დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი “კავკასია” გახდა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში თსუ 66:54 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში პირველ ტიტულს დაეპატრონა. კავკასიელებს მოგებული აქვთ “ა” ლიგა, რომელიც სუპერლიგის საგზურს წარმოადგენს და სწორედ ამიტომ დაიმსახურეს კავკასიელებმა წლეულს დუდუ დადიანის მემორიალზე თამაში.

მემორიალის 20-წლიან ისტორიაში არასდროს მომხდარა, რომ სუპერლიგის დებიუტანტს დადიანის თასი მოეგოს. "კავკასიამ" ეს მოახერხა, რაც იმას ადასტურებს, რომ უმაღლეს ლიგას კონკურენტუნარიანი გუნდი შეემატა. წივწივაძის გაწვრთნილ გუნდს ძალიან კარგი ლეგიონერები ჰყავთ და სწორედ მათი დამსახურებით კავკასიელებმა მოახერხეს ფინალურ მატჩში გამარჯვების მოპოვება.

არადა, თსუ-მ ისე კარგად დაიწყო, რომ ოლიმპიურ სასახლეში მისულ საკმაოდ ბევრ მის ქომაგს ნაადრევად აფიქრებინა ტიტულის მოგება. საწყისი პერიოდის საწყის 8 წუთში "კავკასიამ" მხოლოდ 3 ქულა ჩააგდო, რაც ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდის ქებული დაცვის დამსახურება გახლდათ. 12:3 – ასე იგებდა თსუ, რის შემდეგაც წივწივაძის გუნდმა 10:0 გაქცევა მოაწყო და პირველი პერიოდის შემდეგ ქულით დაწინაურდა.

თანაბარი თამაში მეორე მეოთხედშიც გაგრძელდა, რომელიც კავკასიელებმა ასევე ქულით მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 29:27 დაწინაურდნენ. მწირქულიანობა, ერთი მხრივ, კარგ დაცვით თამაშზე მიუთითებდა, თუმცა არანაკლები იყო შეცდომებიც, რის გამოც გუნდები ქულების მოხვეჭას ვერ ახერხებდნენ. თსუ-ში ჩინებული დებიუტის შემდეგ თამაში ჩაუვარდა გიორგი ცინცაძეს. ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა კავკასიელთა დაცვის ზღუდეს თავი ვერ დააღწია. სწორედ დაცვა იყო ის კომპონენტი, რამაც წივწივაძის გუნდს გამარჯვებამდე მისასვლელი გზა გაუიოლა.

ცალკე თემაა კრის მაკნილი, რომელიც ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მისმა სამქულიანებმა "კავკასიას" მესამე პერიოდის მიწურულს 10-ქულიანი უპირატესობა დაუბევა, თუმცა თსუ იოლად არ გატყდა. ებრიან ედვარდსისა და ბექა ბექაურის შედეგიანობით უნივერსიტეტელებმა დასკვნითი მეოთხედის შუაწელში ანგარიში გაათანაბრეს და წინაც გავიდნენ, თუმცა ისევ მაკნილის დრო დადგა, რომელმაც მთლიანობაში 6 სამიანი და ჯამში 27 ქულა ჩააგდო და კავკასიელებს საქმე გაუიოლა.

ტურნირის MVP-ის ტიტული კრის მაკნილს დუდუ დადიანის ძმისშვილმა, ნიტა დადიანმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალზე დუდუს გარდამავალი თასი კავკასიელთა კაპიტან ილია ლონდარიძეს ნიტასთან ერთად სანდრო და ანდრია დადიანებმა გადასცეს. "კავკასიას" მოთამაშეებმა სეზონის პირველი ტიტულის მოგება საზეიმო ფეიერვერკის ფონზე იზეიმეს.

GBF.GE

კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
სიომინი: ხვიჩა მსოფლიო დონისაა - ყველაფერი შეუძლია
საფრანგეთის ნაკრების მეკარე პსჟ-დან წასვლას აპირებს
"კვარაცხელია გარემარბების ახალი სტანდარტი და მისაბაძი მაგალითია" - ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება
შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება
"ფილოსოფიას არ შევცვლით" - დემბელე მიუნხენში გამარჯვებისთვის მიდის
რეკორდები - პსჟ-ისა და "ბაიერნის" გუშინდელი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევა
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში? - პარიზული გუნდის წარმომადგენელი შესაძლოა, მოსკოვში ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ჩავიდეს
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
თსუ-მ "კერავნოსს" 17 ქულა გაუბათილა, მაგრამ ბოლო წუთებზე ბრძოლაში დამარცხდა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
თსუ კვიპროსში "კერავნოსთან" დამარცხდა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა
"კაკტუსმა" "კავკასიას" სძლია და სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა
"კავკასია" ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის გამარჯვებულია
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
"კავკასიამ" "კაკტუსს" სერია გაუთანაბრა - სუპერლიგის საგზური მეხუთე მატჩში გათამაშდება