მსოფლიო თასზე ფიჯისთან მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"განწყობა ყოველთვის საბრძოლოა, ეს არასოდეს არ დაგვკლებია. სამწუხაროა, რომ პორტუგალიასთან მეორე ტაიმში ვერ შევძელით იმის შესრულება, რაც დაგეგმილი გვქონდა. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს განწყობა არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, ფიჯის წინააღმდეგ საბრძოლო განწყობაა. ჩვენ არც ერთ თამაშზე ამის გარეშე არ გავდივართ.

მე მესმის, რთულია, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვინც მოგებას ელოდა და ახლა რამდენი მიზეზიც არ უნდა დავასახელოთ, პორტუგალიასთან ცალი ფეხით რომ ვყოფილიყავით, უნდა მოგვეგო. პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, განსაკუთრებით მე, რაც სრულად მაქვს გააზრებული. თუმცა, არაფერი არ მთავრდება, ფიჯისთან დაპირისპირებაზე ვართ კონცენტრირებული და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც მოედანზე გავა, 100%-ით მზად იქნება და ყველაფერს გაიღებს, რათა ის სახე აჩვენოს, რითაც ვამაყობთ. დიდი სურვილი მაქვს ამით იამაყოს ერმა.

რაც შეეხება ბუკას (შარიქაძე), ტრავმა აქვს, პასუხი საბოლოოდ არ მიგვიღია, კიდევ ველოდებით სპეციალისტების დასკვნას. სავარაუდოდ ტრავმა სერიოზული არაა".

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა ბორდოში 30 სექტემბერს თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.

გ.შ.
ვხსნი: უთხრეს, შეაპარეს , პორტუგალიასთან არ უნდა მოეგოთ, ამით ძალიან დიდ საქმეს გააკეთებდნენ "მათთვის"-ამა სოფლის ძლიერთათვის,ფული საიდანაც შესდით და ვინც მუსიკას უკვეთას,აი მაგათზეა ლაპარაკი, მსოფლიო რაგბის(და ზოგადად სპორტის) მაფიაზეა საუბარი... არც ფიჯის და არც უელსის მოგების ხოდზე არ ვართ და არც იმ დღეში ვართ რომ პორტუგალიასთან ფრე ვითამაშოდ , თან მსოფლიო თასზე, რაც მოხდება აგერ ნახავ ჩემო ძმაო და გაგახსენდება მერე ჩემი ახსნილი ))))) თუ არა და მითხარი შენიშვნა, პასუხისმგებლობას ავიღებ სრულად ))))
Sandro
და ლოგიკა სად არი მანდ შენი აზრით რაში აწყობდათ ძალით წაგება? თან თუ თვლი რო ეხლა საერთოდაც იმ ხოდზე არიან რო ფიჯის ან უელსს მოუგებენ . შენი ლოგიკა ახსენი
Patrioti
პასუხისმგებლობას თუ არ გაურბიხარ მაშინ მსოფლიოს შემდეგ წადი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან და შენვე მოითხოვე ძლიერი უცხოელი მწვრთნელი. შენ წადი და თეორიული ცოდნა გაიღრმავე, განვითარდი, სხვაგან მიიღე კიდევ პრაქტიკა და ვინ იცის იქნებ კიდევ მოგიწიოს მომავალში მწვრთნელობა თუ რამეს ისწავლი
გ.შ.
ძმებო სამწუხაროდ რაგბშიც შემოვიდა ჩათლახური სული, პორტუგალიასთან სამწუხაროდ ერთი ადგილის თამაშს ჰქონდა ადგილი, აშკარად მისცეს მეორე ტაიმი კი არა და 15-20 წთ ის მერე გაჩერდნენ, და სწორედაც აღნიშნა კომენტატორმა-"მეორე ტაიმი შეგნებულად არ (AR) ითამაშოოო,მძიმე საყურებელიაო", ეს მაისაშვილიც იმისთვის უნდა რომ ასეთი მზაკვრული გეგმები დაგეგმონ და შემდეგ უკვე განახორციელონ... ეხლა ერთს მოიგებენ ან ფიჯისთან , ანდაც უფრო უელსტან , რომ ბოლოსკენ გადაფარონ ეს ტრა...ის თამაში და ეგაა სულ ამათი დებილური გეგმა, და ყველაზე ამაზზრზენი საყურებელი ეს ყველაფერი კი არ არის , არამედ ის რომ , როგორი პრიმიტიული გეგმებიცც ამათ აქვთ , ისეთივე პრიმიტიული და ერთუჯრედიანები ვგონივართ ჩვენც, მაგრამ მწარედ ცდებიან ,და როცა გაიაზრებენ ამ ყველაფერს მანდრაჟში ვარდებიან .... ბუმერანგ ის ნია ენდ ჰი ვილ ქამინგ ))))))
გოგია
შევარდნაძიდან მოყოლებული, ვერაფრით გავერკვიე, რას ნიშნავს ქართულად ნათქვამი ფრაზა - პასუხისმგებლობას არ გავურბივარ.
xuta
თუ სამარცხვინოდ არ გადაგთელAთ ფიჯმა, ამასაც წარმატებად ჩაგითვლით! ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ ჩვენი რაგბი უცხოელი მწვრთვნელების ხელში, დაწყებული სორელით და დამთავრებული ჰეიგით. მოვიდა ჩვენებური და წყალში გადაყარა ამდენი ნაშენები!
Joseph
რატომღაც ფიზიკაში ძაან გვიჭირს. მივეჩვიეთ რომ ჩვენი შერკინება ის აღარ არის რაც იყო და საშუალო დონის გუნდებსაც ვეღარ ვჯაბნით, ეს დასანანია, რადგან საფრანგეთში ყველაზე მეტი პირველხაზელი გვყავს და ასე უსუსურები არიან ყველა?! სხვა საკითხია, რომ კონტაქტები და ბოჭვების ხარისხი ცუდია და ეს ფაქტია! ხაზში გვიჭირს ისევ - ფიზიკაშიც და კლასშიც. ბოლო გადაცემა, ჩათვლის მოედანში შესვლა და ვერ დამიწება, კრიტიკულ მომენტებში ბურთის ხელიდან გავარდნა, ტაქტიკური დარტყმები და სხვა. შეგრძნება არის ისეთი, რომ ამ თაობას მეტი შეუძლია. ფიჯი ძალიან დალაგებულ და ორგანიზებულ თამაშს აჩვენებს. კლასითაც და ძალითაც საკმაოდ აღგვემატება. ერთადერთი შერკინებაში ვჩაგრიდით შედარებით და ესეც აღარ გვაქვს და ჯგუფიდან გასვლის რეალურ შანსსაც თუ დავამატებთ თავს მოიკლავენ. ჩვენი მოტივაცია ნულია, რადგან შემდეგ ჩემპიონატზე ევროპიდან მაინც გავალთ (იმედია ესპანეთიც არ გადაგვივლის პორტუგალიასავით). ათეულში შესვლა კი არა იქნებ ხუთმეტეულიდან არ გავვარდეთ (არც ეს არ არის პანაცეა), ყველაზე გულსატკენია, რომ იმ თამაშს ვერ ვაჩვენებთ რაც შეგვიძლია. ფაქტია, რომ მოუმზადებლები ვართ. წარმატებები და ღვთის წყალობა ბიჭებს. ყველაზე ცუდი ის იქნება გული თუ გაუტყდათ.
ქომაგი
რაგბიც გასვარა ფულმა და ტოტალიზატორმა! ის რა უნდა მიგვეღო(მოგება) პორტუგალიასთან და არ მივიღეთ, მოგვეცემა იქ სადაც ამას არ/ვერ ვგეგმავდით(ფიჯისთან). მოვიგებთ, ოღონდ ფიჯი ბონუს ქულას აიღებს და ბოლო ტურში ბონუსით მოუგებს პორტუგალიას!
Gio
ჩილაჩავა, კარკაძე, მელიქიძე და ხარაიშვილს რომ არ წაიყვან გექნება პრობლემები შერკინებაში, აბა რა?
ჩელენჯერი
იმედია ამ ტიპს აეროპორტიდანვე გაუშვებენ. გააბანძა გუნდი.
ლევანი
რარაცაში ხომ უნდა გამოიხატოს პასუხისმგებლობა, მაგრამ სიტყვებმა მნიშვნელობა დაკარგეს, სპორტშიც, პოლიტიკაშიც სმართალშიც. სადაც გნებავთ - ყველაფერში. თუ თქვი, ეს ჯადოსნური სიტყვა - "პასუხისმგებლობა" და დაუმატე "ვგრძნობ" ან "ვიღებ", მაშინ ყველაფერი მოგვარდა და გამოსწორდა. მაშინ მარღალი ხარ და მოდავება უადგილოა - მოკლედ თავისუფლები სწრედ ამ პასუხისმგებლობისგა, . მთავარია სიტყვა წარმოთვა, და რას საქმეს/შედეგს მნიშვნელობა არ აქვს - აკეთე რაც გინდა. სიტყვის მოგებაზე დავიდა ვალდებულების გაგება.
გიორგი-ს
ცრუობ, ობივატელო, პრიმიტიულად ცილისწამებაზე გადადიხარ, მეტის თავი არ გაქვს. ვერ გასვრი რეგბისტებს, შეეშვი ჭამას.
გელა
ცალი ფეხით უნდა მოგეგოთ არა? ორი ფეხით იყავით და რა გეტაკათ.ვიდეო ჩანაწერი ნახე მეორე ტაიმის განსაკუთრებულად?რა ნამუსით ლაპარაკობ
გიორგი
ასეთი უსახური გამოსვლა მსოფლიოზე არ მახსოვს. გორგოძე უნდა გაუძღვეს რაგბს და თვითმფრინავის ტრაპიდან გასატანია გრელანდია.
გიო
არ გაურბიხარ, არა? მაშინ ეგრე იყოს: მო(ვ)იგებ(თ) ფიჯისთან? გულშემატკივარი ბოდიშს მოგიხდით და უზომოდ გავიხარებთ! ხოლო საპირისპირო შედეგის შემთხვევაში, გადადექი. აი, შემადგენლობის შერჩევისას კი უკვე არა ხარ მართალი.
ადამიანი
ეუფ???? ეხლა არ დამუწყოთო ???? აბა რა ყნდა ვქნათ- ვუნც არ გეთანხმება რუსეთუმეა
გიორგი
თავისი ნებით არ დატოვებს, კბილებით და ფრჩხილებით ებღაუჭება სკამს. ტყემალაძე ამის ნათესავია. ნეპოტიზმი სახეზეა.
გიორგი
სამწუხაროდ არ გაუშვებენ. რაგბის ფედერაცია ფეხბურთისას დაემსგავსა და ფულის მოსატეხ მანქანად ხმარობენ.
giorgi 3
ფიჯი რა თქმა უნდა კლასით ჩვენზე მაღლა დგას, მაგრამ. ერთადერთი იმის იმედი მაქვს , რომ ფიჯელები ცოტა დაუდევრები არიან და ხშირად ჰაერზე ფლანგავენ თავის უპირატესობას.გაიხსენეთ წინა მსოფლიო ჩემპიონატზე მათი ურუგვაისთან წაგებული მატჩი. ეგება ჩვენც გაგვიღიმოს ბედმა
გიორგი
პასუხისმგებლობას ვგრძნობო და რაში გამოიხატება ეს? ცარიელი სიტყვებია ხარიელუ ადამიანის ნათქვამი. კაცი რომ იყო, უნდა გადადგე და შეეშვა ქართულ რაგბს. მიეცი სხვა, ნიჭიერ ხალხს ასპარეზი.
გიორგი
გაიტანეთ ეს გრენლანდია, გაიტანეთ!
გიორგი
1000% დისლაიქებს ტყემალაძის შნირები სვამენ
კახა
როდემდე უნდა იყო თავის მართლების რეჟიმში.. არა ვართ უმადურები მადლობა რასაც მიაღწიე ხედავ რომ მომატების პოტენციალი არ გაქვს მაინდამაინც კარისკენ უნდა მივუთითოთ თუმცა მსოფლიოს შემდეგ ისედაც გაგიშვებენ
მომისმინეთ
ნაკრების მწვრთნელი უნდა იყოს 1. ზელანდიელი 2. სამხრეთ აფრიკელი 3.ავსტრალიელი 4. ინგლისელი და ა.შ მოაშორეთ ეს კაცი ნაკრებს თორე დავბრუნდით 15 წლით უკან.. არ ფამიწყოთ ეხლა იტალიას და უელსს მოვუგეთო
ტტტ
ეჰ მგონი გადაგვივლიან, იმედია ვცდები.
ა
ოცნების არ იყოს ესეც მოუშორებელი ჭირი გახდა ისინი 12 წლის წინანდელით გვაშინებენ და ეს რატო არ მიდის ნეტა?
გლახუნა
და... მოდებაძე, თაფლაძით ვაპირებთ დაცვას- გაბარიტებიანი ფიჯელების გაჩერებას(?!).ან შერკინებაში ასე სუსტად რატომ ვართ(?!),ან... ვნახოთ,ვნახოთ,იქნებ გადაირიონ მოდებაძემ, თაფლაძემ და მართლა საუკეთესო თამაში აჩვენონ(?!), გათვალისწინება- რა დროსაც დაიწყებთ ლელოების არ გამოყენებას (ჯარიმიდან-აუტი-მოლი-ლელო) და გადახვალთ ჯარიმებზე,მით ფაქტიურად ბრძოლაზე თავის არიდებას-იმ წუთიდან ავირევით... ფეხით მაკლებად,ფიჯის ბურთი არ უნდა მისცე!
პაატა
წავიდა სადღეგრძელოებიიი…”ცრემლებამდე” არ მიგვიყვანო… ზუროსის არ იყოს, 5 კაცი ვერ ათამაშა ერთ გუნდად და ამას მსოფლიოზე სრულად მოეშალა მთელი გუნდი:(

ამონარიდი - "პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, განსაკუთრებით მე, რაც სრულად მაქვს გააზრებული". მაგარი ნათქვამია. არ გაურბის განსაკუთებით თვითონ. უკაცრავად, და რაში გამოიხატა პასუხისმგებლობა? კონკრეტულად? გააზრებული პასუხისმგებლობა საქმეში როდის გადაიზარდა? და როგორ გადაიზარდა? ეგრე ყველა იტყვის - ვირებთ პასუხისმგებლობას და მიდიიი, იალაააააააა, ნარიაშვილის რა მოგეწონა პორტუგაიასთან ? მელიქიძეს რა დაუწუნე? შადრე და გოგიჩაიშვილი რატომ ამოშალე? ხბალაძეს გამოცდილება ჩამოწერე - მარქფაშიც რომ არ შეიყვანე ეს ხალხი. ფიჯის მერეც შეგვახსენე, უელსის წინ - თურმე პასუხსიმგებლობა გაქვს და არ გაურბიხარ, რომ ყველაზე განსაკუთერებულად "პასუხისმგებლობ". შედეგს ვინ ჩივის, მთავარია პასუხიმგებლობის ხმამარღლი დეკლარირება..
ბათუმელი ექსპერტი
ბატონო ლევან, ვაფასებთ თქვენს შრომას, მაგრამ მსოფლიოს შემდეგ უნდა დატოვოთ ნაკრების და შავი ლომის მთავარი მწვრთნელის პოზიცია. მაგ პოზიციებზე უნდა მოვიდეს კვალიფიციური უცხოელი მწვრთნელი და თქვენ მისი ასისტენტი უნდა გახდეთ. ეს იქნება სწორი და ვაჟკაცური ნაბიჯი. თქვენც ბევრს ისწავლით უცხოელი მწვრთნელისგან და შემდეგში სხვა ასპარეზზე გახვალთ. მოგვიანებით კი შეიძლება მაგ პოზიციებს დაუბრუნდეთ თუკი გექნებათ სხვაგან რეალური შედეგები. წარმატებები და წინსვლა თქვენ და საქართველოს ნაკრებს!
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სავსე ტრიბუნების დროა!
ირლანდიასთან თამაშის დღე გვიახლოვდება!
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრები ფიჯისთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | ფიჯის ბათუმში ვერ ვაჯობეთ
"ბორჯღალოსნები" | მეორედ ბათუმში, ამჯერად ფიჯისთან
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
"ბორჯღალოსნები" | ფიჯი საქართველოში 12 წლის შემდეგ ბრუნდება
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
ქართველ მორაგბეებს ბორდოში ზურიკო დავითაშვილი ეწვია
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფიჯის ამარცხებს