TOP.GE
სხვადასხვასხვადასხვა
"ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა" - შოთა არველაძე უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე
ღვთისავარ ანთაძე
18:05/04-12-2022
+-

რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებს. 3 დეკემბერს ფრონტზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, 5 ქართველის დაღუპვის შესახებ შევიტვეთ. გამოჩენილი ქართველი ფორვარდი შოთა არველაძე ამ ამბავს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:

"თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით, ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას, შეგონებას და რჩევას. როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩვენ როგორ ვერ ვარქმევთ ტრაგედიას თავის სახელს და როგორ გვიჭირს ამაზე ლაპარაკი.

დიდება გმირებს!"

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, ქართველ მებრძოლებს "კადიროველები" დაესხნენ თავს.

გარდაცვლილები არიან ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, ბადრი მარკელია, მერაბ ალადაშვილი, რომეო ფირჩხაია.


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
0
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
სიახლეებიპოპულარული
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2