კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფრანგმა ტედი რინერმა გაიმარჯვა და კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან მსოფლიოს მეთერთმეტედ გადახედა.

ტედიმ მიჯრით რუმინელი ვლადუტ სიმიენესკუ, პოლონელი კასპერ ჟულოვსკი, მონღოლი ცეცეცენგელ ოდხუ, იაპონელი ტაცურო საიტო, ტაჯიკი ტემურ რახიმოვი და რუსი ინალ ტასოევი დაამარცხა.

შეგახსენებთ, დღეს ქართველთა მხრიდან ტატამზე გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) წარსდგნენ, თუმცა ნაადრევად გამოეთიშნენ.

რაც შეეხება გუნდურ ჩათვლას, საქართველოს ნაკრები მამაკაცთა შორის პირველ ადგილზე გავიდა (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).

გილერი ენდელაძე
კი,ტასოევს ეკუთვნოდა.სიმართლე სინათლეო ნათქვამია.არც რინერს არ უნდა ეკადრებინა ასეთი წართმეული ჩემპიონობა.10 ჯერ აქვს მოგებული მსოფლიო და არ ყოფნიდა?
Nn
ჭიდაობის აზრზე არაა უბრალოდ დიდია რაა
რეზო
გეთანხმებით ტასოევის მედლის წართმევსა და ბერძენიშვილთან მიმართებაში. ეროვნება არაფერ შუაშია, მაგრამ... ტასოევი სამხედრო ყოფილა და 2020 ში სამხედრო თამაშებში გაუმარჯვია. აი ეგ... უკვე IJF თან პრეტენზიები
zaza
ვინც ეროვნების გამო არაობიექტურები ხართ , სიმართლეს თქვენი უნამუსო სურვილები გირჩევნიათ , დაეგდეთ და ალუდა ქეთელაური წაიკითხეთ ( ბიბლია და სახარება სქელტანიანია ) . თქვენ ქართული მხოლოდ გვარ-სახელები გაქვთ , ქართული სული და შინაგანი წყობა არა . როგორ შეიძლება შავზე თეთრი თქვა თუნდაც მტრის შესახებ ? ბოროტი , ბოღმიანი და ცრუ ადამიანი ვერასოდეს გაიმარჯვებს მტერზე და ვერც მოყვარეს გამოადგება . იმის მტრობას კი არ უნდა უყურო შეფასებისას , არამედ შენს სახელს და ღირსებას უნდა სცე პატივი ( თუ გაგიგიათ ღირსების შესახებ რაიმე ). მაგრამ , თქვენთვის ალბათ ბერძენიშვილების ,,მორალი " უფრო მისაღებია , ვიდრე ვაჟასი , თქვე საცოდავებო . წაართვეს ტასოევს მედალი , რად უნდა ამას პროფესორობა . მომიკითხია ეგეთი ჩემპიონობა .
ალექს
თითქმის ყველა აღნიშნავს რომ ეგ წესი არის ბუნდოვანი და ინტერპრეტაციის დიდ საშუალებას იძლევა მსაჯებისთვის, ესეც ცალსახად საკმარისია იჯფ-ს გაშავებისთვის. სამარცხვინო ორგანიზაციაა, რომელიც სპორტის ამ სახეობას კლავს.
კაი ერთი
ეს მესის ჰეიტერები რა საცოდავი ხალხი ხართ))) აქაც რომ ვე რ ივიწყებთ. მესმის თქვენი ტკივილი...
ძიუდო
ვინც მსაჯობას წუნობთ, წესები მაინც თუ გაქვთ წაკითხული? მათ შორის არც თუ დიდი ხნის წინ შესული ცვლილებები? კონტრ ილეთს თავის წესები აქვს და ამ შემთხვევაში წესებით ქულა არ იყო. მსოფლიო ჩემპიონატია, ნინიას ბაღი კი არაა. მიუხედავად მარცხისა, ტასოევი ერთერთი ყველაზე ძლიერია მძიმე წონაში და წინ აქვს მომავალი.
ალექს
წარმოუდგენელი და დაუჯერებელია. ეს ე.წ. მსოფლიოს ფედერაცია თუ შპინგალეტების ბრბო რომელიც დღისით მზისით მსგავს რამეს ჩადის. ჯერ ყველა ფეხზე დაიკიდეს და რუსები დაუშვეს და მერე ამ ისტორიულ სირცხვილს მოაწერეს ხელი. ეს რომ თუშიშვილისთვის ექნათ ხომ მსოფლიოს ფინალში ალბათ ომს დავიწყებდით. მართლა დაუჯერებელია.
გელა
ეეე და ვაააა?! ტასოევია,ღობეგლეჯიაშვილი თუ ჩემანატ ..ვიშვილი რატო უნდა დაიკარგოს შრომა და მონდომება.რუსეთუმე არა იხვის კვერცხი.რა შუაშია ეგა
მირზა
რინერი ლეგენდაა მაგრამ,ამ 11 ოქროდან, სულ ცოტა,4 მოპარულია. ძიუდოს ფედერაცია სუპრკორუმპირებულია.
მირზა
ძაღლი მიაკვდათ რუსებს,მაგრამ ტასოევს ნამდვილი მოგება არ ჩაუთვალეს.
ნუგზარ ნუცუბიძე
არაბატონო გიორგი რატომ დამიბლოკე პოსტი..არავისთვის არ4 შემიგინებია ( ეს არა არი ჩემი სტილი) თუ პატრიოპული პოსტი არ მოსულა შენსკენ..განგე გელაპარაკები შენობით..ძალიან მაწყენინე..სირცხვილი შენ და შენ მენაჯერებს
სოსო
ეს მაგარი უნამუსო რომ მათიაშვილს ზურგიდან რომ მიეპარა და წააქცია მაშინ დავრწმუნდი , მინიმუმ სამი ასეთი მსოფლიო აქვს მოგებული ამხელა სპორცმენი ხარ რა გიხარია
ეეე
ხოხო რა რუსეთუმეების პარადია აქ ვერ მპონელეს ტასოევის წაგება.DDD
ბესო
სხვათა შორის რინერის მამას , რომელიც ტრიბუნებზე იჯდა სიხარული არ გამოუხატავს . მინდა ვთქვა , რომ ტასოევმა აჯობა რინერს ...
პაატა
ვიზერის ხელში საერთაშორისო ძიუდოს ფედერაცია გახდა სამარცხვინო კორუმპირებული ორგანიზაცია!!!მართლაც რატომ დაუშვეს რუსები, და თუ დაუშვეს მაშინ ტასოევის ასეთი დაჩაგვრა რაღა იყო?! პლიუს, საერთო ჩათვლში რუსების შედეგების დაფიქსირებაც არ გააკეთეს?! საიტზე რომ ნახოთ კაცებში თურმე 6 წონა გათამაშებულა:))) სამარცხვინოა რაც ხდება, მამაკაცებში ფრანგები ოქროს გარეშე არ დატოვეს, რითიც მედლების საერთო ჩათვლშო ფრანგებმა გადაგვასწრეს (ჩვენი ბიჭები მაინც პირველზე გავიდნენ:)).
გელა
შეხვედრა არ მინახავს,მაგრამ რაც კომენტარები ვნახე ყოჩაღ ტასოევს.ეხლა უნდა ვუყურო.ტედი ლეგენდაა.ასწლეულში ერთხელ იბადება ესეთი,მაგრამ ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს.კაცმა თუ დაიმსახურა უნდა გამხდარიყო კიდეც ჩემპიონი
საქართველო
ქარელის რაიონში დაბადებული
Napoleoni
ეს არის ყველაზე სამარცხვინო ლაქა ამ სპორტის ისტორიაში. . . ესპანელი მსაჯი. . .
დავით 67
თუ რუსების (ტასოევი ოსია) გაშავება გინდათ, მაშინ რაღაზე დაუშვით შეჯიბრებაზე? თუ დაუშვით ობიექტურად მაინც იმსაჯეთ. რას ჰგავს ეს?
ზაზა
ტასოევს სუფთა ვაზარი არჩაუთვალეს და რინერს კიდე მინიმუმ სამი შიდო არ მისცეს. ძალად ჩემპიონი...
aburjga
ჩემპიონი ტასოევია! მაგრამ ამას მაინც უხარია?! ნამუსიან კაცს ასეთი ჩემპიონობის შერცხვებოდა!
Gaga
სუფთად წაართვეს ტასოევს გამარჯვება ...ვინ არის ეს რინერი ესეთი არ ეკადრება წაგება...ყველგან ორმაგი სტანდარტი როგორ არის გურამის მოგებაც კმარა ამ მუტანტთან.....
რეზო
გასაგებია, რომ ფენომენია, მაგრამ ამას კიდევ მიკერძოება რად უნდა, მესის არ იყოს?
გიორგი
ვითომ ჩემპიონი. ძალათ გახადეს. ხან შიდოებით, ხან მეტოქის გდების გაუქმებით..
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
პრიმერასკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ტედი რინერი ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა
რინერი თბილისში ჩამოდის? - ლეგენდარული ფრანგი გრანდ სლემზე დარეგისტრირდა
"რინერს აუცილებლად დავამარცხებდი. რუსები რომ ოლიმპიადაზე ყოფილიყვნენ..." - ინალ ტასოევი
ტედი რინერი: ეს თუშიშვილის მხრიდან, სავარაუდოდ, ანგარიშსწორება იყო
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა
თუშიშვილი რინერთან დამარცხდა - გურამი რეპეშაჟიდანაც მოხსნეს [VIDEO]