ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

"პასპორტი უკვე მაქვს და საქართველოს ნაკრებში თამაში მსურს! მეშინია თუ არა ამ გადაწყვეტილების გამო?" - მარადიშვილის ინტერვიუ რუსულ პრესასთან

"პასპორტი უკვე მაქვს და საქართველოს ნაკრებში თამაში მსურს! მეშინია თუ არა ამ გადაწყვეტილების გამო?" - მარადიშვილის ინტერვიუ რუსულ პრესასთან

<p>მოსკოვის "ლოკომოტივის" საკუთრებაში მყოფმა 23 წლის ნახევარმცველმა კონსტანტინ მარადიშვილმა, რომელიც ამჟამად იჯარით "ნიჟნი ნოვგოროდში" ირჯება, "სპორტ ექსპრესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურს.</p><p>"საქართველოს პასპორტი ჯერ კიდევ სექტემბერში მივიღე, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში თამაშზე საკითხს სფფ წყვეტს. განაცხადი ფიფაშია შესული და ახლა მეუბნებიან, რომ სანამ შესარჩევი მატჩები გაგრძელდება, მოვიცადო.</p><p>რატომ გადავწყვიტე საქართველოს ნაკრებში თამაში? ასაკის მატების შემდეგ გადავწყვიტე, რომ საქართველოსთვის მეთამაშა. მე მინდა ამ ნაკრების მაისური მოვირგო და საქართველოს ღირსება დავიცვა!</p><p>მეშინია თუ არა ამ გადაწყვეტილების გამო კრიტიკის? - მამაჩემის მხრიდან ყველა ნათესავი ქართველია და რატომ არ შემიძლია ამ ქვეყნის სახელით ვითამაშო?!</p><p>ბევრი ნეგატიური კომენტარი წავიკითხე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ახლა ამას ყურადღებას აღარ ვაქცევ. ზოგჯერ ვკითხულობ სტატიებს, მაგრამ ვცდილობ, რომ ამას იუმორით მივუდგე.</p><p>მამაჩემს ყოველთვის სურდა, რომ საქართველოს ნაკრების სახელით მეასპარეზა და როდესაც ჩემი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, ძალიან გაუხარდა. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებს გამოვადგე", - თქვა მარადიშვილმა.<br></p>

  • ტუსკია

    ნიაზი ახლაც კაცურად ჭიკჭიკებს

  • გელა

    მატჩებზე ვიტყოდი იმას,რაც მოდერმა აკრძალა

  • გოგი

    ჯიგარი ხარ, 35 დისლაიქზე ნიაზას სიტყვა გამახსენდა, 2007 წლის აქციაზე რომ თქვა

  • Vaja

    jobs zogierti komentaris avtorma fsikiatrs gaesinjos.rac heexeba am bichs.sagad azrovnebs kartulad rac mtavaria da vusurbeb carmatebebs.

  • პატრიოტი

    ვითომ ქართველს. ყველა ქართველს ვცემ პატივს გარდა ნაცებისო, ყველა ქართველში ნაცებს არ გულისხმობ? ნახევარ საქართველოს? შენი ოჯახის წევრი თუ იმ ეპოქას შეეწირა, ყველა ეპოქას ჰყავს თავისი მსხვერპლი, მაშ შევიძულოთ ამ ეპოქების მეხოტბეები? ვინღა დაგვრჩება?

  • Თეოფილე

    ისე ჯობდა რუსეთის ნაკრებში ეთამაშა ::ნიკარაგუასთან ვენესუ... ეხლა მოუნდა თამაშისაქ ნაკრებში... როცა რუსეთის ნაკრებსჯერ ჯერობით მომავალი არ აქვს .. ეგეც რა მესსია...

  • !

    შუპუტინსკოს შენც უსმენ??მახო ასათიანის მსგავსად??

  • ვახსიმონტო

    არავინ არსად , არც ერთი წვეთი და არც მისხალი, სისხლის ჩვენ არ გვყავს დასაკარგი, სულ ნამცეც, ნამცეც უნდა შევაგროვოთ მთელ მსოფლიოში ქართული გენი, აზრი და ნიჭი .

  • Jaba

    ერთი ბრინჯის მარცვალი გადაწონის სასწორის პინს... ასე რომ ყველა საჭიროა, რაიცით რაში და რა დროს გამოგავდგეს ნუ ატეხავთ ხოლმე უაზრო პანიკას

  • უცხო

    აქამდე თვითონაც და მამამისიც თავს იგიჟებდნენ არანაირი საქართველოს ნაკრებიო ახლა რუსეთს დაერხა და ყველას მოუნდა საქართველოს ნაკრებში თამაში. ასეთები უნდა მოიცილო და არ უნდა გააკარო ნაკრებს.

  • დავით 67

    მოკლედ დედითაც და მამითაც რუსს ასე არ გალანძღავდა ეს პენსიონერი ხალხი, როგორც ამ ბიჭს ლანძღავენ. ასეთი ხელმოცარულები როგორ ხართ ყველაფერში? არავისთვისაა საიდუმლო რომ რუსეთიდან იმიტომ უნდათ წასვლა რომ სპორტსმენებს საერთაშორისო არენაზე გასვლის შანსი არა აქვთ. რა მოხდა მერე? ამერიკა აღმოაჩინეთ? და რა საჭიროა სულ ამის გამეორება, ომი რომ არა ხომ არ წამოხვიდოდიო და.ა.შ. ყველამ თავის საქმე უნდა იცოდეს, ვისაც სადაც უნდა იქ წავიდეს. და ეს ნორმალურია. თუ ნაკრებს გამოადგება, რატომაც არა!

  • გიუშა

    აბა კონსტანტინეს მამამ-ღობეზეც ბევრი რამე წერიაო???)))მოშალეს თუ ღობე გადაღებეს)))

  • კახა

    რავი ღმერთმა ქნას მოედანზე დაამტკიცო რომ გული და სული ჩადგო ნაკრებს და ქვეყანას გამოადგე და გაიარო ყველას ის აზრი რომ ჯიქია2 არ ხარ და მხოლოდ ომის გამო დაწესებულ სანქციების თავიდან აცილება თან იქნებ ევროპაში გახვიდე.

  • Givi

    ძალიან კარგი ამბავია!

  • Givi

    ყველას ჯობია მაგათ, კი!

  • ლაზი აზნაური არზნევ მუსკია

    "რიჟი" ბაზარი. "მამაჩემის მხრიდან ყველა ქართველია" ე.ი თვითნ ვერ გრძნობს თავს ქართველად,ეხლა ვინმე შემომედავება,იქ გაიზარდაო და ა.შ 17-წლამდელებში,შავკანიანი, ინგლისში დაბადებული ბიჭია,გიორგი ჩუბინიძე,არაქართული გარეგნობით,დააკვირდით მაგ ბიჭს როგორ გამოდის მოედანზე,როგორ გრძნობს ქვეყანას,სისხლის ყივილს, კონსტანტინემ შეიძლება ერთი სიტყვა ქართულადაც არ იცოდეს,სხვა რამეს,რომ თავი დავანებოთ! გიორგი ჯიქიაზე შეიშალეთ და ჯიქია ამასთან შედარებით, ქართველი კი არა, სოლომონ დოდოაშვილია,ოლუს უკეთესი ფეხბურთელიც.

  • nedved

    სადღაც ჭ კლასის გუნდში ყავს ლოკოს განათხოვრებული, იქაც არ ვიცი რას თამაშობს. რითი ჯობია ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ბიჭებს ან ე ლიგაში დავიჯერო არავის შეიძლება შანსი მიეცეს? "ასაკის მატების შემდეგ გადავწყვიტე, რომ საქართველოსთვის მეთამაშა." ანუ მას შემდეგ რაც რუსეთის ნაკრებში გაჩითვის შანსი დაკარგა, მგონი ამას უფრო ჭირდება სადმე ნაკრებში თამაში ვიდრე ჩვენ

  • გენა

    რად გვინდა ეს რუსი? Ruzzki go home

  • ნური ცეცხლაძე

    ჯიქიას არასდროს უმღერია რუსეთის ჰიმნი ამისგან განსხვავებით

  • მაო

    ქვეყანას რას ერჩი,თავად დეგრადირებულო...

