ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

არჩილ ბერიძე: გეგუჩაძის წვლილი განუზომელია - ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება

არჩილ ბერიძე: გეგუჩაძის წვლილი განუზომელია - ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება

ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე წერილი გამოაქვეყნა:

"მინდა გამოვეხმაურო "დინამო ბათუმის" ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ეტაპზე ეს კლუბი და მისი ინტერესები არის, იყო და იქნება ჩემთვის მთავარი მამოძრავებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს. დარწმუნებული ვარ, ასე ფიქრობს "დინამო ბათუმის" თითოეული გულშემატკივარი, რადგან ეს კლუბი ეკუთვნის ბათუმს და ბათუმელებს.

ჩემი და ჩემი მეგობრების კლუბში მოსვლის დღიდან დღევანდელობამდე ჩვენ ერთად ბევრი სირთულე გადავლახეთ და გუნდისგან, რომელიც არსებობისთვის იბრძოდა, ჩამოვაყალიბეთ ბრძოლისუნარიანი და ძალიან წარმატებული კლუბი. "დინამო ბათუმი" ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველთვის იბრძოდა და დღესაც იბრძვის ჩემპიონობისთვის. ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში. ჩვენი კლუბის ბოლოდროინდელი წარმატების და ბათუმში შექმნილი ჭეშმარიტი საფეხბურთო ზეიმის გამოძახილი არის ის, რომ აჭარის რეგიონმა და კერძოდ ბათუმმა ძალიან ბევრი საერთაშორისო სპორტული ჯილდო თუ აღიარება მოიპოვა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა და გულშემატკივრის ოცნებები რეალობად აქცია.

აქვე მინდა შევეხო მთავარი მწვრთნელის საკითხს... ბატონი გია გეგუჩაძის წვლილი "დინამო ბათუმის" ბოლო პერიოდის წარმატებაში არის განუზომელი, ისევე, როგორც ჩვენი ფანკლუბის - "პირატების" თითოეული წევრის. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ცალკეულ ადამიანებს და კომპანიებს უანგარო მხარდაჭერისთვის: კლუბის საპატიო პრეზიდენტს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, "ლიქსინ გრუპს", "კროკობეთს", "ევროპაბეთს" და სხვა უამრავ ადამიანს, ვინც სხვადასხვა ეტაპზე "დინამო ბათუმის" დახმარების სურვილს გამოთქვამდა და გამოთქვამს. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი სიხარული და იმედგაცრუება გამოვიარეთ.

გასული წლის ბოლოს თქვენთან ერთად განვლილი 5 წელი შევაჯამეთ და ახალი მიზნები დავისახეთ. მთავარ მიზნად საქართველოს ეროვნული ლიგის მოგება და კლუბის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ჩემპიონების რანგში აღნიშვნა განვიზრახეთ. ასევე ჩვენი ჯერაც აუხდენელი ოცნების - "დინამო ბათუმის" საფეხბურთო აკადემიის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა დავაანონსეთ. მინდა აღვნიშნო, რომ ორივე მიზანი გეგმაზომიერად ხორციელდება, გუნდი ეროვნულ ლიგაში პირველ საფეხურზეა, "დინამო ბათუმის" აკადემიიდან კი ახლახან პირველ გუნდში ჩვენი კლუბის აღზრდილი ფეხბურთელი დავით ფაღავა დაწინაურდა.

ძვირფასო გულშემატკივრებო, მინდა გითხრათ, რომ ჩემი მოკრძალებული აზრით, მიმდინარე ეტაპზე ჩვენს ერთობაში ნებისმიერი რყევა და განხეთქილება იქნება დამაზიანებელი კლუბისათვის და დაგვაშორებს მთავარ მიზანს. შედეგების შეფასების დრო, ევროსეზონის გათვალისწინებით, აუცილებლად გვექნება სეზონის ბოლოს და დარწმუნებული ვარ, ერთად დავსახავთ უფრო ამბიციურ მიზნებს და აუცილებლობის შემთხვევაში ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება.

აქვე მინდა დავძინო, რომ კლუბის მენეჯმენტი და პირადად მე მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ჯგუფთან შესახვედრად და "დინამოში" მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ".

არ მინდა გამოვიდე ყველაზე ჭკვიანი.არაფერი გვეშველება, სანამ ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი არა ემოციებით, არამედ ცივი გონებით არ გაანალიზებს მატჩის მსვლელობისას რა და რატომ მოხდა, თამაშს რატომ ვაგებთ საკუთარ სტადიონზე და გასვლაზე ვიგებთ (ზოგჯერ დიდი ანგარიშით)

• astana

დაგირეკავენ კაები და მაინც მიხვალტ სტადიონზე

• გიორგი IV

ფულის კეთების და გათეთრების კლუბი აქვთ გახსნილი და რაში აინტერესებთ შედეგი?!ან მაყურებელი!ან ღირსება და ნამუსი სად აქვთ?!

• 111

მარტო აკაკი შანიძემ უნდა გამოთქვას აზრი?

• სალო

ბატონო არჩილ ეხლა იჯექით თქვენ და გეგუჩაძე ერთად ტრიბუნაზეც და სამწვრთნელო შტაბში ხო კიდევ დვალიშვილიც არ დაგრჩეთ

• მ.მ

ზოგი ამბობს კარგად დაიწყეთო, თუ იმას გულისხმობთ რომ ხვიჩა და ზურიკო დაბრუნდნენ ეგ იყო გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება… სხვა ტრანსფერებს რაც შეეხება ალბათ გეგუჩაძემ უთხრა: თუ არ გავძლიერდებით მაშინ მე არ შემეხოო და ამან აქეთ გაყიდა ძირითადის ფეხბურთელი. რაზეც გეგუჩაძე მიანიშნებს უკვე ინტერვიუებში. მაგიტომ ვერ უშვებს…

• გიზოგ

კაცმა თავის ბიზნეს დააკლო და აუარება ენერგია, ფული დახარჯა რეგიონში ფეხბურთის აყვავებისთვის და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს კლუბი წინ. განა ასეთი უმადური საუბარი კეთილისმსურველისგან შეიძლება! და თუ კეთილის მსურველი არ ბრძანდებით, მაშინ სხვა საქმეა. ვაცალოთ ადამიანებს მუშაობა. ნუ ვუდგებით ჯიბრით და მუქარით, თორემ დაიხურებს მაგ კაცი ქუდს და დაგრჩებათ ასე სანაქებო სტადიონზე მიღებული სიხარული მხოლოდ მოგონებებში. ფეხბურთი ასეთია ხან ძლიერსაც მოუგებ, მაგრამ ხან შენზე სუსტიც დაგამარცხებს. ვფიქრობ, ასეთი რადიკალურები არ უნდა ვიყოთ.

• ეს არის რაც არის

მარტივი ჭეშმარიტებაა და ჩვენ თვალწინაც ხდება. ახალი მიდგომები,ფული, ახალი მწვრთნელი, ახალი ენერგია აცოცხლებს გუნდებს.აი მაგალითად, ტორპედო--მაგათ თამაშს ვეღარ ვუყურებდი, ისე დაღოღავდნენ,მეცოდებოდნენ, და რა მოხდა? მოვიდა ახალი მწვრთნელი და გაცოცხლდნენ.გარდა ამისა, ფული, მაღალი ხელფასები, ახალი მწვრთნელი, ახალი ხედვა და ახალი ენერგია.

• რობის

გაიხარე, ძლივს არ მოვისმინე ნორმალური კომენტარი??

• Givi

ყველა ქართული გუნდის მფლობელის პრობლემა არის ის, რომ გუნდს უყურებენ როგორც ისეთ ბიზნესს სადაც ფული უნდა იშოვნო ტრანსფერებით და რაც შეიძლება მალე, თუნდაც 16-17 წლის ბიჭების გაყიდვით, დარწმუნებულივარ არცერთ გუნდს არ აქვს განვითარების გეგმა ანუ წინსვლის და გაძლიერების, შედეგებიც არის ამიტომ შესაფერისი...ბათუმს კიდევ ემატება დამატებით ათასგვარი ჭორები, რაც გუნდის რეპუტაციას ურტყავს პირდაპირ...

• Jugeli

არჩილ ფეხბურთის ფულებს სამორინეებში რატომ ფლანგავ?????

• შულაია

თბილის დინამოს ნუ ედრებით,მანამდე ბევრი-ბევრი გიკლიათ, ფიფიას დინამოს საპატიო პრეზიდენტი თუნდაც თბილისის მერი რომ იყოს, ამდენი კომპანია და მუნიციპალური სამსახურები ნებაყოფილობით ეხმარებოდეს,[ბრჭყალებში რა თქმა უნდა] ამხელა საიმფორმაციო და სახემწიფო მხარდაჭერა ჰქონდეს-ნახავდით რა შედეგიც ექნებოდა....გაჩუმდით მაინც, შარშანაც იგივეს ამბობდით,გულშემატკივრები რომ რომ მიიყვანეთ აეროპორტში და კოფერეც ლიგიდან გამოვარდნილებს ოვაციებით რომ შეახვედრეთ. ეხლაც გინდათ იგივე წრეზე წასვლა....ვინ დაგიშლით როო...

• roma bejanidze

ბატონო არჩილ. დამავიწყდა მეკითხა ამ ვადაგასულ ლეგიონერებს ვინ გთავაზობს? იაკობსენი, კონატე, ლიტვინენკო, ვიდაკოვიჩი და კიდევ რომელი ერთი დავწერო? მაგათ ნებისმიერი ქართველი 20 წლამდე ფეხბურთელი ჯობია. ბათუმურ ატმოსფეროში რომ უკეთ განვითარდება. ახალგაზრდა უფრო მოინდომებდა ამდენი ხალხის წინაშე და თან განვითარდებოდა. ავიღოთ აზაროვი რომელიც დინამო თბილისში საერთოდ არ უწევდა თამაში, ჩამოვიდა და ტიპი გუნდის ლიდერი გახდა. როგორც ხმები ვრცელდება 40 ათას ლარად იყიდე 250 ათას ევროდ გაყიდე რა წააგე? ნებისმიერი ქართველი ოდნავ ფეხბურთის თამაში რომ უყვარს თუ გინდა თავად კითხე სად უნდა თამაში? თან ნებისმიერი გუნდი არ იტყვის უარს 50 ათას ლარზე. მერე კონტრაქტსაც შესაფერისს გაუფორმებ თუ ფულს გადაიხდი მასში.

• მერაბი

პირდაპირ გვითხარი, არჩილ ბატონო, რომ არ მაინტერესებს სხვისი აზრი

• ადამიანი

რა უბედურებაა ეს სოციალური ქსელევით საუბარი,ვერ მივიდნენ ქონაგები და პურადად ვერ გაესაუბრნენ პრეზიდენტს?!

• ადამიანი

გოგა ადექი და შენ იყიდე ეგ კლუბი,ან ახალი დაარსე

• გუჯი

პირველ რიგში ჩამოაშორეთ ეს საშინელი სახელი “დინამო” და დატოვეთ საფეხბურთო კლუბი ბათუმი (FC Batumi)

• გიორგი IV

არსად დაგეკარგოს ეგ გეგუჩაძე!სტადიონზე რო აღარ მოვა ხალხი ითამაშეთ შენ გეგუჩაძემ და რიჟვაძემ!))

გეგუჩაძე ყველგან ჩამწყობი იყო თამაშების, სადაც კი უმუშავია. ჩაწყობილი იყო ბათუმის დინამოს მიერ ახალ სტადიონზე ჩატარებული პირველი თამაშები!

• გოგა

ბლა ბლა ბლა ფულის კანტორა ხართ

• გია

ძალიან გულდასაწყვეტია რაც ქართულ საკლუბო ფეხბურთში ხდება, მაგრამ ყველაზე მტკივნეული მაინც ბათუმისა და თბილისის დინამოა. ამ გუნდების დონე შედარებით მაღალია და რა უსუსურნი არიან. მაინტერესებს სადამდე გადის ჩვენი შეუძლებლობის ზღვარი.

• fani

არჩილ ბერიძეს - თავიდან რა კარგად დაიწყეთ და ახლა თანდათან ფიფიას უფრო სწორად "ფიფოს კანტორა"-ს ემსგავსებით, მართვის სტილის მიხედვით. წავიდნენ ისეთი კარგი ფეხბურთელები როგორებიცაა აზაროვი, აზაცკი, გაფრინდაშვილი, ალთუნაშვილი და სხვები (კვარა და ზურიკო არ ითვლება, ეს გასაგებია) და თქვენ მათი ღირსეული შემცვლელების ნაცვლად მოყარეთ ჩამოწერილი მოთამაშეები თუ ლეგიონერები (ლამის 40 წლის ვაწაძე, ვიღაც უკრაინელი ლიტვინენკო ან თუნდაც უკლასო ტეიდი). სადაც საჭირო იყო, ის რგოლები არ გააძლიერეთ ანუ დაცვის ცენტრი და ცენტრალური თავდასხმა. გარდა ამისა, გეგუჩაძე-დვალიშვილის ტანდემს გადააყოლეთ გუნდი, სადაც წესით არავინ უნდა იყოს შეუცვლელი! მოკლედ, ასე თუ გააგრძელებთ, თბილისის "დინამო"-ს ბედი გელით...

• მახო

გეგუჩაძემ რაღაც სეკრეტები იცის და ვერ უშვებს

• დავითი

შვილებიც მოვწამლე დინამოთი და მართლა იმ საოცნებო ტუხას, მახარაძის და მაჭუტაძის გუნდს გავდა ორი წლის წინ ბათუმი...ჯიგრიანი და კაცური...ეხლა რაგაა..პადკატი არ გვინახია ისე წავაგეთ და მოჩეხვა თუნდაც...ან გააძლიერეთ ან ეგ სტადიონი გადაკეთდება საკონცერტოდ ოკუპანტების გულის გასახარად მოუსმენენ ლეპსს....

• Master

არ გამოაქვეყნო სპორტალ კომენტარები ემანდ არ ეწყინოთ რომანოზას და არჩილას.სამარხმცხვინოები ხართ და თქვენი წვლილიც დიდია(ზოგადად "ჟურნალისტების")იმაში ეაც ქართულ საკლუბო ფეხბურთში ხდება.დააფარეთ ხელი ორ კლიზნესმენს....

• asa

მკვეხარა ბათუმის ფანებო ის ეგვიპტელი ვარსკვლავი სად გყავთ სალაჰის ქორწილში თამადის მოადგილე რო იყო? თუ თქვენ საოცარ სატრანსფერო პოლიტიკას შეეწირა? ლეგიონერები იანვარში რო დიდი ზარ ზეიმით მოგყავთ და მაისში ურთიერთ შეთანხმების სადუძველზე რო უშვებთ?დ.დ. პ:ს იმედია გეგუჩაძე და კობახიძე კიდევ მრავალი წლის მანძილზე იქნებიან გუნდში.დ.დ.

• a a

ბათუმი თურმე უმწვრთნელოდაც გახდება ჩემპიონი, ზუსტად ეგ გადაჭარბებული მოლოდინები გღუპავთ, ილუზიებში ცხოვრობთ და მართლა მაგარი გუნდი გგონიათ რო გყავთ, წინა სეზონის გამოცდილებამაც ვერ გასწავლად ჭკუა. დაუბრუნდით რეალობას და ნახეთ რო გუნდი საერთოდ არ გყავთ.

• სოსო

რევოლუციურ საქართველოს და არა,რევოლუციონურ საქართველოს!

• daviti

კომენტარი წავიკითხე და აბსოლიტურად ვიზიარებ, "დინამო ბათუმი" მხოლოდ "ბათუმი" რომ გახდეს და იგივე ლოგიკით -დინამო თბილისი "თბილისი" უფრო ჩვენი არ იქნება,ლოკომოტივი და ასე შემდეგ ხომ საერთოდ დიდი პრობლემა მგონია... ალბათ მართლა ღირს დაფიქრება

• Kvekeskiri

ბატონო არჩილ,ბათუმი უმწვრთნელოდაც გახდება ჩემპიონი გულშემატკივრის გვერდში დგომით...თუ თქვენი მიზანი მხოლოდ დოღლიგის მოგებაა,არ ყოფილა კარგად საქმე...გეგუჩაძემ შარშანაც ჩაისვარა,წელს უარესად ჩაისვარა,მომავალ წელს გოლსაც ვერ გაიტანთ...ევროტურნირებია ბიძია საზომი,ამბიციაც არ გაგაჩნიათ და ხალხს აბოლებდი აქამდე?!გადაყვები პროფესორას იცოდე შენც,საშინაო თამაშზე რო 100 ათასს აკეთებ რით შეინახავ მერე გუნდს გულშემატკივრები რო არ მოვლენ?!თავში მზე გიდევს,ბამბა თუ ფეტვი გიყრია...შეუსრულეთ ბათულებმა დანაპირები და მერე სხვანაირად იჭიკჭიკებს...გააგდე ეგ ფარჩაკი პროფესორა,ხან კუპატაძეს აბრალებს,ხან ალთუნაშვილს,უნამუსო კაცია ნუ გახდები მისნაირი მზე....

• რობი

ათასჯერ მითქვია! სანამ ქართულ კლუბებს ერქმევა ბოლშევიკურ კომუნისტური სახელები ჩვენ ფეხბურთს არაფერი ეშველება! დინამო, ტორპედო და ლოკომოტივი ასობითაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში!მე რომ ვიყო მილიონერი ერთ კაპიკს არ ჩავდებ დინამოებში და ტორპედოებში :) ეს ბოლშევიკური სახელები ნიშნავს საბჭოთა მენტალიტეტს კლუბებში და ფედერაციაში!

• roma bejanidze

გამარჯობა ბატონო არჩილ. ძალიან დიდ პატივს გცემ იმის გამო რაც გააკეთე ბათუმის დინამოსთვის და მისი გულშემატკივრებისთვის (მათ შორის ჩემთვის). კი ბატონო გეგუჩაძემ ძალიან დიდი შრომა ჩადო, რაც ძალიან დასაფასებელია. ძვირფასი და უღრმესი მადლობა ბატონ გიას მაგისთვის. ის მუდამ დარჩება ჩვენ გულებში. (მან ხომ ერთადერთი ჩემპიონობა მოგვაპოვებინა), მაგრამ ახლა დროა წავიდეს გეგუჩაძე. ახალი იდეები და ახალი მიდგომა ჭირდება გუნდს. ის რაც გააკეთეთ თუ იმაზე აპირებ შეჩერებას დამიჯერე წყალში გადაყრილი ფუჭი დროის კარგვა იქნება. მე რომან ბეჟანიძე პირობას ვდებ სანამ გეგუჩაძე გეყოლება და გუნდს არ გადაახალისებ მანამდე თამაშზე არ მოვალ. დინამო 2 წლის წინ იყო ყველაზე კონკურენტუნარიანი როცა სივასპორთან გამოვვარდით კონფერენს ლიგაზე. მაშინდელი შემადგენლობა სულ ახალგაზრდა გულანთებული ბიჭები იყვნენ და იმიტომაც იყო დინამო ასე ძლიერი. ახლა შეხედე შემადგენლობას. ვინები შეიკრიბნენ გუნდის შიგნით. წარმატებებს გისურვებ ბატონო არჩილ ბერიძე. ღმერთი შენსკენ.

• Levani

Pipia ori

• გადადექი

ოციათასიან სტადიონზე,რომ ხუთასი კაცი მოვა მერე გააკეთე ცვლილებები.

გეგუჩაძე თამაშების კარგი ჩამწყობია, ეს ყველამ კარგად იცის. მიკვირს, რატომ აჩერებენ ბათუმის დინამოში.

• ბლა ბლა ბლა

ბლა ბლა ბლა რევოლუციონურ საქართველოს, ნახტომს უდიდესს, უზარმაზარს, განსაცვიფრებელს, - რევოლუციონურს, ჯერ არნახულს, ჯერ არგაგონილს, ვაშა, ამ ახალ საქართველოს, ვაშა, შენებას!

• Ირაყლი-ს

დედა ენა თქვენთან სხვანაირად ისწავლება?თლად,იქანე და აქანე ისაუბრე შენ სოფელში.პატივი ეცი ქართულ ენას

• შენც კარგი ჩანჩურა ხარ!!!!

შენ ბიძიკო,,შენ ბრალია აქამდე რომ მიყვანე გუნდი და მაგ ლოთს.რაში ანაგვლებს 40 თასი კი აქ ხელფასი+ ფეხბურთელებიდან.და მშვენივრად მიდის საქმე.ან ეს დვალიშვილი ვინა მოძველბიჩო ელემენტი.ან კიდევ გეგუჩ წადი სახლში არ გრცხვენია.მაინც და მაინც დეის გინებით ხომ არ უნდა გაგაგდონ.ეს ბერიძე ერთ კითხვას დაუსვავდი.აი შენაირი უნიჩო ტიპები ფულს როგორ შოულობენ?

• სოსო

რაც გუნდში ხდება,ყველაფერზე გუნდის პრეზიდენტი აგებს პასუხს.მწვრთნელს კი სხვა რამე ავალია და არა მგონია უფლება მოსილი იყოს,კლუბის შესახებ ილაპარაკოს.საზოგადოებასთან ურთიერთობას,სწორედ პრეზიდენტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ახორციელებენ.

• ირაკლი

ეს მგონი გეგუჩაძის დატოვებას აპირებს და თლად დაღუპავს გუნდს,ხალხიც აღარ ივლის სტადიონზე ხალხი რომელიც ჩემპიონობამდე მიათრევს დინამო ბათუმს გეგუჩაძის უსახური ფეხბურთით. ეს პირველი ადგილი რაც ბათუმს უკავია ცხრილში 100% გულშემატკივრის დამსახურებაა და არა გეგუჩაძის მაჩანჩალა ფეხბურთის. ყველა თამაშზე რო 20 ათასი კაცი დადიოდეს საგულშემატკივროდ შუქურაც ირველ ადგილზე იქნებოდა ცხრილში. და ნუ იწერთ გულშემატკივრის დამსახურებას.. დღეს დინამო ბათუმი რასაც წარმოადგეს ეს არის ბათუმელი გულშემატკივრის დამსახურება 100%

• ბათუმელები

სანამ გეგუჩაძე იქნება გუნდში გულშემატკივარი არ ივლის სტადიონზე..

• აშმალახა

ცხვრებს ასე ექცევიან!!! არმიხვალთ თამაშზე?ერთ თამაშის გაყიდვით ამოვქაჩავთ მთელი სეზონის დასწრების ფულს.დაწერილია გაწერილია ყველაფერი და ახლა გეგმებს ვერავრევთ

• მწარე

ბოდიშს მოგიხდი, მართლა მაინტერესებს, რა ატკატები მოდის? უბრალოდ ვერ ვხვდები. აი ჩაწყობილი თამაშებიდან შეიძლება, ანუ გინდა გაყიდული დაარქვი, გინდაც გამაზული. მე მარტო ესეთი გამიგია, სხვა მხრივ უბრალოდ არ ვიცი. მაგრამ თუ ბათუმი თამაშებს აწყობს, მაზავს ან ყიდის გამოდის არ ყოფილა ნაღდი ჩემპიონი. თან ჩემპიონი რომ გახდე, უფრო მეტი უნდა იყიდო ვიდრე გაყიდო. ანუ ამასაც ფულის დახარჯვა სჭირდება. ისე მჯერა, რომ ფეხბურთში მთლად სუფთად არ არის საქმე, მაგრამ სქემას ვერ ვხვდები.

• ბათუმს ქათქათას

არაფერი გვეშველება გაგვაპო ალბანელებმა შარშან საფუძვლიანად გაგვაპეს უფრო "კუნთიანმა" ბიჭებმა. გუშინ "ფლაგმანს" მეტოქემ მსუბუქი ფლირტი დაუწყო მაგრამ მატჩის მიმდინარეობისას ამას არ დაკმაყოფილდა და ზედ ფინიშისწინ პირდაპირ პორნაგრაფია გაუჩაღა. და რა გამოდის ეს ორი ლუზერი ფიფია-ბერიძის ტანდემმა დინამოები ქიშმიშიან ბულკებად ან კიდევუფრო მადისამღვძრელ მარწყვიან ტორტად აქციეს ეგზოტიკური ევროოპული გ კლუბებისთვის. გთხოოვთ-ფლიის .. დატოვეთ გუნდები ორივემ უკვე ლიფსიტებიც მწარედ გვტკენენ ნუ ესე გაგრძელება აღარ შეიძლება ეს უკვე ფსკერის გარღვევაა და იქ დასამარებას უფრო გავს.

• ანრი

ეს მგონი შეშინებული ყავს გეგუჩაძეს ან იმხელა ხელფასს აძლევს და ისე აქვს კონტრაქტი შედგენილი რომ ვერ უშვებს გუნდიდან. რაღაც ვერაა მთლად კაი ამბავი ამის თავს.

• ეეე

რა საერთაშორისო ჯიდოებზე ლაპარაკობს, ხომ არ აჟრიალებს?

• ვახო

სანამ ზოგიერთები კომენტარების წერას დაიწყებთ,იქნებ დაფიქრდეთ იმაზე გაქვთ კი იმდენი ინტელექტი ან თუნდაც ელემენტარული გრამატიკის ცოდნა ,რომ თქვენი გენიალური აზრები გადმოაფრქვიოთ?!

• გ.შ.

მოკლედ რომ ვთქვათ: "თქვენი დიდი ხათრი მაქვს მაგრამ არაოოო"

• აჩი**

ბატონო არჩილ, ნუ დაგვამადლი რასაც აკეთებ გუნდში, იმიტო რომ დღეს ასეთ ქალაქში ასეთ სტადინზე და დღევანდელ საფეხბურთო პირობებში ეს უნდა გააკეთო რაც ჩამოთვალე, უბედურება ისაა რომ რაც ჩამოთვალე ბევრი გგონია, ჩვენით ბათუმელი ხალხით გადმოგეცა კლუბი კერძო პირს მერიის ბალანდიდან, რაც რესურსი გქონდა და პირობები გეგუჩაძის წვლილი რა არის მაგაში? რაა?? ამას რომ ვერ კი არა არ ხედავ იმიტო რომ გაწყობს ატკატები, ძაან საკამათო მიზეზები ჩამოთვალე, მაგრამ თავს იმართლებ თითქოს , რატო იმართლებ თავს გეგუჩაძის ნაცვლად?

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს

პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს

ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე

3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო

"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]

არჩილ ბერიძე: ფული ჩვენთვის არასოდეს ყოფილა გადამწყვეტი მნიშვნელობის

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

"ხვიჩასთან დაკავშირებით ერთი ოცნება ნამდვილად მაქვს, დე ლაურენტისს მინდა ვუთხრა, რომ..." - ბერიძემ "კვარას" შესახებ ისაუბრა

აზაროვის და დავითაშვილის "დინამოდან" წასვლა დადასტურდა - რა ტრანფერებსა და ლეგიონერების ჩამოყვანას აანონსებს არჩილ ბერიძე ბათუმურ გუნდში

არჩილ ბერიძე: შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს

ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

არჩილ ბერიძემ მატჩის დასრულების შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა... [VIDEO]