2026 წლის ამერიკული მუნდიალის ფინალი. ესპანეთის ახალგაზრდა, ბრწყინვალე თაობა მინდორზე ეწინააღმდეგება დაბერებულ ჩემპიონ არგენტინას. სამხრეთ ამერიკელებმა აირჩიეს ის, რასაც ევროპული სალონებიდან „სიბინძურეს“ ეძახიან. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ეს ყველაფერი, სიბინძურესთან ერთად იყო სამხრეთ ამერიკული, დაუოკებელი იდენტობა, რომლის გარეშეც 106 წუთზე უიღბლო ფერან ტორესის მიერ გატანილ ყველაზე იღბლიან გოლს შესაძლოა ბევრად ადრე გადაეწყვიტა თამაშის ბედი. და მაინც, რა იღბლიანი რიცხვია ესპანეთისთვის 6, ჯერ იყო 116, ახლა კი 106 და 2026 წელი…

„ფურია როხას“ ახალგაზრდა თაობამ აჩვენა, რომ თანამედროვე ფეხბურთში გაუმჯობესებულ “ტიკი-ტაკას” გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ამერიკის დროშას მათთვის მეორე ვარსკვლავიც მოპარეს. თუ კი 19 ივლისის ღამეს გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ არგენტინისთვის ეს გზა გარდაუვალი იყო. როდესაც შენი ნახევარდაცვა ესპანურ პრესინგს ეწირება, გადარჩენის ერთადერთ გზად ფიზიკური ბრძოლა რჩება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამხრეთ ამერიკელი ხარ. სკალონის ბიჭები უკანასკნელი ძალებით ებრძოდნენ ძირითად და დამატებით დროს, რომელიც მათ წინააღმდეგ მიდიოდა.

სიმართლე რომ ვთქვათ, ასეთ ფინალს ეს ტურნირი არ იმსახურებდა. გულშემატკივარი ელოდა მესისებურ დასასრულს, ფურცელზე დაწერილი სცენარი გვამცნობდა, რომ ფინალში უნდა გვენახა ევროპის მოქმედი ჩემპიონი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ…სკალონის არგენტინას მომავალმა აჯობა. ერთ კაციან "ალბისელესტეს" საუკეთესო ესპანეთის წინააღმდეგ ეს გაუჭირდებოდა. კი, ერთ კაციანს, რადგან ლეო მესი იყო ის კაცი, რომელმაც არგენტინა ფინალამდე მოიყვანა.

39 წლის მესის ოცნება, კიდევ ერთხელ, უკანასკნელად აღემართა ზეცაში ის თასი, რომელიც უკვე ეკუთვნოდა, ბოლომდე არ ასრულდა. საინტერესო და ყველაზე პოეტური ის არის, რომ ლამინ იამალიც ზუსტად იმავე მინდორზე იწვა, ევროპის მერე მსოფლიოც დაიპყრო და ჯერ მხოლოდ 19 წლისაა...ერთმა დაასრულა მეორემ დაიწყო. ეს იყო ყველაზე ლამაზი, რაც ამ შესანიშნავი მუნდიალის არც ისე შესანიშნავ ფინალში ვიხილეთ. იგი წავა და სხვა მოვა... ამის იმედი მაქვს.

დაფიქრდით, რამდენად იშვიათია, თვალყურს ადევნებდე ეპოქის ცვლას პირდაპირ ეთერში, საკუთარი თვალით. სწორედ ამიტომ, სპორტი არასოდეს მიჰყვება ჰოლივუდურ სცენარებს. ფინალმა უარი თქვა წინასწარ დაწერილ "ჰეფი-ენდზე"…

ამის უკან კი იყო 93-ე წუთზე გაძევებული ენცო ფერნანდესი. ლეანდრო პარადესი, რომელმაც მართალია ეგვიპტესთან არგენტინა იმ ერთი ლამაზი მოძრაობით იხსნა, მაგრამ ამჯერად ფინალში საფეხბურთო ხასიათს სამხრეთ ამერიკულმა აჯობა...

