ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა ინგლისი 1:0 დაამარცხა, რის შემდეგაც დაჯილდოებისას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა თავდამსხმელ ჯენიფერ ერმოსოს ტუჩებში აკოცა. ერმოსოს კოცნა არ გაუპროტესტებია, თუმცა შემდეგ თქვა, რომ ეს ორმხრივი თანხმობის შედეგად არ მოხდა და ფიფამ გამოძიება დაიწყო, რომლის მიმდინარეობისას რუბიალესს 90 დღით ფეხბურთში საქმიანობა აუკრძალეს და პოსტიდან გადაყენებას უპირებენ.

რუბიალესმა ვიდეო მოიპოვა, სადაც ერმოსო ავტობუსში ტელეფონით თანანაკრებელებს კოცნის მომენტს აჩვენებს და ყველანი მაგრად ხალისობენ. რუბიალესმა ეს ვიდეო თავის გასამართლებლად ფიფას გაუგზავნა, მაგრამ მის წინააღმდეგ ისეთი კამპანიაა გაჩაღებული, საეჭვოა, თავისი სიმართლე დაამტკიცოს.

რუბიალესის დედამ, ანხელის ბეხარმა, პროტესტის ნიშნად ეკლესიაში შიმშილობა გამოაცხადა. მან თქვა, რომ თავისი შვილი წესიერი ადამიანია და იქამდე იშიმშილებს, ვიდრე მისი სხეული იცოცხლებს და წინააღმდეგი არაა სამართლიანობის მისაღწევად მოკვდეს კიდეც. გუშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და სასწრაფოდ გრანადის მახლობლად, მოტრილში, სანტა-ანას საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სექსიზმში დადანაშაულებულმა ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ემოციების სპონტანურად ამოფრქვევა იყო, ორმხრივი შეთანხმებით მოხდა, იგივეა, საკუთარი ქალიშვილისთვის რომ ეკოცნა, უბრალოდ ხუთი წელია საბაბს ეძებდნენ, ცრუ ფემინისტები სიმართლის დადგენას არ საჭიროებენ, პრესა კი მის განადგურებას სიამოვნებით გააგრძელებს.

nika
ჩემი პასუხი კომენტარს ეხებოდა, ვითომ „თანასწორობის“ სახელით „აბა ქალმა ქნას“ რომ გაიძახიან. ვინ ითაყვანებს თავს, ჩანს ისედაც, „ცხენისთავა გომბიოც“ ძალადობაა, სიტყვიერი. ოჯახის წევრს რომ აკოცონ ეგრე მოსაფერებლად ან მსგავსად მიმართონ, როგორ მოიქცევა ნატურალი ძველგაზრდა?
ბობოლა
კაი იყო
პელე
ფაქტია რომ არ გამოუჩენია და ვერ გავიგებთ რამხელა აჟიოტაჟი ატყდებოდა რომ გამოეჩინა. სამაგიეროდ ზუსტად შეგვიძლია დავინახოთ, რამხელა აჟიოტაჯი გმაოიწვია იმან რომ ნებართვის გარეშე, ამდენი ხალხის წინ ძალით აკოცეს.
Gia
ან უნდა გადადგეს ძმაო ან ცოლად მოიყვანოს. ძლივს დასავლეთი ქართულ ტრადიციებზე მოვიდა და რას ვაპროტესტებთ? ქართველები არ ხართ? დედათქვენისთვის ან თქვენი დაიკოსთვის რო ეკოცნა რას იტყოდოთ?
Naturali Guruli
NIKA, ბიძიკო, კოცნა სიყვარულის და მოფერების ნიშანია და არა ძალადობის! თანაც საჯაროდ, წარმატების მისალოცი კოცნა რანაირი ძალადობაა ან რა საფრთხე ემუქრებოდა იმ ცხენისთავა ფეხბურთელ!!! გომბიოს?! ძალიან გთხოვთ, თანამედროვე ახალგაზრდები მთლად ნუ გამოითაყვანებთ თავს!
nika
რატომ უნდა ამტყდარიყო ასეთივე ამბავი? სტატისტიკურად გაცილებით მეტი კაცი ძალადობს ქალზე, ვიდრე პირიქით და ქალსაც მეტი ხიფათი ემუქრება კაცისგან, ვიდრე პირიქით. „თანასწორობა“ არ ნიშნავს პრიმიტიულად ერთნაირ მოპყრობას, თანასწორობაა, როცა იმას მეტად იცავ, ვინც მეტი საფრთხის ქვეშაა — ლოგიკური ანალიზის სწავლებაა დასაბრუნებელი სკოლებში.
რაბუ
აბა ქალს გამოეჩინა ინიციატივა და ეკოცნა თუ ატყდებოდა ამხელა აჟიოტაჟი
Naturali Guruli
ჯემალიას გეფიცებით, "კოლექტიური დასავლეთი" ერთიანად ჭკუიდან შეიშალა! მაგარ სიბინძურეში იხრჩობიან! აგერ ნახავთ თუ რუბიალესს საჯაროდ არ ჩამოახრჩობენ!
მალხაზ ჯობავა
ხეები შორს, რუბიალესისგან!
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
'მისი ქმედება მიუღებელია' - კოცნის გამო რუბიელესი ესპანეთის პრემიერმა გააკრიტიკა
საქართველოსთან მატჩამდე რუბიალესის გარშემო ატეხილი სკანდალი კვლავ გრძელდება - ვალდანომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იუდა ისკარიოტელს შეადარა
ესპანეთში სკანდალი არ ცხრება - განცხადება ჰერმოსომაც გააკეთა
[VIDEO] ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი გახსოვთ? - აი, რა შეემთხვა წიგნის პრეზენტაციაზე
სკანდალი. ესპანელ ფეხბურთელ ქალს ფედერაციის პრეზიდენტმა ტუჩებში აკოცა და ატყდა დავიდარაბა
"ჩემი იმიჯი გაანადგურეს, არავინ დამიცვა" - ჰერმოსომ, რომელსაც რუბიალესმა ტუჩებში აკოცა, ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა