Daily Mail-ის ინფორმაციით, ლიონელ მესის მამა ხორხე საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში იმყოფება და კლუბ "ალ-ჰილალის" მესვეურებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც იცით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაბული გუნდი მესის სუპერკონტრაქტსა და წლიურად 300 მილიონ ევროს სთავაზობს.

მოგეხსენებათ, საუდის არაბეთის მიზანია, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

ჟურნალისტი ესლამ მაგდი "ალ-ჰილალის" პრეზიდენტის, ფაიდ ალ-მოფარის კომენტარს ავრცელებს, რომელიც ამბობს:

"ეს რონალდოს ტრანსფერის მსგავსი იქნებოდა. მესი თუ ჩვენთან გადმოვიდოდა, ამით არა მარტო კლუბი, არამედ მთელი ქვეყანა ისარგებლებდა.

ჩემპიონატის გუნდების განვითარებისა და გარღვევისთვის, ეს უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა", - ამბობს ფაიდ ალ-მოფარი.

როგორც ხედავთ, "ალ-ჰილალის" პრეზიდენტი არ უარყოფს, რომ არგენტინელის დამატება სურთ. მესის პსჟ-სთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

მამუკა
მესი არანაირად არ გადავა არაბეთში, მორიგი ხრიკია პსჟ-გან მსუყე კონტრაქტის დათრევის, ეს ფეხბურთელებში უკვე აპრობირებული მეთოდია,დაიწყებენ ეხლა სირბილს გაზაფხულამდე არაბეთში ჯერ მესის მამა, მერე დედა, მერე იმასაც დაწერენ რომ უკვე სახლიც შეარჩიეს, ბოლოს კიდევ პსჟ-თან გაახანგრძლივებს კონტრაქტს იმავე პირობით რასაც არაბები უხდიან.
გიორგი
მესის გულშემატკივარი ვარ და მიმაჩნია, რომ რონალდოს გადაწყვეტილება გასაგებია აი მესიმ რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება მიმაჩნია რომ არასწორი იქნება რადგან ჯერ კიდევ შეუძლია ითამაშოს უმაღლეს დონეზე.
რრრ-ს
ცნობისათვის:ლეო მესი თავისი თანხის უდიდეს ნაწილს, ქველმოქმედებაში დებს: ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფოები, აფრიკის ობოლ ბავშვებს და ასე შემდეგ. ამის შსახებ, ზუსტად გაზეთ "ლელოს" გვერდზე იყო ჩამონათვალი, უბრალოდ ყველას ვერ ჩამოვთვლი, რადგანაც სია დიდია. ამიტომ როცა სხვას დაუმსახურებლად აკრიტიკებთ, მეც გეკითხები, შენ რას აკეთებ სხვის დასახმარებლად?
A
იყვნენ ჩუმად! თორე დაიწყებენ მერე 100 მილიონით მეტს უხდიან და ხო ხედავთ არაბებიც მიხვდნენ რომ მესი უკეთესიაო და მოკლედ რეალურად როგორცაა იმას იტყვიან და იყვნენ რა ჩუმად, ეგრე უფრო გვაწყობს რონალდუს გულშემატკივრებს :) პ.ს. გაუმარჯოს დავითაშვილს !!
დავით
მესი ყველაზე დიდ ფეხბურთელად მიმაჩნია მსოფლიო ისტორიაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც იდიოტივით რონალდუ, ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი მძულდეს და ვაგინებდე. რაც შეეხება ტრანსფერს, როცა კარიერას ამთავრებ და უცებ ასეთ კონტრაქტს გთავაზობენ, გინდ მესი იყო და გინდ რონალდუ, სისულელეა უარი თქვა. აქვე შეგახსენებთ: პელეს ბოლო გუნდი "ნიუ-იორკ კოსმოსი" იყო. ეს ისე, გაუნათლებლებს, ცნობისთვის.
Რრრ
დასაქცევია ეს ქვეყანა და იქცევა კიდეც, მარა იმიტომ კი არა, რომ დაბერებული რონალდუ და მესი არაბეთში მიდის, არამად იმიტომ რომ ერთკაცს ვინც არ უნდა იყოს იგი 200 და 300 მილიონს უხდიან წელიწადში და ამ დროს მილიონობით ადამიან შიმშილით და უწამლობით უღუპება მათ შორის ბავშვებიც.
იოსებას (ამაშიას საქმიდან)
ჯერ ესეთი, ლეომ პსეჟესთან გაახანრგძლივა შეთანხმება და მაგ გუნდში რჩება.
იოსებ
აბა მესის ფანიებს ვერ ვხედავ რონალდოს რო ეცით ისეთებს გამოჩდით
ლაშა
აქამდე სად იყვნენ არაბები, განა მხოლოდ ფული ანათებს ჯოჯოხეთს? წუთისოფელსაც ანათებს! არაბებს დიდი რესურსი აქვთ არამარტო ფეხბურთი, არამედ ზოგადად სპორტის გასავითარებლად, მაგრამ სიმდიდრეში აღზრდილმა ძნელია წარმატებას მიაღწიოს, ამქვეყნიურ სიამეთა გადამკიდემ! ასევე მცირე თანხებითა და ჭკუითაც შესაძლებელია წარმატებების მიღწევა, როგორც მაგალითად სერბეთმა შეძლო, აგერ ბრაზილია-არგენტინა-ურუგვაიც არ წერია სუპერ სახელმწიფოებში, მაგრამ ჩვენნაირი სიღატაკეც არაფრისმომცემია. რაღაც ოქროს შუალედია საჭირო...
G.LA
სამ სეზონში მილიარდზე მეტს ჩაიჯიბავს. ამხელა თანხაზე ვინ ტუტუცი იტყვის უარს?
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
ბრუნდება თუ არა "ბარსელონაში"? - მესის მომავალი გადაწყდა
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
[VIDEO] მესის გენიალური გოლი - მაიამის "ინტერმა" "ნიუ იორკი" დაამარცხა
100 მილიონი თითქმის უთამაშებლად - ტრავმირებულმა ნეიმარმა დიდი თანხა გამოიმუშავა
"გვარდიოლამ ფეხბურთი დააზიანა" - ლიონელ მესი
ქოჩორა და რონალდო ერთად? - ამის ალბათობა მაღალია
მოედანზე შემოსვლიდან 2 წუთში - ლიონელ მესიმ "ფილადელფია უნიონს" გაუტანა [VIDEO]
ასტრონომიული შეთავაზება ბრუნოს - ფერნანდეშმა საუდის არაბეთში გადასვლა არ ისურვა
[VIDEO] 934-ე რონალდომ მორიგი გოლი გაიტანა
რონალდო ტირის, ნეიმარი კი ფანების ამ შეძახილზე იცინის... - საუდის არაბეთის თასის ფინალის შემდეგ გადაღებული ვიდეო ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
[VIDEO] მესიმ "ლოს ანჯელესს" ულამაზესი გოლი გაუტანა
კრიშტიანო რონალდოს შვილი პორტუგალიის ნაკრებში გამოიძახეს
"დასვით სკამზე!" - პეტიმ რონალდო გააკრიტიკა
რონალდო ევროპულ კლუბებთან მოლაპარაკებებს მართავს - რა გეგმები აქვს პორტუგალიელს?
"ასეთი ფეხბურთელი სხვა არ მინახავს" - კარლო ანჩელოტი
პირველი საუდისარაბეთელი სერია A-ში - "რომამ" აბულჰამიდი დაიმატა
კანსელო შესაძლოა, ნეიმარის თანაგუნდელი გახდეს
მე-100 ტიტული - "რეალმა" "ბარსელონა" კიდევ უფრო ჩამოიტოვა