ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში "ტენერიფემ" "ბასკონიას" უმასპინძლა და ფიცხელ ბრძოლაში – 83:81 დაამარცხა, გიორგი შერმადინი კი ამ უაღრესად დაძაბული მატჩის MVP გახდა. ქართველი ცენტრი საერთო სარგებლიანობით გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო და მატჩის მთავარი ინდივიდუალური პრიზიც დაიმსახურა.

"ბასკონია" "ტენერიფეს" ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერის სტატუსით ესტუმრა. ბასკურ გუნდს 22 მოგების წილ ლიგაში ყველაზე ნაკლები – 4 დამარცხება ჰქონდა და ცხრილის სათავიდან დაჰყურებდა "რეალს", "ბარსელონას" და ესპანეთის ჩემპიონატის ყველა მონაწილეს. ქართველი ცენტრის წინამძღოლობით, ტენერიფელებმა პირველი, მეორე და მესამე პერიოდები 2-2 ქულით მოუგეს მრისხანე მეტოქეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ ხელჩასაჭიდ – 6-ქულიან ლიდერობას ფლობდნენ.

"ბასკონიამ" მეოთხე პერიოდში თამაში გამოასწორა, თუმცა აღნიშნულ მეოთხედში მხოლოდ 4 ქულით გამარჯვება მოახერხა და საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში – 2 ქულით დამარცხდა. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:31 წუთი გაატარა. ქართველმა მეფარემ 13-დან 8 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამში 20 ქულა შეადგინა. შერმადინმა 5 მოხსნა და 2 პასიც მიითვალა და საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ბასკონიელთა რიგებში მარკუს ჰოვარდმა 33 ქულა მიითვალა, თუმცა MVP-ს წაგებული გუნდიდან არ ირჩევენ და შერმადინმა მორიგი ტიტული არავის დაუთმო. 19 მოგებითა და 8 მარცხით "ტენერიფე" ცხრილში მე-4 ადგილზეა. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტური დარჩა. შემდეგ მატჩს "ტენერიფე" 23 აპრილს, "ბრეგანთან" გამართავს.

GBF.GE

შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე
შერმადინმა "უნიკახასთან" 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს
"ბასკონიამ" 16 წლის მათე ხატიაშვილი ევროლიგის განაცხადში შეიყვანა
შერმადინმა "უნიკახასთან" 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
შენგელიას საოცრება - თოკოს აღებული ქულა, რომელმაც ყოფილი გუნდის ფანებიც კი აღაფრთოვანა [VIDEO]
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
[VIDEO] "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს - შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა
საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა "ბასკონიას" ბოლო წამებზე მოაგებინა და მატჩის გმირი გახდა [VIDEO]
[VIDEO] შერმადინის ზედიზედ 30-ე საშინაო გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში | "ტენერიფემ" "ჰერცლია" დაამარცხა