• კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფის მატჩში, საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 84:100 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

სამწუხაროდ, ტრავმების გამო დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ იღებენ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია და მსროლელი დუდა სანაძე, შემადგენლობაში მათი ადგილი სანდრო მამუკელაშვილმა და კახაბერ ჯინჭარაძემ დაიკავეს.

ავსტრალიის ნაკრები კი მოედანზე უცვლელი 5-ეულით წარსდგა.

პირველ წუთებში განსაკუთრებით აქტიური გიორგი შერმადინი გახლდათ. მიუხედავად ამისა, ავსტრალიის ნაკრები პერიმეტრიდან მაღალი პროცენტით უტევდა.

პირველი მეოთხედი ავსტრალიელთა გამარჯვებით 23:17 დასრულდა.

მეორე მეოთხედიც „ყვითლების“ უპირატესობით დაიწყო და 8:3 გაქცევა მოგვიწყეს. ავსტრალიის ნაკრების ლიდერმა პატი მილსმა თამაში საკუთარ თავზე აიღო და საკუთარი გუნდი წინ დიდი ანგარიშით გაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში ავსტრალიის ნაკრებმა 16-მცდელობიდან ჩვენს ფარში 11 სამქულიანი მოათავსეს.

პირველი ნახევრის შემდეგ საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო 12 ქულით გიორგი შერმადინი გახდა, ავსტრალიის რიგებიდან კი 16 ქულით თავი პატი მილსმა გამოიჩინა.

მეორე ტაიმიც იგივე სცენარით წარიმართა, თად მაკფადენის კარგი თამაშის მიუხედავად, პერიმეტრის გადაკეტვა კვლავ გაგვიჭირდა და ამით ჯო ინგლსმა შესანიშნავად ისარგებლა. მესამე მეოთხედი 12 ქულიანი სხვაობით დავთმეთ.

მეოთხე მეოთხედის საწყის 3 წუთში საქართველოს ნაკრებმა ჯარიმების ლიმიტი ამოწურა. რაც დიდწილად ჯოშ გიდის დამსახურებაა. ავსტრალიელთა ახალგაზრდა გამთამაშებელმა 15 ქულა, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი მიითვალა.

საქართველოს ნაკრებიდან გოგა ბითაძემ თავი 20 ქულითა და 6 მოხსნით გამოიჩინა.

თად მაკფადენმა 18 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

გიორგი შერმადინმა თავი 16 ქულას, 3 მოხსნასა და 2 ასისტს მოუყარა.

ავსტრალიელთაგან საუკეთესო პატი მილსი გახდა, გამოცდილმა გამთამაშებელმა 19 ქულა, 2 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ამრიგად, ორივე ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპოიონატზე ასპარეზობა დასრულებულია. ილიას ზუროსის გუნდმა ტურნირზე ჯამში 5 მატჩი გამართა, საიდანაც ეროვნულმა ნაკრებმა 2 შეხვედრის მოგება მოახერხა, 3-ჯერ კი დავმარცხდით.

ციციკორე
კაი, მაკფადენმა ვერ ითამაშა. სანაძემ რა ჰქნა? ჩაყარა ხომ სამიანები?! ზუროსი, თორემ ისე წერთ, თითქოს სათადარიგოზე ალტერნატივა ჰქონდა და არ გამოიყენა. კი ნახეთ უახლოესი რეზერვი რასაც წარმოადგენს. ასე არაა, ჩემპიონატი "ჭ" კლასის იყოს და ნაკრები წინ მიდიოდეს. ინდივიდუალურად ვინც გამოჩნდა, კი თამაშობს აგერ. სულ 4 კაცი.
ციციკორე
უცხოელებს აბრალეთ. დაბალი ღობეა! სხვებმა ხომ მოწყვიტეს ციდან ვარსკვლავები?! გინდ ახალგაზრდებმა, გინდ ვეტერანებმა.
