საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ მატჩს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 22 სექტემბერს, ჩვენი გუნდი მიხეილ მესხი 2-ზე თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრებმა დავით პეტრიაშვილი არენაზე ივარჯიშა. მოახლოებული შეხვედრის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და ფეხბურთელმა, თამარ ტატუაშვილმა ისაუბრა.

ირის ანტმანი (საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ვცდილობთ, ერთი დიდი ოჯახი ვიყოთ. შევქმნათ გუნდი, რომელიც ერთად იბრძოლებს. ამას თუ გავაკეთებთ, კარგ შედეგს მივიღებთ. თურქეთის ნაკრები ჯგუფის ფავორიტია. ძალიან კარგი გუნდია, ჰყავს საზღვარგარეთ მოთამაშე ფეხბურთელები, თურქეთის ჩემპიონატი კი, ძალიან მაღალი დონის ტურნირია. თუმცა, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, თავდაჯერებულები უნდა გავიდეთ მოედანზე და ამ ლიგაში ჩვენი შანსი გამოვიყენოთ.

თურქეთთან მატჩის შემდეგ ლუქსემბურგში მივემგზავრებით. მეტოქე ამ შემთხვევაშიც ჩვენზე ძლიერია, თუმცა ქულები უნდა მოვიპოვოთ. მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები.

ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ჩვენთვის მხოლოდ შედეგი არ არის მნიშვნელოვანი. უნდა ავაშენოთ გუნდი, რომელიც მომდევნო წლებში ითამაშებს საქართველოსთვის".

თამარ ტატუაშვილი (საქართველოს ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): "გუნდში ძალიან კარგი განწყობაა სომხეთთან ორი გამარჯვების შემდეგ. ვიცით, რომ თურქეთი რთული მეტოქეა, მაგრამ მოწინააღმდეგე კარგად გვყავს შესწავლილი. რთული იქნება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ".

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თეონა სუხაშვილი (ლანჩხუთი), სვეტალნა გაბელაია (კოლხეთი, ხობი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, ეტლინგენი, გერმანია), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი, თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: მარიამ ჯანიკაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ანა წულაია (ლანჩხუთი), თეონა თოდაძე (კოლხეთი, ხობი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ლიზი მწყერაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ნინო ბუხრიკიძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ხატია ჭყონია (ბათუმი), მაიკო ბებია (სამეგრელო)

მატჩების განრიგი

22 სექტემბერი | საქართველო - თურქეთი

26 სექტემბერი | ლუქსემბურგი - საქართველო

nakrebi.ge

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ის, რაც "კვარამ" ფინალში გააკეთა, უმნიშვნელოა", - მბაპეს მამა
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ფინეთი გერმანიას შეხვდება
"შავი ლომი" | "ბენეტონთან" ტრევიზოში
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
"არარაობანი - რებროვს არ გააგდებენ, რადგან შევჩენკოს მეგობარია" - ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს