"სამუდამოდ ჩემს გულში 04.03.09". - ეს ტატუ როდრიგო დე პაულს მარჯვენა მაჯას უმშვენებს. ტატუ ბაბუამისის ხსოვნას ეძღვნება, რომლის შეგონებითაც თავისი სული და სხეული ფეხბურთს მიუძღვნა.

ბაბუა თავად დაატარებდა ვარჯიშებზე, გასვლითი თუ საშინაო შეხვედრებისას შვილიშვილს მხარს უმაგრებდა და ტრიბუნებიდან ამხნევებდა. ამიტომაცაა, რომ როდრიგო დე პაული ყოველი გოლის შემდეგ მაჯას კოცნის და გოლს ბაბუას ნათელ ხსოვნას უძღვნის, თუმცა ეს ნამდვილად არაა ერთადერთი ტატუ.

მარჯვენა ხელზე მას მორიგი ნიშანი აქვს, მინიშნება 2013 წლის 10 თებერვალზე, დებიუტის დღეზე არგენტინის ჩემპიონატში, რომელიც მისთვის საყვარელი გუნდის, "რასინგის" მაისურით შედგა. როდრიგო ბელგრანოში გაიზარდა, ბურთის დევნაც აქვე, ადრეულ ასაკში დაიწყო და როცა დრო აქვს, სიამოვნებით უბრუნდება თავის ბავშვობის მეგობრებს დღესაც, გარეთ გადის და ფეხბურთს ეთამაშება.

10 მისი საყვარელი ნომერია და მას სიამაყითა და ამავდროულად, მოკრძალებით ატარებდა "უდინეზეში". თავდაპირველად "უდინეზეს" ქომაგებს არ ეპიტნავებოდათ ის ფაქტი, რომ სრულიად უცნობ არგენტინელს მათი ლეგენდის, ანტონიო დი ნატალეს მაისურის ჩაცმა მიანდეს. როდრიგომაც სწრაფად გააკეთა განცხადება, ყოველგვარი ამბიციური ეჭვი გააქარწყლა და ამით თავისი მოკრძალებული დამოკიდებულება ცხადყო: "10-ნომრიან მაისურს იმიტომ ვატარებ, რომ მომწონს ეს ნომერი, ჩემი საყვარელი ნომერია, მაგრამ ის "უდინეზეში" მე არ მეკუთვნის. ეს ნომერი აქ მუდამ დი ნატალესი იქნება, სამარადჟამოდ".

დე პაული "უდინეზეს" შემდეგ "ატლეტიკოში" გადავიდა და სიმეონეს გუნდში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. "კოპა ამერიკის" ფინალში ბრწყინვალედ წარდგა მაყურებლების წინაშე, "მარაკანაზე" მოგებულ ფინალში საგოლე გადაცემა შეასრულა და მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა იმ ღირსებით, როგორიც თავისი ქვეყნისთვის თავგანწირულ მოთამაშეებს მოეთხოვებათ.

წყარო: Football's Greatest

ლექსო
სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრას აშკარად იმსახურებდა
გია
როდრიგო დე პაული, მაგრად მომწონს თავისი ხასიათიდან გამომდინარე! ადამიანი რომელიც სულ იღიმის, მღერის, ცეკვავს, არ შეიძლება ცუდი პიროვნება იყოს! ერთი სიტყვით ნაკრების ყველაზე პოზიტივი ტიპი!
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი
რომერო მალე "ტოტენჰემს" დატოვებს
მექსიკის ნაკრების მეკარემ 41 წლის ასაკში დაასრულა კარიერა
ნეიმარმა შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს
გადაწყდა - ბელგიის ნაკრებს ვან ბომელი ჩაიბარებს
მარტინესმა არგენტინის ნაკრებიდან წასვლისაკენ მიანიშნა
კიტეიშვილის საგოლე გადაცემა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგისკენ მიიწევს
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ეპოქა დასრულდა - ნეტავ, რას ფიქრობს ბებია სელია ცაში?
ფოთში XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2026" გაიმართა
[VIDEO] უნაი სიმონმა და იერემი პინომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს
"სლოვანის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, "იბერია 1999" ფეხბურთელებსა და სტაფს 1 მილიონიან პრემიას გაუკეთებს
[PHOTO] ვინისიუსის ცნობა გაგიჭირდებათ - ბრაზილიელმა პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა
[VIDEO] მესი ქმედება, რომლის გამოც არგენტინელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ზელინსკის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ "ალ აჰლი" დე პაულის დამატებას გეგმავს
როდრიგო დე პაულმა შესაძლოა, ნიდერლანდებთან მატჩი გამოტოვოს
"იუვენტუსი" დე პაულის შეძენას შეეცდება
"მესის მწო**ლი ხარ" - ცნობილი გახდა, უგარტესა და დე პაულის კონფლიქტის დეტალები [VIDEO]
"ატლეტიკომ" დე პაული შეიძინა
"ის ჩვენი გემის კაპიტანია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მუდამ გაზეთების პირველ გვერდზე იყოს" - დე პაული მესიზე