მსოფლიო თასის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდა.

მეტოქე დებიუტში ლელოთი დაწინაურდა (გარდასახვა ვერ გამოიყენეს), რის შემდეგაც ლოჟანიძის მოპოვებული საჯარიმოდან ანგარიში მატკავამ შეამცირა. თუმცა, მერე „კენგურუებმა“ სხვაობა ლელო-გარდასახვით და სამი საჯარიმოთი გაზარდეს. ავსტრალია აშკარად უკეთ გამოიყურებოდა და 18 ქულით წინ ლოგიკურად გავიდა. პირველი ტაიმის დასასრულს მოდებაძე გაასინბინეს, მოწინააღმდეგეს პერსპექტიული შეტევისას ბურთი დაუვარდა და მსაჯმა გუნდები შესვენებაზე გაიხმო.

მეორე ტაიმი კაცნაკლულმა საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და ლამაზი კომბინაცია ივანიშვილის ლელოთი დაგვირგვინდა. მატკავამ კი რთული პოზიციიდან გარდასახვა ვერ გამოიყენა. ამას ჩვენი გუნდის კარგი შეტევა, ნინიაშვილის არაზუსტი პასი, ვიზავის სწრაფი კონტრიერიში და ლელო მოჰყვა - სამწუხაროდ, იმ დროს, როდესაც ჩვენმა გუნდმა თამაში დაალაგა და ინიციატივასაც დაეუფლა. აღსანიშნავია, ზედიზედ სამჯერ მოვუგეთ მეტოქეს მისივე დერეფანი, მაგრამ ცოტა ხანში მორიგი ლელო გაგვიტანეს. შემდეგ შესანიშნავი კომბინაციისას ტაბუცაძე ლელოსთან ახლოს იყო, თუმცა შანსი ხელიდან გაუშვა. სამაგიეროდ შეცვლაზე შესულმა გიგაშვილმა მე-80 წუთზე ლელო დადო. ერთი სიტყვით, მაისაშვილის შეგირდებმა შეხედრის მეორე ნახევარი უკეთ ჩაატარეს, თუმცა ძლიერ მეტოქესთან მარცხი განიცადეს.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს პორტუგალიასთან გამართავს.

პარიზი.“ სტად დე ფრანსე“

ავსტრალია – საქართველო 35:15

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. გურამ პაპიძე (პო), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი).

ანდრო
საქმე ის არის, რომ მიუხედავად ასეთი ჩავარდნისა, მაინც არაფერი შეიცვლება. მაისაშვილი ხომ ყოველათვის მართალია?! გამოძებნიან მიზეზებს და დარჩება იგივე პრობლემები. სამწუხარო ის არის რომ ეს კარგი თაობა ამ ვითომ დიდი მწვრთნელის და მისი გაუგებარი შტაბიის ხელში დაღმასვლას განიცდის. ისე რაგბი ტვ-ის მოვალეობა რა არის მხოლოდ რეპორტაჟები და ბაბუაჩემის დროინდელი თამაშების კომენტირება? მსოფლიო ჩემპიონატი მიდის და ერთი სტუდია ვერ მოაწყვეს ამ ვითომ რაგბის მცოდნე ჟურნალისტებმა. ზელანდიელების და ფრანგების თამაშით აღტაცება რეპირტაჟის დროს რაგბის ცოდნას მაინცდამაინც არ ნიშნავს
ბექა
ლევან ჩილაჩავას რატო აღარ იძახებენ ნაკრებში?
სოსო
მართალს ამბობ,თავდაჯერება არ გვაქვს,მათთან.20 წლამდელებში ინგლისელებთან,პირველი თამაში იმიტომ წავაგეთ,რომ გამარჯვების არ გვჯეროდა და როცა იგრძნეს,შესაძლებლობა,აღელდნენ.განმეორებით თამაშში,ეს შიში უკვე აღარ ჰქონდათ დამოვუგეთ.მსოფლიოს პირველობაზეც აფრიკასთან გამარჯვვების შესაძლებლობის რეალობა იგრძნეს და მიტომ აირივნენ.მეორედაც რომ ეთამაშათ,მათაც დაამარცხებდნენ.აქაც ასეა,გრანდებს ვებრძვით,მაგრამ არ გვჯერა,რომ მათი ტოლ სწორები ვართ.ამიტომ,არდამარცხებისათვის მზად ვართ,საბრძოლველად,მაგრამ არა მათ დასამარცხებლად.ფიჯიმ დაამტკიცა,რომ ბოლომდე ბრძოლით,უიმედო სიტუაციიდან გამოსვლაც შეიძლება,აი ჩვენ კი,ჯერ ასეთი ძლიერი მენტალიტეტი არ გვაქვს.თუმცა ისინი ხომ ფიჯელები არიან,მოსახლეობიდან ყოველი მეათე რაგბის რომ თამაშობს და ტოპ ნაკრებებთანაც სისტემატურად თამაშობენ.თუ სისტემატურად გვეთამაშნენ,ეგ დღეც მალე მოვა,როცა მათი შიში გაგვიქრება და მხოლოდ პატივისცემა დარჩება.ტყუილად არ უთქვამთ,დაღირებას,დარტყმა სჯობიაო.ბიჭობა ყველას გამოგვივლია და ალბათ ყველას გამოუცდია, ჩხუბის დაწყებამდე შიშის გრძნობა,რომელიც პირველივე დარტყმის შემდეგ ქრება და მერე, უკვე აზარტი მოდის.
papai
რას ნიშნავს ამხელა დაშორებები? შენ რაგბი ფეხბურთი ან კრიკეტი ხომ არ გგონია? მთელი მატჩი დარბიხარ, ჭიდაობ და ჩხუბობ.. აბა მიდი რომელიმემ 10-15 წუთი გაუძლოს მაგხელა ფიზიკურ დატვირთვას... და მანდ არაფერია ახალი, ყოველთვის თამაშებს შორის 5-6 დღე იყო ინტერვალი
:D
ანტილაიქი იმიტომ არის, რომ შენ მაინცდამაინც ორ ლელოს ვერ გაიტანდი და ავსტრალია მაგაზე არ გაჩერდებოდა და მოგების შანსი არ გქონია.
Giorgi
ფიჯი მაგრად შემეცოდა.
beeq
უნდა დაწოლილიყო სანამ შებოჭავდნენ და შესრიალებულიყო, სიჩქარე აკრეფილი ქონდა თან.
maximus
ნუ თავზე ზემოთ ძალა არაა, მაგრამ ამ ავსტრალიასთან შეიძლებოდა უკეთესი შედეგის დადება. ისე მთავარია ბიჭებმა გული და სული ჩადეს, მაგრამ ასეთი ქვეყნების ნაკრებების კლასი არსად არ მიდის და ეს კლასი კი ჯერ არ გვაქვს ისეთ დონეზე რომ ამათ ტოლ სწორად ვეთამაშოთ.რაც შეეხება შერკინებას აქ სერიოზული პრობლემა გვაქვს... ნინიაშვილი მაგარი ბიჭია ნუ გადავაყოლეთ იმ ერთ შეცდომას, ის ქართული რაგბის მომავალია აი ნახავთ სულ ცოტა ხანში რა დონეზე გავა.ისე მაისაშვილის წინააღმდეგი არა ვარ მაგრამ, უკეთესი კვალიფიკაციის მწვრთნელი კარგი იქნებოდა ამ მსოფლიოზე მაინც.
O.K.
მეოთხეც იყო ფეხით გადაკიდება.. და მანდ უკეთესად შეიძლებოდა, თუმცა მადლობა ბიჭებს
გიორგი
ტაბუცაძე რომ ხელში შებოჭეს, მასეთ ბოჭვას რა უნდა დაუპირისპირო? ასეთ დროს შეუძლებელია ბურთის შენარჩუნება. ხომ უნდა არსებოდეს რაღაც კონტ-ილეთი, არა?
გიორგი
თავიდან ვუყურე ნინიაშვილის გაცუდებულ შეტევას. კარდრები გავყინე და მივყევი. ბოჭვა რომ გაუკეთეს, თავი და ბურთი შეიმაგრა. ამ დროს მოდებაძემ ჩაურბინა. მარცხნივ რომ მოიხედა, აფრასიძე და მატკავაც უკვე წინ იყვნენ. მარჯვნივ შარიქაძეც უკვე წინ იყო. ნინიას სამი გამოსავალი ჰქონდა: ა) წინ პასი ანუ ავსტრალიის შერკინება, ბ) ბურთის დამიწება, ანუ ავსტრალიის მიერ ბურთის ამოღლეტვა ან ჯარიმა და გ) უკან ამოგდება იმის იმედით, რომ ვინმე მიმყოლი ბურთს აიტაცებდა (მარჯვნივ, ასე 15-20 მეტრში თაფლაძე იყო). ამოგდებამ თაფლაძემდე არ მიაღწია და ლელოც დაგვიდეს. სამომავლოდ, ხაზის გამჭრელს უკან უნდა მიყვებოდეს სულ ცოტა 2 მორაგბე, რომ გამჭრელის შებოჭვისას რაქი გაწმინდონ.
გიორგი
ჰოდა, უყურე შედუღებას ძმობილო. ჩვენ კი გვაცალე.
გიორგი
ნინიაშვილი რომ შებოჭეს, სანამ წაიქცეოდა მარცხნივ გაიხედა და ავსტრალუელების კედელს გადააწყდა. იფიქრა, მარცხნივ მაინც იქნება ვინმეო და ბურთი ამოაგდო. გადამყრელი უკან არც გადამყრელი იყო. ბურთი რომ რაქში ჩაეტანა, იმწუთას ამოიღებდნენ და კონტშეტევა მაინც გარდაუვალი იყო. მოკლედ, გუნდური შეცდომა იყო.
გიორგი
ნინიას საბოდიშო არაფერი აქვს. მიმყოლი არავინ იყო ახლოს.
ვვვ
რამდენი ანლაიქია - არავინ იცით მათემატიკა? ))
roni
ერთი რაც მომეწონა მოლია საკმაოდ კარგად ვდგევართ.. სხვა მხრივ რა სჭირს ჩვენს შერკინებას რატო გვჯობნის ყველა? სელექცია არ აქვთ კარგი თუ ტაქტიკა? ბავშური შევდომების გამო წავაგეთ ნინიაშვილი ფორმაში არაა მოდებაძე სადაა თვითონაც არ იცის რისთვის გააგდებინა თავი პირველ ტაიმში ვერ მივხვდი..... და მასეთ კაცს ქვია პროფესიონალი?
დათო
ჩვენი ნაკრებების(ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი) ყურებას ჯობია სვარკას უყურო
სხვა
მოდებაძეც არაა მზად ჩემპიონატისთვის

ნარიაშვილი რატო არ იყო ტრავმა აქვს?
ATP 16
შოტლანდიასთან პირველი ტაიმი იყო დაზვერვითი მათი მხრიდან , რადგან ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იყო , თანაც ამხანაგური . მეორე ტაიმში კი რაც მოხდა ვნახეთ , იმიტომ რომ სისწრაფე გაზარდა შოტლანდიამ და შეცდომებსაც ვუმატეთ . ეს გასავლელი ეტაპია , ვერ გახდები პირდაპირ ტიერ-1 , უნდა ნაბიჯ-ნაბიჯ მიხვიდე იქამდე და შეითვისო ის უნარები და თავდაჯერება , რაც მათ აქვთ . როგორც ჩვენ ვდომინირებთ მეორე ეშელონის გუნდებზე , მასეთივე თავდაჯერებით როცა გავალთ ტიერ-1 გუნდებთანაც , აი მერე სულ სხვა თამაში იქნება . სასაყვედურო მე პირადად რაგბთან არაფერი არ მაქვს , იციან რასაც აკეთებენ და საით მიდიან .
Dato
გაასწრეს კიდეც და ყველა ერთი მხრიდან მიყვებოდა
მწრთვნელი
ამათმაც გადაგვირბინეს! ავსტრალიელები დაფრინავდნენ, ჩვენები დადიოდნენ! საერთოთ ყველა სპორტის სახეობაში სისწრაფეები გვაკლია ძალიან!
ATP-ს
პირველი ტაიმის არა იმდენად. შოტლანდიასთან პირველი ტაიმი ნახე. ალბათ უფრო ჩემპიონატის პირველი მატჩის პირველი ტაიმი
ვვვ
ორი ლელო რომ არ გვეჩუქებინა და აქეთ გაგვეტანა, 29 : 21 -ს მოვუგებდით, ძმა )) გარდასახვებით, რა თქმა უნდა ;)
Soso
ეს ახალი წესია ამხელა დაშორებებია რომ თამაშებში? არსად დაგიწერიათ რაგბის მიმოხილვაში

რამდენად სუსტია ეგ ავსტრალია, მაგას უელსთან და ფიჯისთან ვნახავთ. ქვეყანას მორაგბეების რიგი უდგას, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის ითამაშებენ. ამიტომ ჯობია ადეკვატურად შევაფასოთ და მოგებაზე ისე ვიფიქროთ
suxumchanin
გუნდმა აშკარად რომ მოუმატა თვალშისაცემია, მაგრამ შერკინება რასაც ქართული ერქვა დაიკარგა, გვიჭირს შეტევის დაგვირგვინება (ბერთის ხელიდან გავარდნა რამდენჯერ?)ტეკნიკური წუნები ბევრია და საწყისად რაქაობენ ძალიან შებოჭილები. საერთო ჯამში კარგია და დანარჩენს კი ვნახავთ. მაისასგან მაიც არ ველოდი ამდენს
ქომაგი
თავიდან მეც მომეჩვენა, რომ თანაგუნდელებმა (ტაბუცაძის გარდა) წინ გაასწრეს ნინიაშვილს ფეხბურთელებივით, მაგრამ გადაახვიეთ და ნახავთ - გაასწრეს, როცა პასი დააგვიანა და შებოჭეს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ავსატრალიას შემოვუტრიალებდით, მაგრამ მეორე ტაიმს ალბათ მოვიგებდით და ვინ იცის, იქნებ ქულაც აგვეღო. ახლა ყველა ჯოხის ნინიაშვილზე გადატეხვა არასწორია. ეს ბიჭი დღესდღეობით ჩვენი მთავარი იმედია, უბრალოდ ფორმაში შესვლა ვერ მოასწრო ტრავმის მერე. დიდებს დიდი შეცდომები მოსდით. საღინაძე დაგვაკლდა ძაან ჩემის აზრით. ის რომ გვყოლოდა, რკენა ასე არ გაგვიჭირდებოდა.
გულშემატკივარი
როგორ გყვარებია რაგბი
რამაზ
კარგი იქნებოდა ასეთი დონის მოწინააღმდეგეები გვყოლოდა ტესტებზე რუმინეთ/აშშ-ს ნაცვლად და მხოლოდ შოტლანდიით არ დაგვემთავრებინა გახურება. ამ კუთხით შეიძლება ითქვას მსოფლიო რაგბმა ჩვენთან შედარებით ფიჯის ყველაფერი საუკეთესოდ დაუგეგმა. ცალსახად შოტლანდიის მერე ჩვენი თამაშის ხარისხი გაუმჯობესდა და იმედია ტენდენციას შევინარჩუნებთ, ნინიაშვილი კი საკუთარ თავზე სასიკეთოდ "გაბრაზდება" და შემდეგ თამაშებში ბოლომდე რეალიზირდება.

აქ არავინ აკვირდება იმას, რომ ავსტრალიის საკმაოდ გონიერმა მწვრთნელმა, რომელიც მშვენივრად იცნობს ჩვენს თითოეულ მოთამაშეს , სპეციალურად არეული თამაში შემოგვთავაზა. ფეხს გამუდმებით და ძალიან ზუსტად გვირტყამდნენ ზურგში, რასაც ჩვენ ცუდად ვპასუხობდით. იყო შემთხვევები, როცა 50 მეტრიანი ზონიდან ჩვენს 22ში ვარდებოდა და ისე გადადიოდა. მაგ დროს იმათი დერეფანი ინიშნება. ამ ფეხის დარტყმით კიდევ სულ ადი-ჩამოდი კიდევ საკმაო ენერგიას მოითხოვს და სწორედ ამით ისარგებლა. ღია თამაშში არ შემოვიდა, რომ დიდი ენერგია არ დაეხარჯათ. ზოგადად ბევრად ძლიერი გუნდი რომ არის და მისი დამარცხება ჯერ არ შეგვიძლია, ფაქტია. ერთადერთი ის იყო, რომ შეიძლებოდა უფრო ნაკლები სხვაობით წაგვეგო ,ორი ლელო ჩვენით არ გვეჩუქებინა და აქეთ გაგვეტანა. მეტი არაფერი
ATP 16
პირველი ტაიმის სინდრომი ვერ მოვიშორეთ ტიერ-1 გუნდებთან , გვიჭირს თამაშის თავიდანვე ორგანიზება . ამას თავისი მიზეზები აქვს . 1 ის რომ რა თქმა უნდა ისინი თავიდანვე ცდილობენ გაგტეხონ და ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვონ . 2 ჩვენ უნდა დავივიწყოთ რომ მეორე ეშელონის გუნდათ გვთვლიან , განწყობა და ცოტა სპორტული სითავხედეც გვჭირდება . მაგის მაგალითი იყო გუშინ საფრანგეთი , რომელმაც თამაშით შეჭამა ზელანდია . იგივე მიზეზით აგებს არგენტინა კაცნაკლულ ინგლისთან უშანსოთ , ინგლისელებს სახეზე ეტყობათ რომ რკინას ღეჭავენ . ნინიაშვილს რაც შეეხება , როგორ უნდა თქვა მასზე აუგი , ბურთით ყველაზე მეტი ითამაშა , ვერ მოასწრო ტრავმის მერე ფორმაში შესვლა . ერთადერთი რომ დაენახა ტაბუცაძე და მისკენ პასი გაეკეთებინა , 100% ლელო იყო . არაუშავს , ეგეც გამოცდილებაა და ფაქტია მეორე ტაიმში არაფერი დავუთმეთ ავსტრალიას . უელსს უნდა მოვუგოთ ყოველმიზეზგარეშე . წარმატებები ქართველ ლომებს , მთელი საქართველო თქვენთანაა .
KOSTAKURTA
ამდენი უპატიებელი,უპასუხისმგებლო შეცდომების დაშვება რა უბედურებაა! 2 ლელო ზუსტად ამ ტექნიკური წუნის გამო ვერ დავდევით. კაი ვხედავტ რომ ავსტრალიაა და სათამაშო კლასით, ფიზიკური კონდიციებით, სისწრაფით, მოქნილობითა და პასის კულტურით აშკარად გვჯობნის.მაგრამ რაღაც რგოლში ხომ უნდა აჯობო მეტოქეს.შერკინებაც დასუსტდა.ერთი ეგ გვქონდა ძლიერი.
ზაზა
ბოდიში მეგობარო, ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო როცა 3 კაცი მიყვებოდა.. ნამდვილა მან შექმა ეს მომემტი, დააგვიანა პასი და ლელო მივიღეთ აქეთ. არ არის ეს რთული დასანახი, ასეთ დროს იტალიასთან 2 -ჯერ პასი გააკეთა და ამით მოვოგეთ ეგ თამაში. ნინიაშვილი სუპერ ბიჭია, ეს თამაში მაგრა ჩააგდო. თავის სახელი დავარქვათ ყველაფერს. პატივისცემით
გიგი
რაგბი ძალისმიერი მაგრამ, ტაქტიკური სპორტია. რა ტაქტიკაც დაუსახეს იმ ტაქტიკით ითამაშეს ბიჭებმაც და კი არ ითამაშეს იბრძოლეს. მჯერა უკეთესი ტაქტიკოსების ხელში აქვთ უნარი უკეთესი ხარისხი აითვისონ. მადლობა ბრძოლისთვის, მადლობა თავდადებისთვის, მადლობა ყოველი წვეთი ოფლისთვის და სისხლის ყოველი წვეთისთვოს. ბრძოლა წავაგეთ, ამ ომს (მსოფლიო ჩემპიონატი 2023) ვერ მოვიგებთ მაგრამ, სახელს დავტოვებთ ანგარიშგასაწევი ძალის, პროგრესირებადი გუნდის და თავაწეულები ვიბრძოლებთ. წარმატებები ბორჯღალოსნებს და ბევრი სიხარული მათ გულშემატკივარს.
მირიანი.
როცა 4 წელში 1 შანსი გაქვს ეგეთ გუნდს ეთამაშო-მობილიზებული უნდა გამოხვიდე რომ არ ჩააგდო ტაიმი. სხვა გუნდებიც +20 ქულით აგებენ მაგრამ ჩვემ ხომ მაინც რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინი გვაქვს მუდამ.
გიო
სულით ქართველი ბიჭები, ქართველი მწრთვნელით წინ და წინ მიდის............
გლახუნა
-არა უშავს ბიჭებო- შანსი გვაქვს 2 ნაკრებს მოვუგოთ- ავტორიტეტი მხოლოდ განვიმტკიცოთ. ვინც რეგბი არ იცის, ან კრემლის ქართული ენის მოიდნე პროპაგანდისტებს- სპორტულ მედიაშიც მიზანმიმართულ სიძულვილის მთხეელებს... -თავიდანვე გასაგები იყო- მწვრთნელობამ ავსტრალიასთან თამაში არაპრიორიტეტული ჩათვალა,როცა ფლანგებზე მოდებაძე, თაფლაძე დააყენა-ფიზიკურად სუსტები რომელი ტიერი-1-თის ფლანგებს გააჩერებენ (მით უმეტეს შემდგომ ფიჯელების?!),ორივეს ჯერ-ჯერობით არანაირი შედეგები არ აქვს, წარმატებით თამაშობენ-,,შავ ლომში,,-მე-3 ხარისხოვანი ევროპული ტურნირის გამარჯვებულ გუნდში და... ამ ბიჭებთან არაფერი პირადი,მაგრამ ფიზიკურად აშკარად უნდა მოუმატონ და დაცვაში გაცილებით აგრესიულები უნდა იყონ, სასურველია 2-3 წელი საფრანგეთის ლიგაზე წავიდნენ! ნინიაშვილის შეცდომაზე მეტი იყო-უკანა ხაზის შეცდომა- ჩავარდნა-არცერთი არ გაყვა 6-8 მეტრში-ც, რაც საფრანგეთის ლიგაზე ხდება(?!), მე- 2 ტაიმში უკანა ხაზი შეიცვალა და ნაკრები გაცილებით უკეთ ათამაშდა. 1-ლი ხაზი და ზოგადად შერკინება - გაცილებით მძლაცრად უნდა ათამაშდეს-არ შეიძლება შერკინებაში პოზიციების დათმობა თამაშის აჩქარებისათვის,დრო იყო ზელანდიის შერკინებასაც ვამარცხებდით,აქედან ლელოები იდება-თამაშები იგება (როცა სხვა სტრატე-გია არ გამოდის) დერეფანი გამოსწორებულია, რაქში მეტი აგრესიულობა გვჭირდება, მოლი უნდა დავამუშაოთ-გავამძლავროთ. მანტკავა ძალიან კარგია,მებრძოლია- სანაკრებოა, მაგრამ თედო უნდა ვნახოთ-მეტ შემოქმედებით თამაშს აჩვენებს- ცენტრში გაჭრებსაც... და ბოლოს-ფიჯისთან ფლანგებზე ფიზიკურად გაცილებით ძლიერი ბიჭები გვჭირდება, შეიძლება ექსპერიმენტი- ც -მე-3-ხაზის ბიჭები დავაყენოთ (საღარაძე,ივანიშვილი, ცუცქირიძე ) ბოლო 20 წუთი მაინც (ფიჯი ამ დროს გადის წინ,თან ფლანგებზე თითქმის 2 მეტრიანების- დიდი გაბარიტების მოთამაშეების დაყენებით,ვისაც სწრაფი- ეფექტური ტაბატაძე და ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ ფიჯელებისათვის არა საკმაო გაბარიტების თოდუა- ვერ უმკლავდებიან-ვერ აჩერებენ), ველით წარმატებებს,ბრძოლის უნარიანობით, შემართება, თავდადებით- საამაყოები ხართ.
დათო
ერთი უკიდურესობიდან მეორეში ნუ გადავიჭრებით, არც ყველაფრის დაბრალება ვარგა ერთ კაცზე (ნინიაშვილი) და არც მის დასაცავად სხვებზე გადაბრალება...
სოსო
დეაძაბულობისაგან ყურადღება გაფანტული გამოვიდა ნაკრები,მოედანზე.ზოგიერთი მორაგბე კი,პირველ ტაიმში,თითქოს გახევებული იყო და რეაქცია შენელებული.ალბათ ამიტომ გვქონდა ამდენი აუხსნელად ბევრი და თითქმის უმიზეზოდ აღებული ჯარიმა,ან დაკარგვა,მეტოქეს წინ გაჭრის საშუალება რომ მისცა.შესვენებაზე,გუნდი დალაგდა და კარგადაც დავიწყეთ,ჯერ ლელო,მერე კი სათამაშო უპირატესობაც მოვიპოვეთ,მაგრამ ნინიაშვილის შესანიშნავი გარღვევა,პირიქით ჩვენთვის დადებული ლელოთი დამთავრდა და ამან,ავსტრალიელებს,დაწყნარების საშუალება მისცა,ტაბუცაძესაც შესანიშნავი მომენტი ჰქონდა,ბოლო წამს რომ ვერ გამოვიყენეთ და ასეთი კლასის გუნდთან,ეს უკვე მეტისმეტი აღმოჩნდა.აქ ბევრი ამტყუნებს ნინიაშვილს,იმ ლელოში,მაგრამ, განმეორებთ რომ ვნახე,გამოჩნდა,რომ თანაგუნდელები,ყველა ერთ ხაზში მისდევდა,პასის მისაღებად და სიღრმე არ ჰქონდათ,ნინიაშვილი კონტაქტზე რომ წავიდა,აპირებდა,ამის მერე გაეკეთებინა ბურთის ამოგდება,მაგრამ ამასობაში ყველა თანაგუნდელი წინ გავარდა და ვერავის პასს ვეღარ მისცემდა.პარტნიორებმა,დათოს ჩანაფიქრი ვერ გამოიცნეს და მანაც,მომყოლების იმედად,ბურთი უკან ამოაგდო.ეს რა თქმა უნდა გაუმართლებელი რისკი იყო,მაგრამ სხვა შემთხვევაში,ბურთს აუცილებლად დავკარგავდით და მანაც ეს არჩია.როგორც აღმოჩნდა, გადაწყვეტილება არასწორი იყო.ნამდვილად ვერ ვითამაშეთ ისე,როგორც გვინდოდა,გაცილებით უკეთესს ველოდით,მაგრამ ამ თამაშშიც აშკარად ჩანდა,რომ გაცილებით უკეთესი თამაში შეგვიძლია.არ ვიცი,რამდენად ბოლომდე დაიხარჯა ავსტრალია,მაგრამ რაც აქ გამოჩნდა,ნამდვილად შეგვეძლო,ერთი ქულის აღება მაინც.ნინიაშვილიც აუცილებლად მოუმატებს,ტრავმა მორჩენილი გორგაძეც,გამოცდილი ლობჟანიძეც აღარ იქნება ასე აჭრილი და ეს უკვე ,სულ სხვა გუნდი იქნება.ის ფაქტიც,რომ პირველ ტაიმში,ასეთი უპირატესობის მიუხედავად,ავსტრალიელებმა საჯარიმოებით აკრიფეს საკმაოდ ბევრი ქულა,მეტყველებს იმაზე,რომ სრული სერიოზულობით მოეკიდნენ ამ თამაშს და სულაც არ იყვნენ დარწმუნებულნი,რომ ადვილად,ან საერთოდ დაგვამარცხებდნენ.ისე,ჩვენც რომ სრული შესაძლებლობებით გვეთამაშა,სულაც არ ვარ დარწმუნებული,რომ იმ თამაშით,როგორითაც ისინი გვეთამაშნენ,ჩვენთან გამარჯვებას მოიპოვებდნენ.ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია და მჯერა,ამას სხვებსაც დავუმტკიცებთ.აი,ამ წაგების მერე უფრო მეტად მჯერა!
ლელო
არ ვიცი რატომ უყურებთ ფიჯის ასე მარტივად, ამ ჯგუფში ყველაზე ძლიერია, თუ გამოცდილების და დისციპლინის (ადრე ეგ თვისება ღალატობდათ) ხარჯზე არ მოუგო ავსტრალიამ და უელსმა. პ.ს. ძალიან ცუდად მახსოვს 8 ერზე რაც დაგვმართეს.
ბესო
ალბათ ისტორიაში ყველაზე სუსტ ავსტრალიას ტოლ-სწორადაც ვერ ვეთამაშეთ... არა და ეს უკვე მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატია ჩვენთვის. ისევ ტექნიკური შეცდომები, ისევ უაზრო ჯარიმები (ჩვენიანის უაზრო გაძევება) ისევ სუსტი ტაქტიკა და შემოქმედება... მიწოლაშიც მოვიკოჭლებთ, ისევე როგორც დინამიურ და სწრაფ თამაშში! მე ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავ, ერთ ადგილს ვტკეპნით! ახალი უკეთესი თაობა მოდის??..რაღაც მეეჭვება
dsw
დაანებეთ ნინიაშვილს თავი, ნეტა მაგისნაირი კიდე ერთი 5-6 გვყავდეს, საიდან მოიტანეთ რომ მოგება შეგვეძლო კონტაქტის 90%-ში იგებდა ავსტრალია მანძილს, ორ კაცზე რომ მოდიოდა ერთი ავსტრალიელი 10-დან 9 შემთხვევაში 3-5 მეტრს იგებდა მაინც. ფიკიზაში დაგვჩაგრეს თან მაგრად... ეს კიდე რაგბია მძლეოსნობა კი არაა გაქცევა და სისწრაფე რომ საქმეს შველოდეს. ამ ფორმაციის ნაკრები არის ფიზიკურად უსუსტესი, ნინიაშვილი დაინახეთ და 1. აიღე და მიეძალეთი რომ ავსტრალია 25-ნი წყვეტილიდან 22-ში რომ შედიოდა როცა უნდაოდა ეგ ვერ დაინახეთ? 2. მეორე ტაიმში ბოლო ავსტრალისს ბოლო ლელოს დროს გორგაძე ავსტრალიის 10 ნომერს რომ დაეჯახა და უკან გადმოვარდა ბურთი დაიკარგა და ლელო დაგვიდეს ეგ ვერ დაინახეთ? ასეთი სუსტი შერკინებით კიდე რავი საერთოდ რა გინდა რომ ქნა..
Zviads
არაფერი ცოდოები არ არიან, ლევანის წვლილი უდიდესია ამ გუნდში თუკი რამეს მიაღწიეს, და მეორეც არ გვყავს სიღრმე, აი კოჭო არაა და მოდებაძე სუსტია, ნინიაშვილმა ვერ ითამაშა და შემცვლელი არაა, მეორე ხაზშიც სისუსტეა და ასე შემდეგ .
ვოოტ
შესაძლოა, რაგბში ედი ჯონსის დონეზე ვერ ვერკვეოდე, მაგრამ ვინც ნინიაშვილს შეაჯექით და წაგებასც კი მას აბრალებთ, რაგბის ცქერით, ჩვენი კომენტატორების არ იყოს, თავებს ნუღარ დაიტანჯავთ... ყველაფერს ერთ კომენტარში ვერ ავხსნი, არც აქვს აზრი, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ის მომენტი თავად შექმნა და თავადვე გააცუდა, საპირისპირო ლელო კი არა იმდენად მისმა შეცდომამ გამოიწვია, რამდენადაც იმან, რომ ნინიაშვილს ზურგს რამდენიმე ოზი "უმაგრებდა" და არც ერთი ქართველი...
1964 ავთო
უელსთან თამაშამდე სამი კვირაა მანამდე ნინიაშვილი ფორმაში შევა და გუნდიც უფრო შეთამაშდება.მაღალი ალბათობით უელსს და ფიჯის შერკინებაში დავჩაგრავთ და ჯგუფიდან გავალთ.დღევანდელი თამაშის შემდეგ უფრო ოპტიმიტურად ვარ განწყობილი !
გაგი
რამდენი სისხლი ჩააქციეს ბიჭებმა ნახეთ ? ფეხბურთელებს ვეკითხები.
Lomu
მაგრად გეწყინებათ ბევრს ალბათ რასაც ვოტყვი. აზრზე არ ხართ უმეტესობა რაგბის ამ კომენტარებიდან გამომდინარე და არც მე ვარ პროფი,მაგრამ ძმები მყავს რაგბისტები არც თუ ისე ცნობილები და არც თუ ისე უცნობები. შეცდომები რა თქმა უნდა იყო და გამოსასწორებელია.ან მაისაშვილის ან უფრო უკეთესი მწვრთნელის რა თქმა უნდა. მაგრამ ბიჭებს მაინც დისი მადლობა თუნდაც შეცდომებიანი ესეთი თამაშისთვის. 35 -15 ავსტრალიასთან კარგიათქო როგორ ვთქვა მაგრამ რეალობასაც ჩახედეთ თვალებში.....

მერე ტაიმი ავსტრალიასთან 14-ით თორმეტი წავაგეთ. რომ არა მართლა თავდადებული ბიჭების შეცდომები გარდამტეხ მომენტში, კაცმა არ იცის რა მოხდებოდა. ბალერინა ჩვენი ფეხბურთელების გასაგონად ვამბობ, თავგანწირვა, კაცობა და ქვეყნის სიყვარული, პირველ რიგში ჟილკაა და ეროვნული მაისურის ჩაცმის გააზრებაა, სისხლიანებმა, თავაწეულებმა, მხნედ დაამთავრეს თამაში ბალერინებო და უჯიგროებო........
G.LA
მადლობა ბიჭებს ბრძოლისათვის. მოგებას ვერ ვიტყვი, მარა იყო მომენტი შეცდომა რომ არ დავძაბავდით თამაშს. მეორე ტაიმში თითქმის არაფერი დაუთმეთ. გამახარა აუტების გაუმჯობესაბამ და იქით მოუგეთ ავსტარლიას აუტები რამოდენიმეჯერ. მართალი ვთქვა ასე გარდაქმნას აუტებში არ მოველოდი შოტლანდიის შემდეგ. წარმატება ბიჭებს.
გოგა
ლობჟანიძეს აშკარად ჯობს აფრასიძე უფრო სწრაფად გამოაქვს ხაზზე ბურთი და გამუდმებით უაზროდ ფეხით არ წევს და არ აბარებს მოწინააღმდეგეს რით ვერ დაღვინდა, ავსტრალიას პინ პონგს არ უნდა ეთამაშებოდე რაც შეიძლება დიდხანს უნდა დაუმალო ბურთი რომ ნაკლები რაოდენობით შემოგიტიოს დავიჯერო შეტევაში უფრო დამღლელია თამაში ვიდრე დაცვაში თავების და გვერდების ჩეჩქვა? შეინახე რაა და ადრე თუ გვიან ხაზიც გაიჭრება, ლობჟანიძე მოძველებული სტილის რაგბს თამაშობს
საქართველო
რა გინდა თქვა,რომ წინა მსოფლიოზე რომ ფიჯისთან 45-10 წავაგეთ,იქ მაგრად და ბოლომდე იბრძოლეს ბიჭებმა?!ყველას აქვს ცუდი თამაში,ცუდი დღე,ცუდი ფორმა და ცუდი პერიოდი(ვინც სპორტსმენია და სპორტშია ყველა მიხვდება,არის დღეები როდესაც ყველაფერი მოწინააღმდეგის სასარგებლოდ ხდება),ამიტომ არაა ირონია საჭირო და სპორტის და სპორტსმენების ერთმანეთზე გადაკიდება, ყველა ერთს საქმეს,საქართველოს ემსახურება და გაჭირვების დროს გვერდში დგომაა საჭირო
David
ნინიაშვილს უბრალოდ პასი უნდა მიეცა ტაბუცაძისთვის და არავინ იცის როგორ დამთავრდებოდა თამაში
გულ-შემატკივარი
1) ნინიაშვილი ამ თამაშით, პირველი ტაიმის მერე უნდა შეცვლილიყო. 2) გიგაშვილს უნდა დაეწყო თავიდანვე. 3) 11 ნომერზე თოდუა უნდა მდგარიყო. 4) კვესელაძე შეცვლაზეც არ უნდა ყოფილიყო. ეს იქნებოდა მინიმუმ 10-15 ქულა
სიმართლე
სამწუხაროდ, ნინიაშვილის შეცდომის შემდეგ წავაგეთ, თორემ ვინ იცის რა მოხდებოდა. ყოჩაღ ბიჭებსა და მაისაშვილს როგორც ყოველთვის. ესენი ბრძოლობენ, სისხლიანდებიან სხვა პიჟონებისგან განსხვავებით..........

და რა აკეთა? ის რომ 22 ში იმათ აუტს გადაგვარჩინა? ხაზის გაჭრას რომ ცილობდა? თუ მაინცდამაინც იმ გარღვევაზე ბურთი რომ ამოაგდო ეგ დაგამახსოვრდა? ეგ ამოგდება ნინიაშვილის კი არა დანარჩენების ბრალი იყო - უკან რომ არავინ მიყვებოდა და ფეხბურთელებივით წინ რომ გაეხსნა ყველა. რომ არ ამოეგდო, შებოჭილი იყო და მაინც კარგავდა, ხოლო ნორმალურ გუდში 2 კაცი მინიმუმ უნდა ყოლოდა იმ ადგილას სადაც ბურთი გაუშვა.
თამაზი
არა მარტო ნინიაშვილმა.სხვა გამოცდილმა მორაგბეებმაც ბავშვური თამაში აჩვენეს.გეგონება,ჩვენი ბურთით მოთამაშე გუნდები წინასწარ იპროგრამებენ წაგებას
უშანგი დარტანიანი
არა უშავს, ერთ ათ წელიწადში ვისწავლით აუტის მოწოდებას, ოც წელიწადში პასების კეთებას და მერე ან ვირი მოკვდება და ან ვირის პატრონი. მაისაშვილო, მალე წახვალ? მართლა დაგვტანჯე, რით ვეღარ გაიგე? ზუროს, სანიოლ, მაისაშბვილო, მისჯილი გვაქვს თქვენი და თქვენი ფედერაციების ყურება?
rigiti
სამწუხაროდ ნინიაშვილმა გარდამტეხი მომენტი უკუგარდატეხა. ის საკმაოდ გამოცდილია უკვე რომ ასეთი შეცდომა არ დაეშვა. იმ მომენტისთვის ავსტრალია მოშლილი იყო და ასე ახლოს ვიყავით ისტორიულ გამარჯვებასთან
rable
ნინიაშვილი ტრავმის შემდეგ ფორმაში ვერაა მთლად და გასაგებია, მაგრამ ხაზის გაჭრის შემდეგ პასი რატო არ გააკეთა თვითონაც ბრაზობს საკუთარ თავზე ალბათ..ლობჟანიძემ მესამე დონისდარი მორაგბის ჯარიმები აიღო -ბოლო ორი მითუფრო..
ელიასი
ძალიან ხშირად მეორდება: თითქოს და აი, გარდატეხა იწყება, ინიციატივას ხელში ვიღებთ და აქ, სრულიად არაპროვოცირებულად, საშინელი შეცდომა მოგვდის. ნინიაშვილი ამისთვის საჯაროდ ბოდიშს თუ მოიხდის, ძალიან კარგს იზამს. მარცხი სამარცხვინო არ იყო, მაგრამ სიმპტომური კი. კიდევ ერთი სიმპტომი: ბრძოლას მაშინ ვიწყებთ, როცა უმცირესობაში ვრჩებით. ანუ კრიზისში თვითგადარჩენის რეფლექსი გმირობისკენ გვიბიძგებს. უფრო სტაბილური აგრესიაა საჭირო. ვნახოთ, მგონი სულმთლად უიმედოდ არ უნდა ვიყოთ.
ჩელენჯერი
სანამ ბოლომდე არ გაისწორებს მაისაშვილი თავის მუღამს მანამდე არ ვუშვებთ?
ვალკა
ყველას დიდი მადლობა, ბიჭებსაც მწთვნელებსაც , მაგრამ მწვრთნელია ახალი საჭიროო უფრო მაღალი კლასის ხელით თამაში და ტაქტიკა სხვა დონეზე რო აწიო და გეფიცები ბიჭებს შეუძლიათ და შეასრულებენ კიდეც. აი ეხლა ეხი ჯონსი ან მაღალი კლასის სხვა ტრენერი რო ყოფილიყო( მაისაშვილს არ ვაკნინებ პირიქით მადლობა) გეფიცები რო ამ ავსტრალიას მოუგებდით დაიჯერეთ სხვა ლეველზეა საჭირო გადასვლა. ხელით როგორც გადავდიოდით თამაშზე სულ გაუჭირდა ავსტრალიას ხო მახეთ არა
123
ეს თქობა ამ მწვრთნელის ხელში ცოდოა. ყოჩაღ ბიჭებს
912
ეჰ ნინის მომენტში არ გაგვეშვა და ტაბუს დაედო უფრო საბრძოლო ანგარიში იქნებოდა ბოლო წუთებზე... კლასმა თავისი გაიტანა.. არაუშავს ზოგ-ზოგიერთი სპორტისგან განსხვავებით მორაგბეებმა ბოლო წუთამდე ბრძოლა მაინც იციან ... გმადლობთ ბიჭებო...
რატი
ყოჩაღ ჩვენს ბიჭებს ორი ლელო ავსტრალიას ხუმრობა არაა თან ნერვიულობის გამო კიდევ ორი ლელო გავაცუდეთ ...ეხლა ფეხბურთელებს მინდა უთხრა უყურეთ ჩვენების რაგბის თამაშს და რამდენ სისხლს აქცევენ თამშში .
გიორგი
ნერვიულობა კი არა, ფორმაში არ არი და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ეს ტესტ-მატჩებშიც ჩანდა, განსაკუთრებით ფეხით თამაშში ეშლება. ამ დონეზე ასე არ თამაშობენ.
ზაალი
სამწუხაროდ, პირველ ტაიმში დაშვებულმა შეცდომემბა წაგვაგებინა, ალბათ გამოუცდელეობის ბრალია... მაინც მაგარი თამაში იყო, ყოჩაღ ბიჭებს!!! დარმწუნებული ვარ შემდეგ თამაშებში უკეთესად ვითამაშებთ!!!
ალექს
დანა პირს არ მიხსნის.. ნინიაშვილმა ვისგანაც ყველაზე მეტად ველოდით ხეირიანს სწორედ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი ამ თამაშის წაგებაში,არადა ნამდვილად შეიძლებოდა თუნდაც ბონუს ქულაზე ფიქრი. ის შეტევა წესით ლელოთი უნდა დაგვესრულებინა, 6 ქულამდე შეგვემცირებინა სხვაობა და რა გააკეთა საერთოდ, ჭ კლასი არ იზამდა ამას.. ბოლო ლელოც მის სისულელეებს მოყვა და პირველი ტაიმიც სისულელეების მეტი არაფერი უკეთებია.. გაოგნებული ვარ,რა დაემართა ამ ბიჭს??!! ძალიან მწარედ არის გასაკრიტიკებელი ასეთი ყოვლად უპასუხისმგებლო თამაშის გამო.. ტაბუცასაც ორი კარგი სალელოვე შანსი ქონდა და როგორც წესი ასეთ დროს გაცილებით უკეთესად მოქმედებს ხოლმე, კვესოსაც მშვენიერი შანსი ქონდა. ბიჭებს საბოლოო ჯამში მადლობა ბრძოლისთვის და მონდომებისთვის, მეორე ტაიმი ძალიან იმედისმომცემი იყო. ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ავსტრალიას დერეფანში ვაჯობებდით. შერკინებას რაც შეეხება პირველ ორ-სამ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით,როცა მაგრად მოგვაწვნენ,დავუდეგით და ვეღარ დაგვჩაგრეს. ერთი სიტყვით, შემდეგი თამაშებისთვის გვჭირდება უკეთესი და უფრო აგრესიული დაცვა, დისციპლინა განსაკუთრებით ოფსაიდის, ბევრად ნაკლები პინგპონგი.
რაგბი
პირველრიგში ფსიქოლოგიურად უნდა მოამზადო გუნდი
რრრ
ჩვენივე შეცდომებით უფრო წავაგეთ, ვინემ ავსტრალიელთა კარგი თამაშის გამო, თუ ამ შეცდომებს ავღმოფხვრით უელსათან და ფიჟისთანაც ვიბრძოლებთ, პორტუგალიაზე არაფერს ვამბობ.
დათო
აშკარად ჩანს რომ გუნდი არ არის შესაბამის კონდიციებში. მაისაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ უსუსტესი მწვრთნელია. არასწორი შემადგენლობა დააყენა. არ არიან ფორმაში გორგაძე, ნინიაშვილი, მოდებაძემ საერთოდ ჩააგდო თამაში. იმედია პორტუგალიასთან მოვიგებთ, ალბათ ამისათვის შეინახეს თავი
vvvvvv
საამაყო ბიჭები გვყავს და საერთოდ რაგბი ერთადერთი სპორტია მიუხედავად შედეგისა შეიძლება სინანული იგრძნო მაგრამ ამაყი ხარ რო ასეთი მებრძოლი პატრიოტები გვყავს ეს არის ქართული სული ვინც საქართველოს რაგბს დიდი ხანია ადევნებთ თვალს ვინც ერკვევით რაგბში დამეთანხმებით უდიდესი პროგრესი გვაქვს ექვსი ერი გვჭირდება და ჩვენ ერთ ერთი საუკეთესო ნაკრები ვიქნებით მსოფლიოში ფეხბურთელებისგან განსხვავებით გულწრფელი მადლობა ბიჭებს წარმატებები საქართველო ამ მსოფლიოზე თავის სიტყვას იტყვის
ლელო
მეორე ტაიმის ფონზე უფრო დასანანი იყო ეს შედეგი. ნინიაშვილის მომენტმაც ცუდად იმოქმედა, მაგრამ აუგის თქმა არ მინდა ამ ბიჭზე იმდენად თანამედროვე და მაგარ რაგბს თამაშობს, გაბედულად ითამაშა და არ გაუმართლა.
ირაკლი
ნინიაშვილზე ცუდი სიტყვა როგორ უნდა დაგცდეს, მგრამ რეები აკეთა დღეს, ამდენი შეცდომა რა ამბავია. ეტყონა ნერვიულობდა.
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 3:21 მარცხდება
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
მსოფლიოს თასი: პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
10 ცვლილება - ავსტრალიამ "ბორჯღალოსნებთან" მატჩისთვის საბრძოლო რაზმი დაასახელა
მსოფლიო თასი. D ჯგუფი: ავსტრალიამ ურუგვაის 7 ლელო დაუდო
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნების" 4 ლელო და კარგი მეორე ტაიმი - საქართველო ტესტ-მატჩში ავსტრალიასთან დამარცხდა [VIDEO]
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილებით ავსტრალიასთან