ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი

საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“

საქართველო – პორტუგალია 20:20

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

ეს შენ ხარ,მანდ.

• Gio

ან დაინტერესებული ხალხი წერს აქ კომენტარებს ან ჩასაფრებული. არა და ყველაფერი მარტივადაა სახელად ტ ო ტ ა ლ ი ზ ა ტ ო რ ი.

• სიმართლე

პრეზიდენტად - პრარაბი (გასაგებია ვისიც), გამგეობის თავმჯდომარედ - პარლამენტარი/ყოფილი მორაგბე, გამგეობის წევრი - პარლამენტარის (კობახიძის) მამა, მწვრთნელად - საკუთარი კაცი, ჯამურად - სრული ნეპოტიზმი!!! ჰოდა, მგონი ყველაფერი გასაგებია თუ რატომ ვართ ...-ში. გამოსავალი? დავწერ მაგრამ არარეალურია - მამუკა გორგოძე გამგეობის თავმჯდომარედ, ილო ზედგენიძე პრეზიდენტად (ან ვისაც აირჩევს სარაგბო თემი), ჯამში - რაგბის კავშირის სრული დეპოლიტიზაცია და დაკომპლექტება პროფესიონალი მორაგბე მენეჯერებით. ეეჰ, რა ოცნებებში წავედი?!

• დიმა

შოტლანდიასთან მეორე ტაიმმა, პირველი საგანგაშო ნიშანი მოგვცა. ავსტრალიასთან პირველ ტაიმში გავბანძდით. აღმოჩნდა, რომ ეს ავსტრალია, არაფერი გუნდია( ფიჯიმ უშანსოდ მოუგო). მიუხედავად ყველაფრისა, ვინც იტყოდა, რომ პორტუგალიასთან გაგვიჭირდება, მოღალატედ აცხადებდნენ. სწორი სტრატეგიით, წინა მსოფლიოზე იაპონიამ ირლანდიას და შოტლანდიას მოუგო, იმის წინაზე სამხრეთ აფრიკას. ფაქტია, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ და მე მგონია, ყველაფერი ფედერაციიდან მოდის.

• გიორგი

“საეაგბო პოდკასტის “ ლინკი. https://youtube.com/@Abragani?si=Ai2bPNzn6C3Inzq4

• გიორგი

“სარაგბო პოდკასტი” მოისმინეთ იუთუბზე, ძალიან საინტერესოა!

• ანდრო

საქმე ის არის, რომ მიუხედავად ასეთი ჩავარდნისა, მაინც არაფერი შეიცვლება. მაისაშვილი ხომ ყოველათვის მართალია?! გამოძებნიან მიზეზებს და დარჩება იგივე პრობლემები. სამწუხარო ის არის რომ ეს კარგი თაობა ამ ვითომ დიდი მწვრთნელის და მისი გაუგებარი შტაბიის ხელში დაღმასვლას განიცდის. ისე რაგბი ტვ-ის მოვალეობა რა არის მხოლოდ რეპორტაჟები და ბაბუაჩემის დროინდელი თამაშების კომენტირება? მსოფლიო ჩემპიონატი მიდის და ერთი სტუდია ვერ მოაწყვეს ამ ვითომ რაგბის მცოდნე ჟურნალისტებმა. ზელანდიელების და ფრანგების თამაშით აღტაცება რეპირტაჟის დროს რაგბის ცოდნას მაინცდამაინც არ ნიშნავს

• გლახუნა

ცუდი შედეგია,მაგრამ მიდით ბიჭებო; 1-ლი პორტუგქლოამ ის გააკეთა,ჩვენ რომ უელს ფრე გავუკეთოთ და ფიჯის მოვუგოთ, და ერთო მაგათც- ოროვეს მოვუგოთ! 2- პორტუგალიის მძლავრმა წინააღმდეგობან დაბნეულობა გამოიწვია, დროზე მოიხსენით- დაივიწყეთ და ახალო მოგებები დადეთ. 3-პორტუგალიის მწვრთნელებმა აშკარად პროფესიულად იმუშავეს, შეგვისწავლეს შერკინებაში,მოლში მაგრად მოემზადეს- დაგვიდგნენ,დაცვაში თავგანწირულად და ..-გაგვიჭედეს,მით უმეტეს ძალიან ერთფეროვანი შეტევები გვაქვს-მხოლ9დ ჯიქურ მივარდნით,თან მეტოქე წინასწარ რომ ხედავს-რომელ მხარეს. 4- სერიოზულო პრობლემებია შერკინებაში,მოლში,რაქში...საჭოროა ყურადღება-დარჩენილ თამაშამდე კარგად მომზადება. რქც შეეხება სამწუხარო რეგრესს სპორტის ყველა სახეობაში (ჭიდაობაშიც თავისუფ, კლასიკური,შეიძლება მსოფლიო ჩემპიონო არ გვყავდეს და ძალიან ცოტა ოლიმპიური საგზური გვაქვს),შეიძლება ამ ოლიმპიადაზე ყველაზე ცოტა წარმომადგენელი გვყავდეს(?!) ძირითადი მიზეზი არის-უპასუხისმგებლობა- პასუხისმგებლობის დაბალი ხარისხი,რაც შედეგია-არსებული ოლიგარქიულ კრიმინალურ-კლანური მმართველობის სისტემა-რეჟიმის, სახელისუფლო ფიმანსურ- ,,პოლტიკური,, კლანი,რომლის ძირითადი მიზანი ხდება- ხელისუფლების შენაჩუნება-პასუხი რომ არაზოდეს აგოს არა მარტო შეცდომებზე-დანაშაულებებზე და მას ინარჩუნებს,თან უცხო,მტრულად განწყობილო,,სახელმწიფო,,-იმპერიის ძალისხმევით-რა პასუხისმგებლონაზე შეიძლება საუბარიც კი-ოდესმე(?!),ამდაგვარ მმართველობა- სისტემაში სპორტის ფედერაციები სახელისუფლო ფინანსური კლანის მაწილია,რომელსაც ვერ გადაირჩევ და-რა შედეგებზე შეიძლება საუნარი(?!). იქ სადაც არ არსებობს კანჯასაღი კონკურენცია,მისთვის სამართლებრივი გარემო-წესრიგი,მით გამჭვირვალობა,მით სტიმულირება...რეგრესირება,თან ყველა სფეროს და ყველა მიმართულებით-შეუქცევადია!

• პასუხი

ჯარიმის დარტყმის ნაცვლად ლელოზე რომ უნდა ითამაშო, ამას მაისაშვილი უნდა უყვიროდეს მოედნის კიდიდან? კაპიტანი რით აზროვნებს? ლოგიკა ხომ უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღებისას? შეტევაში გარღვევაზე რომ მოგყვება რამდენიმე კაცი და პასს მანამდე არ აკეთებ, სანამ არ წაიქცევი და ბურთი იკარგება, ესეც მაისაშვილის ბრალია?

• ანდუყაფარ მეშვილდიშვილი

უნდა შეიცვალოს მთავარი მწვრთნელი! მან თავის "შავ ლომს" მიხედოს! ვუნდერკინდია? რომელი ნაკრების მწვრთნელია გუნდის მწვრთნელიც? ნაკრებს სჭირდება მაღალ დონეზე ნამუშევარი, თანამედროვეს განსწავლული ტრენერი! რაც მეტს იყოყმანებთ, მეტს წავაგებთ!

• გენა

მაისაშვილზე უკეთესი ვერ მოიყვანეთ?

• გიორგი

მწარე სიმართლეა სამწუხაროდ. ერთს დავამატებდი კიდევ: ტელევიზიები საქართველოში ჭორაობის და სერიალების ჩვენების მეტს რომ არაფერ აკეთებენ და სპორტში მხოლოდ ნაკრების თამაშის ჩვენებით იფარგლებიან( ხშირად უნიჭო კომენტატორების თანხლებით), იმის ნაცვლად რომ ზოგადად სპორტის და განათლების მნიშვნელობაზე ილაპარაკონ, გადაცემები მოიფიქრონ, თამაშები გააშუქონ და გაარჩიონ, თუ საჭიროა კრიტუკულადაც და ა.შ.

• ჩემი აზრით

დაგავიწყდათ ვისი მწვრთვნელობის დროს მოვუგეთ 6 ერის ორ გუნდს?

• გიორგი

ალბათ ალაგებს, მაგრამ “წონაში” ვერ ეტევა:)

• პრაფესორას

ნეტავი შენ თვითონ თუ გჯერა იმის რასაც ამბობ?!

• ₾ადო

ზუსტად რომ მწვრთნელის დამსახურებაა ეს შემადგენლობა დ ამბობენ რომ ძლიერ ბიჭებს არ იწვევს ნაკრებში! რატომ ასე, არ ვიცი....

• D

თაზოს ყველაფერში პოლიტიკა რომ არის მაქედან ვერ ჩაანს? ყველაგან რომ საქოცეთია შესული და ნეპოტიზმი ყვავის ეს ახალია? მეც ვამბობდი იტალიის და უელსისი მოგებების შემდეგ, რა მნიშვნელობა აქვს ვინ მართავ გედერაცია თქო, მთავარია ისტორიაში პიველად ტიერი 1-ის გუნდები დავამარცხეთ მეთქი. მარა აქ კომენტარებში რაგბში გარკვეულები წერდნენ მაშინაც, რომ კატასტროფა იქნება მსოფლიოზეო. აგერ კატასტროფა და ახლა პასუხიც ზუსტად იმ ''ქართულ ჯიგრულ პონტში'' მოსულმა ტყემალაძემ უნდა აგოს. გინდა პოლიტიკა დაუძახე გინდ ნეფოტოზმი ერთი სატკივარია ხალხისათვის. ვააახ არ ამოხვედით ყელში? პოლიტიკაა ყველაფერი ცხოვრებაში რით ვერ გაიგეთ?

• ეჰ

თამაში კატასტოფა! მწვრთნელიან მოთამაშიანად აბსოლიტური დაბნეულობა! მაგრამ არც ჩვენ ვიცით სწორი გულშემატკივრობა! ახლა ლანძღვის დრო არაა! რომ მორჩებიან ჩემპიონატს მერე სწორი კრიტიკა! ბევრი რამ არის შესაცვლელი! შედეგზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მწვრთნელმა! ბიჭებო აბა თქვენ იცით, იქნებ გამოასწოროთ ეს ჩავარდნა! PS. ისე შემადგენლობაც გადასახედია!

• simartle

ბევრჯერ დავწერე რომ მაისასვილს და მისნაერებს რაგბი არ უნდა ებაროს. კი გვიდა რომ გვყავდეს ქართველი მწვრთბნელი და წარმატებული. მაგრამ მოდი განსვაჯოთ რა იყო მიზეზები ასეთი კრახის: იტალიასთან მაგარ ფორმაში მყოფმა ნინიაშვიმა მოიგო ტამაში მარტომ. უელსთან გაგვიმართლა რადგან არეულობა იყო უელსისი ნაკრებში და მწრვთნელი ბავრს არ მოსწონდა და ბევრმი საუკეთესო მოთამაშე არ ჰყავდათ და იმ მწვრთნელმა წააგო ის თამაში. მაისაშვილს არ მოუგია. უკუსვლა ნიჟარაძის პერიოდში დაიწყო მისი კომკავშირელი მაფიოზური მიდგომის გამო. ფულის გაქრობა და სემდგომ სვანაზეს მიეწერა ყველაფრი რაც ნიჟარაძემ დანგრევას საფუზველი ჩაუყარა. რადგან სვანაძემ აღმოაჩინა საიდან "რავდებოდა" ოლიგარქის მიერ ჩადებული ფული რაგბში და ვიღაცეების ანგარიშებზე ირიცხებოდა. მილტონ ჰეიგის დანიშვნაც ნიჟარაძის გათველბს ემსახურეებოდა. ამ დროს ჰეიგი ჯურნალისტად მუშაობდა და ჭ ლიგის გუნდის მწვრთნელად. ჰეიგი ჩამოიყვანეს როგგორც ახალზელანდიელი უკანა ხაზის გამოსასწორებლად. ამ დროს მან ვერც ეგ გააკეთა და ასევე შერკინებაც დააკნინა. მას გაუმართლა რომ გორგოძე თამაშობდა იმ პერიოდში და ზირაქაა დასხვები. მის დროს მოიშორეს უნიჭიერესი ზურა ძვანიაც რომელიც არაჩვეულებრივად თამAშობდა პირველ ხაზს და თანამედროვე რაგბს.. შეცდომები იყომბევრი დაშვებული ასევე 20 წლიანებში. გაიხსენეათ რა გუნდი გაუშვეს რვა ერზე წინა წელს. სულ ნათესავ, ნაცნოობით შეტენილები., დიდე ბესის არ დაუფასეს კარგი გარჯა ასევე რომელმაც ჩვნი შერკინება აიყვანა მაღალ დონეზე. ჭლევანდელი გუნდის შერკინება არასწორად იქნა არჩეული. ნარიაშვილს თავი ჰქონდა დანებებულუ, მამუკაშვილმა ამდენი წელია ბურთის შემოგდება ვერ ისწავლა, ზამთარაძეც ლელოდან შეტენეს. ასევე შეიყვანე ნკარებში დამტვრეული, გორგაძე, საღინაძე, ცუცქირიძე... ნინიაშვილიც ეხლა მოშუშდა და ეტყობა კიდეც,უთამაშებლობა..კი კარგი ბიჭები არიან და ბევრი კარგი თამაშები ჩაატარეს. მაგრამ სპორტში მარტო მოშუშება არ კმარა. გამოჯანმრთელების შემდგომ თამაშის მაღალ დონეზე ასასვლელად დროა საჭირო რადგფან დიდი ტრამვის შემდგომ ყველას შიში აქვს რომ კიდევ არ დაიმტვრნენ და ვერ არიან იმ დონეზე სანამ დაიმტვრეოდნენ. ამ დროს სრულიად მოატოვეს ქუნთელია, რაფავას ბიჭის გადმობირებაც შეიძლებოდა რადგან ვერ ხვდება ინგლისის ნაკრებში და არც სცადეს კარგად. ვანო კარკაძე რომელიც მონპელიეს მთავარი ჰუკერია სულ დაივიწყეს. შემდგომ დაკარგეს ისეთი ნიჭიერი მოთამაშეები როგორიც სხვებმაც ახსენეს სპანდერაშვილი, იაშაღაშვილი რომელიც სასწაულად გამართულ რაგბს თამაშობს და თავის გუნდშI 8 ნომერია, რასაც ჟალაღონია ვექაჩავს და გორგაზე ფორმაშიც არ არის. რამოდენიმე მოთამაშეს საერთოდ გული აუცრუეს რაგბზე, რომლებიც ბავშვობიდან თამაშობენ და თავი დაანებებინეს საერთოდ სრული იგნორორების გამო, რადგან ისენიც ლელოს აღზრდილები არ იყვნენ. ] ასევე მოშალეს 7 კაცა რაგბი, რაც აუცილებელია დღევანდელი თამაშის მაღალ დონეზე სათამაშოდ. ყველა მოწინავე ქვეყანაში ბავშვების რაგბი იწყება შვიდკაცით, რაც ანვითარებს, მოედნის ხედვას, ბურთის ხელით კარგ თამაშშ, რაქებში დროულ ჩასვლას და გაწმენდას, მობილურობას, სისწრაფეს და სწრაფ აზროვნებას, მოედაზე ხვრელების ხედვას, "ოფლოუდებს" და ასე შემდეგ. ეს ფედერაციის პრიზიდენტი რომელიც ტყემალზე ზის ყველამ ვნახეთ როგორ მოვიდა ძალით და ჩხუბით, მოაშორეს რაგბს ყველა ვისაც ალალმართლად უნდოდა მუშაობა, ბევრი მოისყიდეს, ზოგი მთავრობაში შეტენეს...საძმოში შუღლი ჩააგდეს... ხომ არ გვეცნობა ხელწერა? მოკლედ ყველას გვინდა კარგი ქართველობა და წარმატება სპორტში მაგრამ სანამ ქვეყანა ერთიანი არ იქნება და ისევ რუსეთში მონახვეჭების და მოხვეჭილთ ანდ "დავერბოვკებულების" ხელშია ქვეყანა ერი და სარწმუნოება ეს ყველაფერი სპორტში და განსაკუთრებით გუნდურ სპორტში ჩნდება როგორც ამ ამაზრზენობის ანარეკლი და გვაქს სათანადო შედეგები ფეხბურთში, კალათბურთში და რაგბიც... ხო და ვიღაც კიდევ წყალბურთელებს აუზში წყალს არ უსხამს ან აუზს ითვისებს კიდევ ერთI მახინჯი შენობის დასაყუდებლად. შეხედეთ რას დაამსგავსეს დედა ქალაქი და ქვე ყანა... გამოფხიზლდით ხალხნო, გამოდით, გააპროტესტეთ 32 წელია ტყუილ თავისუფლებაში ცხოვრობთ... ქვეყან მიჰყიდეს და მიაქვთ თურქებს, სპარსებს არაბებს, ინდოელებს, ჩინელებს და ისევ რუსებს და ხახლი კი მექსიკის გავლით ამერიკაში გარბის ბევრი გამწარებული და ბევრი კიდევ იაფი გასაჩხერისთვის ბრაიტონზე... მერე კიდევ იტყვით პოლიტიკა რა შუაშიაო, შუაში კა არა თავშია

• Rezo

ჰუკერი აგერ მონპელიეშია, ჩემო ძმაო, მარა...

• ეჰჰ ძნელი ყოფილა სიბერე

ვახ ეს რა გვიგე კაცო!, ბატონმა დავითმა (ცოტა ქვემოთ) დააკომენტა მაისაშვილსო უხეირო მოცეკვავესავით "ჭანჭლები" უშლისო ხელსო! ვახ კაცო! კვერცხები ვიცოდი, ჯირკვლები ვიცოდი, ბილიარდის ბურთები, თქვენ წარმოიდგინეთ , ყ***ბიც კი ვიცოდი, მაგრამა ეეეე ჭანჭლდები კაცოო არ ვიცოდი და აი ამიხდა - სწავლა სიბერემდეო, კაცოოოო (ისე რა ოღაში სახელ დაურქმევიათ ჰაა?) ახლა, ეეე ჭანჭლდები კი დავისწავლემ მაგრამა ვიღაცამ ახალი რამე დასწერა, რომ ტრიკი ჩამოვიდაო, და იი ტრიკი რაღა არის? ჰააა? ნუ გამაგიჟეთ ხალხოოოო

• გიორგი

ბაქი-ბუქი მაგარი ვიცით, ოღონდ არგუმენტებით არ არის გამყარებული. ბოდიში ყველასთან, მაგრამ მე ამ ნაკრების იმედი, მით უმეტეს ფიჯისთან, არ მაქვს. იმედია, თავი არ მიგვეჭრება კიდევ უფრო მეტად. დღეს ბრძოლა ვერ ვნახეთ ჩვენი ნაკრების, უფრო უმიზნო და უნიჭო ჭიდაობი. ბევრი ფორმაში საერთოდ არ არის, მაგალითად ნარიაშვილი, მიქაუტაძე, გორგაძე, საღინაძე, აბჟანდაძე, აფრასიძეც, თოდუა; კვესელაძე ჰა და ჰა. ნინიაშვილი ზედმეტს იღებს საკუთარ თავზე, შეცდომებსხუშვებს აგერ ყკვე მერამდენე თამაშია, ირევა მერე საბოლოოდ; ბოლომდე არც ის არის ფორმაში. მწვრთნელი უკომენტაროდ :((( და არ გვეწყინოს: დღევანდელი ჩვენი თამაში სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კლასი არ გვყოფნის როგორც ინდივიდუალურად, ასე გუნდურად.

• 123

სასწრაფოდ 20 წლამდელებიდან ზაზაძე,ძმები ციხისთავები და უკანახაზელები ძირითად ნაკრებში ლადო კილასონიასთან ერთად,რასაკვირველია... ერთ დროს 20 წლამდელთა ნაკრების კაპიტანი სპანდერაშვილი ვინმემ მოიკითხა? იმ გუნდიდან მარტო საღინაძე,აფრასიძე და ანჟანდაძე რატომ შემორჩა ნაკრებს,სხვები რა იქნენ?თოდუას და მამუკაშვილს ენაცვალოს ჩემი თავი,მაგრამ რა გახდა ნორმალური ჰუკერი ანუ კვაჭი ნაკრებისთვის და სანამ უნდა უბრაგუნონ "აიღე და მიეძალე"?კილასონიას დაყენებული მოლო და დაცვის დისციპლინა 20 წლამდელთან ნაკრებიდან რომ გადმოვიტანოთ დიდ ნაკრებში,დაგვიშალა ვინმემ?გაიტანეთ ეს "გრელანდია" მაისაშვილი,რა გახდით მართლა და მართლა

• ჭიათურელი

ჭანჭლა ყ..რები ჰქვია ზემო იმერულად

• ჰმ

მართლა ტყემალზე ვართ და წიწმატს მივირთმევთ,ჯგუფში მოუგებლად ჩაიღვენთება ჩვენი ნაკრები და მერე იტყაპუნონ შუბლში ხელი რაგბის ე.წ. "ფუნქციონირებმა",ვითომ ძალიან,რომ წუხან ქართული რაგბის ბედიღბალზე

• Soso

მაისაშვილი კიარა პირველ ტაიმში უნდა დაემთავრებიათ თამაში მეორეში ძალიან თავდაჯერებულები გამოვიდენ მერე ვეღარ დალაგდენ, ყველაზე ცუდ დროს წაგვართვა მოგება პორტუგალიამ

• 6 ერი

ის დაგვემართა რომ იმ ერთ თამაშსაც ვეღარ ვიგებთ

• irakli81

რაც უელს დაემართა ჩვენთან, ის დაგვემართა ჩვენც პორტუგალიასთან. პორტუგალია მართლა არ არის ცუდი გუნდი. რაც შეეხება მაისაშვილს, მსოფლიოს მერე უნდა წავიდეს, ახალი მწვრთნელი სჭირდება ნაკრებს, მაისაშვილმა კი შავ ლომში გააგრძელოს მუშაობა.

• Simartle

laz aznaurs shemartla utaqto da tvin nagrzobo finanasebs ro axseneb sxva pasuxi ar gaqvs mitvisebul stadionebs rodis adrunebt kunt magara goneba chlungebo sheni chatvlit ar dablokot

• გიორგი

უნდა მოვითხოვოთ ფედერაციის და მაისაშვილის გადადგომა! გორგოძე ფედერაციის თავმჯდომარედ!!!

• გიორგი

მაისაშვილი ოუტ!!!!

• vava

ამ თამაშის მერე საერთოდ მოსაშორებელია არა მხოლოდ სამწვრთნელო შტაბი, არამედ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობაც (პრეზიდენტი და გამგეობის მიმდინარე შემადგენლობა), მაგრამ ვინაა გამკითხავი?! წუმპეშია ქვეყანა!!!

• maximus

რო დავწერე მაისაშვილი არაა ნაკრების დონის მწვრთნელი თქო,იმდენი დისლაიკი მივიღე თავის დროზე,ა ბატონო მისი ნამუშევარი აგერ ჩანს. არა და კარგი თაობა გვყავს,მაგრამ … რა გახდა ერთი ნორმალური მწვრთნელი მაგრამ აქაც ფული წონის ყველაფერს სამწუხაროდ.

• George

მაისაშვილი არ გადაიბირონ სხვა ნაკრების მწვრთნელად, გავუფრთხილდეთ, ყურადღებით ვივოთ…

• rigiti

ჩემი აზრით ეს მეტოქის დაუფასებლობა უფრო იყო, ვერ განეწყვნენ სათანადოდ, ამ დიდმა შესვენებამაც ძალიან უარყოფითად იმოქმედა, რიტმიდან (ფორმიდანაც) ამოვარდნენ რაც დიდწილად სამწვრთნელო სტაფის დამსახურებაა. მახსენდება ძველი ჩემპიონატი როცა მთელი 4 წელი მხოლოდ ფიჯისთან თამაშისთვის ვემზადებოდით და ყველას გასაკვირად მივუგეთ კიდეც. ეხლა ანალოგიურ სიტუაციაში იყო პორტუგალიაც და მათდა სამწუხაროდ არ გაუმართლათ! ჩვენები არ ელოდნენ სიტუაციის ამგვარ შემობრუნებას და სულ აიჭრნენ! სწორედ ამ დროს ჭირდებათ ვინმე გორგოძილას მსგავსი ლიდერი რომ გუნდს შემოუძახოს... იმედია მალე მოეგებიან გონს და ამ მწარე აბს სასიკეთოდ გამოიყენებენ. მიდით ბიჭებო არ დანებდეთ!!!!!!!

• profesto - ს

ოცნებისტო

• გიორგი

ვინ იყო საერთაშორისო და გამოცდილი, მილტონა? ახლა სადაა იცი? გოგოებს ავარჯიშებს.

• ლაზი აზნაური არზნევ მუსკია

უტაქტო და უზრდელი ხარ შენ მეტი არაფერი. შემოვევლე ქართულ ფეხბურთს, მაგრამ მორაგბეებს როგორ გვლანძღავ შე, ვითომ "გულ" შემატკივარო?! ან ფეხბურთს რომ 240 მილიონი აქვს სახელმწიფო დოტაცია, ის ფინანსები სად აქვს რაგბს?!ფეხბურთის ყურების დროს, რომ ვნერვიულობთ, მასე საკუთარ თამაშზე არ მინერვიულია და რეებსაა,რომ აბრეხვებ, შე უვიცო აქ?!!

• დავითი...

მოკლედ ეს მაისაშვილი რა ჭირი სჭირს ამ ჩვენს რაგბს,ჩააბარეს მთავარი გუნდები,თითქოს ისეთი მაღალ კვალიფიციური და ძლიერი მწვრთნელი იყოს.... ასე იცის ქვისლობა ნათესაობამ,ისე გამოდის რომ ის მოგებები იტალიასთან და უელსთან სასიამოვნო გამონაკლისი იყო...ვინ იტყვის რომ ეს მატჩი მწვრთნელის წაგებული არაა? და რომ ნაკრები წინ მიდის,ამ ჩემპიონატისთვის საერთოდ არაა გუნდი მომზადებული და ნამიბიის და რუმინეთის დონეზე თამაშობს,ბიჭებზე არაფერი მეთქმის ბოლომდე იხარჯებიან და იბრძვიან,ნაკრებს თითქოს არ ყავს სამრწთვნელო შტაბი,და მკაფიოდ ჩანს რომ მაისაშვილი არანაირი მწვრთნელი არაა,და ასეთი მაგარი თაობის ასე უხეიროდ გამოყენება უბრალოდ დანაშაულია ხალხის წინაშე და დაუშვებელია.... წადი მაისაშვილო წადი.... წარმატებები ბიჭებს და მთლიანად ქართულ რაგბს....

ეგ "ჭანჭლები" აქვს?

• დავითი

წავიდა დაბოლება , მარტო თქვენ ითიშებით ? ავსტრალიასთან პირველ ტაიმში , პორტუგალიასთან მეორეში , შემდეგ თამაშებში ალბათ ორივე ტაიმში გაითიშებით , მანდ მწვრთნელი გყაავთ ?? და რას აკეთებს საერთოდ თუ იცის ???

• Profesto

არაუშავს!!! სპორტია და ყველაფერი ხდება! გამაგრდით ბიჭები! ფიჯი უნდა დავდოთ ბეჭებზე.

• მერაბი

მე მგონი მაისაშვილმა ჩემოდანი უნდა ვაალაგოს

• დავითი

არის ესეთი გამოთქმა და ზუსტად მაისაშვილზეა ზედ გამოჭრილი , ცუდმა მოცეკვავემ ჭანჭლები მაქ გრძელიო და ხელს მიშლის კარგად რო ვიცეკვოო.. კარგით რა იქ პირველ ტაიმში გავითიშეთო აქ მეორეშიო , აბა მწვრთნელს რა ავალია ??? დისციპლინა და ეს უაზრო გათიშვები რო არ მოხდეს ზუსტადაც მწვრთნელის მოვალეობაა ...

• Simartle

ar damblokot exlac izaxet ragbi chveni tamashiao da fexburts edtebit jer tqven ragindat 6 ershi da meore rac tqven fexburtelebs stadionebi caartvivit sinatlis stadionis chatvilit da exlac ro etenebit dafexburto akademiebs shegvishvito unamusoebo ragbi kunt magara goneba chlungebis tamashia gaumarjos qartul fexburts romelic dabrundeba magal mcvervalze

• Las

აი ამიტომ არაფერი ეშველება ამ ქვეყანას შენნაირები რო ყავს. ოკუპანტი რუსეთია და დამბყრობელი დასავლეთი გგონია. კომენტარი ზედმეტია

• სოლიდარობა

სოლიდარულები არიან ძმაო, გვერდში უდგანან ფეხბურთელებს))

• ქომაგი

ამ მწვრთნელს აკრიტიკებთ,მაგრამ ფაქტია,რომ წლების მანძილზე ბევრად გამოცდილი და კვალიფიციური უცხოელი დამრიგებლები ყავდა ნაკრებს,თუმცა მხოლოდ ამ კაცმა შეძლო მოკლე დროში იტალიის და უელსის დამარცხება.მსოფლიო თასზე კი თავს ზემოთ ძალა არაა,ადრეც ასე იყო ჯგუფში მაქსიმუმ 1 თამაშს ვიგებდით და ბევრი არაფერი შეცვლილა.

• Geeee

იგივე მოხდა რაც შოტლანდიასთან დაგვემართა.რაც ნიშნავს რომ სამწვრთნელობშტაბმმა ვერ იმუშავა კარგად შეცდომებზე .მეორე ტაიმს როცა აგებ მე ესე მგონი მწვრთნელის ბრალეულობა მეტია .წარმატებები ბიჭებს ცხვირი არ ჩამოუშვათ ბევრი გაქვთ დამამტკიცებელი.ისე ვთვლი რომ ამ მსოფლიოს მერე შემადგენლობა უფრო უნდა ახალგაზრდული უნდა შეიქმნას და ახალი ფურცლიდან რაღაც შინაარსიანი გუნდი ჩამოყალიბდეს

• პლეხანოველი

"ორი მოგების ილუზია" ჩაფლავდა? პაოლო იაშვილის შვილიშვილის და მისი გუნდის აწყობილმა რაგბის ქართულმა სისტემამ აქამდე ინერციით იარა? თუ რა ხდება? გაგვარკვიეთ თუ შეიძლება!!! თუ არა და "იდი ნა ხუ-დოჟესტვენნი ი-ნსტიტუტ"! ტყემალაძე: მართლა ტყემალზე ზიხარ და ბალსა ჭამ გგონია - თუ?

• თაზო

კომენტარებს ვკითხულობდი ხალხო პოლიტიკა თუ გინდათ აქ რას აკომენტარებთ ტვინი ნუ გაბურღეთ უკვე რატომღაც მგონია აქ ხალხს უხარიათ საქართველოს წაგება ნყველაფერში ????!!!!!! ეს მაისაშვილი არ იყო როცა ნაკრები იგებდა ან ეს უცხოელი რომ აგიჩემებიათ

• ლადო

სოსომ რაო, ლევანა ჩემი ძმაკაცია და სანამ მე ვიქნები ისიც მარად მთავარი მწვრთნელი უნდა იყოსო??? რა თაობა იკარგება ამ დაბალ კვალიფიციური სამწვრთნელო შტაბის ხელში, არადა პოტენციალი დიდია...

• BOSS

გაიტანეთ გრელანდია,გ ა ი ტ ა ნ ე ე ე ე ე ე თ!!!

• მეტრო

ანუ ლოგიკა ისაა რომ ფეხბურთთან ერთად რაგბსაც ვაგინოთ?

• ეეხ, ავტორ

კატასტროფული მეორე ტაიმი? რას ამბობ, პირველ ტაიმში ხო დაბრდღვნეს ყველაფერი. იმხელა უპირატესობის ფონზე რო პირველი ტაიმი მხოლოდ 8 ქულით მოიგეს, იმიტო დაისაჯნენ!

• ზურაბ

გუშინ ძალიან უცნაურად მომხვდა თვალში ფსონი ფრეზე _41.ჩვენების მოგება 1.13,პორტეგალიისა 6.5 ჰოდა ერთი კახური ანეგდოტი გამახსენდა :მამი, დღესა ორშაბათია თუ პარასკევიო შე შობელძაღლო, ცოტა ახლო ახლო მკითხეო

• დიმა

აააწმყოოო თუ არა გვწყაალოოობს...., მომავააალიი "ჩვეეეეენიიიიააა" ! :(((

• Bs

შინდისფერი კვართი გახადა და ვაზის ლერწიც ჩამოართვა, ,,...რა გინდათ ეგ მაიმუნობა, ახლა ისეთ რებრენდინგის ჩავატარებ რომ თქვენი მოწონებული, ვაზი არა კვერცხი, რად გინდათ ეს ზედმეტი სიმბოლოები და გადამეტებული სიყვარული და გულზე მჯიღის ცემა..."-ო ვოტ!!!

ასე ხდებოდა ადრეც მაგრამ ეხლა ზედმეტია დღეს რაც ხდება.

• ნიკა

მეორე ტაიმში ბურთი დაგვახიეს თავზე!!! წაგების ტოლფასი იყო. პორტუგალია უფრო იყო მოწადინებული მოგებაზე ვიდრე ჩვენი ნაკრები. და თან რა დროს, მსოფლიო ჩემპიონატის ასეთ მნიშვნელოვან მატჩში!! ასე როგორ გაითიშნენ... ეხლა უელსი და ფიჯი გადაგვიარს

• ვითომრაგბი

დათო ჯიგარი ხარ კარგი კომენტარი დაწერე. მოკლედ ეს წაგება არ ვიცი ვის ან რას დავაბრალო მაგრამ ფეხების კანკალი და თავიდანვე დამარცხებულის როლში გამოსვლა მემგონი ეროვნული სენია და ყველა სპორტში კარგად ჩანს, ინდივიდუალურებს არ ვგულისხმობ კიდევ კარგი. მართლა კარგით რააააააა. ბევრია სათქმელი მაგრამ აზრი.

• nika

ბონუს ქულით მოგებას ველოდებიდით და მეორე ტაიმში ბურთი დაგვახიეს თავზე! სირცხვილი! უელსი და ფიჯი გადაგვიარს ეხლა და ასე შერცხვენილები ჩამოვალთ...

• რაგბის კავშირი

ვისაც არ მოგწონთ ნუ უყურებთ ბატონო გაძალებთ ვინმე? ეს უარყოფითი ნეგატიური ფონის შექმნა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე ასხამს წყალს და ემსახურება რაგბის ფედერაციის და სრუალად სარაგბო თემის დისკრედიტაციას.

• ლევანი

გააგდეთ მაისაშვილი !!!

• გიორგი

მე კიდე ბონუს ქულაზე ვოცნებობდი, შევრცხვით საერთაშორისო მაშტაბით, მალადეც ბიძია თქვენ და თფუი თქვენი კაცობას, უკვე პორტუგალიაც გვაპამპულავებს, მაისაშვილო გასკდა გული ამდენი ნერვიულობით.. კმარა

• შოკირებული გულშემატკივარი

თუ ადამიანს შეუძლია სხვისი მოსმენა, აქვს ანალიზის, ცოდნას იღრმავებს და ექსპერიმენტების არ ეშინის აუცილებლად აღწევს შედეგს

• დავითი

ბიჭებს არაფერს ვერჩი,რაც შეუძლიათ აკეთებენ და წარმატებებს ვუსურვებ. იმ მეტიჩარებს მივმართავ ,ფეხბურთში ნაკრების მარცხზე რომ გამოფრინდებიან ჩასაფრებულები და იიიიი რაგბი ჩვენი თამაშია და ფეხბურთი გააუქმეთ,რაგბი არვიცი მარა ერთი ადგილის თამაშს ნუ გადაყვებით და ჯანი რომ გევასებათ ცოტა ტვინიც გაანძრიეთ ! რაგბი ვისაც მართლა უყვარს იმას საქართველოს ნაკრების თამაში არ ხიბლავს. ელემენტარული კომბინაციის გაშლა არ შეუძლიათ. ჩვენი თამაშია ფეხით წინ დაკიდება და იქ მეტოქის შეცდომის იმედათ ყოფნა. კარგ გუნდთან მე ჩვენი ნახევრიდან დაწყებული კომბინაცია დასრულებული ლელოთი არ მინახია.გაუთავებლად ფეხით უაზროდ მოგერიება .ან თუ დაიწყეს შეტევა წინ თამაში და სხვა უაზროდ მიღებული ჯარიმები. ავსტრალიასთან იყო მორიგი წვალება. გასაგებია რომ ტრიერის გუნდებთან ხშირად ვერ ვთამაშობთ რომ განვავითაროთ კომბინაციური თამაში,მაგრამ პორტუგალიას რომ ხვდები ,ლელოებზე რატომ არ თამაშობ,როგორც შენ გეთამაშებიან. რატომ ურტყავს ჯარიმას,როცა ვალდებული ხარ კომბინაციური თამაში განავითარო და ლელოებზე ითამაშო ! რაგბი ჩვენი თამაშია და უელს და გიჟს ვუგებთ კი არა ცხვირები ცოტა ძირს დაწიეთ,ყველა სახეობას პატივი ეცით ,არ გვაქვს სხვა ფუფუნება !!!

• საბა

"სარაგბო ოჯახში" ტყვია რო გავარდა, ფედერაციის პრეზიდენტად ვინც და როგორც აირჩიეს და მერე მწვრთნელად დროებითი მწვრთნელი დაგვიტოვეს, იმიტო რო ვიღაცა ვიღაცის სიძეა თუ რაცაა, რისი პრეტენზია გვაქვს? ჩვენ უკეთესად შეგვიძლია და უცხოელი მწვრთნელები რაში გვჭირდებაო, მაგ გადაცემას რა დამავიწყებს. არა ბიჭო, არააქ მნიშვნელობა ედი ჯონსი გეყოლება თუ მაისაშვილი.

• გიორგი

რაგბშიც იგივე ხდება რაც ფეხბურთში. აქ ტემალაძე მაისაშვილის ძმაკაცია. იქ, კობიაშვილი ხიზაბიშვილის. სანამ ეს სიმახინჯე არ მოიშლება, მანამ ვიქნებით სულ წაგებული.

• ბექა

ჩემი აზრი არის ასეთი, გთხოვთ მაპატიოთ. აქიდან კომენტარებდი ვინც წერს ასეთ მესიჯებს რომ კარგით რა ხალხო არაუშავს, მსოფლიოზე ხო ვთამაშობთ, 2 ელის უკან ხომ მოვუგეთ უელსსს და ასეთ საშინელებესს ვინც წერსსს, ფეხბურთი ოქნება კალათბურთი თუ რაგბი. ასეთ ხალხსსს იმენააა უხარიააა სამშობლოსსს წარუმატებლობა. იმის მაგივრად რომ სამართლიანად დაწეროთ და სამართლიანად მისცეთ შენიშვნა ჩვენ ნაკრებს ,როდესაც არისსს რეგრესი, და უკან უკან მივდივართ. იმენა იძახით რომ გავჩუმდეთ და არაუშავს რათი დავკმაყოფილდეთ? სურცხვილიააა ასეთი შედეგები და მასხარად აგდება გულშემატკივრებისს. კალათბურთში ერთი გამთამაშებელი ვერ მოიყვანეს როდესაც უამრავიააააა მსოფლიოში რომელიც შედეგს დებს. ფეხბურთში ერთი მწვრთნელი ვერ მოიყვანესსს რომ გუნდი აათამაშოსს თანამედროვე ფეხბურთით. რაგბშიბერთი მწვრთნელი ვერ მოიყვანესს ან ინგლისიდან არ ირლანდიდდან რომელოც თანამედროვეეე რაგბს ათამაშებს. გადისს წლები დედა უტირაა,იმედით ვართ და არა და არ მორჩა ეს უიმედობა და უსუსრობა.

• irakli

და ვინ გეუბნება ომი გვინდაო? ამაზე დაფიქრებულხარ?

• Zviads

ხო, კიდევ გადაყრას აგვიანებდნენ, ანუ ეს თამაში წააგო ბოლო პასის არ ქონამ (ან არასწორმა გადაწყვეტილებამ) და გადაყრის დაგვიანებამ, ჩემი აზრით ეს თამაში წააგეს მოთამაშეებმა...

• simartle

ჰეიგის პერიოდიდან გავიძახი ნაკრები არასწორ გზაზე დგას. ამ ტყემალაძის მიერ ფედერაციის შტურმით აღების შემდგომ სრულიად ტყემალზე ზიან ყველა. ეს ყვალაფერი არის ჯამი ქვეყნის არასწორი და საშინელი მდგომარეობიდა. არც ნაცი ვარ არც ქოცი. ვარ ქართველი და მრცხვენია რომ ქვეყანა არის აგებული ნეპოტიზმზე, ბიზაშვილ მამიდაშვილობაზე, ქრთამებზე, მაფიოზურ მიდგომაზე და დედაქალაქი თბილისს რასაც დაამსგავსეს ზუსტად იმაზე... არაფერი არ ხდება შემთხვევით, Iტალიას თამში მარტო ნინიაშვილმა მოუგო და უელსსთან გაგვიმართლა რომ ეს მწვრთნელი გადამდგარი იყო და სხვა წვრთნიდა რადგან არეულობა იოყო მათთან ნაკრებშიც და ფედერაციაშიც. შაქართველოს ნაკრებს სწირდება გამოცდილი ფრანგი მწვრთნელი, რადგან 95% საფრანგეთში თამაშობს,. სამწუხაროდ ნაკრები ჩააბერეს დილეტანტს რომელსაც ამბიციები აქვს და ცოდნაც ვერ უწყობს ხელს. ექვსი ერი დაივიწყეთ. და საერთოდ ქვეყანას მიხედეთ და დაალაგეთ კეთილსინდისიერად და შემდგომ ყველაფერი დალაგდება.

• დიმო

არვიცი ძმაო ვინ რას ამბობს, მე ომი არ მინდა, მაგრამ საომარი თუ იქნა უნდა ვიომოთ ყველამ. თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია! ყველას აზრს პატივი უნდა ვცეთ, ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება, მაგრამ ერთად უნდა ვიყოთ! რამე რომ იყოს ერთმანეთზე მეტად არავის ეტკინება გული მსოფლიოში! რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ და ვიცხოვროთ ერთიან გვეყანაში!

• ვოოტ

ყველაფრის მწვრთნელზე გადაბრალება ძალიან მარტივი გამოსავალია - მაისაშვილის მწვრთნელობით მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებებზეც რომ არაფერი ვთქვათ, ძალიან ძნელად დასაჯერებელია, რომ ერთმა ადამიანმა მოახერხოს მთელი გუნდის ისეთი დემორალიზება, როგორის მომსწრენიც დღეს გავხდით... მაშინ უბრალოდ არაკვალიფიციური მწვრთნელი კი არა, უმაღლესი კვალიფიკაციის ვუდუს ჯადოქარი უნდა იყოს... სწორი დიაგნოზის გარეშე მკურნალობის დაწყებას აზრი არ აქვს, ამით მხოლოდ მტანჯველი და არაფრისმომცემი ექსპერიმენტებისთვის გავიმეტებთ პაციენტს... პაციენტების რიგში კი, ბოდიში, თუ აქამდე ვერ შეატყვეთ, ნელ - ნელა მთელი ქვეყანა ვეწერებით... უბრალოდ, ამის აღიარებისთვის ყველას განსხვავებული დრო გვჭირდება - ამ ამბავში ნამდვილად შენარჩუნებული გვაქვს სანაქებო ქართული ინდივიდუალიზმი...

• ლევანი 1

ლევანი, ფული ბიძინასია და მკაცრად კონტროლდება, ასეთი იყო პირობა, როდესაც რაგბის დაფინანსება გადაწყვიტა, თუ არ იცი. ფეხბურთსაც იგივე შესთავაზა, მაგრამ, არ ინებეს, რამდენაც ვიცი. ნეპოტიზმი კიდევ რას ნიშნავს თქვენი აზრით - უკეთესი მოთამაშეები გვყავს და არ შეყავთ ნაკრებში, მერწმუნე, რაგბში ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელია.

• ქართველი

ძალიან მაინტერესებს ვინ რას იტყვის მთელი ერი გელოდებათ აბა რა გამართლებას მოუძებნით სირცხვილია უბრალოდ. მაისაშვილი წადი და რაგბს ტელევიზორშიც აღარ უყურო

• ზ.მ. ლონდონიდან

რაგბი და სოციალური ყოფა ,და ყველაფერი სხვაც, რამ გაჰყო?არაფერმა,ცხოვრება ჰქვია,ყველცერს, ჯამში ერთად აღებულს,და სიცოცხლის დონის,ცხოვრების წესის,სოციალური ყოფის,თავის უფლების სიმაღლის ,ეროვნული განსწავლულობის,ჭკუის მაჩვენებელია.კომენტარებში წავიკითხე,კარგს რატომ ვერ ხედავთო,ამავე პორტუგალიასაც რამდერჯერ მოუგეს ბიჭებმაო,უელსი,იტალიაც დაგვიმარცხებიაო,ამგვარი კვეხნაა არის ? ჩვენი დონე პროფესიონალიზმისა?,თქვე "ენაწყლიანო პატრიოტებო",უმაღლესი მაჩვენებლების,შედეგის დადების მწვერვალი,თუ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა არა?მაშ რაღა ჯანდაბაა,რაღაცის დონის ქონა,ანაზღაურებად საქმეში,ხალხის გადასახადების აღებით,მის კისერზე ჯდომა?და ეხლა უმთავრესსზე! დროულად მთქმელს,გამგონიო,როდიდან იძახის ჭკვინი ქართველი ხალხი:აქ და აქ წავიბორძკეთ,შესაცვლელია ეს ა ეს,ყველფერიო ,ხან პოლიტიკაში,ხან სპორტში,ხან ეკონომიკაში,ხან კულტურაში....აბა ყურის დამგდები?თევზი ხომ თავიდან ყროლდება,მაგრამ ვერ ვართ თავის უფალნი,სამშობლოს პატრიოტები,მომავალი თაობების ქართულად ამღზრდელები,თუმცა ყველამ იცის,რომ სიტყვას არ დაეჯერება,მხოლოდ ალლად მამა პაპურდ ქართულად კეთებულ,ქართულ საქმეს ,მხოლოდ, და თუ ,აწიც არ "შევიბერტყავთ ყურს" ,თუნდაც ამ რაგბის მაგალითიდან დაწყებულით,გაგვსრესენ,გაგვაქრობენ, საქრთველოს არაკეთილის მსურველნი..... სამიათას წელზე მეტი გვიცხოვრია როგორც ერსა....რამ დაგვავიწყა ეს დალოცვლი სიტყვები,სხვათა მომნობაში ?,ფულის სიხარბეში ყოფნამ?თუ ყველაფერმა ერთად საძაგლობამ ნებისმიერ ადამიანში რომ "იბუდებს", ისივე გაუნათლებლობისა მიზეზით,"უფსკრულის პირს "მისულებს"-.წაგებებს ვინ ჩივის,გადავიჩეხებით...

• Zviads

პირველ ტაიმში უნდა მოგვემთავრებინა, მგონია ყველაფერი სწორად იყო დაგეგმილი, უბრალოდ ვერ შესრულდა, ერთი ნინიაშვილს და ერთიც ჯალაღონიას პასი ტაბუცაძისკენ რომ გაეკეთებინათ მორჩენილი იყო ბაზარი.. იდეაში პორტუგალიამ ის გვეთამაშა რაც ჩვენ უნდა ვითამაშოთ ფიჯისთან, სამწუხაროდ გამოუვიდა...

• S.K.K.

მეორე ტაიმს მწვრთნელები იგებენ. ხოდა მოუგო ჭკვიანმა და "სიმპატიურმა" ფრანგმა ჩვენ "გიგანტს"!!! საერთოდ სანამ ქართულ სპორტში მწვრთნელებზე ეკონომია იქნება, ძნელად თუ რამე შეიცვლება უკეთესობისკენ. დადეთ

• კონსერვატორი

ჩემი დაკვირვება ვთქვი თორე მე რა. ისე გიქნიათ ღარიბაშვილის თვალები გამოგიცხადებიათ იბერიულ-კავკასიური რასის ნიმუშად:)))

• ელიასი

ყველაფერში ჩავისვარეთ, გარდა დიდებული ბატონ დომკრატისა, თუმვა მგონი პირველად მოხდა, რომ მან ბოლო ცდა ვერ აქაჩა. კალათბურთელებისა და ფეხბურთელებისგან განსხვავებით, რომელთა იმედი მხოლოდ ბრიყვებს, გატუზოს ძმაკაცს და მადამ წულუს ჰქონდა, რაგბისტების მცირედი იმედი მეც მქონდა. არ მგონია, რომ ეს ვარაუდი სულმთლად უსაფუძვლო იყო, თუმცა აქ მეც ჩავისვარე. ახლა ყველანი ჩასვრილები ვართ (ვინც შეურყვნელად მიიჩნევს საკუთარ თავს, ღმერთმა ხელი გაუმართოს). ფიჯელი დევები, ალბათ, გადაგვივლიან და კრასნოდარის კრაის მიგვასრისავენ, ჩასვრილების ადგილი ხომ მხოლოდ იმ ვეებერთელა სუპერმყრალ ჭაობშია. წადით კი არა და წაეთრიეთ!!!

• Რაგბის ფანი

შარიქაძე ოქრო ბიჭია, ყოველმხრივ კარგი. მაგრამ კაპიტანი უნდა იყოს მგელი მოტივატორი, ფსიქოლოგიურად რთულ მომენტებში გუნდს ლომივით უნდა შეუძახოს.

• Rezo

მაისაშვილი უნდა გადადგეს ახლავე და უპირობოდ!

• პორტუგალიელი

მაგრად გადაგვირჩით !!!

• ბს

ადამიან-ოო აქ წაგება მოგებაზე არ არი ლაპარაკი, რა იყო ეს? ეს იყო სირცხვილი და თავის მოჭრა! ზამთარაძე რატომ თამაშობს ნაკრებში საერთოდ? შვილო შეგრცხვეს უნდა! არ ვიცი შემდეგი თამაშები რა იქნება მაგრამ აქ რომ ჩამოხვალთ თვალებში როგორ უნდა გვიყურეთ ბიჭო!

• Rezo

არასდროს არ ყოფილა მაისასვილი კარგი მწვრთნელუ!!!!!! იტალიასთან უნდა მოგვეგო ყველა შემთხვევასი და უბანძეს უელსთან ყარაულის თოფივით რო გაგვივარდა, იმიტო რო ყველაფერი საჩვენოდ დსჯდა- მორატორიუმი განოვაცხადე. ამ თამაშს გსმარტლება აქ? მაგრამ ეს დიდი ხანია ჩანს და თქვენნაირი ამართლებდით. ლამის თამაში დამალაო! პ.ს. არ ვილაპარაკოთ თუ გინდა კადრებზე, ვინ წაიყვანა, ვინ არა. რომელ კომპონენტში ვაჯობეთ " 6 ერის მკვიდრ" პორტუგალუას?

• გულშემატკივარი

მარტო მეორე ტაიმი იყო კატასტროფა?

• Ვახტანგ კაპანაძე

ნაცებს აღარ ვაბრალებთ?!ვაზელინის ქვეყანა. ინტერნეტ ლომებით

• ქორ-პარიკმახერი

,,მწერალნი სხვისი ისტორიისა " ახლა რაგბშიც ვისწავლეთ საკუთარი ქვეყნის თავს დაფის დასხმის სანაცვლოდ სხვისი დახმარება. აგერ პორტუგალიას დავეხმარეთ, რომ პირველად არ წაეგო მსოფლიოზე, რას გავდა ბიჭებო თქვენი თამაში? სხვანაირ კაცებად და ჯიგრებად მიგვაჩნიხართ მთელ ქვეყანას, წაგებით აქამდეც წაგვიგია, მარა ასე უსუსურად არ უთამაშია რაგბი საქართველოს. თვალებში როგორ უნდა უყუროთ თქვენ ახლობლებს და გულშემატკივარს? შარიქაძე, კაპიტანო! რა ხდება გუნდში? რატო არ აფეთქდი და გადაირიე მოედანზე ნახევარი გუნდი რომჩასვოიდი დააბოტებდა მოედანზე ?მაისაშვილო, მაგარ კაცად გცნობთ და ჭკვიან მწვრთნელად, მაგრამ რა ქენით ეს დღეს? ბევრი მოშურნე გყავს და არ მინდა გაიხარონ, მაგრამ რაც თქვენმა გუნდმა დღეს გააკეთა ამის გამო უნდა შეგრცხვეს და წახვიდე. და ვინც დღეს გიღალატა და მოედანზე ჩაი..ვა იმათაც უნდა შერცხვეთ რომ მათ გამო თქვენ მიდიხართ. პასუხისმგებლობის თავზე აღება უნდა ისწავლოს ყველამ ამ ქვეყანაში. ფედერაციაზე არაფერს ვამბობ, აზრი არა აქვს, მად ხალხის წინაშე არ გრძნობენ თავს პასუხისმგებლად და მეტს არაფერს ვიტყვი, მაგათი კაიკაცობა მაშინ გამოჩნდა ქართული ტრადიციული შინდისფერი კვართი რომ გახადეს ნაკრებს. რაგბისტების სიტყვას ველოდები, ნაკრების წევრების, რომ დავიწყო რგოლების მიხედვით ვინ სად ჩაისვარა ძალიან ბევრი გამოვა და ისედაც ყველამ თავი ჩაღუნთ და ბოდიში მოიხადეთ, რა ქენით დღეს ბიჭო? რა იყო ეს!

• კონსერვატორი

ჰაბანა მაგარია ანუ აფრიკელი. აფრიკული რაგბი სად გინახია? მალკოლმ მარქსმა და დუ ტოიმ მოგიკითხეს

• მაისაშვილს

მიყევი რუსულ გემს! თავმოყვარეობა საერთოდ არ გაქვს?

• კახას

აქ მოგება და წაგებაზე არაა საქმე. აბ ბიჭებზეც არაფერი მაქვს სასაყვედურო. რაც შეძლეს გააკეთეს. პრობლემა არის საერთო ტენდენცია. მონური ფსიქოლოგია. მხოლოდ კუჭზე ფიქრი და თავმოყვარეობაზე უარის თქმა

• ვასო

კვარა რა შუაშია

• ვაი ჩვენს პატრონს

რაც მთავრობაა იმისანა არის ყველაფერი, მათ შორის სპორტიც

• las-ს

მოსაზრებაში ,რომ მონა ბატონს ვერ აჯობებს ,გეთანხმებით,მაგრამ იმაში რასაც შენ გულისხმობ არა.მონები კი ვართ მაგრამ არა ჩრდილოეთის არამედ დასავლეთის.იმედი არ მაქვს ,რომ შენ ოდესმე მაგას მიხვდები.ჩვენი სპორტსმენები კი ამ უთანასწორო პაექრობებში მიღწეული შედეგებით,ნამდვილად იმსახურებენ დიდ პატივისცემას და სიყვარულს ქართველი ხალხისგან.თუკი რაიმე ხარვეზია [ეჭვსგარეშეა რომ არის]ის ხომ იმ თავსმოხვეული სისტემის ბრალია რაც ჩვენს ცხოვრებაშია დანერგილ-გაბატონებული.ერი განახევრებულია,ახალგაზრდობა გაქცეულ-დაქცეული ,გარდაცვლილების რაოდენობა სჭარბობს დაბადებულებისას და წარმატებებს რის საფუძველზე ვითხოვთ?

• ალექს

პორტუგალიასთან იმის მერეც კინაღამ ფრედ დავასრულეთ შეხვედრა,ბოლო წუთზე მოვიგეთ ფაქტიურად. მაგრამ განსხვავება კოლოსალურია. იქ თავიდანვე დიდად არ წაგვივიდა თამაში, შეცდომები, ხარვეზები და ამის ფონზე ახერხებდა პორტუგალია თამაშში დარჩენას. დღეს მეორე ტაიმში ვიხილეთ ერთადერთი გუნდი სრული დომინაციით, ესაა კოშმარი. არცერთ ტიერ2 გუნდთან მსგავსი რამ არასდროს არ მომხდარა. თითქოს ტიერ3 ვიყავით ჩვენ. ამაზე მეტად გამაოგნებელი და აუხსნელია ამხელა სხვაობები ტაიმებს შორის,რაც უკვე ჩვევად იქცა გუნდისთვის. გუნდს რომ დიდი პოტენციალი აქვს მაგიტომ ვართ ყველა ასე დაშოკილი თორემ ნამიბია ან რუმინეთი რომ ვიყოთ კი გვეცოდინებოდა ჩვენი ადგილი. ეს თამაში იყო ყველაზე დიდი სილის გაწვნა რაც კი ოდესმე ვინმეს უქნია ჩვენთვის.

• David

კახა, გატყობთ კმაყოფილი ხართ დღევანდელი თამაშით. რა ხდება ფედერაციაში და მის საახლობლოში, კარგად მოეწყვეთ?

• კონსერვატორს

დაბოლილი ხარ?

• David

კი, აბა რაა განსაკუთრებით ფიჯი გადაგვახევს ბურთს. არა ქართული რაგბი დღეს ჯანსაღი ორგანიზმი და ამიტომ არ გვაქვს შედეგი

• 912

ჰაბანამ მოგიკითხა

• David

აბუ არა აბუს მეზობელი ვარ. სიმართლე ძალიან ეკლიანია, ამიტომ გაქვთ რეაქცია

• მაშ

შემდეგი ჩემპიონატისთვის ფიჯის ნაკრებს 15 ნომერზე აუყავანია ქერა, ტონგას 10 ნომერზე აუყვანია ცისფერთვალება, ხოლო სამოას ჰუკერი აყავს ქერა. სამივე გუნდს თურმე ეყოლება ჟარალი და წითური მწვრთნე;ები 9აუცილებლად წორფლით) მაშ

კარგით რა, ხალხო, 3 წლის წინ რომ პორტუგალიასთან ფრედ დავამთავრეთ, იმის შემდეგ იტალიას და უელსს მოვუგეთ. მომავალშიც იქნება რაღაც. ბოლო ბოლო 20 წლამდელებს შეხედეთ.

დისლაიქი შემთხვევით დავსვი. ბიჭები მამდვილად არაფერ შუაშინარიან - მწვრთნელის პრობლემაა დიდი ხანია

• Არდილესს

მარტო შენ ხარ ეგეთი მზე თუ კიდე გყავს გვერდით .ბრძოლა არაა შენი ჯიშის და მოდგმის საქმე და არც ქართველი ხარ მენტალობით ჩმოტი ხარ..

• კახა

ტენდენციური და არაადექვატური კომენტარია იმ უტყუარი ფაქტების გათვალისწინებით, რომ უამრავი მოგება გვაქვს ბოლო ხანებში უძლიერეს გუნდებთან, პორტუგალიასთან, ხომ,საერთოდ.

ჯერ არ ჩავრჩენილვართ, შანსი კიდევ არსებობს. მგონია რომ ფიჯის მაინც მოვუგებთ!მესამეც კარგი შედეგია.

• გიორგი

ყველაფერი სიმბოლური იმის, რაც ქვეყანაში ხდება. ის, რატომაც ვაგებთ კალათბურთში, ფეხბურთში და ეხლა (მოულოდნელად?!) რაგბშიც. იუთუბზე არის ძალიან საინტერესო ქართული “სარაგბო პოდკასტი”. მალე გაირჩევა ეს თამაშიც და … არ ვიცი?! ესე უჯიგროდ მითამაშე საქართველის ნაკრები, ასეთი უსუსური. ორი კვირა ჰქონდათ მოსამზადებლად და აი შედეგიც. იქნებ ისწავლის ამ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს ხალხმა პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება

• კონსერვატორი

თეთრი მორაგბეები გვინდა და არა შავგვრემანი.შავგვრემანები მხოლოდ კუნძულელები თამაშობენ. რაგბი კელტური სპორტია. იტალიელები სულელები კი არ არიან სულ ჩრდილო იტალიელები ყავთ აბა სიცილიელი ან კამპანიელი მორაგბე ვის გაუგონია . ეს არაა რასიზმი

• კახა

როშვა, რაგბის ფენომენის სრული უცოდინარობა.

• ადამიანი

აბუ შენა ხარ?

• ვოოტ

მელიქიძეს პრინციპულად არ სურს ნაკრებში თამაში, კლუბში უფრთხილდება ადგილს... თუ ვცდები, შენზე ჩახედულმა შემისწოროს...

• 1111

პირველი მსოფლიო ჩემპიონატის მერე პირველად ერთ თამმაშაც ვერ ვიგებთ. უელსის და ფიჯის მომგებები მითუმეტეს არ ვართ

• კ.მარქსი ფ.ენგელსი

ტიპი მაოხრებელი გზირია :D

• hmmmm

ვკითხულობ კომენტარებს და მგონია, რომ ვჩქარობთ მეგობრებო. ვაცალოთ, ჯერ ხომ ყველა შესაძლებლობა არ მისცემიათ და ყველაფერი ხომ ვერ მოასწრეს, რომ გამოავლინონ და სრულად დავინახოთ ის რაც არის. დავიცადოთ ფიჯი და უელსია წინ, აი დამთავრდება ეს თამაშებიც და სრულად გამოვლინდება ჩვეი ამბავი. მერე ერთიანად შევაფსოთ. ცოტაცა, ცოტაცა და აი მერე ნახეთ.....ჯერ ადრეა მთელი ბუკეტი წინ არის...

• Lobotka

აი ჩასაფრებულების კარნავალია რა და კიდე კვარას სექტანტები იტყვით ამ ბიჭის ჯინი გაქვთო. იტალიას და უელსს რომ მოვუგეთ მაშინ კაი მწვრთნელი იყო მაისაშვილი და კაი მორაგბეები ბიჭები და ეხლა გახდნენ ცუდები დღეეს? მაისაშვილი მაშინაც ნული იყო და ახლაც ნულია,მაგრამ ბიჭებს თავი დაანებეთ. ხდება ასე ხანდახან. ძაან მაინტერესებს ეს ორი კვირა რაში ემზადებოდნენ ან შესვენებაზე რა უთხრა ესეთი გაჩერდითო? გულშემატკივრობა არაა რომ იგებს გუნდი და გიხარია და რომ აგებს და აგინებ.ეგ რა სიყვარულია?რეალურად ამ თამაშის მოგება შეგვეძლო მხოლოდ და ისისც წავაგეთ!დიახ ეს წაგებააა აბა რა არის.მაგარი დასანანია ძაან.ყველაფერს ველოდი ამის გარდა რა..

• ავთო

მომწყინდა ლუზერად ყოფნა.. ფეხბურთი ცალკე რაგბშიც ამხელა დეგრადაცია განვიცადეთ !! არაფერს აღარ უნდა ვუქომაგო თორე გული ვეღარ გაუძლებს ამდნეს :((

• გუსანი

სრულუ ფიასკო, საპნის ბუშტივით გასკდა მოჩვენებითი ვითომ პროგრესი, მომენტების ანალიზს აზრი ეკარგება, თუგინდ ბოლო მომენტი გაანალიზეთ, ასეთ მომენტში როგორი უსუსური და უნიათო უნდა იყო რომ ბურთი დაკარგო, ეს სახასიათოც იყო, აღარც მინდოდა ამ თამაშის მოჩვენებითი გადარჩენა, იმიტომ რომ სტაფი და ბიჭები თავის მართლებას დაიწყებდნენ... ყველაფერს თავისი ობიექტური შეფასება ჭირდება, 6 ერიო ზოგიერთ ურა პატრიოტს რომ უნდოდა და ილანძღებოდა, დაეშვით მიწაზე? ერს ის ღუპავს, მიტივაცია კარგია მაგრამ ზედმეტი გადაფასება გაკიტრებს... გაიგეთ, სტაფი ამ უნითო, უსუსური თამაშის გამო დასათხოვია, ანგარიშ თავი რომ დაანებო, ვთქვად მოგვეგო კიდეც, თამაშში ხომ გამოჩნდა უნიათობა, მოთამაშეების კონცენტრაციის დაბალი დონე, ვისაც არ გჯერათ ცალკეული მომენტები გადახვიეთ და ცოტა გულისყურით გაანალიზეთ, შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ აპრიორი როცა გაუმართლებელ გადაწყვეტილებას იღებ და ბურთს კარგავ ეს უკვე პროფესიულ უნიათობაზე მეტყველებს....

• არდილეს

რაგბზე არ დავწერ. ომი არ გინდათ მოქილიკეებს ვკითხავ: თქვენ და თქვენი შვილები წახვალთ? ნაღდად?

• საქართველოსთვის

იმიტომ კიარ მეშლება ნერვები რომ ვერ მოვიგეთ ( რათქმაუნდა ამაზეც მეშლება მაგრამ) არამედ იმაზე რომ უჯიგროდ ითამაშეს. ჰიმნებზე ეტყობოდა ვის უნდოდა მოგება და ვის არა. პორტუგალიამ როგორ უნდა გაჯობოს სულისკვეთებით?? ვის ჰკადრებთ ბიჭებო ამ თამაშს?? თავში ხოარაგივარდათ რაღაც რაღაცეები აბა კარგად დაფიქრდით. მაისაშვილი მსოფლიოს მერე უნდა წავიდეს 100% მაგრამ დღეს მარტო მაისაშვილში არიყო პრობლემა, ქვეყნისთვის თავი არ გაწირეთ მოედანზე,ძალიან საწყენია

• ვალერი

მე არ ვიცი რა ასაკის ხალხი წერს კომენტარევს, არ ვიცი,რომელი ასაკობრივი კატეგორის ხაკხი კითხულობს ამ სპორტულ რესურსს, ერთს კი ვიტყვი - ჭაბუჯური ემოციებისგან ნამეტანი შორს ვარ - 6 ერი არა ყ....ი. ჩვენ გვაქვს ჩვენი ნიში, არ ვართ მთლად აუტსაიდერები , მარა , ახლა , ირლანდია ინგლისები საფრანგეთები ეს და ის - არაა ჩვენი დონე. ტუტუცის გარდა არავინ უარჰყოფს. კაი საშუალოზე ოდნავ დაბალი ნაკრები გვყავს..

• David

ვინც არ იცის ვეტყვი რომ საკმაოდ მსუყე ფინანსური სარგებელი აქვთ ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს. ტონგას რომ მოვუგეთ იმ წელს 45 000 ები გადაუხადეს ჩვენი ნაკრების მორაგბეებს და სულაც არ მიკვირს რომ ნეპოტიზმი ჰყვავის ქართულ რაგბიში, ეს ეხება შიდა ჩემპიონატსაც. ზოგადად სადაც დიდი ფულია იქ მადაც ჭამაში მოდის...

• KOSTAKURTA

საშინლად ითამაშეს!განსაკუთრებით მე-2 ტაიმი, სადაც მწვრთნელმა ტაქტიკურად ვერაფერი ვერ შეცვალა.პორტუგალიელებმა გვაჯობეს სისწრაფით, მოქნილობითა და დისციპლინით. ჩვენი 3-4 რაგბისტის გარდა, დანარჩენები ისე დარბიან გეგონებათ ფეხებზე 10 კილოიანი ქვები ჰკიდიათ თქო.

• სსს

ვინც აქ აკომენტარებთ წლების წინ როცა ნაკრებს უკეთესი შედეგები ქონდა ნაკრებს აგინებდით იმიტომ რომ შერკინებას თითქმის ყველას ვუგებდით და მიგაჩნდათ რომ შერკინება რაგბის ნაწილი არ იყო. ინგლისმა ჩვენთან ერთობლივი ვარჯიშებიც კი დაგეგმა რომ შერკინებაში ერთად ევარჯიშათ. ყველა ერს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარე ამიტომ უნდა ეცადო შენი ძლიერი კიდევ უფრო გააძლიერო და სუსტზე იმუშაო.

• Las

ერს რომელსაც ოკუპანტი და ტერიტორიის წამრთმევი მეგობარი და ბაბაია გონია ის კაცურ დაპირისპირებაში ვერაფერს მოიგებს. როდის იყო მონა გმირებს ამარცხებდა

• TanoLife

მთელმა მსოფლიომ ისიამოვნა ამ თამაშით და დრამატიზმით, განსაკუთრებით ბოლო წუთების ტრილერით - სადაც წაგებულ გუნდს შეეძლო მოეგო და მოგებულ გუნდს შეეძლო წაეგო. ჩვენ კი ნერვები დაგვაწყდა, ინფარქტამდე ერთი-ორი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი. ასე არ შეიძლება…

• ლევანი

სირცხვილი! აი, რა არის სახელი იმის, რაც ჩვენმა გუნდმა ქნა. ზუსტად ეს იცის, ხამობამ, ნეპოტიზმმა. ფული ბაბაია, ფული, რატომ წაეღო ის ფული ვიღაც სხვა ქვეყნიდან მოსულ მწვრთნელს, ჩვენ გავინაწილოთ ძმაააო. ჰოდა, ააა შედეგი, მერე რაა რო, წინ ხომ მივდივართ არაა? ეეეეეჰ...

• 1964 ავთო

აბჟანდაძე და ჩაჩანიძე ნაკრებისთვის ფიზიკურად სუსტები არიან.მელიქიძე ბურჯებს შორის უძლიერესია და ნაკრებში არ იწვევენ!ამიტომაც კატასტროფის პირისპირ დავდექით!!!

• დააT

რაგბიში დაპატენტებული ტყუილი ყველა წაგებაზე - "ბიჭებმა ყველაფერი დადეს" ამ თამაშზე არ მიდის? თუ მხოლოდ წაგებაზე ვრცელდება? ყველა სპორტში მათ შორის "ბიჭებმა ყველაფერი დადეში"-ც მეორე ტაიმი არის მწვრთნელის დამსახურება

• დოდოს

ყველაფერი თუ არ გასვარეთ პოლიტიკით, ისე როგორ შეიძლება??? პატრონმა დაგავალა ამის დაწერა??? რამდენი გადაგიხადა???

• ალექს

უკვე მესამე კომენტარს ვწერ.. შოკი მაქვს.. უბრალოდ ვერ ვიჯერებ ასე გატეხილ და დაჩოქილ ნაკრებს პორტუგალიასთან. საქართველოს ნაკრებმა წააგო ფსიქოლოგიურად, წააგო მოტივაციით, წააგო თავდადებაში, წააგო სამშობლოს სიყვარულში, წააგო განწყობით და სულისკვეთებით. ეს ფრე უბრალოდ ანგარიშია, ჩვენ დღეს დაგვაჩოქეს! ბიჭებო!! მოიკრიბეთ ყველაფერი და ფიჯისთან და უელსთან საქართველო ფეხზე წამოაყენეთ და ღირსება დაუბრუნეთ!!!

• rugby

თამაშამდე წაგებული თამაშია, ფსიქოლოგიურად დაჟანგულები გამოვიდნენ. საერთოდ ვერ დარბიამ და აუტის ჩაწოდება დღემდე ვერ ისწავლეს. იმედი გვქონდა პირველად ჯგუფიდან გავიდოდით, ჩვენ კი ჯგუფში ჩავჩით, მეტად სამწუხაროა

• David

ყოველთვის ასე იყო, პორტუგალია ყოველთვის სწრაფი იყო ჩვენ კი შერკინებაში სულ ვჯაბნიდით და რადგანაც ეს უპირატესობაც დავკარგეთ ამან გამოიწვია ეს შედეგი

• Irakli

ყველაფერი დაიწერა უკვე კომენტარებში და რა დავამატო არ ვიცი, მაგრამ ისე ვარ გაცეცხლებული გაჩუმებაც არ შემიძლია. 90 იანების რაგბი გამახსენდა მეორე ტაიმში. ყველაფერში უკან როგორ მივდივართ. ერთი რაგბისღა გვქონდა იმედი და ჰააა. დარწმუნებული ვარ უკეთეს შემთხვევაში მაისაშვილს შეაწმენდენ ხელებს და მეტი პასუხისმგბლობას არავინ აიღებს. ასე გაგრძელება არ შეიძლება!

• დათო

ეტყობა გუნდი ვერ მოამზადეს სათანადოდ, არც შერკინება ვარგა, არც მოლი და არც სხვა სათამაშო კომპონენტები. შერკინებიდან ნაკრებში თამაშს იმსახურებენ მხოლოდ მამუკაშვილი და გიგაშვილი, სამწუხაროდ ნარიაშვილი დაბერდა და ვეღარ ქაჩავს, ზამთარაძე არ არის მზად სანაკრებოდ, სხვებიც არ არიან ფორმაში. ეჰ აღარ მინდა წერა, გასკდა გული….

• ჩელენჯერი

სანამ არ გააბანძა ნაკრები მანამდე დატოვეს და ახლა უკვე გვიანია 4 წლით უკან დაგვხია

• Nik

მაისაშვილო არ გრცხვენია ეს ყველაფერი?? გამოვა ახლა და დაიწყებს შეცდომები დავუშვით და გამოსწორებაზე ვიმუშავებთო, აქამდე რო არ გიმუშავიათ და კარასტროფულ შედეგზე ვართ ახლა რის გამკეთებლები ხართ მთელი სამწვრთნელო შტაბი, ყველაზე ცუდი და სამარცხვინო შედეგით დავამთავრებთ ამ მსოფლიოს და ყველაზე დიდი წვლილი მაისაშვილს და მთლიანად რაგბის კავშირს მიუძღვის ამაში

• გიო

მეორე ტაიმი ცუდად ვითამაშეთ მაგრად გადავჩით , ფრე ბევრს არაფერს ცვლის იმიდია შეცდომებს გამოასწორებენ ფიჯის და უელს მოუგებთ არაუშავს ბიჭებო საქრთველო წინ!!!

• David

ნინიაშვილმა უნდა გააცნობიეროს რომ ეს მისი კლუბი არაა და საქართველოს ნაკრებია, ვგულისხმობ იმას რომ მის სისწრაფეს ვერ ჰყვებიან დანარჩენები და ბურთის წაღების შემდეგ მარტო რჩება, არავინაა ახლოს რომ ბურთი დაიცვას და შემდეგ სწრაფად გამოიტანოს

"ეგ+პრარაბი" - როგორ იშიფრება? :)

• გიორგი

დღესვე გააკეთოს განცხადება ფედერაციამ რომ მწვრთნელები გათავისუფლებულები არიან !რომ შემდეგი ორი თამაში ფორმალურად იქნებიან !

• irakli81

პორტუგალია ექვს ერში! თუ ასე გააგრძელეს განვითარება, პორტუგალიას მეტი შანსი ექნება ექვს ერძე მოსახვედრად, ევროკავ|შირის ქვეყანაა და ჩვენზე ბევრად განვითარებული ეკონომიკა აქვს.

• ზეზვა

რა ვერ გაიგეთ ხალხო" ეს არის ხრიკი, რომ მოვატყუოთ ფიფი, გავალაღოთ და წამოვიკიდოთ. სტრატეგია არის ჯგუფში გამარჯვება და მერე კიდევ იქითაც, რაც გამოვა. წინასწარ რატომ იშლით ნერევებს, ცოტა დაიცადეთ და ნახავთ იმ ამბლებს რას წამოვაცვამთ და მერე წითელ დრაკონებსაც მივაყოლებთ სამურზე.ამბლები რა მოუთმენლები ხართ

• David

ვინც არ იცის ვეტყვი რომ საკმაოდ მსუყე ფინანსური სარგებელი აქვთ ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს. ტონგას რომ მოვუგეთ იმ წელს 45 000 ები გადაუხადეს ჩვენი ნაკრების მორაგბეებს და სულაც არ მიკვირს რომ ნეპოტიზმი ჰყვავის ქართულ რაგბიში, ეს ეხება შიდა ჩემპიონატსაც. ზოგადად სადაც დიდი ფულია იქ მადაც ჭამაში მოდის...

• buba

დაჯდა 38 კოეფიციენტი,არ ვიცი არავის ვაბრალებ მაგრამ ამატტან როგორ

• ვულოცავ პორტუგალიას

პორტუგალიის ნაკრებს, რომელიც ნახევრად პროფესიული ნაკრებია (კბილოს ექიმიც კი ყავთ), კაცნაკლულიც იყო რაღაც პერიოდი, შეეძლო დამსახურებულად მოეგო ჩვენი 3 კვირით დასვენებული ნაკრებისთვის. დასანანია, რომ არ გაუმართლათ! აი ესაა ის, რისი დაწერის ხალისი დამრჩა ამ თამაშის მაყურებელი და შერცხვენილი. ხო, კიდევ! თანაგრძნობას და დიდ მადლობას ვუცხადებ(მხოლოდ მათ) ჩვენ სტადიონს მყოფ მხარდამჭერებს, რომლებმაც ალბათ კაი ხანია გეგმები ალაგეს, ჯავშნები აკეთეს, ხარჯი გაეიეს, რომ ჩვენი გუნდისთვის მხარი დაეჭირათ და გამარჯვებით გაეხარათ, მაგრამ მოუწიათ პორტუგალიის ნაკრების და მათი ქომაგების ზეიმის ყურება და სიმღერების მოსმენა!

• ალექს

ახლა აქ ძალიან ბევრი კომენტარი და დაიწერება,მე მეორეჯერ ვწერ უკვე. ახლა ყველა ემოციაში და შოკშია შეიძლება ითქვას. მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ ცოტა ცივი გონებით განსჯა. რეალურად პირველ ტაიმში ისეთი კოლოსალური უპირატესობა გვქონდა როგორიც პორტუგალიასთან ჩვენ კი არა არც უელსს ქონდა და არამგონია ვინმე ელოდა ამხელა უპირატესობას მაგრამ გამოვიყენეთ მიზერის მიზერი მაშინ როცა პრაქტიკულად 40 წუთი მათ ნახევარზე გავატარეთ. გუნდს ეს თამაში უნდა დაესრულებინა პირველივე ტაიმში ამ ყველაფრის გათვალისწინებით. ბონუსი რეალურად პირველივე ნახევარში უნდა აგვეღო.მერე რიცხობრივი მეტობაც ვერ გამოვიყენეთ. ამან სრულიად არია გუნდი. როცა ასეთ უპირატესობებს ვერ იყენებ ხდება ის რაც მოხდა. გუნდმა არ იცის როგორ დაასრულოს შეტევა, როგორ გააკეთოს ბოლო პასი. ამ ყველაფრის გამო მეორე ტაიმში ვნახეთ სრულიად გატეხილი საქართველოს ნაკრები მასზე რეალურად სუსტ მეტოქესთან.

• 1111

ფული ხომ არ გამაზეს ? აბა ესენი ფიჯისთან ან უელსთან ? არ ვიცი. შერკინება აღარ გვაქვს, დერეფანი ჰა და ჰა, სისწრაფე არასდროს არ გვქონია. შუა წელში რო იხოცებიან და ხუთ მეტრში ბურთს რომ კარგავენ ათჯერ თამაში რა ქვია ამას ? ან დაცვაში ბევრ ჯარიამას რომ იღებენ თავისზე სუსტ გუნდთან რა არის ეს ? ტალახაძის იმედით ვართ ხალხი მხოლოდ. ხომ არ გავაუქმოთ ყველა სპორტი ჩვენს ფულს რაში ვიხდით ფეხბურთში ან რაგბში ? ოთხი წელი ველოდებიტ ერთი თამაში რომ მოიგონ და ამასაც ვერ ახერხებენ.

• პაატა

აბა მაისაშვილის მადიდებლები დამწკრივდით და მიაფარეთ ლეღვის ფოთოლი, ეგება ვიზუალურად რომ დაინახავთ მაგით მაინც მიხვდეთ ეგ+პრარაბი ვინ არიან!!! ამდენი ფული რას მოახმარეს და რა შედეგი დადეს მაგ ჩიტებმა?! შავი ლომი არა თეთრი კვატი, ყველანაირად მოუმზადებელი ნაკრები, შემეცოდა ნინიაშვილი და კიდევ რამოდენიმე, გუნდის 70% საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ნაკრებში! მწვრთნელის ტაქტიკა 0-!!!

• გიორგი

მთელი სამწრვთნელო შტაბია დასათხოვია! წადით!

• ვანდა ჯიქია

გასაოცარი უღიმღამობა გამოვავლინეთ.

• amberგ

შესაძლოა მეჩვენება მაგრამ მორაგბეებსაც ფეხბურთელების ქედმაღლობა გადაედოთ. და არაპოლიტიკური გაგებით ქართულ სახელმწიფოს გაგება შეეყარათ თავისი ყველა მანკიერი ფორმით. დღეს მრცხვენია მათ გამო!

• Guram

ცალსახაა, რომ გუნდი თამშობს მწვრთნელის გარეშე.

• დათო

არაუშავს, დროებითააო მაისაშვილიო ბრძანა ბატონმა სვანაძემ წინა მსოფლიოს შემდეგ... თან ძმაკაცია და რაგბი პირველ რიგში კაცობას გვასწავლის... თან, შავ ლომს გვიტოვებენ შთამომავლობას და ეს ცოტა არის? მაისაშვილი წადი რა, წადი! არ ხარ შენ მაღალი დონის მწვრთნელი, არაა! არც არასდროს ყოფილხარ და არც არასდროს იქნები! წადი გთხოვ, წადი!!!

• giorgi 3

ორივე ერთნაირი კლასის გუნდია. პორტუგალია ოდნავ უფრო ლამაზად თამაშობს

• ზეზვა

რა არ მოგწონთ. ფრე საუკეთესო შედეგია,, გაბრაზდებიან, შემდეგ თამაშზე მოტივაცია გაეზრდებათ და მოვუგებთ ფიჯის ბონუსით.

• დედა რა იყო ეს ააა

იქით პორტუგალია შემეცოდა და აქეთ ჩვენების ცოდვით დავიწვი....

• სამართალი

რა მალე დაივიწყეთ გამარჯვებები, მაგრამ პოლიტიკა თუ არ გარიეთ არ შეგიძლიათ.

• ზურიკო

ეს თამაში ზედმიწევნით კარგად ასახავს ქვეყნის მდგომარეობას ყველა მიმართულებით.. ასე იცის ყველაფრის გ.ა.პ.რ.ა.ვ.ე.ბ.ა.მ

• გელა

ფრესაც კი არ იმსახურებდნენ.თამაში ხო საშინელი სანახავი იყო.ესეთი თამაშის მსგავსი რაღაც,რაც მეორე ტაიმში იყო იშვიათად მინახავს

• დოდოს

ვაი შენს უბედურ პატრონს!!!

• Ნიკოლოზი

დაუყოვნებლად დატოვონ რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელებმა თანამდებობები

• David

უბედურება ისაა რომ ყველაფერი ისევ ისე დარჩება როგორც აქამდე იყო. ფედერაციაც, მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც. ახლა იტყვიან რომ ხარვეზები გვქონდა და უნდა ვიმუშაოთ მის აღმოფხვრაზეო. გორგოძის გამკვირვებია, როგორ ჩერდება ასეთ მმართველობაში სადაც აშკარად ნეპოტიზმი ჰყვავის

• გიუშა

რაღაც ნამეტარი უგულოდ თამაშობდით ბიჭებო!რა ხდება,რამე ზემოდან ხომ არ იყო ბრძანება?!)უბრალოდ მე ასეთი უკბილო ნაკრები არასდროს მინახავს

• Nick

დაიმსხვა ის ილუზია რომ ჩვენი ნაკრები ვითარდებოდა. სუსტ გუნდებთან მოგებებნა შექმნა ეს ილუზია და აი რეალური სახეც. შემდეგი თამაშები უფრი ძლიერ მეტოქეებთან გვაქვს, სამწუხაროდ, ასეთი თამაშით გავნადგურდებით

• გიო

ესეთი თამაშით ფიჯისთან თქვენგან აგარაფერი დარჩება, ძალიან გულგატეხილი დავრჩი როგორც ყველა გულშემატკივარი, ფსიხოლოგიური მდგომარეობაც დაკარგედ შემდეგ მატჩებში, მე მგონია მწვრთნელმა წააგო პორტუგალიელთა დამრიგებელთან, დზალიან სამწუხაროა, არა და როგორ გრლოდებოდით რომ გაგვახარებდით ამ დახაბულ ცხოვრებაში, მოხდა პირიქით, უფრო დავიგრუზეთ, წარმატებები და მადლობა.

• შალვა

ბიძოს მადლობა ფედერაციაში პრარაბი როდანიშნა ! პირად მეზოვეს ჭიდაობა ან მძეოსლობა ჩააბაროს და ავშენდით

• G.LA

არაფერ წაგებას არ გადაურჩა. ეს არის სრული კატასტროფა და წაგებაზეც უარესია. სიტყვები არ მყოფნის ისე ვარ დათრგუნული. ჩემთვის ბოლო 2 წელი რაგბის წინსვლას ნიშნავდა, რადგან იტალია და უელსი დავამარცხეთ. აქ კომენტარებში ბევრი წერდნენ ბევრ მიზეზებს, რაც პირადად ჩემთვის გაუგებარი იყო. მე მიყვარს რაგბი მაგრამ ვერაფერში ვერკვევი და ვინც ერკვევოდნენ ბევრჯერ წერდნენ რომ კატასტროფა იქნებოდა მსოფლიოზე და აი ისიც. ბევრი ქოცურ მართველობაზე წერდნენ ფედარეციაზე. ჩემთვის კი წარმატება სულ ერთია ვისთან იქნებოდა. ახლა ურემი გადაბრუნდა და ძალიან ცუდ დროს. წინსცლის მაგივრად არის კატასტროფა დახამდენი ნაღვაწევის წყალდი ჩაყრა. ამაზე პასუხი უნდა აგოს მწვრთნელმა და პრეზიდენტმა. ქართული რაგბი წუმპეში აღმოჩდა სამწუხაროთ ნეპოტიზმით და გაუმაძღრობით.

• დოდო

აბა ომი გვინდა პორტუგალიასთან?!

• რონი

სამარცხვინო მაისაშვილი კიდევ ჩამოვა აქ და დაიწყებს თავის მართლებას...... რას თამაშობს ნაკრები? შერკინება ნოლი... ხელით თამაში ნოლი..... ლამაზი თამაში ნოლი.... ამაზრზენი თამაში ქონდათ.

• ანდრო

მაისაშვილი კიდევ უნდა დარჩეს ერთი 10 წლით:) წინ მასთან დიდი გამარჯვებები გველის:) ის ხომ ყველაფერში მართალია.

• rigiti

უკვე ჯგუფიდან გასვლას ვფიქრობდით ჩუმად და... დედა რა იყო ეს აააა...???

• გიორგი

ეს მოაქვს კორუფციას და ძმაკაცობას.. დედა აწვს ნატირები კაი ხამია ქართულ რაგბის. ფეხბურთის გზას დაადგა.. შეაზარეთ ხალხს ყველაფერი. ხომ შეიძლება ერთხელაც ქართველმა ერმა გაიხაროს? მაგრამ არ აძლევთ გასახარს და თუ რაიმე იმედის ნაპერწკალი ჩნდება არაპროფესიონალიზმით კლავთ ყველაფერს. თითქოს შეგნებულად აკეთებთ

• Martali

Gayiduli tamashi dasves bichebma 30 iani kushi. Testebi ro chavagdet maisashvili gaizaxoda ra goniat damushavebul kombinatiebs testebze xo ar vachvenebto. … Romel kombinaciebze laparakobda dzalian mainteresebs moshlilia gundi.

• ცოტნე

ეხლაც დაიცავით მაისიანი!!! გადაგვაყოლა ამ შავ ლომს !!! 6 ერში კიარა აგერ არსად აღარ უნდა მიიღონ!!

• 1111

მაისაშვილი არ არის იმ დონის მწვრთნელი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ათამაშოს.

• ალექს

ეს იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე შემზარავი მეორე ტაიმი. სრულიად გამაოგნებელი და აუხსნელია რამდენად განსხვავებულ ტაიმებს თამაშობს გუნდი ,ჯერ ავსტრალიასთან,მანამდე შოტლანდიასთან და ახლა ამათთან.. არ ვიცი რა დავწერო, გული მაქვს მოკლული, რა გჭირთ ბიჭებო???? სად წავიდა იტალიასთან და უელსთან ნათამაშები გუნდი??? ალოგიკურია ასეთი სხვაობა ტაიმებს შორის უკვე მერამდენედ, რა ხდება??

• ირაკლი

სირცხვილი და თავისმოჭრა! ეგრე იცის მოდუნებამ. პირველ ტაიმში იმდენად ვაჯობეთ, რომ მგონი გამარჯვება ნაადრესად ირწმუნეს. ტიერ 2-ის გუნდებთან საქართველოს ნაკრები ასეთი უსუსური მე არ მახსოვს, როგორიც დღესმეორე ტაიმში იყო.

• 123

ბიძინამ ყველა სფერო ააყვავა მათ შორის რაგბიც.

მაისაშვილო წადიიიიიიიი! 4 წელია ამას გავიძახით და მეტი რა კატასტროფამდე უნდა მივიდეთ. რაგბის კავშირის ბოსებო - თქვენც წადიიიიით! 8 წელია უკან მიგყავთ ეს სახეობა, რომელსაც თამაშის გარდა სხვა დატვირთვაც აქვს ჩვენთვის. წადიიიით!

• rable

რაგბი მეორე ტაიმია უფრო და პორტუგალიასთან მეორე ტაიმს რომ პირწმინდად წააგებ, უჩუმრა უნდა დაიხურო ქუდი და წახვიდე ნაკრების მწვრთნელობიდან.. ნინიაშვილი რომ არა სამარცხვინოდ წავაგებდით.

• ტტტ

ესეც თქვენი საამაყო რაგბი. ტფუ

• გენო

საშინელება იყო :(

• დინამოელი

რაგბი ჩვენი თამაშია !!! (საქართველოს პარლამენტი)

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო

მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]

შალვა მამუკაშვილი: მოედანზე ყველა თამაშში მხოლოდ მოსაგებად გავდივართ!

"ბორჯღალოსნები" | თოდუა მე-14-ე ტიტულს შეუტევს

რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის

ბორჯღალოსნები | პარიზული ფინალისთვის მზადება დაიწყო

ზედიზედ მეშვიდედ! - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია სრულად დაჯაბნა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]

რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია

ბორჯღალოსნები | ფინალი პარიზში – პორტუგალიასთან

"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]

"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"

ლევან მაისაშვილი: ეს რაგბია და მოსაგებად ერთი ტაიმი არ კმარა