123
ზუროსი და მაკფადენი ევრობასკეტის შემდეგ უნდა გაგვეშვა, კაპო ვერდეს დქ ვენესუელას მწვრთნელის გარეშეც მოვუგებდით და დანარჩენ გუნდებთან უშანსოდ დავმარცხდით.
ირაკლი
სრულიად გეთანხმები
გიორგი
დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის! უფრო მეტის მიღწევა შეგვეძლო. არ ვიცი მარტო მრჩება ეგეთი შთაბჭდილება თუ არა, რომ ჩვენი ნაკრები უმწვრთნელოდ თამაშობდა. მოვიკოჭლებდით კომბინაციებში და გააზრებულ თამაშში, ბიჭები მხოლოდ ინდივიუალურად ცდილობდნენ ფონს გასვლას. ზუროსისგან ვერ დავინახე გააზრებული კომბინაცია, 8 წელი წვრთნიდა ნაკრებს და უნდა მოეხერხებინა რამე. სამწუხაროა, ამ ნაკრებს კარგი მწვრთნელით ბევრად მეტისთვის შეეძლო მიეღწია
ვვვ
ზოგმა სახელიც კი არ იცის ))
ბოკინიო
მადლობა ბრძოლისთვის თავდადებისთვის!!! ზუროსმა ამოწურა თავისი თავი ვუთხრათ მადლობა და დავემშვიდობოთ ,მაკფადენსაც მადლობა ლამაზი თამაშისთვის .თავის დროზე.
adelaida
თამაშის რა მოგახსენოთ მარა ტატუებით კი ჩემპიონები არიან:)
სოსო
მწვრთნელის კი არა,გამთამაშებლების არყოლის ბრალია.ცინცაძეს,სულ რამდენიმე წუთი ჰკმაროდა ძალები,ნორმალურთან მიახლოებულად მაინც ეთამაშა,მაკფადენი სრულიად ამოვარდნილი იყო,ფორმიდან და სხვებს,ელემენტარულად არ შეუძლიათ ასეთ დონეზე გამთამაშებლის ფუნქციის შესრულება.ბურთის კარგი ტარების და პასების დარიგების გარეშე კი,მაღლებთან კომბინირებას,ვინ შესძლებს?ვერავინ!ვერც პერიმეტრიდან კარგი სროლის გარეშე შესძლებ,ფარქვეშ მაღლების ბურთებით მომარაგებას!შერმადინი ახალგაზრდობაში სამქულიანებს კარგად ესროდა,მაგრამ მერე ვარჯიშს შეეშვა.არადა რომ გაეგრძელებინა,გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნებოდა,გუნდისათვის.
Odala
სტატისტიკის არაფერიგესმის, მეგობარო. გუნდს ვერ მიპოვი ნბა-ში თუ მსფლიოში რომელიც 50%-იანი სიზუსტით ესვრის სამიანებს.
რა მაფიაა?
50% კაი იყო ))))))) ნბა ში 50 % სტეფ კარი ვერ ისვრის რა მთელმა გუნდმა უნდა ისროლოს )))))))
912
რაც ვართ ეს ვართ ცოტა ხნის წინ B ლიგაში ვიყავით და ამაზე ვერც ვიოცნებებდით უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა
ზურაბ
რუსეთის დისკვალიფიკაციის გამო მოვხვდით მსოფლიო ჩემპიონატზე.არანაირი პერსპექტივა არ აქვს ჩვენს კალათბურთს.
დათო
გეთანხმებით, მადლობა ბიჭებს, რაც შეძლეს ითამაშეს.
სოსო
ციკლი ამით დამთავრდა,ბატონო ჟორა.მწვრთნელიც შეიცვლება,ალბათ მაკფადენიც და რომელიმე ქართველი ვეტერანიც დაამთავრებს სანაკრებო კარიერას.მათ ავად თუ კარგად, შეასრულეს ჩვენი ოცნება და ნაკრები,მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანეს.მათ ვინ ჩაანაცვლებს,ეგაა სანერვიულო!ერთ ამერიკელს მოვიყვანთ,მსროლელს,ან გამთამაშებელს,მაგრამ მეორე პოზიციას ვინ დაფარავს?თან მათი შემცვლელებიც ხომ გვჭირდება?აგერ ცინცაძე წავა და ნამდვილი გამთამაშებელი,სხვა ვინ გვყავს?რატიზე ძნელად თუ იტყვი,გამთამაშებელიაო.სანაკრებო დონეზე მაინც.მთელი ციკლი გაივლის,სანამ ახალი ვინმე გაიზრდება,ეგეც იმ შემთხვევაში,თუ ვინმე გამოჩნდა,ნიჭიერი.
SOS!!!
აბა რა გეგონათ!
რამონ
აქ როგორც ვატყობ კალადბურთის აზრზე არაა არავინ
სოსო
ალბათ რამდენიმე წელი აღარ აპირებ საქართველოს ნაკრების თამაშის ყურებას,იმიტომ რომ,ამ ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ,რამდენიმე მათგანი სანაკრებო კარიერას დაამთავრებს,ნბას ბიჭებიც ვეღარ ჩამოვლენ და უსუსურობა,მაშინ ნახე!ამ ბიჭებმა ტრავმების და სხვა ფაქტორების მიუხედავად,შეისრულეს და შეგვისრულეს ნატვრა,ნაკრები გაიყვანეს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე.მათ ამოწურეს ამ ნაკრების რესურსი და ქვეყნის წინაშე,ვალი პირნათლად მოიხადეს და არავის აქვს უფლება,მათ სამარცხვინო უწოდოს.რაც შეეძლოთ,გააკეთეს.უფრო მეტიც კი გააკეთეს,ვიდრე შეეძლოთ და ამის საზღაური,მათი ჯანმრთელობაა.კარგად ითამაშეს?ვერა,ვერ ითამაშეს,რადგან აღარ ჰქონდათ ამისი რესურსი და ეს,ევროპასა და მსოფლიოზე ტრავმების გამო შემადგენლობიდან ამოვარდნილი ბიჭების რაოდენობამ დაადასტურა.მარათონელი ბერძენი მებრძოლი,მარათონის გარბენის შემდეგ,გულგახეთქილი დაეცა ათენის მოედანზე.ამ ბიჭებმაც მთელი ძალები შეალიეს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას,მერე კი ჯგუფიდან გაღწევას და მეტი ძალა,მათ უვრალოდ აღარ ჰქონდათ.ამიტომ მადლობას ვუხდი ყველას,ვინც გამოვიდა და იბრძოლა,ვინც ვერ გამოვიდა,მაგრამ მზად იყო ბრძოლისათვის.ამის შემდეგ კი,რაღაცა ხნის შემდეგ,უნდა შეიკრიბოს მთელი საკალათბურთო საზოგადოება და ერთობლივად იმსჯელონ,მომავალზე.ქართული კალაბურთის მომავალზე,მის პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე.ფაქტია,ძალიან გვიჭირს კარგი კალათბურთელების გაზრდა და ლიტვა ლატვია,ჩვენზე დიდი ქვეყნები არ არის,მუდმივად კარგი ხარისხის კალათბურთელებს რომ ზრდის.ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებზე არაფერს ვიტყვი,რადგან იქ ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული, სპორტის ყველა სათამაშო სახეობა.რაღაცის შეცვლაა აუცილებელი,მწვრთნელების გადამზადება,სტაჟირება,რაგბიდან გამოცდილების გადაღება.სხვა შემთხვევაში,კიდევ უარესი იქნება,რადგან ახალგაზრდობის მასობრივი გადინების გამო,ბავშვების რაოდენობა,ვინც ვარჯიშობს,კიდევ უფრო შემცირდება და მომზადების ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესების გარეშე,სულ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.
ჟორა გაბრიჭიძე
დადებითი რაც იყო, ეს ჯგუფიდან გასვლაა თუ ასეთი ჯგუფიდან გასვლა რამედ ღირს. სხვა ყველაფერი კატასტროფული გამოვიდა. ყველა შეხვედრა შედარებით ძლიერ გუნდთან კატასტროფული სხვაობით დავთმეთ. ზუროსისა და მაკფადენის ადგილი ნაკრებში კარგა ხანია აღარაა, მაგრამ ვის ესმის? ყველა გუნდს რომელიც თავის თავს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის ღირსად თვლის სამიანებს მინიმუმ 50%-ს სიზუსტით მაინც უნდა სროდეს, ჩვენ? რამ გააწყო მსოფლიო კალათბურთში სამიანების მსროლელი გამთამაშებელი? კიდევ რამდენჯერ უნდა ჩაისვაროს ნაკრებმა მაკფადენის მიზეზით, რომ ეს კაცი ნაკრებს მოაშოროთ?
ემზარი
კომენტარებს გადავხედე და ვერ გაბიგე რა გინდათ? მსოფლიში 16ზე გავედით და კიდე რამე გინდათ? ანუ რით უნდა იყოთ კმაყოფილები? 15ე ადგილზე 3ზე ფუ მაინცამაინც უნდა მივიგოთ? ანუ პირველად გავედით მსოფლიოზე და ესწიგი 16ზე რატო გაბედით გამოხატავთ უკმაყოფილებას? რომელი თქვენგანია ერთი მსოფლუოში რამეში 16-ე, რა იცით თქვენ რამდეს წვალეობენ ბიჭები? ჰა?
Maximus
ბევრი დაიწერა ბევრიც დაიწერება, დრო კი მიდის და ახალი არავინ ჩანს ვინც შეცვლის, თუ გინდათ ამ შემადგენლობას. საკლუბო კალათბურთი გავაძლიეროთო ზოგიერთი წერს, მაგრამ არავის კითხვა არ უჩნდება სადაა ჩვენი ქვენის სიამაყე(თუ გინდათ შორეულ წარსულში)თბილისის დინამო?სადღაც პირველ ლიგაში სულს ღაფავს, იქედანაც კინაღამ გავარდა წინა ჩემპიონატში... ასეთი რა დააშავა ამ სახელოვანმა კლუბმა??? რატომ არავის არ გაინტერესებთ, ვისაც ეს ეხება და ამის მერე საკლუბო კალათბურთის გაძლიერებაზე ფიქრობთ!? ფედერაციას კი რა, გაუმართლა ამ ჯგუფში რომ მოვხვდით(ყანა ნაკრებებთან) და ახლა დაწერენ მაგრად გამოვედითო...მოკლედ ეს ზუროსი კი საერთოდ სხვა თემაა...
ეჰჰჰ
არ მესმის გავეშებული ნეგატიური კომენტარები საიდან მოდის, ვინმე ადამიანი ან ჯგუფი ზუროსის ადგილს უმიზნებს? არც-თუ საკალაბთურთო ქვეყნის გუნდი, რომელსაც წინასწარ ცნობილი იყო რომ ძალიან მოკლე რეზერვი აქვს გავიდა მსოფლიოზეб 2 მატჩი მოიგო და, გავიდა 16 გუნდში. ძალიან მაგარია რაგბი, ძალიან კარგი გუნდი გვყავს, პოპულარულია და ძლიერი მოთამაშეების ნაკლებობა არ გვაქვს. გადის მსოფლიოზე და 2 მატჩს რომ იგებს ყველას უხარია. ფეხბურთზე და სხვა გუნდურ სახობებზე არაფერს ვამბობ. გვაქვს ახლა მგონი 2 აკადემია, გაზარდონ ბავშვები რომ ასარჩევად გვყავდეს ნაკრები და კიდევ მეტს მივაღწევთ.
ენძო
30 წელია დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ამ ხნის მანძილზე 100 ჩინოვნიკიდან მინიმუმ 80 იმას ცდილობს რაც შეიძლება ბევრი წაგლიჯოს ქვეყანას.ნახევარი მოსახლეობისა საშოვარზეა საზღვარგარეთ.აქ დარჩენილები ძირითადად პენსიონერები და ბავშვებია.რომელიმე თქვენთაგანი იტყვით იმას რომ ქვეყანა ვითარდება და ეკომომიურ აღმავლობას გრძნობთ? ჩვენი სპორტსმენები რასაც აღწევენ მართლა გმირობაა.
Ბოდიში, მაგრამ
პატივცემულო, ჟურნალისტებს თხოვთ ტენდნციურები ნუ ხართო და თქვენ პირდაპირ ეწევით კონკრეტული კლუბის და მოთამაშის ე.წ. "ლობირებას" (ნუ, როგორც შეგიძლათ!) თუ ეს ასე არ არის, წლევანდელი საქართველოს ჩემპიონატების ა ლიგები არც u14, არც u16, არც u18 და არც u20 ზაზას აკადემიას არ მოუგია, ფინალიც მხოლოდ u14 ითამაშა და რაღა მხოლოდ ეს კლუბი გაგახსენდათ, სხვა კლუბებების ბავშვებმა მზესუმზირის კრატუნით მოიგეს ჩემპიონატები? ჰოდა, ჩვენც ვიყოთ ობიექტურები და სხვებისგან ისე მოვითხოვოთ რამე!სტატისტიკის მოყვარულებისთვის დევს ა ლიგებში მოთამაშეების სტატისტიკა ფედერაციის გვერდზე. წარმატება ყველა კლუბს და ახალგაზრდას, ვისაც შრომა არ ეზარება!
ATP 16
იმ მწვრთნელების კომპეტენცია და მორალი რაც არის, ვინც დღეს ბავშვთა კალათბურთშია დასაქმებული, ზუსტად ის შედეგიც დადგა, სამწუხაროდ დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში , ვერ მივიღეთ ვერც კალათბურთში და ვერც ფეხბურთში კვალიფიციური მწვრთნელები. კომუნიზმში გაზრდილი მწვრთნელების შედეგებს ვიმკიდდით აქამდე რაც ტრაგედიაა მართლაც. ვერ ვზრდით ბავშვებს და ვინც ნიჭიერია კიდევ, იმის ადგილს შეძლებული ოჯახის შვილები იკავებენ და ნუ გამოხტებით ხოლმე და ადვოკატებად ნუ დაუდგებით ნათესავები , პატარაა ეს ქვეყანა და ყველამ ყველაფერი იცის, ისიც ვინ ვისი პატრონაჟით დგას გუნდებშიც და ასაკობრივ ნაკრებებშიც. მაგრამ ერთი რამე გავიწყდებათ, აქ შეიძლება დაგაყენოს ვიღაცამ, მაგრამ კონკურენციაში რომ ხვდებით იმ ევროპაში, ხომ ხეხავთ სკამებს, ერთი ბახტაძეა ვისაც ეტყობა განვითარება და დიდ კალათბურთს ითამაშებს , დანარჩენები ათიათასებს რომ იხდით თქვენი უნიჭო შვილების სკამზე ჯდომაში, არ გამოვა თქვენგან კალათბურთელი და დაანებეთ თავი, ისევ ცეხავიკობას მიაწექით თქვენი მშობლებივით, კორუფციაში ამოუსვით ხელები და რაც გინდათ ჰქენით , ოღონდ წადით რაა მართლა და ამ კალათბურთს შეეშვით, ნუ შეაზიზღეთ ხალხს მართლა ყველაფერი!!! გაიგეეეთ ხალხოოო, ყველა საქმე იმან უნდა აკეთოს, ვისაც მაგის ნიჭიიი აქვს, ნიჭიერმა შეიძლება მოუგოს თავისნაირ ნიჭიერს, უნიჭომ რამდენიც გინდა ივარჯიშოს, თავის თავს ვერ გადაახტება, ფაქტი სახეზეა . წინ ოლომპიადა გველოდება, აბა იქ იქნება ხოცვა-ჟლეტა კიდევ რამდენი უნიჭო შევა ისტორიაშიიი სკამზე ჯდომით !!!
jordan beli
ფაჩულიას აკადემიიდან მოდიან ბიჭები,არიან მსროლელებიც,ცენტრებიც,გამთამაშებლებიც.ერთერთია-კარგი მსროლელი ბიჭი იზრდება,კალათბურზე უზომოდ შეყვარებული და მაგარი ,,მშრომელი" ბიჭი დათა ჩალათაშვილი.იმედია კარგი თაობა მოვა. ფედერაციასთან არის უამრავი შეკითხვა და ვინმემ უნდა დაუსვას ეს შეკითხვები,ეს ჟურნალუსტები მარტო ფაქტების გაშუქებით არიან დაკავებული.ვინმე,სადმე,რომელიმე ჟურნალისტი გინახიათ რომელიმე სპორტის სახეობაში რამე კრიტიკული სიუჟეტი ან კორუფციასთან დაკავშირებული რამე გაეკეთებინოს? არადა წალეკა კორუფციამ და ნაცნობ მეგობრობამ ბავშვთა ფეხბურთი. ამასწინათ ტაქსით ვიმგზავრე,ევრო u21 მიმდინარეობდა ჯერ ისევ,მძღოლი მიყვებოდა ერთერთი კლუბის ავტობუსის ყოფილი მძღოლი ვარო.(იმ კლუბსაც დავწერდი მაგრამ დაიბლოკება კომეტარი)ისეთი რაღაცეები მელაპარაკა თვალები შუბლზე ამივიდა.კი ვიცოდი რა კორუფცია და ნაცნობ მეგობრობით და ჩაწყობებით ხვდებოდა ხალხი გუნდების შემადგენლობებში,მაგრამ ასეთ რაღაცეებს ვერც წარმოვიდგენდი.ალბათ ხვიჩასი და ზურიკოს მამებიც ყოფილი ფეხბურთელები რო არ ყოფილიყვნენ,ესენიც დაიკარგებოდნენ თურმე ისე როგორც სხვები დაიკარგნენ და დაიჩაგრნენ. წარმატებას უსურვებ ყველა ქართველ სპორტსმენს.
ბ. დილანიშვილი
მთავარი შინაარსია და არა ის, რომელი ქართული სახელით დაპოსტავს ზოგიერთი "მოძმე" კლავიატურის ლომი. თქვენ იმაზე სკდებით გულზე, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კი არა, ვერცერთ შესარჩევ მატჩს ვერ იგებთ და ვერც ვერასდროს მოიგებთ.
დიმა
ცინცაძეს არც უთამაშია და არც სათადარიგო სკამზე დამინახია. ცუდია, თუ ნაკრებიდან ამნაირად წავიდა.
მიხაელ
რიტასი ლიტვური კლუბია , მაგრამ სხვა მხრივ გეთანხმები. სწორედ ლატვიას არაფერი დიდი ჩემპიონატი არ აქვს მაგრამ აგერ ბრაზილიას გადაუარა , თან რა ლამაზად თამაშობენ. მე პირადად მიმაჩნია რომ თუ საკლუბოს გასავითარებლად არ გვყოფნის ფული, იმდენი მაინც შეიძლება რომ მოწესრიგდეს სკოლებში და უნივერსიტეტებში დარბაზები და ჩავატაროთ ქალაქების ჩემპიონატი შიდა , მერე იყოს რეგიონალური ტურნირი და რეგიონის ჩემპიონებმა ქვეყნის ჩემპიონატი დაკომპლექტონ. უფრო მასიური იქნება ტურნირი მეტი ბავშვი იქნება ჩართული და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს , როგორიც არის ამერიკასა და კანადაში.
გიორგი 11
ამ კომენტარებს რომ ვკითხულობ მეცინება, ხალხს რამხელა ამბიცია აქვთ და თვითონ კლავიატურის კაკუნის მეტს არაფერს არ აკეთებენ :)))
giorgi 3
კიდევ კარგი ამ ჩემპიონატზე მეტი აღარ ვნახავთ საQართველოს ამ უსუსურ ნაკრებს. მაგათი თამაში-წვალების ყურება შეუძლებელია
დიმოს
რა აზრი კოკოშკოვის ან თუნდაც უფრო მაღალი დონის მწვრთნელის მოყვანას რეზერვი არ მოდის, საკლუბო კალათბურთს უნდა მიხედვა და გაყვანა საერთაშორისო არენაზე, ბავშვთას თავისთავად. მინიმუმ ერთი ლატვიური რიტასის დონის გუნდი მაინც უნდა გაკეთდეს.
ara
ასეთი ცენტრები გყავდეს და ვერ იყენებდე მწვრთნელის ბრალია! დროა წავიდეს
აბო
ერთადერთ ნათელ წერტილს ვხედავ მომავლის ნაკრებში. სანდროს. შეიძლება რატისგან და გოგასგანაც გამოვიდეს რამე, თუ ბევრს იშრომებენ და თავმდაბლები იქნებიან. დანარჩენები ძალიან სუსტები არიან და სისწრაფეც აკლიათ. ზუროსის მატარებელი დიდი ხნის ჩავლილია, ტყუილად ვკარგავთ დროს და ფინანსებს.
დიმა
ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მომდევნო ევროპაზე შესარჩევიდან ვერ გავალთ.
SOS
ლევან კობიაშვილო,ვიქტორ სანიკიძე!!!როცა ფეხბურთში და კალათბურთში ასეთი მძიმე სიტუაციაა,ასეთ დროს პარლამენტში ჯდომა უნამუსობაა!!!!
ბრუს-ლი
გაიქნია მკლავი დევგმიტმა ლიკლიკაძემ და სამი ავსტრალიელი პარკეტს გააკრა. გოგამ ჰკითხა მოგეხმაროო? მარტოც გავუმკლავდებიო. შენგელიას გარჩევებიც ხომ გვახსოვს გასახდელში თურქებთან? მართალი იყო ბოსხკამპი რასაც ამბობდა ჩვენზე. ვის უნდა მოთხოვო დისციპლინა, როვა თავად მწვრთნელი არის გაუწონასწორებელი. დგას კიდევ და საოლიმპიადო ზღაპრებს გვიყვება. ეხლა გამოვა სანიკიძე და ვახტანგ გორგასლის მედლებს დაკიდებს ისტორიული შედეგის მიღწევისათვის. შეგვაზიზღეს კალათბურთის ყურება!
Lasha
Risi imedibgaqvt an kalatvurtshi an fexburtshi arcertingundi evroligaze chven ar gyvavd dinamon tbilisi dezertiris bazrobaadaa gadaqceuli. Marfo mamukelashvili da kvaratskhekianaminds ver sheqmnian sanam chempionatisngundebi ar gveylobea dzlieri
დიმო
კოკოშკოვი რომ დავაბრუნოთ ნაკრებში არ შეიძლება? სამართლიანობა მოითხოვს რომ აღინიშნოს, პირველად გადიხარ მსოფლიოზე და თამაშობ იოლი არ არის. მადლობა ბიჭებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის , უბრალოდ უფრო ღირსეულად შეეძლოთ გამოსვლა დიდი ფორუმზე.
ვისტი
საქმე მიგება-წაგებაში არაა, არც წაგებულ თამაშებში ჩანდა მწვრთნელის როლი ამ მცდელობა და არც მოგებულ თამაშებში. სადღაც დაუსტვენს მსაჯი, სადღაც არა, მაგრამ შენ თუ კარგი მწვრთნელი ხარ, სწორი კალათბურთის თამაშში მსაჯი ხელს ვერ შეგიშლის. როდესაც მწვრთნელი ამბობს, რომ ამ შენადგენლობით ასეთი თამაში და შედეგი მაქსიმუმია მეორე დღეს თამაშამდე უნდა გაუშვა
გოგა
ლიკლიკაძეს შანსი მიეცა და მომინდომა ძველ ბიჭობა, როდესაც არ ხარ ძლიერი მოთამაშე და პიროვნება, ყოჩობით ცდილობ ავტორიტეტის გაზრდას! ეს არის საქართველოს ნაკრების მომავალი!!! კალათბურთის ფედერაციამ ნაკრები საკუთარი დუქანი გახადა!
a
ისტორია დაწერეს, ყველაზე მეტი სამქულიანი ამათ ჩაუყარეს და დაკარგვებშიც ვერავინ აჯობებს, მანდაც პირველზე ვართ
ანზორი
აბა კაბო -ვერდე და ვენესუელა ხომ არ გეგონათ ავსტრალია?! მაგრამ შემდეგ მსოფლიოზე(თუ გავედით) მათთანაც წავაგებთ! ი
რონი
მადლობა ბიჭებს მაგრამ დავიჯერო საქართველოს მაშტაბით ერთი ადამიანი თუნდაც 42 წლის ან 15წლის არ გვყავს ვინც 3იანებს მაღალი პროცენტულობით ისვრის?? მამუს შენგელიას და ბითაძეს არაფერი დაეწუნება მაგრამ დანარჩენი უნდა დასვა კატაფალკაზე და გაუშვა ხონში
ა?
ისა კაცო, და აი შერმადი, შენგელია, სანაზ, ცინცაძე და ა.შ., ერთაიანდ რომ წავლენ ნაკრებიდან ასაკის გამო - ვინ უნდა გავიდეს მათ ნაცვლა პარკეტზე? ეს უფრო დიდი პრობლემაა ამ ხნის მანიძლზე რაც ზუროსია მათი შეცვლა მეტ ნაკლებად მომზადდა? ეს არის მტავარი სადარდებელი დიდი დროა გაშვებული
odala
კაპიტანი რა იქნა, ჩვენი კაპიტანი, ჩვენი გმირი და გენარალი?? რატიმ უფრო თუ არ გაქაჩოს კაპიტნობა ვიდრე კიკინებიანმა შენგელიამ, თავი მომაჭერი.
სააკაძე
დიდი ხანია ჩვენი ნაკრების თამაშებს აღარ ვუყურებ, შენგელია რომც ყოფილიყო ხეირი რა იქნებოდა?
საპატრონებელი
ვაი ჩვენს პატრონს, თორემ მის პატრონს რა? წავად და იალააააა
მიხაელ
სულ გვყავს 4 კალათბურთელი დაახლოებით, დანარჩენები ტყუილად არიან, უფრო სწორედ იმის გამო რომ მეტი ფიზიკურად არ გვყავს. რა რაოდენობის ფული იხარჯება დღეს ქართულ გუნდურ სპორტის სახეობებზე , როგორიცაა (კალათბურთი, ფეხბურთი) შედეგი 0. არ მოდის თაობები მასიურად და ვართ 1 ან 2 ბუნებრივად დაჯილდოვებულ პერსონაზე დამოკიდებული. როდის უნდა მივხვდეთ რომ არასწორი მენეჯმენტის გამო ვერ მიდის წინ ვერც სპორტი და ზოგადად ვერც ქვეყანა.
მერაბი
რა ქნან ბიჭებმა მეტი არ შეუძლიათ, რა გინდა იაპონია ხო ნახეს. ისე მსოფლიო ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელ არის ხოლმე, მაინც ცოდნისთვის.
ბუხუტი
რა ლომ-ვეფხვა ბიჭები გვყვავს, დაეწერეს ისტორია, 1000 წელი გადაწერაც აღარ დასჭირდება. არა ზუროს? ვაი შენს პატრონს.....
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
13 მაისს დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება | საქართველო IV კალათაშია
საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი სტუმართა გუნდის გამარჯვებით დასრულდა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე - გერმანიამ ავსტრალიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
არგენტინამ ავსტრალიას სძლია და მეოთხედფინალში ნიდერლანდებთან ომი ელის [VIDEO]
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა
კატარი 2022. ყველა მერვედფინალური წყვილი და მატჩების განრიგი
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა - რას წარმოადგენს ავსტრალიის ნაკრები?
არგენტინას ავსტრალიასთან ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება