩინება არაფრის მომცემია. იტალია სულ ცოტა ხნის წინ სულ ხის კოვზებს ღებულობდა, რეიტინგშიც ჩვენზე (და ჩვენს გარდა სხვა ტიერ-2 გუნდებზეც) დაბლა იყო, ალბათ ობიექტურად უფრო სუსტი (მაშინ ჩვენთან თამაშს გაურბოდნენ), მაგრამ ჩვენი "გა-ექვს-ერიანება" ცარიელ ლაპარაკს არ გასცილებია. ეხლა იტალიამ ამოქაჩა, თუმცა მაინც ექვსი ერიდან ნებისმიერ სხვა გუნდთან წარმატება გაცილებით უფრო ღირებული იქნება. რაც შეეხება წაგებას, ჩვენი ირლანდიასთან 4 ქულით, უელსთან შვიდი ქულით მარცხი მთელმა სარაგბო სამყარომ დიდ წარმატებებად შეაფასა და რეალურადაც ასე იყო. იმ წაგებების გარეშე წლევანდელი მოგებები ვერ იქნებოდა. ღმერთმა ქნას ზელანდიასთან ამ ეტაპზე თითქმის ტოლ-სწორად თამაში მოვახერხოთ და მხოლოდ მცირედით დავმარცხდეთ...
ჟორა გაბრიჭიძე
ბატონო იოსებ, თავის დროზე მწერალმა ნარგიზა მგელაძემ თქვა: "დიდება თვითონ გიპოვის"-ო, ანუ დიდება არ უნდა ეძებო, თავჩაღუნულმა უნდა იშრომო და დიდება თვითონ მოგაკითხავს. თქვენი ხელმძღვანელობით რაგბის ფედერაცია სწორ გზაზე დგას, ასე განაგრძეთ და 6 ერს, თვითონ გადააკეთებენ 8 ერად.
რუსთავი
კაი შევხვდით ახალ ზელანდიას, ბიჭები დაიხარჯნენ ბოლომდე რაშიც ეჭვიც არ მეპარება, წავაგეთ 30:10 , რაში წაგვადგება? ევროპას არ აინტერესებს ჩვენი ბრძოლისუნარიანობა და ძლიერი შერკინება და ა.შ მთავარია ტაბლოზე რა ფიქსირდება! სისტემატიურად უნდა მოვუგოთ იტალიას რომ უღირდეთ ჩვენზე ფსონის გაკეთება, შემდეგ გადავალთ ერთი ეტაპით მაღლა. ჭაობიდან ეგრევე მწვერვალზე არავინ გაგიშვებს.
რამაზ
რა დასუსტებული იტალია? ასე ძლიერი იტალია ბოლო 10 წელიწადში არ ყოფილა. თანაც ჩვენთან თამაშისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. და საერთოდაც შენ "ჭკვიანურ" ლოგიკას ვერანაირად გავიზიარებ.
რამაზ
სწორედაც რომ ზელანდიასთან თამაშია ძალიან კარგი. მთავარია ბორჯღალოსნები მათთან თამაშში ბოლომდე დაიხარჯონ და თუნდაც წააგონ (ნუ დაგვავიწყდება ირლანდიას საუკუნის განმავლობაში არ ჰქონდა ირლანდიასთან მოგებული) არანაირი პრობლემაა.
რუსთავი
ჩემი აზრით პირდაპირ ზელანდიასთქნ დაპირისპირება იქნება სისულელე და ხეპრეობა, წავაგებთ და ისევ ახლოდან იქნება დასაწყები რადგან სათქმელს მივცემთ ყველას რომ ჯერ იმ დონეზე ვერ ვართ... დასუსტებულ იტალიას და უელსს მოვუგეთ ( მართალია ეს არ გვაკნინებს მაგრამ მაინც), ჭკვიანურად უნდა გავაგრძელოთ და სწორ დროს დავიჭიროთ შედარებუთ ცუდ ფორმაში მყოფი 6 ერის ნაკრებები, მოვუგოთ იტალიას მეორედაც, მოვიწვიოთ უელსი თბილისში...
კ.მარქსი ფ.ენგელსი
ვის არ სურს? :D
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისის თანამშრომლობა კიდევ 4 წლით გაგრძელდა
"ედი ჯონსი? - მაისაშვილზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მივიღეთ წინადადებები" - იოსებ ტყემალაძე
იოსებ ტყემალაძე: "შავი ლომის" მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
იოსებ ტყემალაძე MARCA-სთან - "2027 წელს ჩვენს ხმას ბევრი გაიგონებს"