პირველ ტაიმში ვნახეთ ნული დარტყმა არგენტინისგან, რაც დაგამახსოვრდათ ალბათ იყო ბრაზილიელი 2R-ს გამოჩენა მადონასთან ერთად, BTS, ColdPlay, ჯასტინ ბიბერი.. და არა ჯასტინ, "EVERYTHING HALLELUJAH" მსოფლიოს ფინალს არ შეეფერება...

მეორე ტაიმშიც სცენარი არ შეცვლილა. არგენტინა მეტოქის ნახევარზეც ვეღარ გადადიოდა. ძირითადი დრო ისე დასრულდა, რომ "ალბისელესტეს" კარისკენ ერთხელაც არ დაურტყამს, ამასობაში კი ესპანელებს ათი ზუსტი დარტყმა დაუგროვდათ.

სწორედ აქ გამოჩნდა არგენტინის „ბინძური“ იდენტობა. ამ ესპანეთთან სხვაგვარად თამაში უბრალოდ შეუძლებელი იყო. დაძაბულობამ პიკს მიაღწია და ზღვარი თავად მესიმაც გადალახა. მესიმ, რომელიც ყოველთვის სიმშვიდის განსახიერება იყო, ნერვები ვეღარ მოთოკა და კუკურეიაზე მსაჯს ანიშნებდა, გააგდეო. ესაა ის, რასაც იქ, თბილ სალონებში მოკალათებულები „სიბინძურეს“ ეძახიან, სინამდვილეში იგივეა, რაც ბოლო ამოსუნთქებამდე ბრძოლა. და განა ჩვენც, თითოეული ჩვენგანი, ცხოვრების რაღაც მომენტში არ ვყოფილვართ ზუსტად ასეთ დღეში, როცა პრინციპსა და შენს ხასიათს გადააბიჯებ მხოლოდ იმიტომ, რომ შენი, ყველაზე ძვირფასი რამ დაიცვა?

ესპანეთმა კი ნამდვილად დაიმსახურა ეს მოგება. ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ესპანელი კუბარსი გახდა, ხოლო საუკეთესო მეკარემ ეს ჯილდო საოცარი დაცვის დამსახურებითაც მიიღო. ასევე „პედრი პოტერი“, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის 2026 წლის ფინალში, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე მხოლოდ 62-ე წუთზე შევიდა, ყველაზე მეტი, 4 საგოლე შანსი შექმნა და მადლობა დიბუს, რომ მესის დრო მოედანზე გაახანგრძლივა… ბარსელონას 8 მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. და ხო, კუკურეიაც ბარსელონას აღზრდილია, 14 წლის ასაკში ჩაიბარა...MADE IN LA MASIA. მიუხედავად ამისა, ფიფამ წაართვა მესის ის, რაც მას ეკუთვნოდა: ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო, რომელიც როდრის გადასცეს. როდრიმ, ბუნებრივია, იდეალური ტურნირი ჩაატარა, სიძლიერე თამაშის კონტროლითა და მოედნის ცენტრში დომინირებით აჩვენა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 811 გადაცემიდან 756 ზუსტად შეასრულა რაც 93.22%-ია. .მაგრამ აქ არის დიდი მაგრამ…დარწმუნებული ვარ, გაგიჩნდათ კითხვა, რატომ ეკუთვნოდა მესის და არა როდრის? შეიძლებოდა თუ არა ამ ჯილდოს სხვა ადრესატი ჰყოლოდა? კი, შეიძლებოდა. მესიმ მოიყვანა 10 კაცი ფინალამდე, აი რატომ.

მიუხედავად ამ მწარე დასასრულისა, წაგებული ფინალი მესის ვერაფერს დააკარგვინებს. რთულია, როდესაც კაბო-ვერდესთან ან ეგვიპტესთან გასავარდნად განწირული გუნდი 39 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიყვანო და მომავლის ნაკრებს 106 წუთამდე ღირსეულად თუ არაღირსეულად დაუპირისპირდე, სახელი თქვენ შეურჩიეთ. არა მესის, უბრალოდ არგენტინას.

და ერა დამთავრდა. მაინტერესებს, რა მოხდებოდა, ახალგაზრდა ლეოს თავის დროზე, 2004 წელს არგენტინის ნაცვლად ესპანეთი რომ აერჩია? ალბათ 2005 წლის 17 აგვისტოს უნგრეთთან სადებიუტო მატჩში შესვლისთანავე მიღებულ წითელ ბარათს, 2014 წლის მარაკანას, 2016 წლის კოპა ამერიკის ფინალს, იმავე სტადიონზე, დამთავრებულ კარიერას იგივე კუნძულ ელბას, 2018 წლის რუსეთს თავიდან აიცილებდა…თუმცა მან აირჩია ცისფერ-თეთრი ზოლები, ტკივილიც, სიხარულიც და მარადიული სიყვარულიც.

დღეს მესის არაფერი აკლია. ცოცხალი ლეგენდაა. მაგრამ ახლა უკვე არგენტინას აკლია ის. უნდა ისწავლონ ცხოვრება მის გარეშე. არგენტინასთან ერთად ფეხბურთს მოუწევს ცხოვრება მესის გარეშე… ღირსეულად გვემშვიდობება და ემშვიდობება იმას, რაც ყველას და ყველაფერს ურჩევნია.

და როცა ახლა ამ სტრიქონებს ვწერ, როცა ჩემს პირველ, მორცხვ ნაბიჯებს ვდგამ სპორტულ ჟურნალისტიკაში, ვხვდები, რომ ამ ყველაფრის უკანაც ზუსტად ის დგას, რომ ამ გზის დასაწყისიც ზუსტად მას უკავშირდება. ფეხბურთმა შემომიყვანა ამ სამყაროში, ფეხბურთამდე კი ლეომ მიმიყვანა. ის იყო მიზეზი, რის გამოც ბავშვობაში გვჯეროდა სასწაულების, რომელსაც ლურჯ-წითელი ფერები ჰქონდა შესხმული. (blaugrana).

ჩვენ ხომ მის თვალებში ვნახეთ პირველი მარცხის სიმწარეც და შემდეგ ის, თუ როგორ შეიძლება აღდგე 2022 წელს, ფენიქსივით, რადგან მწვერვალზე კუთვნილი ადგილი დაიკავო. 2026 წლის მოგზაურობაც დასამახსოვრებელი გამოუვიდა, 8 გოლი, 4 საგოლე პასი 39 წლის ასაკში, როდესაც კონკურენტებად ახალბედები გევლინება. და ამ ყველაფრის შემდეგ, როცა მისი ერა ასეთი მწარე, მაგრამ დიდებული წერტილით სრულდება, პირადად მიჩნდება კითხვა: მართლაც, დარჩა კი ამ კაცს კიდევ რამე დასამტკიცებელი ამ ქვეყნად?

არ გაინტერესებთ, ბებია სელია რას ფიქრობს ცაში და რა პასუხი ექნება ამ უკანასკნელზე?

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა მარიამ ვაშაკიძემ

ფეხბურთი არგენტინაში
https://youtu.be/N0yYdAsRyRc?is=e2Ts_8ZUSiduKWvn
ბებო
ბებია სელია ფიქრობს რომ მესიცა და არგენტინის ნაკრებიც დისკვალიფიცირებულები უმდა იყვნენ!
ელი
მესიმ და არგენტინის გუნდმა დიდი კუში დაკარგა. მას შემდეგ რაც პრემიერმა სანჩესმა ნეტანიაჰუ და ტრამპი სამ ასოზე გაუშვა, სრულიად ისრაელი და ებრაული ლობი არგენტინელების მიერ ესპანელების “დასჯას” ელოდა ამისათვის კი დიდი საჩუქარიც მზადდებოდა, თუმცა ესპანელ ბიჭებს საკუთარი გეგმა ქონდათ და ღირსეულად დაამთავრეს ჩემპიონატიცა და არგენტინაც!😁 ცნობისათვის ესპანეთის გუნდის მწვრთნელი მორწმუნე მლოცველი ქრისტიანია . ვივა ესპანია!🇪🇸
ეგრეა
რონალდინიო მართლაც იყო ყველა დროის საუკეთესო! რონალდინიო დაიბადა ფეხბურთისათვის!

დავით 67-ს.სწორედაც წინა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ამბობდნენ,რომ მესი მსოფლიოს ჩემპიონი არ იყო და ამის გამო,ვერ შეედრებოდა მარადონას.მესი ჩემპიონიც გახდა და კიდევ 4 წლის შმდეგ,კვლავაც ფინალამდე მიიყვანა საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობების არგენტინის ნაკრები,გახდა ჩემპიონატის მეორე ბომბარდირი და მეორე მეპასე,39 წლის ასაკში!ვფიქრობ,არგენტინელებისათვის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა,მესის სასარგებლოდ გადაწყდა.ის მაშინაც თამაშობდა და გუნდისათვის გამარჯვება მოჰქონდა,როცა მამამისი საავადმყოფოში სიკვდილს ებრძოდა და ესეც საკმაოდ დიდი არგუმენტია,მისი როგორც არგენტინის პატრიოტის სასარგებლოდ.მსოფლიოს სამი ფინალი,პელესაც კი არ აქვს ნათამაშები და თანაც სამივეჯერ,ის ნაკრების ლიდერი იყო.
კიეზა
ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლევა .არც გემოვნებაზე არ დავობენო.თუმცა არა მარტო სტატისტიკით.მსოფლიოს უმეტესის აზრით..ასევე ყოფილი ლეგენდარული ფეხბურთელების აზრით მესი ყველა დროის საუკეთესოა..აი სტატისტიკას თუ არ ჩაუთვლი და ისე იმსჯელებ.პრაიმში მყოფი რომალდინიოს მსგავსად დედამიწაზე არავის უთამაშუა..არც მარადონას და არც პელეს..მაგრამ ამათ გვერდით არცერთ გამოკითხვაში არაა..ასე რომ მთლოანად აღებული.მესი უკონკურენტოა..რაც შეეხება ფინალს..ძალიან ცუდად ითამაშა არგენტინამ..და ეს მათმა ყველაზე მხურვაკე გულშემატკივრებმაც აღიარეს..ვულოცავ ესპანეთს და ყველა მის გულშემატკივარს..ნამდვილად ღირსეული ჩემპიონია..
Დავითს
Ბრაზილიის ჩემპიონატი ჩემპიონთა ლიგის და ლა ლიგის საპირწონეა? Და გავლენა ყველა ჩემპიონატზე ერთნაირი არ ჰქონია, გადახედე აბა სტატისტიკას ტურნირების მიხედვით. Მესიმ უფრო ნაკლებ თამაშში გაიტანა რონალდუზე მეტი გოლი, ანუ საშუალოდ სარგებლიანობა უკეთესი აქვს. Პენალტების გარეშე უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი ევროპაში.
R.M.
კარგად წერ, მაგრამ მეტი ობიექტურობისთვის ბარსა ცოტა ნაკლებად ახსენე ხოლმე, რეალის გულშემატკივრები ვღიზიანდებით )) წარმატებები ...
მადლობა მარიამ. 🙏 მშვენიერი სტატია.
მადლობა მესის. ნამდვილად იმსახურებდა ჰეფი ენდის დასასრულს ეს ბრწყინვალე ისტორია, რომელიც მესიმ გვაჩუქა ყველა ფეხბურთის ქომაგებს. ნახვამდის მესი.
დავით 67
პელეს მიღწევა სანტოსში ისაა რომ 6 ჯერ გახდა ბრაზილიის ჩემპიონატის გამარჯვებული, მათ შორის 5ჯერ ზედიზედ. გავლენა როგორ არ ჰქონდა? ყველა ჩემპიონატზე უმაგრესი იყო. გარინჩა უფრო უყვარდათ, რაც განპირობებული იყო მისი მისი ფიზიკური ნაკლით. ბრაზილიაში მომიწია ერთხელ 2002 წელს წასვლა გოიასის შტატში და იქ თითქმის ყველა ბრაზილიის ნომერ პირველ ფეხბურთელად ლეონიდასს თვლიდნენ. ზოგს ალბათ გაგებული არც აქვთ ეგეთი გვარის ფეხბურთელი. მარადონა რომ უფრო უყვართ არგენტინაში ეს ალბათ მართლა მაგიტომაა ალბათ რაც შენ აღნიშნე ეროვნულუბაზე. ეხლაც ეგრე იქნება ალბათ გამოკითხვა რომ ჩაატარო. მე მაინც მარადონას უფრო ვანიჭებ უპირატესობას. რასაც მაგას ჩეხავდნენ უსინდისოდ, კიდევ მაგრად ითამაშა. რთული ხასიათის კი იყო, მაგრამ გაზრახ ფეხებში ჩარტყმისთვის, არასოდეს საქმეს არ ურჩევდა არავის, თუმცა მესისიც ასეთია. მარადონა მხოლოდ ერთხელ გააგიჟეს ატლეტიკო ბილბაოსთან. ნანახი გექნება. და ბოლოს რონალდოს ხომ მეტი გოლი აქვს გატანილი და ვერ მივხვდი რა საშუალო ინდექსს გულისხმობ?
სიმართლე
სიმართლე ისაა, რომ ადამიანები კუმირებს ქმნიან და შემდეგ აუცილებლად ანგრევენ, რადგან მოსაბეზრებელი ხდება სულ ერთი და იგივე რომაა საუკეთესო. ესპანეთი საშუალო დონის ფეხბურთს თამაშობდა. ეს არაა ის გუნდი, რომელსაც პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს საუკეთესოზე, როცა კაბო-ვერდესაც კი ვერ მოუგო. არ იამალია მომავალი მესი, რადგან პიროვნულად ოდიოზურია და ასეთები გრძელ კარიერას ვერ იქმნიან. ეს მდორე ფეხბურთი არ იყო საჩემპიონო და არაფერი აქცს საამაყო ესპანეთს, უბრალოდ გაუმართლა, ისევე როგორც სხვა მატჩებში არგენტინასაც. ასეთ შეხვედრებში იღბალი იგებს ხშირად. არგენტინელის მეორე უხეშობა გასაყითლებელი იყო, თუმცა პირველი ყვითელი აბსოლუტურად დაუმსახურებელი გახლდათ. რომ არა ეს მომენტი, ესპანეთი ვერ გაიმარჯვებდა. ეს ამ ესპანეთის ნაკრების ბოლო ტიტულია, იამალი კი კვარას დონეზეც კი ვერასდროს მივა.
მეცოდებით!
"ლანძღვით" ლეოს ნამდვილად არაფერი აკლდება, აი თქვენ კი, რადგანაც პლინტუსის ქვემოთ ეშვებით. ვინმეს მიმართ ლანძღვა სუსტების საქმეა და ეს თვისება უკვე პარანოიაა!
ავთო
საუკეთესო ფეხბურთელი ამ ჩემპიონატზე მესი უნდა გამხდარიყო, მაგრამ შეტენეს როდრის. მაინც ამ როდრომ რა გააკეთა ისეთი?!
მამუკა ბათუმი
საიდან დაასკვენით რომ მესის ეპოქა დასრულდა?
100%
რასაც ჰქვია ფეხბურთი, მარადონა და მესი ყველას ჯობია. პელე გარინჩა, ბესტი და ასე შემდეგ, არ ვიცი, არ მინახია ლაივში. ჩემი აზრია მხოლოდ, მე ეს სპორტი ასე მესმის.
დავითს
სამაგიეროდ მესის ყველაფერი აქვს აბსოლიტურად. გოლებითაც ვერ ჯობნის რეალურად რონალდუ, გოლების საშუალო ინდექსით მესია წინ. პელე მაგ სამიდან სრულად რამდენში ითამაშა ? და მსოფლიოს მეტი რა აქვს გაკეთებული ფეხბურთში, საკლუბო დონეზე რა მიღწევა აქვს ეგეთი შეგიძლია მითხრა, მე არ მაქვს ნანახი პელეს ფეხბურთი მარა გადმოცემით ვიცი ერთი მსოფლიო გარინჩამ მოიგოო და ერთზე იმხელა გავლენა არ ჰქონიაო. სამაგიეროდ მესი 2-ჯერ დასახელდა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად და ეს არის რეკორდი. რაც შეეხება მარადონას ფენომენს, ეროვნული ტიპი იყო არგენტინელებისთვის, ხასიათი ჰქონდა ეგეთი და ბუნებრივია სიყვარულს იწვევდა ქვეყნისთვის. მესი ყველაზე არაარგენტინელი არგენტილია ალბათ მე ვინც მინახავს, სხვა ხასიათის ადამიანია უბრალოდ. არგენტინელების უდიდესი ნაწილი აღიარებს რო როგორც ფეხბურთელი მესი წინაა მარადონაზე, ეროვნული კუთხით უფრო უყვართ შეიძლება მარადონა. მსოფლიო ფეხბურთისთვის კი მარადონას მესისთან შედარება ცოტა უხერხული მგონია უკვე, ობიექტურადაც და სუბიექტურადაც.
ვანო
ძნელია ეკამათო მათ რომლებსაც მესი სძულს, მათ ფეხბურთთან ვფიქრობ არაფერი ესაქმება, სიძულვილისაგან დაბრმავებულები ხართ, მესი გძულთ გიყვარდეთ როდრი და იცხოვრეთ როდრის საუკეთესოობის სიცრუეში!!
გიგლია
დიდი მადლობა მშვენიერი, ემოციური და რაღაცნაირად სევდანარევი წერილისთვის, ქ-ნო მარიამ. გთხოვთ, გააგრძელოთ წერა. სიამოვნებით დაველოდები თქვენს შემდგომ წერილებს. სრულიად გეთანხმებით, რომ მესის ეკუთვნოდა საუკეთესო მოთამაშის ჯილდო. ყოველშემთხვევაში, იმაზე გაცილებით მეტად ვიდრე 2014 წელს, როცა მისცეს.
Rigiti
წარმატებები მარიამ! შესანიშნავი დებიუტია 👍🎉🫶
ლევანი
მადლობა მარიამ, ასეთი კარგი სტატიისთვის, წარმატებები!
დავით 67
ეგ ეგრეა, რას იზამ. ობიეტურობა მეტ ნაკლებად არსებობს, მაგრამ არა ჩვენთან. რაც შეეხება მესის სტატისტიკას თუ ობიექტური ვიქნებით და მის ტიტულებს შევეხებით ის გოლებში ჩამორჩება რონალდოს ( მთლიანობაში ვგულისხმობ) ასევე მსოფლიო ჩემპიონობაში ძალიან ბევრს ჩამორჩება. პელე სამჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონი. ისე სრული უფლება გაქვს ჩათვალო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად, თუმცა არგენტინაშიც არ თვლიან მას პირველად, რადგან უფროსი და საშუალო თაობა უფრო მეტია და მათ მარადონა ურჩევნიათ, ახალგაზრდა თაობას კი.მესი ურჩევნია, 2022წლამდე სანამ არგენტინა ჩემპიონი გახდებოდა 67/33% ზე იყო გამოკითხვის შედეგად. ეხლა არ ვიცი როგორაა. ვერ მოვიძიე.
პეტუხ კრიშტიანუს
ეგ არის შენი სუბიექტური აზრი, რა მტკიცებულება გაქ მაგის გასამყარებლად. შენ ლაპარაკობ დაბრავებული ფანის პერსპექტივიდან, ფაქტია რაცაა ეგაა. მესი არის სტატისტიკურად ყველა დროის საუკეთესო და შენ თუ გინდა დადექი და შენნაირ დაბრავებულ ხალხთან ერთად დაიმშვიდე თავი არარსებული ფაქტებით და სტატისტიკებით
ვახო
მარიამ! არა ობიექტური ხართ!
პეტუხი კრიშტიანუ
მესის შემთხვევაში ხელოვნური როა ეგ ციფრები მაგაშია საქმე!
გრელანდიას.
დეგენერატო!

ობიექტურობა რატო არ შეუძლია ადამიანს ვერ ვიგებ. სპორტში პირველობა ფასდება ციფრებით, იმიტო ითვლება ჯოკოვიჩი ყველა დროის საუკეთესოდ, იმიტო თვლის ხალხის უდიდესი ნაწილი ჯორდანს ყველა დროის საუკეთესოდ, მესი თითქმის ყველა სტატისტიკაში და ტიტულში პირველი წერია, სპეციალისტების უმრავლესობა მას მიიჩნევს ყველა დროის საუკეთესოდ. გასაგებია სუბიექტურად შეგიძლია შენთვის პირველზე იყოს ვინმე, მაგრამ ობიექტურობას ვერ გაექცევი. ჩემთვისაც მწარე იყო იმასთან შეგუება რომ ფედერერი გოუთი ვეღარ იქნებოდა, მაგრამ რა ვქნა გაასწრო ყველაფერში იმ კაცმა, არ დატოვა არანაირი არგუმენტი
შე საწყალო გააფრინე? გაიტანეთ გრელანდიას.
ლეოზე ცოფიანებო, პირები გამოირეცხეთ.
გაიტანეთ გრელანდიას
შე მართლა ნაფტალიონო! როგორ ბედავ და ლეო მესიზე ეგეთ სიტყვებს ხმაროობ? სანაგვეზე შენნაირი აქოთებული უნდა გაიტანო! ლეო მესის ვერ შეედრება ვერავინ! გაიგე ფსიქო პატო?
გაიტანეთ გრენლანდია
მესი და რონალდო ნაფტალინია. გაიტანეთ ორივე ისტორიის სანაგვეზე. პელე და მარადონას ვერავინ შეედრება
ნინი
ლეო მესის ეპოქა მთავრდება თუ არა, მაგრამ მისდამი სიყვარული არასოდეს გაქრება! ეს ისეთი შემთხვევაა,როცა ასეთი დონის მეგა ვარსკვლავს ვერ დაივიწყებ და ყოველთვის მოგენატრება! ლეო ძალიან გვიყვარხარ, შენაირი ფეხბურთელი აღარ დაიბადება!
Gogi
ბინძური თამაში ბინძური თამაშია და ამას ვერანაირი ლამაზი შეფუთვა ვერ შეცვლის. არ არის საჭირო ასეთი ტიპის “გაპრავებები”
ოთარიჩი
ბრავო მარიამს! 👏👏👏
დავით
ყოჩაღ! კარგად წერთ, მარიამ.
The Daily Telegraph: ინფანტინომ სამსახურში საყვარელი დააწინაურა და შემდეგ კომპენსაციაც გადაუხადა
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
"კვარა" ოქროს ბურთისთვის, მუნდიალის აღმოჩენა და სკანდალში მოხვედრილი მსაჯი - ევროპის სუპერთასის PREVIEW
მიზანი ძირითად დროში გამარჯვებაა - დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
"მეკარეები უშანსოდ იყვნენ" - ალისონის და მამარდაშვილის თამაში შეაფასეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
Geo Team-მა მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
მესი ნაკრებთან ერთად ბუენოს-აირესში არ გაემგზავრა
[VIDEOS] მესის დუბლი და ასისტი - მაიამის "ინტერმა" "სან ლუისს" მოუგო
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
უარი საჩუქარზე - იამალმა ჩეჩენი ბლოგერისგან "ბუგატი" არ მიიღო
"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი
მესი MLS-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში არც წელს ითამაშებს
[VIDEO] უნაი სიმონმა და იერემი პინომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს
მესიმ ნაკრებში ბოლო მატჩი უკვე ითამაშა? - რა უთხრა ლეგენდარულმა არგენტინელმა ფინალის შემდეგ თანაგუნდელებს
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
Marca: მესიმ მუნდიალის მიმდინარეობისას ყველაზე მეტი მუქარა მიიღო
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი
[PHOTO] ა, კაცი - კუკურელიას დე ლა ფუენტე უკვე ზედ ახატია
მარტინესმა არგენტინის ნაკრებიდან წასვლისაკენ მიანიშნა
ტელეკომპანიამ არგენტინის ნაკრების მოძულეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი