"ულსან ჰიუნდაის" 27 წლის შემტევი გიორგი არაბიძე, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ზე", ლაშა დვალიშვილის გადაცემა "ჩემპიონებს" სტუმრობდა და საინტერესო თემებზე ისაუბრა:

"შეიძლებოდა უფრო დიდი ფეხბურთი მეთამაშა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული. ამის ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობდა.

ყველაზე დიდი პრობლემა ტრავმები იყო. ზოგადად, ტრავმიანი არ ვარ, მაგრამ ორი დიდხნიანი დაზიანება მქონდა, ამას მამის გარდაცვალებაც დაემატა. უფრო მენტალური პრობლემები არსებობდა, ვიდრე ფიზიკური.

ამის შემდეგ საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, ხალისი ისევ მქონოდა. ოჯახის, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების დახმარებით დაახლოებით 2.5 წელიწადში შევძელი, დავბრუნებულიყავი ისეთივე და უკეთესიც, ვიდრე მანამდე.

ჩემ კარიერაში მამაჩემის როლი დიდი იყო. არა მხოლოდ მშობელი, არამედ უახლოესი მეგობარიც დავკარგე. ამის შემდეგ პორტუგალიაში წავედი... უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი, ამის გადალახვას კი დრო სჭირდებოდა.

როცა სპორტსმენი ფსიქოლოგიურად მზად არაა და სხვა პრობლემებზე ფიქრობს, ვერ ვითარდება და წინ ვერ მიდის. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ სხვა ადამიანი გავხდი, მეტი პასუხისმგებლობა ავიღე როგორც ოჯახის, ასევე უახლოესი ადამიანების მიმართ. ამის გადალახვის შემდეგ განვლილ პერიოდს სხვანაირად შევხედე...

როცა მითხრეს, რომ ფეხბურთს 8 თვე ვერ ვითამაშებდი, ეს დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო... ტრავმამ შიშები დამიტოვა...

"ტორპედოში" კარგი პერიოდი მქონდა, მადლობა გია ცეცაესა და კახა ჩხეტიანს ნდობისთვის. როცა მენდობიან, ბოლომდე ვიხარჯები. ამ გუნდმა, "შახტართან" ერთად, ყველაზე მეტი მომცა. დონეცკურ კლუბში მირჩა ლუჩესკუს წასვლის შემდეგ შანსი ვეღარ მივიღე... არ ვარ ის ფეხბურთელი, სათადარიგოთა სკამზე ყოფნას შევეგუო.

ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, ეროვნული გუნდის მაისური მოირგოს. ქვეყნისთვის თამაშობ... ნაკრებში არმიწვევაზე ბევრს არ ვფიქრობდი, რადგან მაინც ვერაფერს ვცვლიდი და ეს სტაბილურობაში ხელს შემიშლიდა... ყველაფერი მწვრთნელის გადაწყვეტილებაა და სხვა მიზეზები არ არსებობს...

ზოგადად, უსამართლობას ვერ ვეგუები. როცა რამე არასწორად ხდება, ყოველთვის ვამბობ. სიმართლის მთქმელი ყველას არ მოსწონს და ვიღაც ფიქრობს, რომ ცუდი ხასიათი მაქვს."

არმაგედონი
დაბრუნდეს ქუთაისში ჯობია მისთვის
Porto
ძალიან კარგი მარცხენა ფეხი აქვს!! უზუსტესი და სტაბილურად გაქონდა გოლები!! თუმცა სირბილი ეზარება და არც ტაქტიკურ ნიუანსებს აქცევს ყურადღებას!! ნიჭით არავის არ ჩამოუვარდება!! თუმცა ალბათ პიკი უკვე გავლილი აქვს არადა მისი ძალიან დიდი იმედი მქონდა. მეგონა დიდ ფეხბურთს ითამაშებდა!! არაუშავს ცხოვრებაში ფეხბურთი მთავარი არ არის!! წარმატებები გიოს!!
გიო გიო
როგორ მინდა რო გამოიძახონ ნაკრებში, ვისაც ნანახი გაქვთ არაბიძეს თამაში იმათ გეკითხებით დღევანდელ ჩვენ ნაკრებიში რო ჩაჯდეს მარჯვენა ფლანგზე ხო წარმოგიდგენიათ როგორი ტრიო გვეყოლება, რავიცი იქნებ ეს ინტერვიუ იმის წინაპირობაა რო ამხანაგურებზე ვიხილებთ სიაში, თან რო დაუკვირდეთ ერთი სიტყვითაც არ გააკრიტიკა ფედერაცია ან სანიოლი, და პირიქით კარგი ურთიერთობა მაქვსო, ღმერთმა ქნას. წარმატებები ყველა ვარიანტში.
ვ.ჯ.
ამხანაგურ შეხვედრებში უნდა გამოეცადა!
tngh
სამწუხაროდ, გ. არაბიძემ იმედები ვერ... გაამართლა!!!
სიმენონი
მეორე გადამწყვეტი მომენტი არაბიძის კარიერაში იყო ევროპის ჩემპიონატზე არ წაყვანა. დარწმუნებული ვარ სანიოლს რომ შანსი მიეცა, აუცილებლად დადებითად აისახებოდა მის კარიერაზე.
ვასო
რამ შეუშალა და თავში ავარდნამ და მყრალმა ხასიათმა
გიორგი
კოტეს კი, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა მაგრამ ფეხბურთში ვერა, თუ არა, რატომ არ ჩანს კორეაში? იქ ხელი რამ ან ვინ შეუშალა? იქაც ეგრე რო გაექაჩა ეხლა სხვანაირი იქნებოდა მაგის ინტერვიუ. მაგ ბიჭს დიდი ხანი ვგულშემატკივრობდი და თვალს ვადევნებდი ვიცი რასაც ვწერ. ეს პირადი ანგარიშების სწორების საიტი არ არის, ფეხბურთის მოყვარულები თავის აზრს გამოთქვამენ და შენი საქმე არ არის ვინმეს აუკრძალო რა წეროს და რა არა და მითუმეტესს შეურაცხოფა მიაყენო. ჯერ ამ ელემენტარულ ამბავში გაერკვიე მერე იქნებ უადგილო კომენტარების წერას მოეშვა.
გიორგი
გული დამწყდა გიორგიზე, დიდი ფერხბურთი რომ ვერ ითამაშა,მაგრამ ამაზე თვითონ უნდა სწყედებოდეს გული პირველ რიგში. კარგა ხანია თვალს ვადევნებ და როგორც ვატყობ იმ ადამიანებს მიეკუთვნება წარუმატებლობის მიზეზებს რომ სულ სხვებში, უბედობაში და ასე შემდეგ ეძებენ, მაგრამ თითქმის არასდროს საკუთარ თავში. ასეთი კაცი როგორც წესი ვერ ვითარდება ვერ პიროვნულად და ვერც საქმით. ქართული ფეხბურთის მოყვარულისთვის საწყენია ასეთი საფეხბურთო ნიჭის დაკარგვა,მაგრამ თავისი საქმე თვითონ უკეთ იცის. კარგი ისაა, ნიჭიერი ბიჭები მოდიან და საქმისადმი დამოკიდებულაც განსხვაბული აქვთ წინა თაობის ფეხბურთელებისგან. წარმატება მათ დიდ ფეხბურთში!
მწარე
ლიდერობა კარგია, მაგრამ მაგარი ის არის ვინც სხვასაც აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას, ხოლო ლიდერობას იწყებს მაშინ როცა ხედავს, რომ პრომლემას გუნდი ვერ წყვიტავს და კაცი ჭირდება ვინც შეკრავს ერთად.
კაირა
ეგრე თუ წავიდა ლაპარაკი, გამოდის ქუჩის ბიჭი უფრო მაგარია ვიდრე ოქროსმედალოსანი. ქუჩის ბიჭს იმის მეათედს ვერ გაუბედავ, რასაც წესიერს აკადრებ. მაგრამ საქმეში ყველა წესიერს ეძებს.
Gruzin9
რა არ იყო გამოსაძახებელი მაშინ? თუ რა პრეტენზიები გაქ, შენთვითონ ვინა ხარ სად ხარ?
კოტე
სუსტი და ზარმაცი რომ ყოფილიყო ესე ვერ დაბრუნდებოდა როგორც ეს დაბრუნდა და ესე ვერ ივაჟკაცებდა, ისე მაგრად ათამაშდა რომ საუკეთესო იყო საქართველოში ყველას აიძულა ეღიარებინათ, მთელი ერი მაგის ნაკრებში გამოძახებას მოითხოვდა. ეგ ვაჟკაცობა იყო, ნამდვილად ივაჟკაცა არაბამ გაიღვიძა აზზრზე მოვიდა და ხალხის დიდი პატივისცემა მოიპოვა. ზოგიერთი შ.ნნაირების გამოკლებით. ვიღაცას რომ ეუბნები 'ვაიმე სუსტი ხარ მენტალურად და ფსიქოლოგიურად... ' არადა პირისპირ ვერ გაუბედავ მაგას რადგან იცი რომ შენზე ძლიერია და გეშინია გაგანადგურებს მართლა მენტალურად, ეგ ისეთ ვინმეზე უნდა თქვა ვისაც გაუქაჩავ შენზე სუსტი როა, როგორც მგელი იმაზე ფიქრობს ვინმე ისეთი შევჭამო რომ აქეთ არ შემჭამოსო, სხვანაირი ფიქრი არ იცის მგელმა მგელია იმიტომ. დათა თუთაშხიაში როა, ხო ასეა ეს. მაგრამ შენ მგელი კი არა მგონი საერთოდ უხერხემლო არსება ხარ. კაცის გარდა ყველაფერი მაგის დამწერი ვიღაცა თუ რაღაცა ხარ
ვვვ
ეს ჯობია თუ ოქრიაშვილი? ;)
ტოტტი
ტორპედოს მაგრად დააკლდა არაბა. ამ არაფრის მომცემ ლეგიონერებს გიორგი დაეტოვათ როგორმე ჯობდა ჩემი აზრით ეხლა არაბასთან ერთად ტორპედო ესეთ დღეში არ იქნებოდა
უფროსი
ძალიან მომწონდა არაბიძე. მქონდა იმედი, რომ დიდი ფეხბურთელი გახდებოდა. მაგრამ ხვალ რომ მესიზე მაგარი ფეხბურთელი გახდეს, მაინც არ ვისურვებდი, რომ ის სანიოლმა ნაკრებში მიიწვიოს. საქართველოს ნაკრები დღეს ერთიანი გუნდია. არაბა რომ მიიწვიონ, შეიძლება თავისი ფსიქოოგიური პრობლემებით გუნდზე უარყოფითად იმოქმედოს.
კოკო
ათას გარეშე მიზეზს მოიგონებს ადამიანი მისი წარუმატებლობის გასასამართლებლად. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ პირდაპირ თქვან რომ ვერ შედგნენ იმად რაც ჰქონდათ ჩაფიქრებული. სუსტი ხარ მენტალურად და ფსიქოლოგიურად არაბ თანაც ზარმაცი. ესაა სიმართლე.
L.J .
Axla ratom ar tamashobs xom ar icit??? 2 tve gavida ulsanshi ar utamashiaa,isev travmaa??
Gg
Arabidze nakrebshi. sadxaart?
მავთულხლართი ზურიკოს შესანარჩუნებლად - "სენტ-ეტიენი" ქართველის "სტრასბურგში" გასხვისების წინააღმდეგია
[VIDEO] ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმმა" პლეი-აუტის პირველი მატჩი ფრედ დაასრულა
"იცით, გული რაზე მწყდება?" - ლაკაზეტმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
"ორივე შემტევი მოგვწონს" - დეკუს "ბარსას" სატრანსფერო სამიზნეებზე ჰკითხეს
იამალი "ბარსელონასთან" 2030 წლამდე გაახანგრძლივებს
24 მაისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ გაიმართება!
გადაწყდა - მოდრიჩი "რეალს" დატოვებს
ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
უშბაზე ექსპედიციის დროს ალპინისტი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა
1 ნაბიჯში როლან გაროსთან - ბასილაშვილი კვალიფიკაციიც ფინალში ითამაშებს
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
"როცა საქართველოში ეს ვნახე, კულტურული შოკი მივიღე" - "რუსთავის" იაპონელი ფეხბურთელი
იოლანდამ "ნაპოლის" "ჩუმი ლიდერი" დაასახელა
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
2024/2025 წლების სეზონის MVP შეი-გილჯეს ალექსანდერი გახდა
"იცით, გული რაზე მწყდება?" - ლაკაზეტმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
[VIDEO] "ინდიანას" საოცარი ქამბექი - "პეისერსმა" სტუმრად "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა
"დინამო ბათუმმა" თელავში ნავსი გატეხა, "გაგრა"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
"ბარსელონამ" ფლიკს კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა
დემბელე: ახლა "ოქროს ბურთზე" მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგაა
თქვენ ეს შეგიძლიათ? ხვიჩას კი შეუძლია...
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
Geo Team: გიორგი არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია