ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

საქართველო-შოტლანდიის (2:2) შემდეგ, "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, რომელიც საქართველოს ნაკრებზე პერიოდულად მოსაზრებებს გვთავაზობს, "ფეისბუქპოსტს" აქვეყნებს:

"ეს სამი ერთად მოედანზე - ხვიჩა, "ჩაკვე" და არაბიძე - დამანგრეველი ძალა იქნება"

"ამ თაობაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ არის სამი განსაკუთრებული. ესენია: ხვიჩა, "ჩაკვე" და არაბიძე.

აქედან ერთმა მოახდინა თავისი ნიჭის მსოფლიოსთვის დემონსტრირება, დანარჩენ ორს კი სხვადახვა მიზეზით ჯერ ყველაფერი არ გამოსვლია, თუმცა იმედია, გამოუვათ.

ამ საქმეში მათ გვერდში უნდა ედგეს ფედერაცია, რადგან ეს საქვეყნო საქმეა, მაგრამ ისინი ჯიბრში უდგანან.

დიდი დანაშაული იყო, რომ აქამდე სანიოლი ჩაკვეტაძეს არ ათამაშებდა. ფორმაში არ იყოო. არადა, შარშან "სლოვანში" მთელი სეზონი თამაშობდა.

ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულები, რადგან ადრე დისციპლინის პრობლემები ჰქონდა. არადა, არაბიძეს ხვიჩაზე ნაკლები ტექნიკა არ აქვს და "ჩაკვეზე" ნაკლები - მოედნის ხედვა. ბურთის დაჭერაც იცის და უზადო პასიც.

ეს სამი ერთად მოედანზე - ხვიჩა, "ჩაკვე" და არაბიძე - დამანგრეველი ძალა იქნება. ამ შანსის გაშვება დანაშაული იქნება ისტორიის წინაშე.

არ დამიწყოთ ახლა, სამივე ერთად არ შეიძლება, ბალანსი დაირღვევა, ბევრი შემტევი იქნება, "გავიდირკებით" და ა. შ. მასე მეუბნებოდით თქვენ, "ჩაკვეს" დაყენებას როცა ვითხოვდი, ხვიჩა და "ჩაკვე" ერთად არ გამოვაო, მაგრამ ახლა კი მოგწონთ.

ასე იქნება არაბიძის შემთხვევაშიც. თან, თუ "ტორპედოს" თამაშებს თვალს მიადევნებთ, აღმოაჩენთ, რომ მას ართმევაზე თამაშიც კარგად ეხერხება.

და არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ არაბიძე ახლა საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს და არა უფრო მაღალ დონეზე. არაბიძე, ხვიჩა და "ჩაკვე" ისეთი ნიჭის ფეხბურთელები არიან, სიარული თუ შეუძლიათ, უკვე ძირითადში უნდა დააყენო და არ უნდა იკითხო, სირბილი შეუძლიათ თუ არა."

• პავლე ქუთაისი

სრულიად ვეთანხმები მერაბს, იდეალურ სამეულს მივიღებთ ნაკრებში. ასე რომ არაბიძის ნახვა ვისაც არ სურს ნაკრებში ცივი წყალი დალიონ. გიო ნამდვილად იმსახურებს საქართველოს ნაკრებში თამაშს.

• გიორგი

ნამდვილად სამივე ნიჭიერია და ვისურვებდი ნაკრებში ვიხილო მათი თამაში. ფიზიკურად რამდენად გაუძლებს სათამაშო ტემპს არაბიძე ეს არის საკითხავი. ამ გახსენებაზე რაღაცნაირად ვერ მოხერხდება თამაშის მერე ფეხბურთელების სტატისტიკა დაიდოს. რამდენი ირბინნა და ა.შ. შეიძოება არის, მაგრამ სტატიებში არასდროს შემხვედრია. მეც ვემხრობი რომ მარტის თამაშების მერე გამოჩნდეს ან განაცხადში და ბიჭებთან ერთად ივარჯიშოს.

• QT

ერთსაც დავწერ ამ თემაზე და მოვრჩები. ეს ორი თამაში ასე თუ ისე უკვე მარტის პლეიოფისთვის მზადებაა, ხომ ეგრეა ? ხოდა ჩემი აზრით, არაბიძის ამ ორ თამშზე არ იქნებოდა სწორი, იმიტომ რომ, ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი ზუსტად მარტში იწყება და ძალიანაც რომ უნდოდეს ვერ იქნება სათამაშო ტონუსში, ვინაიდან ეხლა დეკემბერში რომ დასრულდება 3 თვიანი შესვენება მოუწევს, მაშინ როცა ეს ევროპაში მოთამაშეებს არ ემუქრება, მაგ დროს გახურებული სეზონია და სათამაშო ფორმაშიც არიან. ტაილანდთან შეიძლებოდა გამოძახება და სათამაშო დროის მიცემა და ასე თუ გააგრძლებეს ან უკეთეს ჩემპიონატში გადავა, მერეც აუცილებლად უნდა გამოიძახონ და ეგება საევროპო განაცხადშიც მოხვდეს.

• ვაგნერი ჯანაშია

რას გადაეკიდეთ ამ კვერკველიას!შესანიშნავად თამაშობს და ეს შოტლანდიასთან დაამტკიცა.აი,კაშია კი ნამდვილად დაბერდა.წლებს თავისი მიაქვს.ახალგაზრდა კაშია ნამდვილად გვჭირდება ვგულისხმობ შემცვლელს,მაგრამ ჯერ-ჯერობით არავინ ჩანს.ასეთი გურამ კაშია ბევრ ახალგაზრდას სჯობია.ეს რეალობაა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ.ჰორიზონტზე თითქოს მოსჩანს საბა საზონოვი,რომელიც პერსპექტიული და ნიჭიერია,მაგრამ დრო სჭირდება დასაღვინებლად.არაბიძე კი ნამდვილად იმსახურებს ნაკრებში თამაშს.ის უკვე აღარაა იმ ბავშვურ ასაკში,რომ საქმეს არასერიოზულად მიუდგეს.ყოველ შემთხვევაში შანსი აუცილებლად უნდა მიეცეს.მას მრავალი გამორჩეული თვისება აქვს.ერთ-ერთი ასეთი საჯარიმოების შესრულებაა,რომლითაც ნაკრების ფეხბურთელები ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან.

• დ

ბევრ რამეში არ ვეთანხმები, მაგრამ სადაც კვირკველიასნაირ დირკას იძახებ, იქ არაბიძეც უნდა გამოიძახო, თუ ფორმაზეა საუბარი.

• ლევან

100 % ხარ ძმა, მხოლოდ ქოცმადიდებლებს არ ესეიამოვნათ ეგ კომენტარი

• მწვრთნელი

არც ყაზახეთს და არც მოლდოვას არ ყოლია შემადგენლობაში კვარაცხელიას, მიქაუტაძის, ჩაკვეტაძის, კიტეიშვილის დონის მოთამაშეები, მაგრამ პოლონეთი თავის ლევანდოვსკიანად კი ჩატოვა ჯგუფში მოლდოვამ! ჩვენ ამ დროს ძლივს ფრეები გავუგორეთ უჰოლანდო ნორვეგიას და შოტლანდიის მეორე შემადგენლობას სახლში და უსირცხვილოდ წავაგეთ ესპანეთთან 7-1! ამაზე რას იტყვით პატივცემულო ბექა! კიდევ არ ვიცით ესპანეთში ხვალ რა შედეგს ველოდოთ! 7-2, თუ 5-3!? ხომ ვერ მეტყვით!?

• თეიმურაზ

ვეთანხმები, შანსს არ აძლევენ.

• ქართული ქომაგი

არაბიძე არი უდიდესი ტალანტი მისი დაკარგვა არ გამოყენება არის უპატივცემულობა ქართველი ხალხის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ტექნიკური მოედნის ხედვი აქვს ძალიან კარგი საოცრად ურტყამს საჯარიმოებს პრესინგის დროს ართმევაზე არის ეფექტური და მოგებაზე მომართული მიეცი შანსი ლევან კობიაშვილო . ის ნაკრებში რომ არ თამაშობს შენი გადაწყვეტილებაა არაფერ შუაშია სანიოლი მართალია დისციპლინის პრობლემა ქონდა დაისაჯა კიდეც ხომ გახსოვს ქეცბაიას გადაწყვეტილება ნაკრებიდან რომ მოგკვეთა არ იყო მართალი თემური დამტკიცე კიდეც ამიტომ მიეცი შანსი არაბიძეს და გავიხაროთ საქართველოს ნაკრების წარმატებით გვაქ შანსი დიდი ევროპაზე რომ გავიდეთ ვიცი ამ მესიჯს წაიკითხავ და როგორც ვაშკაცს ეკადრება ისეთ გადაწყვეტილებას მიღებ

• beqa

ყაზახეთს-ესპანეთი, ნორვეგია და შოტლანდია ყავდა?

• გოგა

ნაკრებს მაშინ ეშველება როცა კალაძის კლანი წავა ფეხბურთიდან, თავის ხიზანებით იაშვილებით, დვალიშვილ დაუშვილებით და კიდე ვიღაცეებით, სანიოლსაც თუ გაიყოლებენ უკეთესი. ამ გუნდს აქვს პოტენციალი შეიკრას და დიდი ფეხბურთი ითამაშოს, ის სასტავი კიდე რა დონის ფეხბურთსაც თამაშობდა იმ დონის იქით ვერ მენეჯმენტში ვერ წვდება და მაგიტომაც ვტკეპნით ერთ დონეს.

• მწვრთნელი

მოლდოვა და ყაზახეთი ინარჩუნებენ შანს, თუ გასვლაზე ყაზახეთი მოუგებს სლოვენიას ჩეხეთს მოუგებს მოლდოვა და ჩატოვებს ჯგუფში ჩეხეთს და პოლონეთს! ჩვენ კიდევ სანიოლი ვაქოთ და ვადიდოთ თავისი ხუშტურებით ფედერაციასთან ერთად! ყაზახეთმა და მოლდოვამ ჯგუფში ჩვენზე მეტი ქულებიც დააგროვეს და შანსსაც ინარჩუნებენ! მაგათ ისეთი ნიჭის არც კვარაცხელია ყავთ, არც ჩაკვეტაძე და არც არაბიძე! აი მაგალითი, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ნორმალური მთავარი მწვრთნელის ყოლას, რომელმაც იცის თავის საქმის კეთება და არ არის დილეტანტი ამ საქმეში, როგორც სანიოლია!

• კახა

მეტრეველი ანუ სოლომონ ბრძენი..

• Zura

აქ ჩვენ არ ვიდაოთ ვინ ვისი დონეა - უბრალოდ, ფაქტია, რომ არაბიძის დონის ფეხბურთელი ჩვენს ჩემპიონატში არ თამაშობს და შანსი უნდა მიეცეს.

• არდილეს

ეს სამი ერთად მოედანზე - ხვიჩა, "ჩაკვე" და არაბიძე - დამანგრეველი ძალა იქნება ამბობს მერაბ მეტრეველი. ჩვენსავით ფეხბურთის მოყვარული კაცი და არაპროფესიონალი. ვაი და ვერ დავანგრიეთ ვერავინ? ასე ერთი არაექსპერტის წინადადებაზე( უფრო სურვილზე) დაყრდნობა და სტატიის გაშანშალება?!!! თუ მთავარია ხალხის ამდენი წლის წარმატების მოლოდინის დავამთხვიოთ ფრაზები და დამშვიდებული სინდისით წავიდეთ ბუღალტერიაში ხელფასის ასაღებად! სულ ესაა ანალიტიკა? სიტვები : ჩვენ უნდა , ის ფორმაშია(არადა არ არიან ხოლმე), ეს დაგვემატება ....მგონი არასერიოზულია.. ისევე როგორც მრავალი რამ , ამ ჩვენს ქვყანაში

• დათო

გეთანხმებით ოღონდ ჩაკვეტაძეს რომ ტრამვები არ ქონოდა გაცილები დიდი იქნებოდა!!! 30 წელი ფეხბურთში ვარ და ცოტა რაღაცეები მესმის ....

• დავითი

კარგით რა ,ჯერ საქართველოს ე ლიგის ტემპი რა ვთქვი და იქაც დაძუნძულებს ეგ თქვენი არაბიძე სირბილის ნაცვლად , უყურეთ ხოლმე თამაშებს და აღარ იტყვით გამოიძახეთო, ეზარება ტიპს სირბილი ...

• Joko

ძაან დიდი პატივისცემა ყველას, მაგრამ ხვიჩასთან შედარება ძააან არასწორია, სხვაგან არის ეგ

• მათე

ყველა ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს უნდს მიეცეს თავის გამოჩენის შანსი მარა ასე დაბეჯითებით რატო ამტკიცებს ზოგი რო მაინცდამაინც არაბიძე ნაკრებში უნდა იყოს? იქ პროფესიონალები მუშაობენ და არ თვლიან მას ნაკრებისთვის მზად. მეც მაგალითად მგონია რო არაბიძეს რა უნდა ნაკრებში? ახალგაზრდა ბიჭი და წონა ვერ დაუჭერია რო ირბინოს ნორმალურად. რავი მგონი სანიოლს მაგაზე ვერავინ იტყბის რო სუბიექტურია ნაკრებში გამოძახებაზე დს თან მგონი ისე უბრალო გილშემატკივარზე მეტი ესმის ფეხბურთი და იცის გამოსაძახებელია თუ არა.

• Levani

არ გეთანხმები. ჩაკვეს მისცეს თამაშები და გამოჩნდა რომ არ იყო ფორმაში,არც ახლა არ არის-იბრუნებს ფორმას ნელ-ნელა(აბა უოტფორდის რეზერვის დონეა?) არაბიძეზეც იგივეა-ყველას გვინდა ეს ტრიო ერთად ვიხილოთ +წიტაიშვილი+კიტეიშვილი და მერე დაგვიდგეს ვისაც უნდა.

• ამატაკი

არის ამ კაცის ნათქვამში სიმართლე! ვინც ამბობს რომ სანიოლი დიდია და მის გადაწყვეტილებაში ეჭვი არ უნდა შეგვქონდეს, გაიხსენეთ ბოლოსდაბოლოს მარადონა. მასზე დიდი ნაღდად არ იყო და მისი ტრენერობა ვისაც არ მოგესწროთ გაეცანით. რაც შეეხება ნათქვამს, ჩვენ გვყავს კვარა, მაგრამ აუცილებელია ფეხბურთელი ვინც მის დონეზე მიახლოებით მაინც იაზროვნებს საჭირო დროს. ვინ,ვინ გეგულებათ ასეთად თუ არა ჩაკვე? იქნებ არის მსგავსი ფეხბურთელი,იქნებ დაასახელოთ და განვიხილოთ. მე არ მეგულება. ტალანტის და საფეხბურთო IQ- ს მხრივ პოტენციალი ამ თაობიდან ნაღდად აქვს არაბიძეს, ნუთუ ეს სადაოა და ამას ვერ ხედავთ? სწორედ ამ ბიჭებს სჭირდებათ მშობლიური ნაკრების და ჩვენი თანადგომა. იქნება და ჯერ კიდევ შეძლონ თავის მაქსიმალურად წარმოჩენა.ყოველ შემთხვევაში ნიჭით არა მგონია დავითაშვილზე ბევრად ნაკლები შეძლოს არაბიძემ. ფაქტი ის არის რომ სქოთებთან თამაში შეცვლებმა მოგვისპო. 60 წუთიო, გასაგებია მაგრამ მძლავრ მოწინააღმდეგესთან აზაროვის და კალანდაძის შეტოვება, მძალვრი შენგელია-ლოჩოშვილის მაგივრად რამდენად აღმოჩნდა ეფექტური? გოლიც ხომ მაქედან მოვიდა. იქნებ ფლანგზე გოჩო აჯობებდა, ნათამაშები აქვს მაგ ფლანგზე.ან გელაშვილს და საზონოვს რას ვერჩით? ანზორი ბევრად სჯობია ალთუნიშვილს? რატომ არ უნდა გვინდოდეს სზონოვი-გელაშვილი-ლოჩოშვილის დაცვა? იქნებ ჩაკვე კიტეს(სანამ ტრამვირებულია) ადგილას მოგვესინჯა ქოჩორაშვილთან და კვარას არაბიძე შევუწყვილოთ. დროა გაბედული გადაწყვეტილებების, იქნება და ამ თაობას შეუძლია აღადგინოს, თუ თავიდან შექმნას ქართული ფეხბურთის ხელწერა , ხომ ყველას ეს გვსურს?! ასე ნახევრადნათქვამით რამდენად გავალთ ფონს, შეკითხვები ლეგიტიმურია და უნდა მივაღწიოთ მკაფიო პასუხებს: გამოყენებულია ჩვენი ბიჭების პოტენციალი მაქსიმალურად? თუ ადგილი აქვს რბილად რომ ვთქვათ არაეფექტურ, თუ არაჯანსაღ მიდგომებსაც.

• saqartvelo

თამაშს ვესტრებოდი და ვტქვი კიდევაც. 100% ხარ ძმა

• saqartvelo

სრულად გეთანხმები 100 % ხარ

• სიმართლე

არაბიძე პირადად იაშვილის გადაწყვეტილებით არ არის ნაკრებში.სანამ იაშვილი იქნება არაბიძეს არ გამოიძახებენ ნაკრებში

• დათო

სად არ ჯდება სად ,იმ ნაკრებში სადაც სანიოლი გაიძახის რესურსი არ გვაქვს და რა ვქნაოო ?! აბა არაბიძე ვინაა მაშინ,თუ ბევრი ცაცია გვყავს ნაკრებში !!!

• დათო

ჟურნალისტები,თქვენი კითხვებით და მიწოლით გამოაძახინეთ არაბიძე ნაკრებში.

• jondo -s

ჯონდო ნაკრებში იძახებენ ფეხბურთელს რომელიც კონკრეტულ მომენტში არის მზად ... უყურე არაბიძის ბოლო 10 - 15 თამაშს და მიხვდები რო გამოსაძახებელია. არაბიძე ქინქლაძე და ეგეთი ტიპები არ მევასევა ნიჭს რო ანიავებენ მაგრამ ფორმაშია ამ ეტაპზე ჰააა მოკალი კაცი ...

• iura

ანძ@@ვ ჯაბა აზრზე მოდი შვილო არაბიძე არ უნდა იყოს და მექვაბიშვილი და კალაბდაძე უნდა იყოს დაფიქრდი ... ნაკრებში ის მოთამაშეები იკრიბებიან ვინც იმ კონკრეტულ მომენტშია სხვებზე უკეთეს ფორმაში მაგიტომაა ნაკრები ...

• zhru

თავის დროზე ახალკაცმა მანუჩარი გაუშვა გუნდიდან, არ ჯდები და ვსოო. ეხლა არაბიძის ხუშტურები აიტანე.....

• ბაჩო

გუშინ შენგელიამ რომ ვეე გაიტანა არაბიძე გაიტანდა და მაგაში ვარ 100%-იანი დარწმუნებული.

• ₾ადო

იმის ფონე რომ შუა ხაზს საშინლად უჭირს, არაბიძე მეტ-ნაკლებად მოაგვარებდა ამ პრობლემას. თუმცა, რას ერჩიან ვერ ვხვდები. რაღაცნაირად უშნო პრინციპულობა დასჩემდა სანიოლს და ფედერაციას. დავიჯერო ახლა აქაც რაღაც პირადი წყენა და კაცმაცუნობას აქვს ადგილი, ზოგიერთი სხვა ფედერაციის მსგავსად!..

• QT

ანუ იმას ვაწვებით რომ ვილი სანიოლი, ეს მსოფლისო ვიცე ჩემპიონი კაცი, ჩემპიონთა ლიგის მომგები, მრავლაგზის გერმანიის ჩემპიონი (სუყველაფერი როგორც ფეხბურთელი), დათანხმდა ჩვენს ფედერაციას მწვრთნელობაზე, რომ ჩამოსულიყო, თავისი აზრი არ ქონოდა და მათ დაკრულზე ეცეკვა, არავინ შეკითხოდა ვინ გამოეძახა და ვინ არა, ტაქტიკაც ხიზანას დაეყენებინა, ლანძღვა კი თავის თავზე მიეღო . საღოლ ძმაო ჩვენს ფედერაციას.

• უცხო

სრული სიმართლეა რატომ არ იწვევენ ვერ ვხვდები არადა დიდი ნიჭის პატრონია სად გვყვავს დასაკარგი ფეხბურთელები.

• ₾ადო

იმის ფონე რომ შუა ხაზს საშინლად უჭირს, არაბიძე მეტ-ნაკლებად მოაჰვარებდა ამ პრობლემას. თუმცა, რას ერჩიან ვერ ვხვდები რარაც უშნო პრინციპულობა დასჩემდა სანიოლს და ფედერაციას. დავიჯერო ახლა აქაც რაღაც პირადი წყენა და კაცმაცუნოას აქვს ადგილი, ზოგიერთი სხვა ფედერაციის მსგავსად!..

• ჯოკერა

გიორგა ექსპერტი ხარ ნუ იტყვი საერთოდ ფეხბურთი გესმის?ან რა თქვა გაიგე? თუ თავი ბალიშზე დასადებათ გინდა,ცუდია თუ კარგია მაგაზეა საუბარი?

• ვატა იშხნელი

გო*მებს და ქაჯ*ბს რა ესმით)) არაბიძე, მარტო თავის ნიჭის გამო უნდა იყოს, სულ ნაკრებში. ეგ, რო იცოდეთ;) დიახ,დიახ! ჩვენ, აზრზე მოსულ სასტავს)) ეგეთი იგროკები გვიყვარს. ამრევები,ცოტა გამახურებლები, მაგრამ ლიდერები და შემოქმედები. ეგეთი იყო, დიდი მიშა მესხი და ეგეთი იყო, დიეგო. გიოს, ფედერაცია აწვება, ვაის რატო ახსნევინა თურმე მისი უთამაშებლობის მიზეზი)) ეს ის ფედერაციის ხალხია, ვისაც კარიერა, ჩერეს ვიღააცების ტრუპ*ბით გაუკეთეს რუსეთში ქურდ*ბმა)) და ეხლა, მორალს უკითხავენ არაბიძეს, რომ თურმე, 20 წლის ბიჭმა როგორ გაბედა ცაიშის მიკაჩა*ება)) საქმე იცით რაშია? საქმე იმაშია რომ, სასტავს ვაისი კი არა, ფედერაცია აკეთებდა და თუ რამე არ მოგწონს, ესეიგი ჩვენს წინააღმდეგ მიდიხარ)) მანდ ვაისი, ყველას ცალ ფეხზე ეკ*და ;)

• ჟორა

მაშ არაბიძე ვერ შეძლებს ნაკრებში თამაშს? და გუშინ კალანდაძემ და მექვაბიშვილმა მაგრად ითამაშეს ნაკრებში? სწორედ კალანდაძის ბრალი იყო მეორე ბურთი ჩვენს კარში, მაგრამ ნაკრებში ათამაშეს იმიტომ, რომ იქნებ გაიყიდონ ევროპის კლუბებში და ნაკრების ხელმძღვანელობას და ფედერაციას ამ საქმიდან წილი ერგოს, ხოლო არაბიძისაგან არ ელიან ფულს და ამიტომაც, თურმე ვერ შეძლებს ნაკრების დონეზე თამაშს.

• QT

მოდი გადავხედოთ არაბიძია კარიერას, ადვილია ფლეშსქორზე წერია - შახტარი და შახტაი u21 - 4 სეზონი 12 გოლი. მერე პორტუგალია ნასიონალი 10 თამაში 0 გოლ; თურქეთი ადანასპორი 6თ. 1გ. 1პ.; ვოლგორადი 4თ. ამის მერე სამტრედია 15თ. 3გ. 1პ. და ბოლო ორი სეზონი ტორპედო 56თ. 16გ. 6პ. ბოლო 11 გოლი ამ სეზონისაა. ამ ბოლო სეზონის გამო ის ისევ უნდა მოხვდეს სკაუტებია რადარზე, თან ჯერ 25 წლისაა და ყველაფერი წინაა, მთავარია მეტი მოინდომოს, სულ ფორმაში იყო და წავიდეს ტორპედოდან უცხოეთში უკეთეს ჩემპიონატსა და გუნდში, იქაც გააგრძელოს პროგრესი და კი ბატონო ვუხმოთ ნაკრებში.

• ჯონდო

იმ ფეხბურთელზე ვლაპარაკობთ 6 წლის განმავლობაში სამ ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა და მარტო ჩვენ ბედკრულ ჩემპიონატში "ბრწყინავს"? რამე ხო არ მეშლება?

• Xisti

ნ@რევას მოეშვით წელს არაბიძის ტორპედო მე2 ეტაპზე გავიდა და მესამეზეც მაგრად იბრძოლა დასამახსოვრებელი ბევრი შექმნა. ეს ხალხი დებილი კი არაა არაბიძეს ნაკრებში რო ითხოვს, მაგის გულზე ითხოვენ თამაში ვისაც ააქვს ნანახი ისინი ითხოვენ. მაგარი მებრძოლია პირველ რიგში იმიტომ რომ მაგის დუხი ნაკრებს გადაედოს

• toxi

კაშია ვის რისი გადამნ*გრეველია კარგი რა ერთი თუ ძმა ხარ

• scout

კიდევ ერთი ფეხბურთელი გამორჩა , ზარანდია არის კვარაცხელიას და არაბიძის დონის ტალანტი. ტრამვები აფერხებს ამ ბოლო დროს მაგრამ მაგას თუ მიეხედა ნამდვილად დამანგრეველი იქნება

• მათე

შენ გეტყობა ან არაფრტი წაგიკითხავს და აზრი ვერ გამოგაწვს ნაწერიდან. რა წაიკითხე “ამდენი ხალხის” შეურაცხმყოფელი? ვის მივაყენე შეურაცყოფა? მარა ვერ წვდება ალბათ შენი გონება იმას რავ წერია. არაბიძე კიდე არაა ნაკრების ფუტბალისტი და სპორცმენისთვის მსუქანია ძაან. იქნებ ასე გაიჰო რამე.და ირბინოს რა ტორბედოში და გყავდეთ თუ ასე გევასებათ . მოკითხვით კი მე უგრო მეტად მოვიკითხავ და უფრო მეტ ხალხს ვინც შენ დაწერე …

• კოლორიტო

თუ ფიიქრობთ, რომ ეს არის ჟურნალისტი რომელიც ყველა თემაზე საუბრობს და არცერთი სფერო არ იცის! და რომ დაბალი დონის ჟურნალისტია - სინამდვილეთან ახლოს კი ხართ, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ ე სარის არგუმენტი არაბიძის მიმართ - ძალიან ცდებით. არაბიძე არის სანაკრებბო კანდიდატი და ამის უარყოფა მეტრევილის გამო, არის დიდი შეცდომა

• Jaba

არაბიძეს გაუმარჯოს ღმერთმა, მაგრამ არც მას და არც სხვა ფეხბურთელებს ეროვნულ ლიგიდან არაფერი ესაქმებათ ნაკრებში. ეს ის ფეხბურთელები არიან და სამწუხაროდ იმ დონეზე, რომ ევროშესარჩევის ერთ ეტაპს ვერ გადიან მათი გუნდები როცა კი უწევთ თამაში, უსუსტეს გუნდებთან მარცხდებიან და ვერაფერ დასამახსოვრებელს ვერ ქმნიან. აქ კი ნაკრებზეა საუბარი, სადაც მოწინააღმდეგე ფეხბურთელების კლასი ათჯერ აღემატება იმ ევროპული კლუბების მოთამაშეების დონეს. კი ბატონო, ტაილანდთან და კვიპროსთან შეიძლებოდა მათი გამოძახება და გამოცდა, სხვა დროს, სანამ არ გადავლენ უკეთესი ჩემპიონატის კლუბებში, არ უნდა გამოიძახო.

• mmm

სანიოლი შეიძლება სუსტი მწვრთნელია როგორც ტაქტიკოსი, მაგრამ ფეხბურთში მაინც ჩვენზე მეტად ერკვევა. ამას რომ კაცი იტყვის თქვენ შეაფასეთ რამდენად ერკვევა ფეხბურთში: "არაბიძეს ხვიჩაზე ნაკლები ტექნიკა არ აქვს და "ჩაკვეზე" ნაკლები - მოედნის ხედვა" (რითი დაასკვნა). თან 90 წუთი შეუძლია თამაშიო რადგან საქართველოს ჩემპიონატში თამაშობსო. ჯერ შესამოწმებელია მაღალ სისწაფეებზე ტექნიკას როგორ გამოიყენებს და როგორ გაძლებს 90 წუთი, ამიტომ შეცვლაზე შეიძლება გამოსცადო. მერაბ მეტრეველს თუ ამდენი იდეები აწუხებს დაუძახოს დევდარიანს, ჭიაბრიშვილს და სხვა სპეციალისტებს, ჯერ ისწავლოს მათგან მეტი და მერე აფრქვიოს იდეები.

• დავითი

ყოჩაღ მერაბ, ვკითხულობ ხოლმე შენს სტატიებს და გესმის ფეხბურთი. მართლაც კარგი დუეტი გამოვიდა ჩაკვე-კვარა. ყოველთვის მეიმედებოდა ჩაკვეტაძის და გუშინ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. ვუსურვებ ჯანმრთელობას ჩვენს დუეტს და გაძლერებას. გადასდებოდეთ ეს მუხტი სრულიად საქართველოს ნაკრებს. შენ პირს შაქარი მერაბ და მალე ლამაზი ტრიოს შემოქმედებამ გაგვიყვანოს ნანატრ ევრო პირველობაზე :))) ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ თანამემამულენო! წინ მრავალი გამარჯვება გველის, გვფარავდეს უფალი.

ნაგავი ხარ შე ბოღმიანო ჰეითერო.

• ვანჩოპე

კინს არ დანიშნავს ფედერაცია მწვრთნელად. ვერ იმანიპულირებენ და არ აწყობთ

• რა მაფიაა?

საყრდენ ზონაში პრობლემები რო გვაქვს ამიტო საერთოდ არავინ დავაყენოთ ცენტრში ჩამჭრელად... კაი აზრია ))))

• კოტე

დავამატებდი დაყენებულ დარტყმას! არაბიძის გოლი ვინც ნახეთ სამტრედიასთან, (ახალგაზრდული ნაკრების მეკარის კარში) ლამის შუა მოედნიდან დამეთანხმება, რომ მისი არგამოყენება დანაშაულია ერის წინაშე! არაბა ნაკრებში! ხოდა კიდე წიტაიშვილიც მინიმუმ გამოძახებულთა შორის მუდამ უნდა იყოს, თუ რამე არ აწუხებს! ოე მცონარების ხროვა ფედერაციავ თქვენ კითხვა შეიძლება გეზარებათ და იქნებ გადმოგცეთ ვინმემ!

• ნაპოლეონი

მამარდაშვილი ზედმეტია მანდ. . ლორია,სანამ შეუძლია და თუ არადა მამარდას თუნდაც საქართველოში უამრავი მეკარე სჯობს. . გამოსვლაზე წარმოუდგენლად მშიშარა,ფეხით იმენა მოგზავნილი აგენტია მოწინააღმდეგის.როცა უნდა დააწყნაროს გიჟივით შეყავს ბურთი და ათიდან 5 შემთხვევაში აუტში დანარჩენ ხუთში კი ეგრევე მოწინააღმდეგეს საგოლე შეტევას აწყებინებს. . .ამას ლაზარე კუპატაძე ტრილიონჯერ სჯობს. . . ხაზზე 90იანების მეკარეები მაგრები იყვნენ ყველა მარა ლუბოი ჩაწოდება გოლი იყო და პახოდუ ცენტრიდან უშვებდნენ. . .ესაც კატასტროფაა გამოსვლაზე და ცენტრიდან გაშვების სახადიც მოხდილი აქვს

• გიორგი

ზუსტად ამის თქმას ვაპირებდი. მხოლოდ ერთს დავამატებ - დაბალი დონის ჟურნალისტი

• imreli

მამარდაშვილი, საზონოვი, ლოჩოშვილი, აზაროვი, გოჩოლეიშვილი, კაშია, არაბიძე, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე... ყველა ნაკრებს გაანგრევენ.

• თენგო

დაცვა ნახევარდაცვა მთლიანად შესაცვლელია ჩაკვეტაძე რომ გაგყავს და ქოჩორაშვილს ტოვებ ამ გუნდით ესპანეთში რა გვინდა

• ნუგზარი

ჟურნალისტი რომელიც ყველა თემაზე საუბრობს და არცერთი სფერო არ იცის!

• Givi

ეს ტიპი ფეხბურთზე ყოველთვის 100% ბაზრობს, არაბიძე დიდი ხანია გამოსაძახებელია და იმედია მიხვდებიან რომ მიქარავენ...ისე მარჯვნივ ლობჟანიძეს რომ აწვალებდნენ აქამდე მაგას როგორღაც მიხვდნენ და მადლობა ღმერთს რომ აღარ დაუძახეს...

• Მათეს

ობიექტურობისთვის რომ გვლანძღავ ამდენ ხალხს და ფეხბურთელს რომ შეურაწყოფას აყენებ გგონია კაი ტიპობ? ადვილი მისახვედრია რომ პედერაციის ან თანამშრომელი ხარ ან მაგათიანი ამიტომ მოგიკითხავთ კეთილებს კარგებს და ასე შემდეგ..

• მწვრთნელი

ჯერ სტივ კინი უნდა დაინიშნოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად და აგრეთვე გააგრძელოს ტორპედოს გაწვრთნა და ამის შემდეგ ეგ ადამიანი შეკრიბავს მაგ შემადგენლობას და რეზულტატსაც დადებს! ტორპედო კიდევ გახდება ნაკრების საბაზისო გუნდად! სამწუხაროდ ამ ექსპერიმენს მაფიოზური ფედერაცია არ დაუშვებს! ჯერ სანიოლი უნდა გააძღოს ფულებით!

• კოტე

მართალია, სად გვყავს დასაკარგი ფეხბურთელები, მიეცი შანსი ათამაშებს და შეცვალე, ვაის ა მოიწვია ერთხელ ამხანაგურში და გოლიც გაიტანა, ახალგაზრდაა მარტის თამაშებში აუცილებლად გამოგვადგება.

• გფფ

ნაკრებში თუ არ ათამაშეს ისე არავინ წაიყვანს. მართალია მეტრეველი.

• მათე

ფედერაცია შეილება სხვა რღაცეებზე აკრიტიკო მარა ჩაკვეს რო გვერდში ედგნენ მუდამ ფედერაციაც და ნაკრები და ეს არ დაინახო დიდი უმადურობა იქნება. პირიქით ისეთ დროს იძახებდნენ და ათამაშებდნენ როცა მართლა ცუდ ფორმაში იყო და ვერაფერს ვერ აკეთებდა. და აგერ შედეგიც სახეზეა როგორ მოუმატა ბოლო დროს. ამ არაბიძეს კი რავი რამდენი პატრონი და დამცველი აღმოაჩნდა რო მოაბეზრეთ ულვე თავი ხალხს რა. ტორბედოში ჩემპიონატის თამაშებზე ძლივს დაათრევს ერთ ადგილს. ცოტა წონა მაინც დაიკლოს და ვინმე მინც დაინტერდეს მისი ნიჭით თუ ასეთი მაგარია, რას მიაკვდა ამ ტორპედოს. ყველაფერი ყველაფერი მარა სანიოლს ფეხბურთელების გამოძახებაში რაიმე მიკერძოებობას ვერ დავწამებთ…

• QT

"კვარას ხედვა, ჩაკვეს პასი", ვიეირას ჩაშლა და კასილასის ნახტომი დაავიწყდა პოსტის ავტორს. შე კაი ადამიანო, ასეთ კარგ ფორმაშია თუ არის, ჯანდაბას ვილი დაბრმავდა, სად არიან მთელი მსოფლიოს სკაუტები და გუნდები, რატომ არ გადადის თუნდაც თურქეთის ჩემპიონატში ?

• qomagi

წადი ბიძია სა გლობალურ კლიმატზე წერე. კვარას ტექნიკა და ჩაკვეს ხედვა თუ აქვს, ჩვენს ჩემპიონატზე ჯვარი აქ დაწერილი?!

• ქ. გ.

ვეთანხმები

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე

"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი

ტრავმირებული ჩაკვეტაძე მარცხენა ფეხზე ფიქსატორით, ბირმინგენში კვარაცხელიას საქომაგოდ ჩავიდა

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]

Geo Team: გიორგი არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს

კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სანიოლს თამამი ექსპერიმენტებისკენ მოუწოდებს

დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...

კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე

ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი გვაქვს, ამიტომ ხვიჩამ და სხვებმა აუცილებლად უნდა ითამაშონ!..

ჩაკვეტაძეს კლევერლი აღარ გაწვრთნის - "უოტფორდმა" ინგლისელი სპეციალისტი გაათავისუფლა

ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდი" "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხდა

კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

"შეუძლია თუ არა ამ გუნდს საბერძნეთის დამარცხება?" - რას წერს მერაბ მეტრეველი

საქართველოს ნაკრები პრობლემებს აღარ იგონებს - ის, რაც ახალია და მეტის, მსოფლიო ჩემპიონატის სურვილი

"უოტფორდმა" ისევ წააგო და მე-12 ადგილზე დაქვეითდა

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..

"რატომ არის სანიოლი გასაშვები?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

"რამდენ ხანს "გავქაჩავთ" ცუდი თამაშით?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

"ვინც ხვიჩას შეურაცხყოფას აყენებს, უნდა რცხვენოდეს" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" სახლში აუტსაიდერს ვერ მოუგო

ძალიან დიდი თანხა - რამდენი გამოიმუშავა კვარაცხელიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით

"ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას უსამართლოდ აკრიტიკებთ" - მერაბ მეტრეველმა საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა

ასე და ამიტომ თქვა უარი "არსენალმა" 2022 წელს კვარაცხელიას ტრანსფერზე - კლუბის ყოფილმა სკაუტმა ეს ამბავი მოჰყვა

არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"

ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია