საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს, თელ-ავივის "მაკაბის" უკანახაზელი ჯო ტომასონი ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა.

ტომასონი "მაკაბის" გასულ კვირას შეუერთდა და ჯერჯერობით სადებიუტო მატჩი არ ჩაუტარებია.

უკანახაზელი ბოლოს "გრანადას" ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ 14.1 ქულას, 3.4 მოხსნასა და 3.4 პასს აგროვებდა. უთამაშია რუმინეთის "დინამოში", პოლონეთის "გდანსკში", "ლიუბლინსა" და "ზელონა გორაში", ისრაელის "გალილ გილბოაში", ესპანეთის "მანრესაში", რუსეთის "პეტერბურგში" და ბერძნულ "პრომითეასში".

შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 23 თებერვალს დანიაში გახსნის.

,ე სამქულიანების უნარი მაინც და მაინც ნერ შევამჩნიე, თქვენ? უფრო ორიანებს აგდებდა რაც ვნახე. მაკრებს რომ სამიანები აქვს პროგლემად ეს როგორ მოგვარდება?
სიმართლე
ვერ გაიგებთ შეიძლება ისე შეეწყოს საქართველოს დაბრდღვნას ყველაფერი...წარმატებებიიი რაცარუნდა იყოს
სიმართლე
გასული წლის მსოფლიოზე რაგბში გავბანძდით. კალათბურთს კიდევ არა უშავდა, თუმცა ახლა უკვე მგონი მანდაც ერთი ადგილისკენ მიდის საქმე. ფაქტები? კი ბატონო, შემოგაშველებთ - ცინცო მიდის (ბერიშვილიც), მალე ალბათ შერმადინიც წავა, შენგელია მაქსიმუმ 2-3 წელი ითამაშებს. ამ დროს ახალგაზრდებიდან ვინ მოჩანს ჰორიზონტზე?! თუკი ბითაძე-მამუკელაშვილს ახსენებთ, ეგენი შესარჩევებში მაინც ვერ დაგვეხმარებიან და აზრი?! თუ ვერსად გავედით ფინალურ ეტაპზე, როგორღა ჩამოვლენ ნაკრების დასახმარებლად?! სულ ცოტა ხანში დანიაში გვიწევს თამაში და რა ხდება?! ნაკრების მწვრთნელი ახალდანიშნულია და გუნდს ჯერ არც შეხვედრია, ლეგიონერი ძლივსძლივობით დავითანხმეთ და არც ვიცით რამდენად გამოგვადგება. არადა, ლუდბერგ-შილდსის დუეტი საუცხოო ფორმაშია და დარწმენებული ვარ, დანიელები მაყურებელთა მხარდაჭერით თავს მოიკლავენ რათა მოგვიგონ. არადა, მაგ თამაშის წაგება სერიოზული რისკის ქვეშ დააყენებს ჩვენი ნაკრების ევრობასკეტზე გასვლას, რადგან ჩვენს ჯგუფში ფინეთი უკონკურსოდ თამაშობს (მასპინძელია), სერბეთი ორივე თამაშს მოგვიგებს. და ამ დროს რას აკეთებს კალათბურთის ფედერაცია?! სანიკიძე წამოჭიმულია პარლამენტში ...
zura 222-ს
ვერ ატყობ რო ძააან მაგარი,,მზე" ხარ?
jordan beli
აქ ზოგს ფეხები არ მოგწონთ,მაკარონივით ფეხები აქვსო...სპილო მეგობარო შენ ქარიმ აბდულ ჯაბარი გახსოვს,გინახია ჯაბარი,იცი რო დღემდე NBA-ს ყველადროის ერთერთი საუკეთესო ცენტრი იყო.დურანტის ფეხებს დააკვირდი აბა. პირველი ლეგიონერის(გვარი დამავიწყდა უცებ)გარდა არცერთი ლეგიონერი არაგვყოლია ამაზე უკეთესი კარიერის პატრონი.მსგავსი ვიდეოებით ჩემი აზრით ვერ გავიგებთ რა კლასი აქ.ისიც შეიძლება მაგარი ლეგიონერი დავიმატოთ და გუნდს ვერ მოერგოს ან უჯიგროდ ითამაშოს(ასეთიც გვყავდა-არც კლასი დაეწუნებოდა და არც კარიერა,მაგრამ უჯიგროდ თამაშობდა). მე რა ვიდეოებიც ვნახე არც მთლად ბაქრაძეა-ცოცხალი თავით ფარისკენ რო არ იყურებოდა და ნაკრებში გვყავდა. დღესაც არიან ნაკრებში ფარისკენ რო არ იყურებიან.ვნახოთ იქნებ გამოგვადგეს-ლამაზი დაყენებული ტყორცნა აქ,მოძრავია,ტექნიკური,პასებიც იცის...მეც ვისურვებდი სტეფ კარის ნაკრებში,მაგრამ მხოლოდ ჩვენ სუვილზე არ არი, ვისაც ვიწვევთ იმასაც უნდა ჰქონდეს სურვილი და ბევრს არა აქვსოოოო...
კაი ერთი
რას ამბობ, რა ჯობია რაშისტანში ნათამაშებ კალათბურთელს, მაგათი სუფთა ჰაერის ხომ ექნება ჩასუნთქული, მუხასრანსკის და ზაჟოპინსკის კურორტებზეც კი შეიძლება იყოს ნამყოფი, ბლიადოსლავსკის ტრაქტორთან ექნება ნათამაშები. ხოდა რატომ ვერ ვაფასებთ, თუ რამხელა პატივია ჩვენთვის რომ რუსეთგამოვლილი კალათბურთლი
რამ
ამაზე უკეთესი ვერავინ იპოვეს? ჩვენს ნაკრებს ისე აქვს საქმე, რომ ლეგიონერი ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება წარმატების. კალათბურთის ფედერაცია მე მგონი ყველა სხვა ფედერაციაზე უარესია. ეგენი და ფეხბურთის ფედერაცია, კატასტროფაა პირდაპირ.
სსს
ყველგან გრანდებში უთამაშია მაგარი შენაძენია ეტყობა აქეთ უხდის ფედერაციას თანხას
suares
mazgach shen aiversonis fexebi nanaxi gacvs an sxva bevri varskvlavis? ras braxabruxob gonze rom ar xar
ცოფიანი სპილო
ერთი მაგის ფეხებს დააკვირდით, მაკარონებივით აქვს, ამან რა უნდა ითამაშოს?
zura222
რათ გვინდა ეგ გარუსებული პუტინის მონაა მაგის გუნდში თამაშობდა
ბს
ბო მაკალებია, თითქმის )))
Master
თამაშებამდე ორი კვირით ადრე რაკი ეღირსათ რაღაა საწუწუნო.მწვრთნელი პირდაპირ დანიიდან დაიწყებს ალბათ,ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა და საქართველოში არ ყოფილა ტიპი ჯერ.რა წარდგენაზეა საუბარი.ყველაზე უაზრო და გვიანეულა ფედერაცია კალათბურთის ფედერაციაა უკონკურსოდ.რას აკეთებენ ნეტავ ვინც მუშაობს....
კალათი
პერიმეტრიდან სროლა იცის ? ჩვენ მასეთი გვაკლია
kesha
ესენი მეორე თბილისი დინამო (ფეხბურთი) არიან, სად პოულობთ ესეთ მაგარ ლეგიონერებს???
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