ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჩოგბურთი
          რაგბი
          • ეროვნული ნაკრები
          • დიდი 10
          • თასი
          • ლეგიონერები
          • 6 ერი
          • ტესტები
          • ერთა თასი
          • მსოფლიო თასი
          • ასაკობრივი ნაკრები
          • სხვადასხვა
          • MMA
            • UFC
            • ფორმულა 1
                ჭიდაობა
                • ძიუდო
                • თავისუფალი
                • კლასიკური
                • ქართული
                • სუმო
                • სამბო
                • ქალთა ჭიდაობა
                • ბერძნულ-რომაული
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

<p>გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამოდან" წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ საკუთარ ფეხბურთელებს "სამტრედიასთან" (1:1) მატჩის შემდეგ გასახდელში აცნობა.</p><p>Geo Team-ის ინფორმაციით, გია გეგუჩაძემ ფეხბურთელებს მიმართა, რომ ასეთ სიტუაციაში მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია, რამდენიმე მოთამაშისთვის კი მთავარი მწვრთნელის სიტყვები ძალიან ემოციური გამოდგა.</p><p>გამოცემის ცნობით, ბათუმის "დინამოს" ხელმძღვანელობამ გია გეგუჩაძის წინადადება დააკმაყოფილა.</p><p>შეგახსენებთ, ევროსარბიელზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბმა "შავი ზღვის მეკობრეებმა" განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც სანამ გია გეგუჩაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს არ დატოვებდა, ისინი გუნდის მატჩებს აღარ დაესწრებოდნენ. თუმცა კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მთავარი მწვრთნელის შეცვლა ბევრ პრობლემას გამოიწვევდა.</p><p>გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" 2018 წელს ჩაიბარა, ზღვისპირელები მისი ხელმძღვანელობით 2021 წელს ეროვნული ლიგის ჩემპიონები გახდნენ. 2022 წელს კი სუპერთასიც მოიგეს.</p><p><p><p><br></p>

  • შავი კაცი

    შოთა არველაძეა კარგი ვარიანტი, არც გამოცდილება აკლია და თან მასაც გამოადგება ტრამპლინად ბათუმის დინამო თუ რამე დასამტკიცებელი აქვს ჯერ აქ დაამტკიცოს არანაკლებ ნიჭიერი და კარგი თაობააა ჩემპიონატში და ევროთასებზე გასვლა მასაც წადია..

  • არსაკიძე

    ისევ გეგუჩაძის ნაირი თუ დანიშნეს მაშინ კი. ყველაზე სუსტი მაგ გუნდში მწვრთნელი იყო...

  • რატი

    დიდი იმედი არ მაქვს გეგუჩაძის წასვლით რამე შეიცვალოს ევრო ტურნირებზე.

  • არა მართლა

    ბოლშევიკებსაც თავი მართალი ეგონათ ყველაფერში . . . ე.წ. ძალა ყოველთვის არ ნიშნავს სიმართლეს. ბათუმში აშკარად უფრო ღრმად ჩამარხული პრობლემაა, ვიდრე გეგუჩაძე

  • გიორგი IV

    ის გუნდი მეგობარო შუშაკის აწყობილი იყო!გახსოვს ჯგუფში რა მოხდა?ჩაწყობილი თამაში რო ითამაშეს პანიონიოსთან?სტადიონზე ვიყავი და მეორე ტაიმში დადგა გუნდი!აღარ თამაშობდნენ არადა მოიგეს პირველი ტაიმი!

  • სიმართლე

    კობახიძე კარგი მცველია პროსტა კარგი მეწყვილე ჭირდება...10-იანი ჭირდება კაი ბათუმს და 1ლიმონიანი ხელფასი რო ქინდეს და გაჩერდეს უნდა აარჩიონ ბრაზილიაში ვინმე ჯანზეც რო იყოს ფლამარიონოვით გაწრიპული არგვინდა ვინმეზე უნდა აიწყოს გუნდი..გაგუაზე რო აწყობილიყო დინამო მაგარი იქნებოდა

  • ტაჰამატა

    ძალიან დიდ პატივს ვცემ ბათუმის დინამოს და ბათუმელებს მაგრამ არა მგონია გეგუჩაძის წასვლით ბათუმის დინამო დალაგდეს ვიმედოვნებ ეს არ მოხდება მეეჭვება ძალიან. წარმატებები ბათუმის დინამოს

  • ო ტა ტა ტა, მოვიდა ზურაბიიიი

    მოდი პუტინი დავნიშნოთ

  • დედას გორჯისტანა

    ბიჯო, თენგოი რო დავნიშნოთ, სულაქველიძეი? აუუ, რა მაგარი იქნება. ოღონდაცა რაააა/

  • Nikoloz

    პატონო გია კიდე გაგეხარებიოს საქართველო გვეამაყოს შენით მაგარი ტრენერი ხარ რაც მართალია მართალია ვიღაც ჭორიკნებს ნუ უგდებ ყურს წადი ძმაო საქართველოდან ბევრად მეტს მიახწევ აქ არ გაფასებენ კი ეტყობა ბათუმის ფანობას...

  • სიმართლე

    საქართველოს კვალობაზე ყველაზე მაგარი ტრენერიც არის და ყველაზე მეტისთვისაც აქვს მიხწეული...პროსტა ბათუმის დინამოს პრობლემა ბერიძე და უფულობააა სიმართლე თუ გინდათ გეგუჩაძე სადაც კი ყოფილა ყველგან მაგარი შედეგი დაუდია გავიხსენოთ ერთხელ მოვხვდით ევრო თასებზე დდა ისიც გეგუჩაძემ გაგვიყვანა...ისე არ დამავიწყდება პატარკაციშვილის დიდი წვლილი დინამო თბილიში დამოუკიდებელ ქართულ ისტორიაში პატარკაციშვილმა ძალიან ბევრი გაუკეთა დინამო თბილის.. ივანიშვილმა იფიქროს კიდე ბევრი იფიქროს...

  • გიუშა

    ამ დღეს ველოდი მოვესწარ,ვიცინი აღარ ვსტირი მე...)))

  • აჩი**

    ბერიძეს კიდე არ სჯერა , მადლობა პირატებს

  • ჯორჯო ბიძიას

    ავოიე კომპარტია, რა შუაშია ფედერაცია კლუბების საქმიანობასთან?

  • ჩელენჯერი

    ეხ ქოჩორ რა ფულის სტანოკი დაგაკარგვინეს…

  • ამატაკი

    მიუხედავად იმისა, რომ არა ვარ ფეხბურთის იმ სტილის თაყვანისმცემელი, რასაც გეგუჩაძე მისდევს, მაინც მადლობა მინდა ვუთხრა გაწეული სამუშაოსთვის. ის წესიერ კაცად მიმაჩნია, ხოლო გუნდის გარშემო შექმნილი ვითრების გამკლავება ალბათ მის ძალებს აღემატებოდა. ჰოდა როცა ხედავ რომ მიმდინარე პროცესები შენს გუნდს ანადგურებს, უნდა გეყოს სიმამაცე შენი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირო, სხვაგვარად ჯოხი რომ შენზე გადატყდება, ამას უნდა ხვდებოდეს ამოდენა გამოცდილების მწვრთნელი.რაც შეეხება დინამოს, ჩემო კარგო გულშემატკივარო, არა მგონია ამ მენეჯმენტის იმედად რაომე ხელმოსაკიდი წარმატების იმედი გვქონდეს ზოგადად. ამ დღეებში კიევის მფლობელმა სურკისმა სათადარიგოს ახალგაზრდა ფეხურთელზე მიღებული შეთავაზება დააკომენტარა: 4 მილიონ დოლარად ფეხბურთელები რომ დავყიდო გუნდი დამეშლებაო. ჩვენები კი ხედავთ რა ფასებში ასუხარებენ შემდგარ ფეხბურთელებს. გაუგებარი, აუხსნელი, მაზოხისტური გადაწყვეტილებები. როგორ უნდა დაოჯერო რომ ამ თვითგანადგურებას გეგუჩაძე ეწეოდა ერთპიროვნულად. ვისაც გჯერათ მიბრძანდით ბატონო, გაიარეთ. ნეტარ არიან მორწმუნენნი.მხოლოდამხოლოდ საუკეთესოს გისურვებდით, წარმატებები ქართულ ფეხბურთს!

  • beqa

    ტორპედოს მინდორი რადღეშია ნახეეთ? 3 თვე არაა გასული!!!

  • Gambler

    და გაშტერებული რატო უყურებდი?

  • Dato

    ეხლა ნახეთ კარუსელები. ჭიაბერაშვილი ჩხეტიანი ცხადაძე

  • გიორგი IV

    ეგღა აკლია უფულო გუნდში წამოვიდეს!ამას მაგარი მადა აქვს მეგობარო!)))

  • გიორგი IV

    დანიშნონ დევდარიანი და ნახავენ როგორ უნდა გულიანად და ჯიგრით თამაში!უფულო და გაღლეტილი ულეგიონერო გორის დილათი ლამის ჯგუფში ჩაჯდა!სიმართლის მთქმელი და პატიოსანი კაცი არავის უნდა!ყველა ატკატებით და მაიმუნობით როა დაკავებული!იმიტომაცაა საკლუბო ფეხბურთი ფსკერზე!!

  • ლუკა

    არის ძალიან დიდი ალბათობა იმისა,რომ ჭიაბერაშვილი დანიშნონ და რამდენად მისაღები იქნება ეს ბათუმელი გულშემატკივრებისთვის არ ვიცი...

  • Jango

    გია, დიდოსტატი ხარ ,მაგრამ ქართული რეალობა ასეთია! სამტრედიას გულშემატკივარი გულში ჩაგიხუტებს მიუხედავდ იმისა რომ გუნდი ძირითადში სუსტი და გზააბნეული, არასაკმარისი ტაქტიკური მომზადების ბიჭებით არის დაკომპლექტებული, შენ მათგანაც რაღაცას გამოთლი! მოხარული ვიქნებით სამტრედიაში გიხილოთ!

  • Გი

    ჩხეტიანს ფული უყვარს ძალიან

  • 100%

    ჩემს კომენტარებს, არ აქვეყნებ, არ ვიცი რატომ, მაგრამ მე ვწერ და ვწერ. ჭიას ვადარებ.))) აუცილებლად უნდა წასულიყო. ამან ცუდად რომ იმოქმედოს, მაინც და იმიტომ, რომ უფრო გამოჩნდეს ხარვეზი. წარმატებებს ვუსურვებ, ახალ მწვრთნელს და ბათუმის ,,დინამოს,,.

  • ზურიკო

    კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი..ყოჩაღ პირატებს!

  • ბათუმელი

    დვალიშვილიც თან მიყვეს ბალაძე და ასშ

  • თემო

    კვალიფიციური უცხოელი მწვრთნელი ეგრევე! არ გვინდა ბაკავოი ზამენა და უგლავოი ქართველი მწვრთნელები

  • Master

    რასიზმი სხვა რამ კი არაა განა რასაც ფიქრობთ ყველაფერი უნდა თქვათ.ვინაა სტრანნი ტიპი აი ამ კომენტარით კარგად ჩანს.

  • აქაური

    მახარაძეს ნიშნავენო..სახელი არ მახსოვს

  • მეიცა

    სულ 2 ტიტული აუღია საქართველოს მასშტაბით .რას ეფერებოდნენ ნეტა?? თან ჩემპიონატში ფარჩაკ თბილისის დინამოს რო ეთამაშები კიდე

  • md

    რანაირი ტიპია, ერთხელ ვნახე ბათუმში, ოვალში შემოვიდა, გაშტერებული ვუყურებდი, ალბათ იფიქრა მოვეწონეო, მე კიდე ვერ ვიგებდი რანაირია, არავის არ ჰგავს, ძნ სტრანნი გარეგნობა აქვს.

  • ჯორჯო ბიძია

    დატოვა არა ისა.ამოკრეს პანღური..ფედერაცია თუ გვყავს მაინტერესებს და თუ ადევნებს თვალს ევროტურნირებზე ჩვენი კლუბების წინსვლას???

  • კრიტიკოსი

    გეგუჩაძის მთლიან გავლილ გზას რომ გადავხედოთ, ფაქტია რომ 2 წელიწადში შეუძლია რიგით ქართული გუნდი ჩემპიონობისთვის მებრძოლ კოლექტივად გადააქციოს, მაგრამ ასევე აშკარად ჩანს, რომ ევროპულ ტურნირებისთვის ბრძოლისუნარიან გუნდებს ვერ აყალიბებს. ასევე მგონია, რომ კონკრეტული მატჩების მენეჯმენტში ვერ არის ძლიერი, ამის დამადასტურებელია ისიც, რომ საქართველოს თასი ბათუმთან ერთად არც აქვს მოგებული და ევროტურნირებზე არ მახსენდება გეგუჩაძის გუნდი ( უეფას ჯგუფში გასულ დინამოს თუ არ ჩავთვლით,რომელიც რეალურად შუშაკის გუნდი იყო) რომელსაც მეტნაკლებად თანაბარი ძალის მოწინააღმდეგე გაეგდოს ტურნირიდან.

  • გიორგი IV

    სელექცია ნოლი!ევროტურნირები სირცხვილი.იმ ერთხელაც როგორ გახდა ჩემპიონი მიკვირს!თუ მაგარი ტრენერია წავიდეს შუქურაში და გაიყვანოს საპრიზო ადგილზე აბა.ძულიან გუნდებში ყველა მაგარი ტრენერია!

  • მამუკა-ს

    გეგუჩაძემ გუნდი მე-2 ლიგაში ჩაიბარაო და იმ წელსვე გადმოიყვანაო რომ წერ, იმას არ იტყვი რა შემადგენლობა ყავდა ლიგა 2-ში? ისეთი ფეხბურთელები ყავდა ზოგს უმაღლეს ლიგაშიც რომ არ ჰყავდა იმ დროს. ასე რომ ეგ ვერაფერ წარმატებად ჩაეთვლება. რაც შეეხება საპრიზო ადგილებს, ჩვენი პირველობის კვალობაზე საუკეთესო შემადგენლობა ყავდა მუშაობის მანძილზე, გამართული ინფრასტრუქტურა, კარგი ბაზა, ახალი სტადიონი, სავსე ტრიბუნები და მეტი რა უნდოდა? აქვე გკითხავ, რა გააკეთა განსაკუთრებული? ერთხელ გახადა გუნდი ქვეყნის ჩემპიონი.მაგ რესურსით რაც დინამო ბათუმს აქვს, ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი გახდიდა გუნდს ჩემპიონს. ევროთასებზე სულ ჩაფლავდა გუნდი, სულ. ასე რომ, მან ამოწურა საკუთარი თავი ამ კლუბში. ეხლა აუცილებლად უნდა მოვიდეს გუნდში უცხოელი და რა თქმა უნდა კვალიფიციური სპეციალისტი.

  • მამუკა კვარაცხელია

    მე მგონი გეგუჩაძის შემდეგ ბათუმი უკუსვლას დაიწყებს... გეგუჩაძემ მეორე ლიგაში ჩაიბარა გუნდი ეგრევე გადმოიყვანა პირველ ლიგაში, მუდამ ჩემპონობის მაძიებელი იყო და ჩემპიონიც გახადა... ყველა გუნდში წარმატებული იყო... ბათუმსაც და გეგუცაძესაც წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ვფიქრობ, არ იყო სწორი გადაწყვეტილება...

  • ახალი ამბავი

    ყოველ წელს ჩემპიონობა მოგინდათ, ბევრი ხომ არ მოგდით?

  • asea

    ქართულ ფეხბურთს თუ მოშორდება საერთოდ რამოდენიმე მწვრთნელი და გუნდები მათან თანამშრომლობაზე უარს იტყვიან უკეთესი იქნება.ეს მწვრთნელებია:გეგუჩაძე,ჭიაბრიშვილი,ჩხეტიანი და ვინმე გოცირიძე..

  • ქობულეთიდან

    ცოტა ადრე უნდა წასულიყო თუმცა არაუშავს. ასეა ჩემო ბატონო, გულშემატკივარი არის ფეხბურთის მამოძრავებელი ძალა და მათ წინააღმდეგ წასვლა კარგს არაფერს მოიტანს. როცა მაყურებელმა გუნდს ზურგია აქცია და დაუსვა პირობათ მწვრთნელის გაშვება, კი დაფაცურდა ხელმძღვანელობა, არ იმჩნევდნენ თუმცა მაინც. გუშინ 1000 კაციც არ იქნებოდა ბათუმის ტრიბუნებზე, ეს ფაქტორი კი არანაირად არ აწყობს კლუბის ხელმძღვანელობას. ამ გუნდს კი აქვს იმის რესურსი რომ, უცხოელი,კვალიფიციური მწვრთნელი მოიყვანოს. წარმატებები დინამო ბათუმს!

  • Gambler

    ცოტაა უკრაინელი ბათუმში და კიდე გინდა? არაა საჭირო ამდენი სლავი ამ პატარა ქვეყანაში.

  • Levani

    Adre unda wasuliyavi, amowure

  • ეჰჰ

    როგორი ჭირი გვჭირს ამ ქვეყანაში, რასაც ამპარტავნება ჰქვია :(

  • ბ. დილანიშვილი

    გეგუჩ გამოდი, გიცანი.

  • G.LA

    სერთაშორისო სარბიელმა გვაჩვენა ჩვენი პირველი პრობლემა მწვრთნელებია და რა თქმა უნდა ნორმალური ლეგიონერები. უკრაინელი მწვრთნელი მოიყვანეთ ბათუმში, გაცილებით უკეთეს გუნდს დააყენებს. უკრაინელი მწვრთნელი თუ ჩამოვა, თვითონ გამოიყოლებს 2-3 ნორმალურ ფეხბურთელს.

  • ბალეშიკ

    დამიჯერეთ გია გეგუჩაძემ ამოწურა დინამო ბათუმში თავისი საქმე უცხოელი მწრთვნელია საჭირო გამოცდილი ლეგიონერებით ამ ეტაპზე დინამო სწორად მოიქცევა თუ გეგუჩაძეს მოყვანილ ფეხბურთელებსაც მის გზას გაუყენებენ

  • ლია

    რატომ უჭირთ ასე ქართველ მწვრთნელებს და პოლიტიკოსებს წასვლა,გადადგომა??!!

  • Dato

    Kargi erti tu kaci xar, ar myavdes egec Arigo Saki. Geguchadze didi xnis shesacvleli iyo, gunds aranairi progresi ar etyoba, piriqit regresirebs yoveltsliurad.

  • robert22

    არ გაუშვათ თორე დაინგრა დინამო ბატუმი :))

  • იერემია

    მე მესმის თქვენი ბატონო გია, ნადვილი ადამიანი ხართ, ახლა უფრო დაგადასებთ როგორც ადამიანს. სხვების გასაგებად მაინც ვიტყვი ვერ გაიგებთ მაგრამ მაინც ვირყვი რომ ეს კაცი რომ დანმაშავე ყოფილიყო რამეში ასე არ წამოვუდოდა, დამნაშავეები ასე არ მიდიან.

  • !!!

    უკრაინელი მწვრთნელი დანიშნეთ ვინმე!!!?აგერ სომხურ კლუბებში ამართლებენ!!

  • giorgi

    აზრზე არაა მწვრთნელობის! ოთხ წელიწადში ერთხელ გახდა ჩემპიონი, რეალურად ყველაზე კარგი გუნდით ამ საცოდავ ჩემიპიონატსი თუ ქვია ამას ჩემპიონატი! წყალტუბოს ერთი წლის წინ მინდორი გამოუცვალეს ეხლა ჭაობია მინდორს მაინც მოუარეთ საერთოდ არფერს არ აკეთებენ გაძღომის გარდა

  • ლაშა 19

    ა გვეშველა, ჭიაბერაშვილი გადადგა, ახლა გეგუჩაძეც . ქართველი ქომაგების ანალიტიკირი ტვინით ვარ აღფთოვანებული , კვარაცხელიამაც აღარ ითამაშოს ნაკრებშიო :) , კაცმა ერთი თამაში ჩააგდო და ხაზი გადაუსვეს, ჭიაბერაშვილმა სწორი ანალიზი გააკეთა გამარჯვების ფსიქიკა არ გვაქვსო და მას დააბრალეს:))))) . თითქოს მხოლოდ მწვრთნელის ბრალია, ჭიაბერაშვილი და გეგუჩაძე კი არა კაპელო და გვარდიოლა ვერ უშველის ჩვენ საქმეს . ისე ასეთ ვითარებაში კვარაცხელიას ადგილზე საერთოდ დავტოვებდი ნაკრებს.

  • beqa

    რომოირგეთ კომფორტის ზონა. ჩამორჩით თანამედროვე ფეხბურთს, შეცდომებზე ვერ სწავლობთ კიდე უკმაყოფილო როგორ ხართ? რამე შედეგისთვის ხოუნდა გააკეთო ჩუმათ მიყუჩულები როხართ!!!!! ექვს წელიწადში ერთხელ გახდები საქართველოს ჩემპიონი კიდე პრეტენზიები როგორგააქ? ან ვის უნდა აქაური ჩემპიონობა :))) პრესტიჯი მაინც იყოს

  • ნიკა

    ჩემი აზრით უფრო ადრეცგასაშვებიიყო 5 წელში 2 ტიტული ცოტაა საქართველოს ჩემპიონატის დონეზე აღარაფერს ვამბობ ევრო შესარჩევებზე ძალიან სუსტი გუნდიიყო ....

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

გია გეგუჩაძე: ძალიან რთული თამაშის მოლოდინი გვაქვს

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]

ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

"მივდივარ ვარჯიშზე და გეგუჩაძე მეუბნება..." - ლაზარე კუპატაძემ ბათუმის "დინამოდან" წამოსვლის მიზეზზე ისაუბრა

გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით