20 ივლისს "ბორჯღალოსნები" 2024 წლის ზაფხულის ბოლო ტესტ-მატჩს სიდნეიში, მასპინძელ ავსტრალიასთან გამართავენ. "ალიანს სთედიუმზე" შეხვედრა ჩვენი დროით 09:45 საათზე დაიწყება.

სენდაიში იაპონიასთან 25:23 მოგების შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა 23-კაციან განაცხადში ექვსი ცვლილება განახორციელა – ოთხი სასტარტო 15-ში და ორიც მარქაფაში.

შეიცვალა ორივე ბურჯი და თამაშს გიორგი მამაიაშვილი და ალექსანდრე ქუნთელია იწყებენ, კვაჭი კი კვლავ ვანო კარკაძე იქნება. მეორე ხაზში ლადო ჩაჩანიძეს ამჯერად მიხეილ ბაბუნაშვილი შეუწყვილდება. ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში. სასტარტო შემადგენლობაში დაწინაურდა შერკინების შემკვრელი თორნიკე ჯალაღონია, გუნდის კაპიტანმა ბექა გორგაძემ ფლანკერად გადაინაცვლა, ხოლო მეორე ფლანკერი კვლავ ბექა საღინაძეა.

უცვლელი დარჩა ხაზი, სადაც ღერძზე მიხეილ ალანიასა და ლუკა მატკავას ვიხილავთ, ცენტრში გიორგი კვესელაძეს და დემე თაფლაძეს, ფრთებზე აკა ტაბუცაძე და სანდრო თოდუა დადგებიან, ხოლო ფულბეკი დავით ნინიაშვილია.

მარქაფაში დაბრუნდა კვაჭი ლუკა პეტრიაშვილი, რომელსაც ორი კვირის წინ ფიჯისთან სანაკრებო დებიუტი ქონდა, მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი კი მიმდინარე ზაფხულში პირველ თამაშს ჩაატარებს. ბურჯმა ირაკლი აფციაურმა და მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ მარქაფაში გადაინაცვლეს. ამჯერადაც შეცვლაზე არიან ბურჯი ლუკა გოგინავა, მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი, 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე და მგეზავი თედო აბჟანდაძე.

„ძლიერი შემადგენლობა გვყავს. ჩემი სურვილია გავზარდო კონკურენცია თითოეული პოზიციაზე და ამავდროულად, გუნდი გადავახალისო. გვყავს კარგი დამწყებები და ძლიერი შემცვლელები. მოუთმენლად ველით ამ გამოწვევას“.

„ავსტრალია ძალიან კარგი გუნდია, კარგი სამწვრთნელო შტაბით. ჯო შმიდტის გარშემო ძლიერი გუნდი შეიკრიბა. ჩვენ მათთან არასდროს გვითამაშია მსოფლიო თასს მიღმა, არასდროს გვითამაშია ავსტრალიაში მათ წინააღმდეგ და არასდროს დაგვიმარცხებია ისინი. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი“ – განაცხადა "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა.

თოდუას 115!

ავსტრალიასთან თავის 115-ე კეპს მოიხვეჭს და ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდება 36 წლის ფრთა სანდრო თოდუა. მან ბორჯღალოსნების კვართი პირველად 2008 წელს, ჩეხეთთან მოირგო და აქამდე ჩატარებულ 114 თამაშში 19 ლელო გაიტანა. 35 წლის განმავლობაში ბორჯღალოსნების რიგებში ყველაზე მეტი, 122 თამაში დავით კაჭარავას აქვს ჩატარებული, კვირიკაშვილი კი მეორე ადგილზეა.

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი 7 უკანახაზელის კეპების ჯამი 339-ია, მაშინ, როდესაც 8 მორკინალის კეპების ჯამი თითქმის ორჯერ ნაკლებია და 173-ს შეადგენს.

ჩვენ და ავსტრალია

20 ივლისს "ბორჯღალოსნები" "ვოლაბებთან" ისტორიაში მესამედ ითამაშებენ – პირველად მსოფლიო თასს მიღმა.

საქართველო ავსტრალიას პირველად 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე შეხვდა და 75-ე წუთამდე ტოლ-სწორად ეთამაშა, თუმცა დასკვნით წუთებში ორი ლელო გაუშვა და საბოლოოდ მეტოქემ ბონუსით, 27:8 იმარჯვა.

2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის პირველ მატჩში „ვოლაბები“ ორი ლელოთი, ერთი გარდასახვით და სამი ჯარიმით 21:3 დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ ინიციატივას საქართველო დაეუფლა და ორი ლელო გაიტანა, მაგრამ ორიც თავად გაუშვა და მეტოქემ 35:15 იმარჯვა.

წელს ეს გუნდები პირველად ითამაშებენ მსოფლიო თასს მიღმა და ტიერ1-ის გუნდებიდან მხოლოდ ახალი ზელანდია დარჩება, ვისთანაც ტესტ-მატჩი ჯერ არ ჩაგვიტარებია.

2024 წლის ზაფხულის ტესტ-მატჩი

20 ივლისი. სიდნეი (ავსტრალია). „ალიანს სთედიუმი“.

საქართველო – ავსტრალია (09:45 საქ. დრო)

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 4. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 5. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 6. ბექა გორგაძე (პო, კაპ.), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი);

მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 21. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი); 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ კოკერილი

Rugby.ge

fani
მარტო კაპიტანი (შარიქაძე)?! სად არიან მოდებაძე, გიგაშვილი, გოგიჩაიშვილი? ამათაც დოპინგის მიღებას ედავებიან თუ არ გამოიძახა კოკერილმა?! მოგვეცით განმარტებები
3 მოგება პირველი დონის გუნდებთან 2022 წლიდან
კაპიტანი ბექა გორგაძეა. თუ შარიქაძეს გულისხმობთ, ათასჯერ დაიწერა, რომ დოპინგ ტესტთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, მაგრამ ჯერ არ არის ოფიციალური გადაწყვეტილება და როდესაც იქნება, ოფიციალურად გამოაცხადებენ დაუმტკიცდა თუ არა, რა სასჯელი დაადეს და აქედანაც დაგვიკმაყოფილებენ ცნობისმოყვარეობას.
თემო
კაპიტანი სად არის როდის გვეტყვით.
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
10xSEO-მ ბაზარზე სპეციალიზებული SEO ქოფირაითინგის სერვისი ჩაუშვა: ტექსტები, რომელთა მეშვეობითაც Google-ში გპოულობენ
ოფიციალურად - მოურინიო "რეალში" დაბრუნდა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
არბელოამ შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
[VIDEO] ბრწყინვალე ბურთები მოიგერია - იაკობიშვილის დებიუტი უნგრეთის ეროვნულ ნაკრებში, დამყარებული რეკორდი და საქართველოსთან შესაძლო დაპირისპირება
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 3:21 მარცხდება
უკეთესი მეორე ტაიმი და ორი ლელო - საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა [VIDEO]
"ბორჯღალოსნების" 4 ლელო და კარგი მეორე ტაიმი - საქართველო ტესტ-მატჩში ავსტრალიასთან დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
მსოფლიოს თასი: პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია
მსოფლიო თასი. D ჯგუფი: ავსტრალიამ ურუგვაის 7 ლელო დაუდო
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
10 ცვლილება - ავსტრალიამ "ბორჯღალოსნებთან" მატჩისთვის საბრძოლო რაზმი დაასახელა