ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ძიუდოისტების იმედი ოლიმპიადაზე - "ქართველი დარია ბილოდიდი" - ეთერ ასკილაშვილს გორისთვის კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო სურს [PHOTOS]

ძიუდოისტების იმედი ოლიმპიადაზე - "ქართველი დარია ბილოდიდი" - ეთერ ასკილაშვილს გორისთვის კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო სურს [PHOTOS]

26 ივლისიდან ოლიმპიადა იწყება. პირველივე დღეს საქმეში ძიუდოისტები ჩაერთვებიან. მათგან მუდამ მაღალი მოლოდინები გვაქვს, რასაც არ გვიცრუებენ.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული შედეგებით გაგვახარა. ინდივიდუალურ წარმატებებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი ის იყო, რომ გუნდურ შეჯიბრებაში მედალი დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოვიპოვეთ. შერეული გუნდით (კაცთა და ქალთა) გამოსვლის შემდეგ, მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა გვიჭირდა, ახლა მედალს დავეუფლეთ...

ეთერ ასკილაშვილშვილში (-63 კგ) დიდ მონდომებას ვხედავდით, ერთი წამითაც არ ნებდება და ისიც გამოჩნდა, ფიზიკურად მშვენივრადაა მომზადებული. თუ დღეს ქართველი ქალი ძიუდოისტებიდან ეთერ ლიპარტელიანს უფრო იცნობენ, მის სეხსიასაც დიდი მომავალი უნდა ვუწინასწარმეტყველოთ. ამისთვის მას ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება მოუწევს.

ეთერ ასკილაშვილი (-63 კგ) ოლიმპიადაზე 30 ივლისს იასპარეზებს.

ასკილაშვილი გორში დაიბადა. ამ ქალაქში ძიუდო განსაკუთრებით უყვართ და ბევრი წარმატებაც აქვთ. ეთოს თანაგუნდელი ხომ ლაშა შავდათუაშვილია - კაცი, რომელმაც ყველაფერი მოიგო და საერთაშორისო ძიუდოს ერთ-ერთი თილისმაა. ეთომ ვარჯიში 13 წლის ასაკში დაიწყო და პირველ მწვრთნელს, ვეფხია ბაზანდარაშვილს ძალიან ემადლიერება.

ეთერი საქართველოს ჩემპიონია, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ დაწყებულა:

"როცა ქვეყნის პირველობაზე პირველად ვიასპარეზე, დავმარცხდი. ამან კიდევ უფრო მოტივირებული გამხადა. მეტი უნდა მევარჯიშა და მომენდომებინა, თუკი მაღალი მიზნების მიღწევა მსურდა. თანაც, ძალიან დიდი მოტივაცია და სპორტული ჟინი მამოძრავებდა - ეროვნულ ნაკრებში უნდა მოვხვედრილიყავი. ზოგჯერ მტკივნეული მარცხი წარმატების გზაზე იქნებ აუცილებელიც კი იყოს!.."

ასკილაშვილი ძალიან გახარებული იყო, რადგან გუნდურ ასპარეზობაში საქართველომ მედალი 8-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა:

"ეს ახალი ისტორიაა და ბედნიერებაა, მისი მონაწილე რომ ვარ. კარგად იგრძნობოდა, თითოუელ ჩვენგანს გამარჯვების რამხელა სურვილი გვამოძრავებდა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ხომ ისტორიული შედეგები ვაჩვენეთ და ამან განწყობა აგვიმაღლა. ვიცოდით, ოლიმპიადისთვის მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება რომ შეგვეძლო. სამოტივაციო სიტყვები ფედერაციის ხელმძღვანელებმა, გიორგი ათაბეგაშვილმა და დავით ქევხიშვილმაც გვითხრეს."

ოლიმპიადაზე 20 წლის ძიუდოისტისტისთვის მთავარი მონაწილეობა კი არა, მაღალი მიზნებისკენ სწრაფვაა. ეთოს ოცნებაა, საკუთარ ქალაქსა და ქვეყანას კიდევ ერთი ოლიმპიური ოქროს მედალი მოუპოვოს. ეს ხომ საქართველოში ქალთა ძიუდოს პოპულარიზებას ძალიან დიდ სამსახურს გაუწევს. ის პირად მწვრთნელს, მარიამ მახარაშვილს მადლობას უხდის და საქართველოს ნაკრებში არსებულ ვითარებაზე გვიყვება:

"გია თენაძე და კახა მოცრაძე - ქალთა ნაკრების მწვრთველები თავიანთ საქმეს იდეალურად უძღვებიან. მათ ნდობისთვის მადლობას ვეუბნები, ისევე როგორც ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთველს, ლაშა გუჯეჯიანს. მათი დამოკიდებულებები და თანადგომა უფრო თავდაჯერებულსა და მიზანსწრაფულს მხდის.

წარმოიდგინეთ, რამხელა ბედნიერება და ამავდროულად, დამატებითი მოტივაციაა, როცა ოლიმპიურ ჩემპიონებთან, მსოფლიო ჩემპიონებთან და სხვადასხვა ტიტულების მქონე სპორტსმენებთან ერთად გუნდურ ასპარეზობაში გამოდიხარ.

ისინი თავმდაბალი, მეგობრული ადამიანები არიან. ყოველთვის გრძნობ, რამხელა მხარდაჭერას გამოხატავენ. მომავალში ერთად ისევ დიდ გამარჯვებებს მოვიპოვებთ."

20 წლის ძოუდოისტი კმაყოფილია, რომ ისეთ საზოგადოებრივ წრეში უწევს ცხოვრება, სადაც სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ და აფასებენ. იცის, რომ დიდი შედეგებისთვის ბევრი რამის დათმობა მოუწევს. ეთერი სოციალურ ქსელებში საკმაოდ პოპულარულია. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა "ქართველი დარია ბილოდიდიც" კი შეარქვა. უკრაინელ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონსა და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანს ხომ "ძიუდოს დედოფალს" უწოდებენ. სხვათა შორის, ეთერ ლიპარტელიანს ის თბილისის გრანდ სლემზე დამარცხებული ჰყავს. ასკილაშვილის მთავარი მიზანი სწორედ ისაა, უკრაინელის მსგავსი წარმატებული კარიერა ჰქონდეს!..

• სოფო

დიდებას მხოლოდ ღმერთს უძღვნიან..!

• სოსო

რა თქმა უნდა ჩვენი გოგოები,ჯერ კიდევ ვერ არიან ჩვენი ბიჭების დონეზე,მაგრამ ძალიან დიდი პროგრესს განიცდიან.ისინი რომ არ გვყავდნენ,გუნდურ ასპარეზობაში ვერ გავიდოდით და ვერც მედლებისთვის ვიბრძოლებდით.შენ ეტყობა არ უყურებ მათ გამოსვლებს,თორემ რომ გენახა როგორი თავგანწირვით გამოდიან საბრძოლველად და როგორ ცდილობენ,ჩვენ ბიჭებს დაეხმარონ,ენა არ მოგიბრუნდებოდა,რომელიმე მათგანზე,თუნდაც ხუმრობით გეთქვა რაიმე დამამცირებელი.სხვათა შორის,თითქმის ყოველთვის ახერხებენ,ერთ გამარჯვებას მაინც და ამით უზარმაზარ დახმარებას უწევენ,ჩვენ ბიჭებს.ჩვენი ბიჭებიც თავს შეაკლავენ,ამ გოგოებს რაიმე თუ გაუჭირდათ.ასპარეზობის დროს,ერთხელ მაინც უნდა უყურო მათ ემოციებს და თავად დარწმუნდები.ეს ნამდვილი ოჯახია!ყოველ მათგანს ცალცალკე და ერთიანად გუნდურში,გამარჯვებებს ვუსურვებ,ჩვენ გოგო ბიჭებს.

• მჭედლიშვილი

ქართველიშვილები სუყველა ქართველია?

• გიორგი

ალბათ 20 000 ქართველი რო დასაჯა სიკვდილით მაგან შეუწყო ხელი. ან მეორე მსოფლიო ომის დროს ყველზე სასიკვდილო ბრძოლებში ქართველებს რო აგზავნიდნენ, ხშირად უიარაღოდ, ამანაც. ალბათ, მიხეილ ჯავახიშვილი, ევგენი მიქელაძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, გიორგი ელიავა და კიდევ ვინ ჩამოთვლის რამდენი გამორჩეული ქართველი რო მოგვიკლა ამან გამოიწვია დემოგრაფიის ზრდა. ალბათ 1200 ეკლესიაც ამიტომ დაგვინგრია, 1400 სასულიერო პირი ამიტომ მოგვიკლა. ალბათ, ამიტომ მისცა ჩვენი მიწები საჩუქრად რუსეთს, თურქეთს, სომხეთს და აზერბაიჯანს. ალბათ, ესენი გვიშლიდნენ ხელს. მომაკვდავი რას ჩაწვდები ღმერთის (სტალინის) ჭეშმარიტებაში.

• ურო

ძიუდოისტებმა მინიმუმ 2 ოლიმპიური ოქრო უნდა აიღონ!

• ალბათ იმიტომ მიულოცა გამარჯვება დიად რუს ხალხს, მეტი არავინ ომობდა , რუსების გარდა. ამდენი ბნელი სტალინისტი რომ გეყოლება ქვეყანაში ...

ზურა

• დიმო

მსოფლიოში, ყველა ქვეყნის მოსახლეობა გაიზარდა დემოგრაფიულად 1945 წლის მერე( რამოდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით). ზაქათალას ოლქი, სოჭის ოლქი, ლორე და სადავო ტერიტორიები: ლაზეთი და ტაო კლარჯეთი, ეს ყველაფერი საქართველომ ოფიციალურად დაკარგა სტალინის უშვალო ხელმოწერით ან სტალინის კაცების(სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე)უშუალო ხელ მოწერით. გაიგე ჩემი ძმა? ან რამე მოიძიე ისტორიიდან და ისე დააკომენტარე ან საერთო დაიკიდე და ნურაფერს დაწერ.

• ეჰ

ჰო და კიდევ სომხიშვილია ქართველი ტედი რინერი))))))))

• ჯუჯი

და ერთს კიდევ დავამატებ სტალინი რომ არა დღეს საკითხავია კიდევ საქართველო ან ქართველი ერი იარსებებდა. 1920 წელს ქართველთა რაოდენობა ნახევარ მილიონს შეადგენდა.სტალინის დროს კი მიუხედავად ომისა 4-5 მილიონს მიაღწია. დღეს პირიქითაა კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობაა. ფაქტებს ვერსად გაექცევით.ეს სტატისტიკაა.და მიდით და აგინეთ კიდევ.

• ჯუჯი

აქ წერს ვიღაც სტალინი არ ამბობდა ქართველი ,რომ იყოო. წაიკითხეთ დიდ მხედარმთავართა მემუარები: შტემენკო,ჟუკოვი,იაკოვლევი,გოლოვანოვი და ბევრს გაიგებთ აქ რომ ბევრი დილეტანტურად მსჯელობთ.რაც არიცით არ უნდა აბრახუნოთ. სტალინის სიცოცხლეში 1948 წელს 20 მილიონიანი ტირაჟით გამოიცა სტალინის მოკლე ბიოგრაფია.”Краткая биография И.В. Сталина» ჰოდა იქ თეთრით შავზე წერია “ეროვნება ქართველი”ამით ყველაფერია ნათქვამი. მარტო გორს კი არა საქართველოს ხელისუფლებას ჭკუა რომ ჰქონდეს მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი და ცნობილი ადამიანის სახელს გამოიყენებდა ტურიზმისთვის.ჩვენ კი მარტო გინება შეგვიძლია.ჯობს გორელებმა მისი ძეგლის აღდგენა მოითხოვით. ვერ ხედავთ ყველაზე ნახვადი მუზეუმი საქართველოში სტალინის სახლ მუზეუმია.

• ჟორა

მე ამ გოგონებს ერისთვის თავშეწირულ ადამიანებად მივიჩნევ. გისურვებთ მრავალ გამარჯვებას და თავგანწირვის წონადი პატივის მიღებას.

• ჟორა

გამოდის, რომ ცუდად კითხულობთ ინფორმაციას და რასაც წაიკითხავთ არ იმახსოვრებთ.

• ჟორა გაბრიჭიძე

ლიცენზია მოპოვებული გვაქვს და რატომ: ახლა აუცილებელია ყველა ჩვენმა მონაწილემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვოს. კრაინი ვარიანტია ხუთმა მათგანმა მოიპოვოს, ერთს კი ევროპულ კვოტაში მოახვედრებენ და ლიცენზიას თვითონ ევროპის ფედერაცია მისცემს. ამიტომ წერენ, რომ თითქმის მოპოვებული გვაქვს, რადგან ბიჭებს ლიცენზია ჯიბეში უდევთ. გოგოებს 57-ში და მძიმეში ლიცენზია არ უნდა გაუჭირდეთ 70-ში თუ ვერ ავიღეთ, მაშინ გვაჩუქებენ.

• alexandre

რეპორტაჟის დროს თქვეს კომენტატორებმა! 100%! შეგიძლიათ გადაახვიოთ და ნახოთ. სილქ უნივერსალზე იყო რეპორტაჟი. ლაპარაკია გუნდური შეჯიბრის ლიცენზიაზე.

• alexandre-ს

არსად არავის დაუწერია რომ ლიცენზია უკვე გვაქვს, სად იპოვეთ თქვენ? სხვა მხვრივ გეთანხმებით

• alexandre

ძალიან კარგი გოგოა ეთერი! მადლობა,შვილო. თავდადებისთვის,ბრძოლისთვის! წარმატებები მინდა გისურვო!გაიხარე და გაახარე საქართველო! "ამან გზა მედლისკენ გაგვიხსნა, რისი მეშვეობითაც სარეიტინგო ქულები ავიღეთ და ოლიმპიური ლიცენზიისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით". ეს რაა?! სულ აცხადებენ ლიცენზია მოვიპოვეთო,შენ კი რას წერ? ლიცენზია მოვიპოვეთ თუ დიდი ნაბიჯი გადავდგით? ძალიან გთხოვ, მიპასუხე.

• არტ

აი ვინც დისლაიქები დაწერეთ, ტყუილი რა არის იქიდან რაც ზემოთ წერია? რას უნდა ვუმადლოდეთ სტალინს ქართველები? ჩვენი მიწების გაჩუქებას, ერის საუკეთესო ნაწილის ამოწყვეტას თუ ნაღმების ჩადებას? რუსები კი ბატონო უნდა უმადლოდენ, მაგრამ არ დაუნახეს სიკეთე და ძალიანაც კარგი - ყველამ უნდა იცოდეს, რომ სხვის სამსახურში ჩამდგარს ეგ ბედი ელოდება. ქართველი სტალინისტი კი არ არსებობს- თუ სტალინისტია ქართველი ვერ იქნება, უბრალოდ ქართულგვარიანი საბჭოთა ადამიანია. "მოი ადრეს ნე დომ ი ნე ულიცა, მოი ადრეს სოვეტსკი სოიუზ " - ტიპები.

• zura222

"ქართველი" კი არა გადაგვარებული ამერიკოსი ხარ @ კიი აბა ამერიკამ ინგლისმა და განსაკუთრებით საფრანგეთმა "მოუგეს" ომი გერმანიას ! არდენებთან გამოჩდა რისი მომგებები იყვნენ--რიცხობრივად ნაკლებმა და ნაკლები ტექნიკით თანაც შედარებით ნაკლებად მებრძოლებმა (ძლიერი მებრძოლები გერმანიას აღმოსავლეთის ფრონტზე ყავდა და ევროპაში კი ზურგის ჯარები ყავდათ) გადაუარეს გერმანელებმა იმ შენ "ომის მომგებებს" და რომ გაეგრძელენინა გერმანიას შეტევა მთელ მაგათ არმიებს დაამარცხებდა და ცოცხლად დარჩენილებს ატლანის ოკეანეში გადაყრიდა ! შენი საყვარელი ამერიკის ელჩი მოსკოვში მოლოტოვს ლამის დაჩოქილი ეხვეწებოდა და ჩერჩილი კი თხოვნებს უგზავნიდა სტალინს როგორმე იქნება შეტევა მთელი ფრონტის ხაზით წამოიწყოთ რომ არდენიდან გერმანელებს ბრძოლისუნარიანი ნაწილები მოეხსნათ და აღმოსავლეთში გადაესროლათ ! სტალინის უდიდესი შეცდომა იყო რომ შეასრულა დასავლეთის თხოვნა და შეტევის ოპერაცია 2 კვირით ადრე დაიწო და ამით გადაარჩინა ამერიკა-ბრიტანეთის ჯარები ნაღდ დაღუპვას ! გემნანელებმა ზღუდეების შესანარუნებლად 4 დივიზია მოხსნეს დასავლეთიდან და არმოსავლეთში გადაისროლეს და ამით არდენებში შეტევა შეაჩერეს და ამერიკა-ბრიტანეთმა ცოტა ამოისუნთქეს და მერე შეტევაზეც გადავიდნენ ! აი ესაა სიმართლე და შენ და შენნაირებს თუ არ გჯერათ წაიკითხეთ გარიმანის მონტგომერის ეიზენჰაუერის მოგონებები !

• კაკო

არ გეწყინოს მეგობარო, მაგრამ ცალსახა და ჭორებზე აგებულ ფანატიზმეზე ხარ გაზრდილი მათ მსგავსად ვისაც სტალინურ ფანატიზმობას უწუნებ..... რაც ჩამოთვლილი გაქვს, უმეტესობა დამახინჯებულ ფაქტებზე დაყრდნობითაა.... გადამწყვეტ ფაზაში ამერიკა და მთელი ევროპა ებრძოდა ჰიტლერსო...:) ის თუ იცი, რომ იმ ამერიკა-ევროპის მიერ იყო გერმანული ნაციზმი დაფინანსებული ?! აბა გადაამოწმე და ნახე, რომელ წლებამდე აფინასებდნენ ამერიკელი მილიონერები...... ეკლესია-მონასტრები ადგილობრივმა აქტივისტებმა დაანგრიეს.... ეგეთებს ეხლაც მოაგროვებს ადამიანი იმავე რაოდენობით საქართველოში და ნებისმიერ სახელს დაირქმევენ.... რამე თუ გსმენია ,,მებრძოლ უღმერთოთა კავშირზე", რომელშიც, სანამ სტალინი გააუქმებდა, საქართვლოში იმაზე მეტი ადამიანი ირიცხებოდა, ვიდრე კომ-პარტიაში გასული საუკუნის 80-იან წლებში..... არც ნელი მოქმედების ნაღმებზე გაქვს სწორი ინფორმაცია, არც დაკარგულ ტერიტორიებზე და არც იმაზე, თუ რა მოგვაკუთვნეს იმ დროს, რაც ჩვენი უნიათობით დავკარგეთ...... ნებისმიერ დიდ მმართველს მოუძებნი დანაშაულს თავის ქვეყანაში ჩადენილს თავისი ხალხის მიმართ.... ეს ცალსახაა და ამას ვერსად გავექცევით.... არასდროს ვადღეგრძელებ არცერთ მმართველს, მაგრამ კარგსა და ცუდს ერთმანეთისაგან უნდა ვარჩევდეთ......

• Z

Nu icit xolme gijivit egreve sisuleleebis laparaki daria bilodedamde bevri uklia magram tu ase gaagrdzela karg shedegebs miagcevs....

• გიორგი

ფაქტების დამახინჯების კორიანტელი.განათლების სისტემის რღვევას მოჰყვა კრიტიკული აზროვნების გაქრობა. განათლებული ქართველის ნაცვლად მივიღეთ ტიკ-ტოკური აზროვნების თაობა.

• Anz

))) დიდება კი არა ხსოვმა იყოს ან რამე ეგეთი ბაბუ. დიდება საქართბელოს.

• ქართველი

წარმატებები ამ გოგონას. აი აბურჯგა შენთვის ფაქტები. 1. მეორე მსოფლიო ომის დროს ყველაზე მეტი ქართველი რომ დაიღუპა, ხომ იცი ეს ამბავი? 2. სსრკ-ს მოკავშირე ქვეყნებიდან ყველაზე მეტი რეპრესირებული და დახვრეტილი რომ საქართველოდან რომ იყო ესეც თუ იცი? 3. მეორე მსოფლიო ომში გადაწმყვეტ ფაზაში მთელი ევროპა და აშშ რო ებრძოდა ჰიტლერს და ომი მარტო სტალინს არ მოუგია ეს ჩაგუგლე და ბევრ დოკუმენტურ მასალას ნახავ. 4. ქართველი ვარო სადმე თუ უთქვამს რომელიმე შეხვედრაზე ან ოფიციალურ განცხადებაში სტალინს იქნებ გააზიარო? აქვე გააზიარე თუ შენ იცი თორე მე ვერსად ვიპოვე ასეთი? 5. უამრავი ეკლესია მონასტერი რომ დაინგრა და კულტურული ძეგლი კიდე ესეც ხომ ფაქტია, მანამდეც წირვა ლოცვა მხოლოდ რუსულად რომ უნდა ტოფილიყო ესეც ხომ ფაქტია? 6. ქართულად საუბარი ოფიციალურ შეხვედრებზე და ,,ვაი ინტელიგენტ" წრეებში რო ,,ტეხავდა" ეს უფროს თაობას კითხე და დაგიდასტურებენ ესეც ფაქტია. 7. ყველაზე მეტი კომფლიქტური რეგიონ მთელი საბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოში რო დატოვა ,,ნელი მოქმედების ნაღმებივით" ესეც ხო ფაქტია. და ასევე უბრალოდ რუკები აიღე და ნახავ რომ საბჭოთა კავშირამდე და საბჭოთა კავშირის მერე საქართველომ რამხელა ტერიტორიები დაკარგა. ხოდა რატო გაუმარჯოს რადგან ცნობილი იყო? და ჰიტლერს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწია? კი ეგ ფაქტია და ყოჩაღ მაგისთვის მარტო მაგისთვის და მანდაც მარტო არ იყო გარემოცვიდან აგულიანებდნენ ბერია და სხვები კიდე გარემოცვიდან მაგის ფაქთებიც არის. ეს ფანატიზმი არაა კარგი, ძაან ცუდია, დამღუპველია. საღად შეხედეთ. კაი რაღაცეებისთვის ყოჩაღ ,,დიდ ბელადს" მაგრამ სადღეგრძელებელი მას მით უმეტეს საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებია.

• aburjga

ეთერი შენ ჩვენი საქართველოს ბაბუების თაობის საყვარელი შვილიშვილი ხარ! გიყურებდი პატარა გორელი გოგონა როგორ მედგრად იბრძოდი საქართველოს სასახელოდ, შემართებით, თავდადებით და სიამყე მიპყრობდა, იმარჯვებდი თუ მარცხდებოდი სიამაყის ცრემლი მდიოდა! შენ გაგახარებს და აუცილებლად გაგამარჯვებინებს ღმერთი! დიდება საქართველოს, დიდება გორს, დიდება სტალინს!

• chabuka

ეს რა კარგი გოგო გვყოლია.შვილო გენაცვალე,გაიხარე ჩვენი გახარებისთვის.გისურვებ ჯამრთელობას,სულ მაღალი ტიტულებისთვის გებრძოლოს.

10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება

საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

[VIDEO] უჰ რა იპონი! - ზაურ დვალაშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]

„სილქ უნივერსალის“ ექსკლუზივი - 2023 მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში

7 მაისს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და პროგრამა

დარია ბილოდიდი საკვებ პუნქტში მოხალისედ მუშაობს [PHOTO]

ლაშა გუჯეჯიანი გამორჩეულ დაფასებას და პატივისცემას იმსახურებს - თეა წულუკიანი

ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა

ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე

ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა

წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...

IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი

ძიუდოისტები 2022 წლის პირველი გრან პრისთვის ემზადებიან

ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]

ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...

რამ გამოიწვია ძიუდოისტების არადამაკმაყოფილებელი შედეგი? - გუჯეჯიანი მტკივნეულ ცვლილებებთან...

1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]

"არაადამიანებო! მთელ მსოფლიოს ეზიზღებით!" - დარია ბილოდიდის ემოციური პოსტი

პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

იაპონიის გრან-სლემზე მონაწილე ქართველი ძიუდოისტების შემადგენლობა ცნობილია

წერილი ძიუდოისტებს - მადლობა, რომ გვაძლევთ შესაძლებლობას ვიამაყოთ

ეთერ ასკილაშვილი ოლიმპიადის პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა

თუშიშვილი VS ჰარასავა - ოფიციალურად, იაპონელები თბილისში მოდიან

ლაშა გუჯეჯიანი: მადლობა ქართველ ხალხს გულწრფელი სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის