გიორგი შერმადინი ახალ სეზონს კარგ ფორმაში ხვდება. საქართველოს ნაკრებისა და "ლაგუნა ტენერიფეს" ცენტრმა სეზონისწინა, "იზოლას თასის" ფინალურ მატჩში თავი გამოიჩინა, თუმცა ტიტული მეტოქეს, ჩვენი ნაკრების ამერიკელი წევრის – ჯო ტომასონის გუნდს, "გრან კანარიას" დარჩა. სანამ შედეგებზე გადავალთ, დავაზუსტებთ, რომ ტენერიფულმა კლუბმა სპონსორი "ლენოვო" "ლაგუნათი" შეცვალა და ეს კლუბის სახელწოდებაზეც აისახა.

იზოლას თასი 2 მატჩის ჯამში თამაშდებოდა. პირველი შეხვედრა "გრან კანარიამ" შინ 73:68 მოიგო, საპასუხო მატჩი კი ტენერიფეში გაიმართა, რომელიც მასპინძლებმა 84:81 მოიგეს, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ტენერიფელები საშინაო მატჩს 16 ქულის სხვაობითაც კი იგებდნენ, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს, რაშიც დიდი როლი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა ითამაშა.

ტომასონი სასტარტო ხუთეულში იყო და 25:18 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ჯომ 4 ორქულიანი, სამქულიანი და საჯარიმო ჩააგდო და თანაც ისე, რომ ტყორცნა არ გაუფუჭებია. გასაკვირი არ ყოფილა, რომ მატჩის MVP-ს ტიტული სწორედ მას ერგო.

შედეგიანი თამაში ჰქონდა შერმადინსაც, რომელმაც 18:50 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ გიოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ეს ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ამით "გრან კანარიამ" ესპანეთის ჩემპიონატისთვის მზადების ციკლი დაასრულა, "ლაგუნა ტენერიფე" კი დასკვნით საკონტროლო მატჩს 22 სექტემბერს "გრანადასთან" ჩაატარებს.

ლიგა ენდესას ახალი სეზონი სტარტს 28 სექტემბერს აიღებს: "გრან კანარია" "მორაბანკ ანდორას" ესტუმრება, "ლაგუნა ტენერიფე" კი "ბასკონიას" უმასპინძლებს.

GBF.GE

პლეხანოველი
ამ ბოლო წლებში დავაკვირდი, რომ შერმადინი კარგად თამაშობს საქართველოს ნაკრებში გამოძახებამდე. აქ ..ვამს!
ადანიანი
შერმადინი რასაც აკეთებს გავიგეთ და კარგია...ნუ გადაგვჭამთ ტვინს...16 წლის ქართველი ბიჭი იტალიის სერიაში c ში რომ ითამაშა და თამაშობს ეგ მოიკვლიეთ და ის გააპიარეთ...შერმადინს არ ჭირდება თქვენი გაპიარება...ქართველი 16 წლის ბავშვი სერუა c ში რომ თამაშობს ის გააპიარეთ
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
"დონჩიჩმა დამირეკა, ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა..." - სანდრო მამუკელაშვილი
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
არგენტინის ნაკრების მწვრთნელი შესაძლოა, გალარდო გახდეს
ნეიმარმა შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
გადაწყდა - ბელგიის ნაკრებს ვან ბომელი ჩაიბარებს
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
[VIDEO] უნაი სიმონმა და იერემი პინომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს
"სლოვანის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, "იბერია 1999" ფეხბურთელებსა და სტაფს 1 მილიონიან პრემიას გაუკეთებს
[PHOTO] ვინისიუსის ცნობა გაგიჭირდებათ - ბრაზილიელმა პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
დაღუპა არგენტინა - შირერმა ფინალში ფერნანდესის გაძევებას სულელური უწოდა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
[VIDEO] მესი ქმედება, რომლის გამოც არგენტინელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
ოფიციალურად! საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს [VIDEO]
შერმადინის 8 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება კანარულ დერბიში
ბურჯანაძის 10 ქულა, 8 მოხსნა და "კორუნას" ბრძოლაში წაგებული გასვლითი მატჩი
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
გულის არითმია - გიორგი შერმადინისთვის სეზონი დასრულდა
ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
"მაკაბიში" ტომასონის დებიუტი შედგა