  • პატრიოტს, ქართველისგან.

    ზიზღს მე და ჩემნაირები კი არ ვაღვივებთ, არამედ ის კატეგორია, ვისაც სძულთ რუსეთში ნებისმიერი ქართველი, ხოდა ეგეთ მეზიზღეებს "შეპყრობილებს" ვეძახი, რა არ არიან? სადაც არ უნდა იყვნენ ქართველები ნებისმიერ ქვეყანაში, ყველას ვენაცვალე! ერთადერთი ვისაც ქართველებში არასოდეს მოვიხსენიებ ეს არის ნაცები, ვისგანაც ჩემი ოჯახის წევრი შეეწირა.

  • zurasha

    რა შუაშია ნაცი და ქოცი, რაც არ უნდა პასპორტი ქონდეს უეფა არ რთავს ნებას.

  • gio

    შენ რომ ძირძველი ხარ და აკაკი შანიძის ტოლი ქართველი,იმიტომაც წერ წარსულ დროზე "უკანს" და აზრად არ მოგდის "წინ" დაწერო.

  • ნაპოლეონი

    მიშა მაგარიააააააა

  • იასონაა

    მგონი,ჩვენაირი დაბალი თვითშეფასების ხალხი მეორე არ არის დედამიწაზე,შეიძლება არც სხვა პლანეტებზე.ამ ბიჭმა უარი თქვა საქართველოზე,რუსეთის ნაკრებში თამაში მინდაო,ხოდა ეხლა რა მოელანდა? ორი ვარიანტია,არ იძახებენ რუსეთის ნაკრებში და არ ათამაშებენ ნიკარაგუის ნაკრებთან დაპირისპირებაში ან რუსეთის სანქციებმა მოუჭირა,ხოდა რომელი ვარიანტია საპატიო? ჯერ ის არ გვეყოფა,საზანოვი რო გვყავს ნაკრებში,კაპიტნად კაშია და ფედერაციის პრეზიდენტად კობიაშვილი,ეს რო არ დავიმატოთ,თავმოყვარეობა აღარ გვაქვს ერს? პრინციპში,ასეთ დეგრადირებულ ქვეყანაში რა გასაკვირი იქნება,ამის ნაკრებში თამაში კი არა,რუსეთს რო მიგვიერთონ ეგ არ გამაკვირვებს. ერთი რამე იცოდეთ,მიზანი არ ამართლებს საშუალებას,რაც არ უნდა გვიჭირდეს ფეხბურთელი მაგ ზონაში,ამის გამოძახება არ შეიძლება. მესმსმის,რომ ემიგრანტები კარგი ყოფის გამო არ წასულან სხვაგან,თუმცა შვილი ისე უნდა აღზარდო რო არ დაივიწყოს თავისი ქვეყანა,ასწავლო ენა და შენი ქვეყნის ისტორია. აგერ ბრიტანეთში თამაშობს ერთი ბიჭი,გვარად ჩუბინიძე და იმას შეადარეთ ეს მედროვე მარადიშვილი. განსხვავებული კანის ფერი აქვს ბიჭს,ვერანაირად ვერ იტყვი რო ქართველია,თუმცა მამამისმა ასწავლა და კაცად გაზარდა,ბორმუთიდან გლაზგოში ჩავიდა ნაკრების საგულშემატკივროდ და სიმაყით იხსენებს ამას ეს ბავშვი,ეამაყება ახალგაზრდულში ჩამოსვლა და თამაში,ხოდა ამ ბიჭს ეკუთვნის აქ თამაში და მარადიშვილს არა,რადგან მედროვეა. ერთი ახლობელი მყავს ამერიკაში,შვილს ძიუდოს წრეზე ატარებს და ბავშვს ყოველთვის ქართული დროშა უჭირავს ხელში,ხოდა ეს რაზე მეტყველებს? ბავშვი გაიზრდება და საქართველოს სახელით იასპარეზებს,იმიტო კი არა რო მამამისს ენდომება,თავისი თავი არ მისცემს სხვა რამის გადაწყვეტის უფლებას. ჩემი ახლობელიც ემიგრანტია,მოუწია აქედან წასვლა,თუმცა ამაში ქართველ ხალხს არ ადანაშაულებს. სხვათაშორის,ბავშვი დაბადებით ამერიკის მოქალაქეა,თუმცა საქართველოს მოქალაქეობა აიღებს და როცა აქ ჩამოდის ხოლმე,გამართულად საუბრობს და აქ ცხოვრება უნდა.უამრავი ფაქტია ასეთი,ხოდა მარადიშვილის აქ თამაში იქნება ამ ხალხის შეურაწყოფა. ჯერ რა გვარია მარადიშვილი,მარადიორობის ასოციაციას იწვევს და რა გასაკვირია,რომ ასეთი მედროვე არის ეს ძაღლის გაგდებული. მარადიორიშვილის ნაკრებში თამაშის გამპროტესტებლებს ნუ გვიწოდებთ ნაცებს,რადგან ამას კავშირი არ აქვს პარტიულობასთან. უმეტესობა თქვენთაგან სახლებში იმალებოდით,როცა მიშას გადასაგდებად აქციებს ვაწყობდით და არ გამოვა ეგრე. პირველი პრორუსი და მათი საქმის გამკეთებელი არის ნაცი(ყოფილი მოქალაქეთა კავშირის ბარტყები),ხოდა ისე ნუ გამოგყავთ რო ნაცებს ამ საკითხზე სწორი პოზიცია აქვთ. სისწორე და ნაცი შეუსაბამო რაღაც არის,სწორი აზროვნება რო ქონდეთ,ნაცები არ იქნებოდნენ. ისე არც ქოცები ხართ მაინცადამაინც გონიერი ხალხი,თქვენც კაი უკუღმართები ხართ,თუმცა ნაცებს ჯობიხართ.30 წელი გავიდა და ვერ გადაეჩვიეთ იარლიყების მიკვრას,ერთხელ ამან სამოქალაქო ომი მოიტანა,ხოდა სადამდე შეიძლება ეგრე? მე ვარ ქართველი,ფეხებზე მკიდია ნაციც და ქოციც,ლეიბორისტიც და ბურჯანაძეც,გახარია თვალთხარია და მევახშე ხაზარაძე,ეს კარგად დაიმახსოვრეთ.

  • სსს

    პასპორტი თუ გაქვს ნაცებს დააჭერინე ხელში თორემ არ დაგიჯერებენ

  • ხასანა ძია

    ნუ ჯიქიაზე მეტედ მაინც ქართველობს

  • კ ო მ ბ ლ ე

    აა ნახეთ, ეს დაბრიდავს კამოს! არ გჯერავთ ხო? დაბრიდავს თქვა მე შენ გელაპარიკები

  • grisha

    მთავარია რომ ამ ამპლუის ფეხბურთელი გვჭირდება ნაკრებში. რასაც ამბობდა ამბობდა. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ რუსეთის ნაკრების მოკვეთამ უბიძგა არჩევანი შეცვლაზე. ის გამიგია რომ ჩვენი ნაკრების დონეს აკმაყოფილებს და აწი გვეცოდინება, რომ აზრს ვეღარ შეიცვლის და მოუწევს ბოლომდე დაიხარჯოს ჩვენს ნაკრებში. ვისურვებდი რომ დაგვხმარებოდეს საგზურის მოპოვებაში და რომ გავალთ, ევროპაზე. თუ მასთან ერთად ნაკრები უფრო ძლიერი იქნება, მე პრობლემა არ მაქვს.

  • ..

    რუსეთუმე ფედერაციისგან აღარაფერი აღარ მიკვირს!!!!

  • !!!

    მოუნდა ბიჭს ევროპაში თამაში,შენ უკვე გაქვს რუსეთის ნაკრებში ნათამაშები,ფიფა არ დაგრთავს ნებას და ძალიანაც კარგი იქნება!!!!

  • ბმბ

    ქათამს გინდა ულვაში გაუკეთე და გინდა ბაკენბარდები, ქათამი ყველგან ქათამია. ჰა ჰა, პეტუხზე შეიძლება გაქაჩო.

  • გიორგი

    უნგრელი შობოშლაი გჯობია საქართველოს სიყვარულში,ნუ პრინციპში შენ არც ქართველი არ ხარ და არც იცი რა არის საქართველო!!!!!

  • სანდრო

    ეროვნული ნაკრები ეკუთვნის ხალხს და აბა ვის უნდა დაეკითხონ?!კოსტიას მამას და მის ნათესავებს??!!

  • ბექა

    დედით ქართველებს უფრო უყვართ საქართველო ვიდრე მამით ქართველებს,!!!!!კოსტია საქართველოში ტურისტად მაინც თუ ხარ ნამყოფი?!ერთი სურათიც არ გიდევს საქართველოსი,ან ნათესავების მონახულების სურვილი არ გქონია??!!

  • ქართველს.

    ნეტა ყველა შენნაირად ფიქრობდეს, ბედნიერები ვიქნებოდით და ამდენი სიძულვილიც არ იქნებოდა ქართველებს შორის.

  • !

    გაივსო ქვეყანა რუსებით (((

  • 912

    სანამ რუსეთის ნაკრებს ყველა ტურნირიდან მოკვეთდნენ მანამდე სად იყო... ან ქართულ პასპორტი რომ მისცეს რუსული თუ დათმო თუ კიდევ ერთი პუტინის ამომრჩეველი უნდა მივიღოთ ნაკრებში....

  • Valeri

    თი ჩემი ძმა ხარ შენ იუარე 2 წლის უკან საქართბელოს პასპოეტის მიღება??? ეხა რუსეთი რო მოკვეთეს ფიფა უეფადან და სომალისთან რო ატარებს მაერტო თამაშებს ეხა გაგახსენდა საქართველო???

  • oto 777

    ამ ბიჭის თამაში ვნახე და ძაან მაგარია,ძალიან გამოადგება ჩვენს ნაკრებს.ყოღაღ ამ ბიჭს,სისხლის ყივილმა თავისი ქნა მაინც.წარმატებები!!!

  • სანდრო

    ეროვნული ნაკრები ეკუთვნის ხალხს და აბა ვის უნდა დაეკითხონ?!კოსტიას მამას და მის ნათესავებს??!!

  • ულვაშებიანი ქათამი

    შენ მიშა გირჩევნია შენი ბელადი))

  • rembo

    მაგათ ნაღდად ჯობია ნანახი მაქვს თამაშები კსნკავას ვერა

  • ქ. გ.

    მინი-ფეხბურთში დაპასპორტებული ბრაზილიელებით ვერ იგებთ თამაშებს, და დიდ ფეხბურთში მეორეხარისხოვანი რუსებით აპირებთ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას?

  • ბექა

    დედით ქართველებს უფრო უყვართ საქართველო ვიდრე მამით ქართველებს,!!!!!კოსტია საქართველოში ტურისტად მაინც თუ ხარ ნამყოფი?!ერთი სურათიც არ გიდევს საქართველოსი,ან ნათესავების მონახულების სურვილი არ გქონია??!!

  • პატრიოტი

    ქართველს აწერ კომენტარს ხელს, კომენტარს, რომრლიც ზიზღს შეიცავს, ქართველების ნახევარი ნაცია და შენ მათ ლანძღვით მოიხსენიებ, შენ არა ხარ ქართველობის ღირსი,ქართველი ყველა ქართველს უნდა სცემდეს პატივს, მიუხედავად იმისა, ვისი პოლიტიკა და საქმეები მოსწონს

  • ქართველს.

    1000000000000000000000000000000000000% ჯიგარი ხარ! შეპყრობილებზე მაგრად ვიკაიფე! ჩაგეთვალა!

  • ქართველი.

    მე ორივე ხელით მივესალმები! მაგრამ არის ერთი მაგრამ... ჯერ ამ საიტის "ქართველთ მოძულეებს" უნდა დაეკითხო და შეეკითხო, მერე თვით მეცოცხე ნაცებს, შეიძლება თუ არა? ასეთ ახვრებს ხო ყველა ვინც რუსეთში მოღვაწეობს, ყველა სძულთ, ეზიზღებათ დარწმუნებული ვარ, ისეთი "შეპყრობილები" არიან, რო საკუთარი თავებიც კი ეზიზღებათ! ამ "შეპყრობილებს,რომლებიც ვითომ პატრიოტობას" აწვებიან, მათ გასაგონად:ეთნიკურად ყველა ქართველს გულში ჩავიხუტებ, ვინც საქართველოს გამოადგება! თქვენ კი ყარეთ დორბლები!

  • ქ. გ.

    ქართველებო! თუ ჩვენი ფედერაცია ყურადღებას არ გაგცევთ და ად გამჩნევთ, წადით რუსეთის რომელიმე სოფლის გუნდში, და კობიაშვილი მეორე დღეს დაგიკავშირდებათ ნაკრებში თამაშის გარანტიით.

  • An-34

    სიმარტლეს თვალი გავუსწოროთ რეალურად მაინც რამხელა ჩამორჩენა გვაქვს თუნდაც ეგრედწოდებულ მეორე ეშელონის ნაკრებების დონესთანაც კი ტოპ ნაკრებებს არც შევადარებ აგერ ეს მარადაშვილი რუსეთის 50 კაციან გაფართოებულ სიაში ვერ ხვდება ვერასდროს კონკურენციის გამო და ჩვენ ხვეწნა გვიწევს (ფედერაციას) ისეთი საშინელი საყრდენი ზონა გვყავს ოღონდ შენ ჩამოდიო და ულაპარაკოდ ჩვენი ძირითადის ფეხბურთელი გახდება ეგრევე.

  • beqa

    კითხვა არა ალტინფოს და პოსტივის!! ვისაც ნანახი გაქვთ ამ ბიჭის თამაში, აბუს, ქოჩორას, კვეკვესკირს, გაგნიძეს. ჯობიაა?? ან პრესპეკტივაში მომატების შანსი ააქ? იქნება ნაკრების მერე სადმე გადავიდეს

  • ქ. გ.

    ვინც რუსეთში ეზოში ან ქუჩაში ბურთს გააგორებს, ყველა საქართველოში ჩამოიყვანეთ და პირდაპირ ნაკრებში მიიწვიეთ.

  • tngh

    ორმაგად მისასალმებელია!!! ქართველი საქართველოს მოქალაქე გახდა!!!თანაც ნაკრებისთვის საჭირო ფეხბურთელია!!!

  • ალეკსანდრე

    თუ ნაკრებს გასმოადგება და დაიმსახურებს ძირითადში თამაშს მაგას რა სჯობია, თუ არა და დარჩება სადაც არის

  • სოსო

    პასპორტი რას უშველის, ფიფა თუ უეფა არ აძლევს უფლება, იმის გამო, რომ რუსეთის ნაკრებში მგონი უ-21 ში ნათამაშებია, თუ ეროვნულში არაოფიციალურში მარა მაინც.

  • რაჟა

    ყველა ვინც ნაკრებს გამოადგება მივესალმები !

  • Lasha

    ჯიგარი ხარ, კოსტია!!!

  • მწვრთნელი

    თუ გამოადგები მაგას რა სჯობია, მაგრამ რაღაც არა მჯერავს ნიჟნი ნოვგოროდიდან გამოადგე!

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი

მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ

რუსული პრესა: სფფ მარადიშვილით უკვე რამდენიმე წელია ინტერესდება

მარადიშვილის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშები ლეო გოგლიჩიძეც ფიქრობს

მოედანი ყავარჯნებით დატოვა - საქართველოს ნაკრებში თამაშის მსურველმა მარადიშვილმა ტრავმა მიიღო

რუსების უარი ქართული პასპორტის გამო - მარადიშვილი მალე "ჯვაროსნების" რიგებში ითამაშებს

შესთავაზა თუ არა მარადიშვილს სფფ-მ საქართველოს ნაკრებში თამაში - რუსული პრესა განმარტავს

ან საქართველოს მოქალაქეობა, ან "ურალი" - ეკატერინბურგელები მარადიშვილზე უარს ქართული პასპორტის მიღების გამო ამბობენ