გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებული "ბორჯღალოსნები" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩისთვის ემზადება.

საქართველო წლის პირველ საშინაო შეხვედრას 10 თებერვალს თბილისში, "ავჭალაზე", ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. თამაში 14 საათზე დაიწყება.

მერვედ ნიდერლანდებთან

"ბორჯღალოსნებს" ნიდერლანდების წინააღმდეგ აქამდე 7-ჯერ უთამაშია. პირველად მათ ფირას ეგიდით, 1995 წელს გადავეყარეთ. ეს იყო გუნდის ერთ-ერთი პირველი გასვლა ევროპაში და საქართველო 30-ე წუთისთვის 3:0 იგებდა, თუმცა მერე 9 უპასუხო ლელო გაუშვა – 3:55. ეს იყო ერთადერთი მარცხი ნიდერლანდებთან, მას შემდეგ კი მეტოქეს მუდამ უშანსოდ ვამარცხებდით.

2000-2002 წლებში ნიდერლანდებს ერთა თასზე სამჯერ ვერკინეთ და სამივეჯერ ისე მოვიგეთ, ლელო არ გაგვიშვია (41:6, 32:3 და 88:0). ამის შემდეგ მეტოქე დაქვეითდა და რაგბი ევროპის ელიტას 2021 წელსღა დაუბრუნდა. ბოლო სამ თამაშში ის ახერხებდა ლელოს გატანას, მაგრამ გამარჯვებული მუდამ საქართველო რჩებოდა (48:15, 72:10 და 40:8).

ჯამში ნიდერლანდებთან მოვიგეთ 6 და დავთმეთ ერთი შეხვედრა. გავიტანეთ 51 ლელო და 324 ქულა, მეტოქემ კი 13 ლელო და 97 ქულა მოიხვეჭა.

ცვლილებები გაფართოებულ რაზმში

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ნიდერლანდები პროგრესირებს, 2023 წელს სამი თამაში მოიგო (ორი გერმანიასთან, ერთი ბელგიასთან) და ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა.

2024 წლის პირველ მატჩში მან ამსტერდამში ესპანეთს უმასპინძლა და ერთი გარდასახვით ჩამორჩა – 18:20.

დესაუში გერმანიასთან 28:17 გამარჯვების შემდეგ, ცვლილებებია "ბორჯღალოსნების" გაფართოებულ რაზმში. შეკრება დატოვეს ბურჯებმა გიორგი ქართველიშვილმა და გიორგი ჩხარტიშვილმა, ასევე 9 ნომერმა გიორგი მარგალიტაძემ.

გუნდს დაემატნენ ბურჯები ბექა გიგაშვილი და სანდრო ქუნთელია, მესამეხაზელი ბექა გორგაძე, 9 ნომერი თენგიზ პერანიძე და ფრთა ლუკა ხორბალაძე. ხუთი მოთამაშიდან ორი გამოცდილია – გიგაშვილი (40 კეპი) და გორგაძე (42), ორს მწირი გამოცდილება აქვს – ქუნთელია (2) და პერანიძე (1), ხორბალაძე კი დებიუტანტია.

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება: დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), გიორგი ახალაძე (ბეზიე), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), ვანო კარკაძე (მონპელიე), ირაკლი აფციაური (გრენობლი), ბექა გიგაშვილი (ტულონი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი); ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯავახია (გრენობლი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი); გიორგი კერვალიშვილი (შავი ლომი), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), ბექა შვანგირაძე (ორიაკი), ბექა გორგაძე (პო).

ხაზი: მიხეილ ალანია (ორიაკი), დავით ხუროშვილი (კლერმონი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი); ლუკა მატკავა (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი); მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი); ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), შაკო აფციაური (შავი ლომი); მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), ლუკა ხორბალაძე (ლიონი).

Rugby.ge

Rezo
პირველი თამაში იყო. აზრი არა აქვს აქ რამე დასკვნებს.მე იმედიანად ვარ. მტა არი მიზანი კი urc ა. პ.ს. ნუ დაუპირისპირებთ ერთმანეთს სპორტის სახეობებს და მითუმეტეს ქართველებს! იმიტომაა, რომ ყველამ კბილი გაგვკრა დს ჩვენი სამშობლოს ნაწილი წაიღო. იმიტო.აა, რომ ჩვენს ნადახლარზე უცხო თესლი ჰყვავის და არც აღიარებენ, რომ ოდესღაც აქ ქართველი ყოფილა
Rezo
სამწუხაროდ საერთოდ არ იზრდება. უბრალოდ ის ვინც ადრე მაგარი იყო დრეს არ ვარგა. ყველა ტამაში ვნახე და დიდი 10 ს დონის იყო ყველა
არის თუ არა ეს ბილეთი-ს
კიდევ ერთხელ, 6 ერი კომერციული ორგანიზაციაა და ბილეთის ფასსაც ის აწესებს. დასწრების სტატისტიკაც უმნიშვნელოვანესია, რადგან შემოსავალი = დასწრება გამრავლებული ბილეთის ფასზე, პლუს სატელევიზიო შემოსავლები. დიახ, ხალხი 100-300 ლარს იხდის მატრაბაზობაში წელიწადში ერთხელ. რაგბის გულშემატკივარს კი წელიწადში სამჯერ მაინც მოუწევს 100 ლარის გადახდა და სტადიონის შვსება, თუ გვინდა რომ 6 ერი დავაინტერესოთ. უქცირეთ 6 ერის თამაშებს და ნახავთ გაძეძგილ სტადიონებს.
Givi
დიდი ხანია სპორტი ბიზნესად იქცა რაც სამწუხაროა,კომერციული ტურნირებია NBA,NHL,ექვსი ერი, 4 ერი,აქ ხალხი საუბრობს ერთ რამეზე,სპორტული სამართლიანობის პრინციპებზე,აღზევება/დარჩენა სუსტის და ძლიერის შეხვედრა,შანსი რომელიც ყველას აქვს ითამაშოს უმაღლეს დონეზე,უდიდეს ფორუმზე,საერთაშორისო ტურნირებზე... ფულის გარეშე წარმატების მიღწევა ძნელია,მაგრამ ყველა სპორტშია დაცული სამართლიანობის პრინციპი.აპელირებას აკეთებთ ვაჟკაცური სპორტიაო,რაინდების თამაშია და ა.შ.-ამ დროს ხელმძღვანელობას და ბოსობას რაინდობისა არაფერი სცხიათ ეტყობათ როგორც გვჩაგრიან და როგორ კარგად გვიწყობენ ხელს განვითარებაში ხელს,თავის უაზრო მადით და ფინანსებზე აპელირებით....რასაც მივაღწიეთ ნიჟარაძეს დამსახურებით,რა თქმა უნდა ბიჭების თავდადებით და შრომით,ასევე სავსე სტადიონებით (ზე მოტივაცია კი ღრუსების მიჯირყვნა იყო - საერთოდ რა სპორტია ხალხმა წესებიც კი არ იცოდა ისე დადიოდა) ახლა იმდონეზე ვართ უკვე ჩასვრილები,რომ ჰოლანდია-გერმანიის მოყვარულებთან მოგება გვიხარია და ავიტაცეთ თიბისის კომერციული სლოგანი: რაგბი ჩვენი თამაშია...ხასიათშიც ჯდება,ჩვენს გენშიც,მაგრამ არ გაქვთ უფლება აღმატებულ ხარისხში ისაუბროთ სპორტზე რომელიც არაპოპულარულია მსოფლიოში და სხვა სახეობებს შეურაწყობა აყენოთ რო ის ბიზნესია მარტო,ის ნაღდი არ არის და ა.შ.რაგბზე დიდი ბიზნეს ბანდა (ექვსი ერი) არ არსებობს და სჯობია მოკეტოთ და ყელში არ ამოგვადინოთ მოყვარულებთან ვაი მოგებები ჩვენი მტერი რომელთანაც ჭიქას-ჭიქაზე უჭახინებდით რაგბის მესამე ტაიმზე გააძევეს ტურნირიდან,სტადიონზე მაყურებელი მოგაკლდათ,ხარისხი დააგდეთ,მსოფლიო ჩააგდეთ,გაჩუმდით მაინც რა და საქმეს მიხედეთ
გიორგი
"ვისაც რაგბი არ გაინტერესებთ უყურეთ თქვენ ნაპოლის"-ო რომ ამბობ, ამით იმ ლუზერებში რომ ეწერები, ვინც ხვიჩას ლანძღავს, ვერ ხვდები? ჩემთვის რაგბი ყველაზე საყვარელი თამაშია, ხოლო ფეხბურთის ყურება ხვიჩას გამო აღვადგინე. საერთოდ, ქართველი კაცის წარმატება ყველა სფეროში მახარებს, სპორტს რომ თავი დავანებოთ.
S.K.
პასუხი "რაინდებს". ალბათ ეს ქვა ჩემ ბოსტანშია ნასროლი. ისე ცნობისათვის, სანამ დინამო დინამოობდა და ფეხბურთი ფეხბურთი იყო და კარგა ხანი მერეც (ვიდრე ფეხბურთი ბინძურ ბიზნესად გადაიქცეოდა) პრაქტიკულად ყველა მატჩზე სტადიონზე ვიყავი (და უაღრესად ვნერვიულობდი); ხოლო რაც შეეხება საფეხბურთო სტატისტიკას, არა მგონია ვინმემ ჩემზე უკეთესად იცოდეს ის და პირველ რიგში მსოფლიოს, ევროპის ჩეპიონატებისა და საკლუბო ტურნირების სტატისტიკა და არა მარტო (აბა გამომცადეთ). დიახ ბატონო, ასეა ეს. თუ შეიძლება დადეთ ჩემი პასუხი !!! P.S. ისე რომ მხოლოდ რაგბისადმი მიკერძოებაში ვერ დამადანაშაულებთ. (მეტიც იგივე შემიძლია ვთქვა კალათბურთზე, ხელბურთზე, წყალბურთზე...)
არის თუ არა ეს ბილეთი?! (ი.ხვიჩია)
ვითარდება ჩვენი რეგრესის ფონზე 1)ბილეთის ფასი ფედერაციამ უნდა განსაზღვროს 2)აქ შესაძლებლობაზე არაა პოპულარობაზეა ლაპარაკი,თორემ ჩვეულებრივ იხდის ხალხი 30-50 ლარს და ხშირად 100-200 ლარსაც სხვა სახეობებზე და სტადიონებიც ივსება,არენებიც,რინგებიც და საკონცერტო დარბაზებიც 3)რაგბში ჩაკეტილი სივრცეა,თორემ აქამდე იაპონიასაც დააწინაურებდნენ და ფიჯსაც,რას ამბობ ეხლა არგენტინელები სულ 200-300 დოლარს იხდიან მატჩებზე,ჩვენზე გაჭირვებული ქვეყანაა ეს შეფუთული ტყუილია და მეტი არაფერი უბრალოდ მათ (ბობოლებს) არ სურთ თავი გაუყადრონ იმ გუნდებს ვისაც 40 და მეტი ქულით მოუგებენ ნებისმიერ დროს
გიორგი
რაგბი ევროპას დონე იზრდება, რაც სასიხარულოა. 6 ერში არ მიგვიღებენ სულ რომ 40 ქულით ვანგევდეთ ირლანდია- ინგლისს, იმიტომ რომ ბილეთს 100 ლარს ვერ დავადებთ და სტადიონებს ვერ შევავსებთ. ნეტავ, რაგბი ევროპის გუნდები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და მიუახლოვდნენ ტიერ-1! ჩვენც ეგ უნდა გვინდოდეს.
რაინდებს
ისე ამ რაინდული სპორტის სახეობის მოყვარულებს საიდან ასეთი აგრესია ფეხბურთის მიმართ?!სპორტის ნომერ პირველი სახეობა რახან არის მაგიტომ?! ან ხვიჩას რას ერჩით?!მსოფლიოს რო გააცნო საქართველო გშურთ?!მასე გორგოძეზე რო ვილაპარაკოთ გაგიხარდებათ?!
გაახილეთ თვალები
სამწუხაროდ ასეა,ელიტაში შებიჯებაზე რა გითხრათ,რეგრესირებს ნაკრები,ამას დამატებული სპორტის ამ სახეობაში დამკვიდრებული არასამართლიანი სპორტული პრინციპები და წესები რაც გამოიხატება ჩაკეტილი ტურნირებით (არადა ვაჟკაცური სპორტია ვითომ და რაინდები თამაშობენ) სამოყვარულო დონეს ვერც გავცდებით,რაც არ უნდა ვიძახოთ რაგბი ჩვენი თამაშია არაფერი გამოვა,ჰოლანდია და გერმანია კი არა აგერ რუმინეთიც კი სამოყვარულო ნაკრები გახდა,ამ მოჯადოებული წრის გამო...
სიმართლე
აქ რაც არ უნდა გაახუროთ ზოგიერთებმა, მაინც სიმართლეს ვიტყვი - ამ მსოფლიოზე გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები ავიდა გარკვეულ დონემდე და იმაზე ზემოთ "ახტომა" არ შეუძლია! ჰოდა, მსოფლიოზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, აწი ვისაც გულის მოოხება გსურთ და "რაგბი ჩვენი თამაშია"-ს ძახილი, იარეთ და უყურეთ სამოყვარულო ნაკრებებს როგორ დავამარცხებთ (თუმცა მაგათაც უკვე ძველებურად ვეღარ ვუგებთ). ჩვენ კი (ანუ ის ქომაგები ვისაც დიდ იმედებს აძლევდით, აქაოდა ელიტაში შევაბიჯებთო) აწი მასეთ თამაშებზე აღარ ვართ მომსვლელები
სსს
ეგ ზორო ეტყობა ცხენმა გადმოაგდო და ტვინის შერყევა აქვს.
ზორო
ინტელექტუალ გიოს კომენტარს ჰგავს რომლის ერთი კომენტარი უკვე გაქრა
ქორ-პარიკმახერი
,,კუდაბზიკობასაც აქვს საზღვარიო" რომ იძახი. მართლა მასეა, ოღონდ შენზე (თქვენობით განგებ არ მოგმართავ, არ ვთვლი რომ იმსახურებ) შემიძლია იგივე ვთქვა, რას პროფესორებ და რაღაც შენი სიტყვებით რომ ვთქვათ ,,ნახევრად სამოყვარულო სპორტზე" საკუთარ არაკომპეტენტური აზრებს აფრქვევ? აგიხსნა ადამიანმა ადამიანურად რატომ გვიყვარს რაგბი და განა ვერ გაიგე, არ გინდა რომ გაიგო და მაინც შენსას აწვები. მოდი რა გაიარე და სხვა საქმე ნახე რამე რაა, ბოლო ბოლო მართლა მაგ კუდაბზიკობას და ვაი პროფესორობასაც აქვს საზღვარი .
გოგა
მოსაგებ თამაშებში ჩაისვარეს და ეხლა გერმანია ჰოლანდიას თუ მოუგეს დიდი ამბავი, იტალია უელს მოუგეთ ამხანაგური და მსოფლიოზე სასწაულს ვიზამთო, მაგრამ.. სამწუხაროდ
ზოროს
გაძალებს ვინმე? თუ არ მოგწონ ნუ შეხვალ რა! წადი რა ცხენს მიხედე
S.K.
ვისაც რაგბი არ გაინტერესებთ უყურეთ თქვენ ნაპოლის, მეტის ღირსი არა ხართ!!!
Gios
მე აქ არც ერებს შევხებივარ,არც ვინმეს ვაჟკაცობას,არც ვინმეს ინტელექტს და არც იმას ვინ როგორ ირჯება მინდორზე,რინგზე თუ ტატამზე,ზუსტად ეგაა თქვენი პრობლემა რომ ეს სპორტი ღმერთი გგონიათ,სინამდვილეში სულ რამდენი ქვეყანაშია განვითარებული ეს სპორტის სახეობა ხომ ვერ ჩამომითვლიდი თითებზე, კუდაბზიკობასაც აქვს საზღვარი
ზორო
არა მეგობარო ჩვენი თამაშია ძალოსნობა,მკლავჭიდი,ძიუდო,ჭიდაობა ფეხბურთში დიდ ფორუმზე ჯერ არ მოვხვედრილვართ და მარტში გავალთ კალათბურთშიც,ხელბურთშიც და წყალბურთშიც ვითამაშეთ დიდი ფორუმები,სადაც უფრო რთულია მოხვედრა, ვიდრე ნახევრად სამოყვარულო სპორტში,მაგრამ არ გვიყვირია ჩვენი თამაშია ჩვენი თამაშიაო,რაგბი ისეთივე ჩვენი თამაშია როგორც ყინულის ჰოკეი,ბეისბოლი ან კრიკეტი, ასე რომ ივარჯიშეთ და ითამაშეთ,სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება კარგია მაგრამ ამ უაზრო სლოგანით ნუ შეგვჭამეთ რა
Rezo
გორგაძე და გიგაშვილი რა საჭირო იყო ამ ეტაპზე? ქუნთელიაც არ იყო აუცილებელი, მარა კაი. ერთადერთი ვინც გადადარევი იყო გერმანიასთან 1 ხაზი იყო. ეს ქართველიშვილი ფისთვის აწვალეს, ვერ გავიგე? ამდენი პირველხაზელი გვყავს თან ყველა პატარა, ამბობ აქედან ვიწყებ 4 წლისნ ციკლსო და ტჰუილად რატომ მოუშალეს ნერვები? გინდა მაგას, გინდა შავი ლომის ბურჯებს? მაინც ვეტ მოხვდებიან ნაკრებში. 9ზე პერანიძე დროულია, ალანიამ ვერ ითამაშა, მარგალიტაძე არ არის ნაკრების დონე. კვესელაძეს სავეა დაემართა. ბუჯელალისხარ იყოს, მგონია მისი ფეხბურთელი ძმა თამაშობს მის მაგივტად. პატარებს მეტი გასაქანი ხაზში!
Gio
რაგბი რომ გესმოდეს ოდნავ ინტელექტი არ არის საკმარისი, ტვინი უნდა. რაგბი რომ გიყვარდეს ვაჟკაცური და რაინდული გაგება უნდა გქონდეს. რაგბი ქართველების თამაშიც არის სხვა ვაჟკაც ერთან ერთად. რაინდები თამაშობენ და სულს და გულს არ იშურებენ შედეგის მისაღწევად, მეტოქეს პატივ სცემენ და მაყურებელს აფასებენ თავდადებული თამაშის ჩვენებით. რაგბში არ არსებობს დროის გაყვანა, არ მოსულა მინდორზე გორაობა და სიმულიანტობა, გულშემატკივრები ყველას უფასებენ გარჯას, თავისიანსაც და სხვასაც. მაგრამ თუ ჯიში არ მოგყვება ამას ვერ შეიყვარებ.
111
ფეხბურთია შენი თამაში? მანდაც რო ვაგებთ რა ვქნათ აღარ ვითამაშოთ?
Gomako
პროგრესი 0 რეგრესი გიყვარდეთ 0
Kvekeskiri
ჩემი მეზობელი მსოფლიო ჩემპიონია რო გაძღება კარებზე თავით დაჯახებაში რაიონის პირველობაზეც იღებს მონაწილეობას და გააშუქეთ რა
ზორო
ამ მოყვარულთა ვითომ სპორტს ნუ აპიარებთ რაგბი ჩვენი თამაში არ არის დამტკიცდა ეს ამ მსოფლიოზე მტკიცდება ევროტურნირებზე 35 ქულით წაგება ნიშნავს ფეხბურთში 0-5 წაგებას და ეს რო მუდმივად გრძელდება ძაან მაგრები ვართო სირცხვილია ვის ატყუებთ ნეტა?!
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სავსე ტრიბუნების დროა!
ირლანდიასთან თამაშის დღე გვიახლოვდება!
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
"ბორჯღალოსნებმა" ნიდერლანდები დიდი ანგარიშით დაამარცხეს და მსოფლიო თასის საგზური ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვეს [VIDEO]
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის, ბექა გორგაძესთან ერთად
რიჩარდ კოკერილი: ქომაგის იმედი ესპანეთთან მატჩშიც გვაქვს
წლის პირველი საშინაო გამარჯვება - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა [VIDEO]
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
რაგბი ევროპა | შეცვლილი რაზმით მსოფლიო თასის საგზურისკენ
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"
შარიქაძე: სამხრეთ აფრიკასთან უფრო ხარისხიან თამაშს ვაჩვენებთ