მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მე-5 ადგილის ნახევარფინალში უელსთან 21:40 დამარცხების შემდეგ კომენტარი "უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა ლადო კილასონიამ გააკეთა:

"პირველი ტაიმის პირველ ნახევარში ტაქტიკურად სწორად ვთამაშობდით და ამან შედეგი მოიტანა. ამის შემდეგ სათამაშო დისციპლინა დაგვერღვა, რითაც კარგად ისარგებლა უელსის მაღალი დონის გუნდმა. მათ არაფერი დაგვითმეს და დღეს ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგნენ. ახლა უნდა დავისვენოთ, გვექნება ვიდეოანალიზი და უნდა მოვემზადოთ ახალ ზელანდიასთან თამაშისთვის".

სოსო
გახარებული ვარ!აჰა,ამასაც მოვესწარი!წავაგეთ,მაგრამ ძლივს,ყველა კომენტარი,რაც ამ სტატიაზეა დადებული,აზრიანი და არგუმენტირებულია.ყველა ცდილობს,სამართლიანი,გულშემატკივრული და ობიექტური პოსტი დაწეროს.ნეტავი მუდამ ასე ხდებოდეს!
ლევანი
გარდამტეხი მომენტი იყო პირველი ტაიმის ბოლო, სულ ბოლო, როდესაც შერკინების მაგივრად აუტი ავირთიეთ და სამწუხაროდ ვერ მოვიგეთ ბურთი. ალბათ უარი ითქვა შერკინებაზე ტალახის გამო, მაგრამ მაინც მგონია (ეს ჩემი აზრია), რომ შერკინება იმ მომენტში დალელოვდებოდა. თუმცა აბა წინმსწრებად ვინ წარმოიდგენდა
გიორგი
ტრადიციულად, ბიჭებმა თავი არ დაზოგეს, ბარაქალა! ამ მატჩმა მეტი უნდა ასწავლოს ჩვენს გუნდს, ვიდრე მოგებამ. აშკარა იყო კლასში განსხვავება, ანუ ჩვენებმა შანსები გაანიავეს, ხოლო უელსელებმა არც ერთი შეცდომა არ გვაპატიეს. არა უშავს, მომავალი ჩვენია.
გიორგი
ობიექტური შეფასებაა და ამიტომ ამ მწვრთნელის იმედიც მაქვს და ბიჭებისაც რომ თამაშს გააუმჯობესებენ. ის რაც ქნეს უკვე გმირობის ტოლფასია. ფაქტიურად მსოფლიო რაგბი რასაც აკეთებს ჩვენ რაგბის წინვლის შეფერხების მცდელობაა, და მაინც ბიჭები აუმჯობესებენ შედეგებს.
ბმბ
მაგარი გუნდი გვყავს, კარგ მოედანზე მოვიგებდით, ესენი სულ ასეთ ამინდში თამაშობენ. ამ ბიჭებს რომ ვუყურებ, ქართული რაგბის მომავალი საიმედო ხელშია.
rigiti
ნუ, ბრმა უნდა იყო რომ ამხელა პროგრესი ვერ დაინახო ჩვენი ნაკრების თამაშში და ამის უპირველესი მიზეზი რა თქმა უნდა მწვრთნელია, მადლობა მას და ბიჭებს ამ დონეზე თამაშისთვის ( უკვე საჩემპიონო ნახევარფინალის ამბიციაც გაგვიჩნდა), მაგრამ უელსთან მარცხის მიზეზი მეტწილად მწვრთნელის გამოა ჩემი აზრით! პირველ ნახევარში უკეთესადაც კი გამოვიყურებოდით მეტოქეზე, აი მეორე ნახევარს კი... მწვრთნელები იგებენ როგორც საყოველთაოდ ცნობილია! ალბათ, ეს ის შემთხვევაა, როცა მწვრთნელიც და გუნდიც ერთად იზრდებიან. დიდი მადლობა ამხელა სიხარულის მონიჭებისთვის...

მართალია. ჩვენ უბრალოდ მადა ჭამაში მოგვდის და ამიტომ სხვანაირად გვეჩვენება - არგენტინას მოვუგეთ და გვეგონა , უელსსაც მივაყოლებდით. მაგ უელსმა ზელანდიას მოუგო, რომელიც მართალია, აშკარად ვერ არის წესრიგში, მაგრამ მაინც ზელანდიაა
semi
ამ მწვრთნელის ინტერვიუს მოვუსმინე, პირველად მოახდინა ჩემზე ქართველმა მწვრთნელმა დადებითი შთაბეჭდილება. ეტყობა კვალიფიცირებული მწვრთნელია.
რამაზ
მომეჩვენა რომ უელსს უფრო კარგად ჰქონდა ჩვენი თამაში და ჩვენი ძლიერი მხარეები შესწავლილი ვიდრე ჩვენ მოწინააღმდეგის. ალბათ ნეიტრალური დამკვირვებელი ამ კონკრეტულ თამაშში მოწინააღმდეგის სამწვრთნელო ნაღვაწს უფრო მეტად დააფასებდა ვიდრე ჩვენსას. ჩემპიონატს უელსმა ჩვენზე არანაკლებად შეახარჯა ენერგია, უბრალოდ ამ თამაშისთვის მენტალურად (და არა ფიზიკურად) ჩვენზე ძლიერად და მომზადებულად გამოიყურებოდნენ. მენტალურ გადაღლილობასაც თავისებური აღდგენა სჭირდება... ფაქტია ამ ჩემპიონატზე მწვრთნელებიც სასარგებლო გამოცდილებას იღებენ - ჩვენ ხომ ამ დონეზე (პირობითად "საჩემპიონო დონე") თამაშის არანაირი გამოცდილება არ გვქონდა. ვნახოთ ზელანდიასთან თამაში როგორ განვითარდება. იმედია თუ უელსთან ფავორიტებად მივიჩნეოდით და დავმარცხდით, ზელანდიასთან პირიქით იქნება და გავიმარჯვებთ. და ზემოდთქმულის მიუხედავად, სასაყვედუროდ არც მწვრთნელების და არც ბიჭების მიმართ სიტყვა არ და ვერ მომიბრუნდება. პირიქით, დიდი მადლობა თქვენი თავდადებისთვის და ბოლომდე დახარჯვისთვის. დღეს ესაა მოცემულობა და ზუსტად ეს დღევანდელი მოცემულობა ხვალინდელი და ზეგინდელი (დღევანდელზე უფრო დიდი) წარმატებების იმედს იძლევა.
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან რუსთავსა და თბილისში
18 წ. | განახლებული სამწვრთნელო შტაბით, მეტი თამაშისთვის
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
"იბერია 1999"-მა ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ვინ არის პირველი ნომერი, საფონოვი თუ შევალიე - ენრიკემ კითხვაზე უპასუხა
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
არანაირი ურთიერთობა კაპიტანთან - არბელოა კარვახალს არ ეკონტაქტება
უკვე მეორედ - მორატა ცოლს გაშორდა და მიზეზზე ისაუბრა
მბაპეს რეკორდი მოხსნილია - იამალმა ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
"ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო" - ლაპორტა "ბარსელონას" სუპერლიგიდან გასვლაზე
დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია
20 წ. | მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის
ლადო კილასონია: საფრანგეთთან თამაში ძალიან მაგარი ბიძგი იყო
20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან
"ჩვენ ვართ ტიერ1 - საქართველო ტიერ2-ის სარაგბო ქვეყანა არაა" - რა ითქვა ახალზელანდიელებთან ნამატჩევს
20 წ. | ლადო კილასონია – იგრძნობა სურვილი, გავხდეთ უკეთესები
20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა
20 წ. | ლადო კილასონია: ამაყი ვარ ამ გუნდს რომ ვწვრთნიდი
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
20 წ. | სამი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | ლადო კილასონია – ფოკუსირება დეტალებზე