რიჩარდ კოკერილის, შონ სოვერბისა და კონორ მაკფილიპსის ხელმძღვანელობით, "ბორჯღალოსნებმა" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე პირველი ღია ვარჯიში გამართეს.

გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი თამაშისთვის ემზადება, რომელსაც 4 თებერვალს, საქართველოს დროით 18 საათზე, გერმანიის წინააღმდეგ გამართავს.

საწვრთნელ პროცესში, რომელიც 1.5 საათი გაგრძელდა, აქტიურად იყო ჩართული ლადო კილასონია, ასევე ფიზმომზადებისა და ტექნიკური ჯგუფი. მთლიანობაში, ვარჯიში ინტენსიური გამოვიდა და მაქსიმალურად იყო მიახლოებული სათამაშო სიტუაციას. ორ ნაწილად გაყოფილი "ბორჯღალოსნები" სხვადასხვა სტატიკური ფაზიდან ხვეწდნენ კომბინაციებს. რომელი მხარე რა მიმართულებით შეუტევდა, ამას მწვრთნელები აკონტროლებდნენ.

მცირე ტრავმების გამო დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიათ თორნიკე ჯალაღონიას და დავით ნინიაშვილს, რომლებიც დესაუში გასამართ თამაშს გამოტოვებენ.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ რიჩარდ კოკერილი სათითაოდ მიესალმა ყველა ჟურნალისტს და ოპერატორს, მერე კი მათ კითხვებს უპასუხა:

"პირველი სავარჯიშო კვირა კარგად დაიწყო და ეს 4 დღეც სწრაფად გავიდა. ბევრი ვიმუშავეთ დეტალებზე და კვირის თამაშისთვის მზად ვართ. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ყოველთვის არის ცვლილებები და გუნდში მრავლად გვყავს დებიუტანტები. არის რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოვიძახეთ. ისინი საფრანგეთში დარჩნენ და ამ უქმეებზე კლუბების შემადგენლობაში ითამაშებენ. მიგვაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. მსურს საქმეში ვიხილო ახალი მოთამაშეები, ზოგიერთი მათგანი ძალიან ახალგაზრდაა, ზოგი შედარებით გამოცდილი და კვირას ვნახავთ, ვინ აღმოჩნდება ტესტ-რაგბისთვის უკეთ მომზადებული. თამაში ამ კუთხით ყოველთვის გადამწყვეტია".

გიორგი კვესელაძე: "ამ ოთხი დღის განმავლობაში ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღეთ. ვფიქრობ, ახალი დეტალები კარგად ავითვისეთ და ყოველდღიურად მათი დამუშავება ხდება. ვეცდებით, ახალი სისტემები კარგად გადავიტანოთ თამაშზე და რა გამოგვივა, კვირას გამოჩნდება. დებიუტანტებს ვულოცავ ნაკრებში გამოძახებას. გუნდში ბევრი ახალი სახეა. ისინი მარტივად მოერგნენ ახალ გარემოს, მწვრთნელებს და სრულად არიან ჩართული პროცესში".

Rugby.ge

"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
ბრიუსელში უეფას 50-ე კონგრესი გაიმართა
"მე ქრისტიანი ადამიანი ვარ... ეს ადგილი მჭირდებოდა იმისთვის, რომ იესოს ხელახლა დავკავშირებოდი" - არაუხომ განმარტა, თუ როგორ დაძლია ფსიქოლოგიური პრობლემები
[VIDEO] ლეონარდი შეუჩერებელია - კავაიმ "კლიპერსს" "ჰიუსტონთან" მოაგებინა
[VIDEO] მამუკელაშვილის სუსტი მატჩი - "ტორონტო რაპტორსი" "დეტროიტ პისტონსთან" დამარცდა
[VIDEO] დევისის და სმოლკინის წყვილმა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა მე-13 ადგილზე დაასრულა
[VIDEO] ესეც ზედიზედ 20! "მანჩესტერ სიტიმ" "ფულჰემს" ერთი ტაიმი აკმარა
[VIDEO] კვერნაძემ გაიტანა - "ფროზინონემ" მოიგო და სერია A-ში დასაბრუნებლად ბრძოლას აგრძელებს
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
კვერნაძემ "ფროზინონე" "აველინოსთან" დააწინაურა
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
ბექჰემს უნდა მესიმ და რონალდომ "ინტერ მაიამიში" ერთად ითამაშონ - სიტუაცია პორტუგალიელმა აგენტმა განმარტა
კაპელო: კრიშტიანოს არ აქვს მესის, მარადონას და რონალდოს გენია
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
[VIDEO] სიხარულისგან დახტოდა და მოედანზეც შევიდა - ლუის ენრიკეს რეაქცია კვარაცხელიას ულამაზეს გოლზე
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში