ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალს ახალი გამარჯვებული ჰყავს. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების რიგით მე-19 გათამაშება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო, რომლისთვისაც ეს გახლდათ პირველი ტიტული არსებობის 6-წლიან ისტორიაში.

"კავკასია" 2018 წელს შეიქმნა და 4 სეზონი “ა” ლიგაში გაატარა, საიდანაც სუპერლიგაში 2022 წელს აღზევდა. სადებიუტო სეზონში "კავკასიამ" სუპერლიგის ბრინჯაოს მედალი მოიგო, მიმდინარე სეზონში კი მძიმე სტარტის მიუხედავად შემადგენლობაში გონივრული ცვლილებები განახორციელა და დღეს თავისი პირველი ტიტული – საკანდელიძე-ქორქიას თასი მოიგო.

ფინალურ მატჩში კავკასიელებმა დამაჯერებლად დაამარცხეს "ქუთაისი-2010", რომლისთვისაც აღნიშნულ ტურნირს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მოგეხსენებათ, ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია ქუთაისელები იყვნენ და წლების განმავლობაში ეს ტურნირი მთლიანად, ხანაც მისი ფინალური მატჩი ქუთაისში იმართებოდა. საბოლოოდ გუნდებს შორის 7-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, თუმცა ეს არ ასახავს რეალობას. საფინალო სირენამდე 100 წამით ადრე "კავკასია" 21 ქულით – 104:83 იგებდა და დარჩენილ დროში, რომ იტყვიან, გაჩერდა. "ქუთაისი" არ გაჩერებულა, დასკვნითი 1:40 წუთი 19:2 მოიგო და საბოლოო ანგარიშს ბრძოლის იერი მისცა.

"კავკასიამ" ფინალი დამსახურებულად მოიგო. ბექა წივწივაძემ და მისმა ასისტენტებმა – გოგა ცეკვავამ და საბა ჯაყელმა დიდი სამუშაო გასწიეს. "კავკასიის" მწვრთნელთა შტაბი მემორიალს ყველა თამაშს დაესწრო. წივწივაძე ასისტენტთან ერთად ყველა შესაძლო მეტოქის მატჩს დარბაზშიც უყურებდა და როგორც აღმოჩნდა, ვიდეო-სკაუტინგსაც წარმატებით აწარმოებდა. "კავკასიამ" ძალიან ძლიერ "ქუთაისს", რომელმაც ნახევარფინალში სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი თსუ დაჯაბნა, შანსი არ დაუტოვა. აღსანიშნავია, რომ წივწივაძის გუნდს შორი სროლები წაუვიდა და მესამე პერიოდში რომ მეტოქეს გაექცა, დიდწილად სამქულიანების დამსახურებაა, თუმცა მხოლოდ გამართლების ხარჯზე თამაშს ვერ მოიგებ. კავკასიელებმა გააზრებულად, სწორი კალათბურთი ითამაშეს და როცა გეგმას მიჰყვები, მწვრთნელის დავალებას ასრულებ, ბურთებიც ვარდება.

GBF.GE

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
დუდუ დადიანის თასი სუპერლიგის დებიუტანტმა "კავკასიამ" მოიგო
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"კაკტუსმა" "კავკასიას" სძლია და სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
"კავკასიამ" "კაკტუსს" სერია გაუთანაბრა - სუპერლიგის საგზური მეხუთე მატჩში გათამაშდება