ეროვნული ლიგის პირველ ტურში "ტორპედომ" სახლში "სამტრედიას" 4:1 სძლია. ნამატჩევს კომენტარი ქუთაისური გუნდის მწვრთნელმა სტივ კინმა და დუბლის ავტორმა ბიორნ იონსენმა გააკეთეს:

სტივ კინი: "პირველი ნახევარი იდეალური იყო. მეორე ტაიმი ვერ გამოვიდა ისეთი, როგორც გვსურდა. ამას თავისი მიზეზები აქვს. თუ მეკითხებით, გავაგრძელებთ თუ არა ზრდას, ერთი პასუხი მაქვს: კი, ჩვენ აუცილებლად მოვუმატებთ მატჩიდან მატჩამდე და აუცილებლად ვიმუშავებთ, რომ მომავალში მეორე ტაიმიც უკეთესი იყოს.

გიორგი არაბიძე? მე არ უნდა მისვამდეთ კითხვას მის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით, რადგან არ ვარ ნაკრების მწვრთნელი. "ტორპედოს" ვწვრთნი და ბოლო 7-8 თვეში მისი პროგრესით მოხარული ვარ. შესაძლოა, ვინმე თვლის, რომ არაბიძე მხოლოდ ბურთითაა ეფექტური, თუმცა ასე არ არის. ვაკეთებთ ანალიზს, უბურთოდაც ვნახულობთ მის მონაცემებს... ძალიან მაღალ დონეზეა. მესმის გულშემატკივრის პოზიციის და მათ ვეთანხმები, თუმცა მე ეროვნულ ნაკრებს არ ვწვრთნი".

ბიორნ იონსენი: "დებიუტით კმაყოფილი ვარ. გულშემატკივარი ჩემგან გოლებს ელის და აქ ამისთვის ვარ ჩამოსული. ძალიან მომეწონა სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო. ვიცი, როგორ უყვართ ქუთაისში ფეხბურთი და მჯერა, შემდეგ მატჩებზე ჩვენს საგულშემატკივროდ მეტი მოვა.

საქართველო ძალიან მომწონს. შემიყვარდა ქუთაისიც. თავს აქ კომფორტულად ვგრძნობ. იმედი მაქვს, სეზონის ბოლოს ჩემპიონობას ვიზეიმებთ".

მომზადებულია "ტორპედოს" "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

მათე
სწორედ მაგიტომ არ ხარ ნაკრების მწვრთნელი ბატონო კინ. და საიდან მოიტანეს ეს კაცი რო იმდენი კულტურაც არ აწვს რო ვილის კომპეტენციაში ცხვირს ყოფს … ვინ არი საერთოდ რა ესაქმება ნაკრების მწვრთნელებს რომ აკრიტიკებს?!!! მიხედოს ტორპედოს რა დააყენოს ერთი ადგილი..
სვანსკი
უიმედოდ ვარ განწყობილი ამ თამაშისთვის,ამდენი ხანი რას აკეთებს სანიოლი 10 დღე რომ არის დარჩენილი თამაშამდე ეხლა მირბის ფეხბურთელების სანახავად,როგორ შეიძლება ფეხბურთელის პოტენციალის განსაზღვრა ბოლო თამაშებით. რაც შეეხება არაბიძეს-სრულიად უცხო ხალხი (ჩვენთვის უცხო აღარ მინდა ჩამოთვლა) აიყვანეს ნაკრებში და ეს არაბიძე რა გახდა? აიყვანე ნახე იქნებ გიმართლებს,დავიჯერო კვეკვესკირს არ ემჯობინება, სტივ კინი უფრო მებრძოლი და რისკიანი ჩანს ვიდრე სანიოლი,სანიოლი დინებას მიყვება,ქართული ფეხბურთი კი დახოცილი თევზების აყროლებულ ტბორს ემსგავსება. როდემდე უნდა ვუყუროთ ქართული ფეხბურთის დაღმა სვლას და დაცემას? გამოდის ან ჩვენ ვართ დახოცილი და აყროლებული თევზი (ჩვენი სიჩუმით გამოწვეული) ან ესენი ისევ ჩვენი გადასახადებით რომ საზრდოობენ და დაგვცინიან,მათ ხომ არაფერი ავალდებულებთ წააგებენ თუ მოიგებენ ვინ რაზეა პასუხისმგებელი? კვარას თამაშიც ვერ უზრუნველყვეს ესენი რისი გამკეთებლები არიან? ქართველი ხალხი, ქართული ფეხბურთის ისტორია არ იმსახურებს ასეთ სამარცხვინო იმპოტენტ ფედერაციას
ZAZA
დავიწყოთ იქიდან რომ არაბიძე საქართველოს ჩემპიონატის დონეზე გამოირჩევა როგორც მაღალი დონის ფეხბურთელი. თუმცა ეროვნულ ნაკრებში არ გვყავს ისეთი ფეხბურთელები რომ იქ არაბიძეს მოხვედრის შანსი არ ჰქონდეს. გამოძახებით უნდა გამოიძახონ, იქ დააკვირდეს საწვრთნელ შეკრებებაზე არაბიძეს და გამოჩნდება ბევრი რამ. ნაკრებში მას უფრო შეუძლია მარჯვენა ფლანგზე თამაში. კვარას არ ყოფნაში საჭირო იქნება კრეატიული ფეხბურთელი რომელიც გაამწვავებს. არაბიძეს გამთამაშებლადაც შეიძლება გამოიცადოს რამდენად შეძლებს თამაშს. გავიგეთ რომ წინაზე მოუვიდა გაუგებრობა და ამის გამო ესე ხელის ჩაქნევა არ შეიძლება. იმედია მიეცემა შანსი რომ ნაკრებში ითამაშოს და ამ შანსს გამოიყენებს.
თემო
წარმატებები ტორპედოს და ქუთაისს. უმაგრესი ხალხი იმსახურებს უმაგრეს გუნდს
ლაშა
რამდენი უცხოელი მწვრთნელი დაგვინიშნია და კაცი თვითონ აკეთებს მინიშნებას!
ლაშა
არაბიძეს შანსი უნდა აუცილებლად მიეცეს!
xuta
არაბიძე უკვე მაინც წარსულია.
Master
აწი რომც გამოიძახოს არ ათამაშებს გველესიანივით,რომელსაც ამხანაგურშიც კიარ მისცა არცერთი წუთი.ისევ კაშია-კვირკველია ლეგენდარული დუეტით და კვეკვესკირით დავუხვდებით ამ თამაშებს,სხვანაირად სანიოლს ვერ წარმოუდგენია ნაკრები...სამწუხაროდ წმინდა იღბლის იმედად ვიქნებით ასეთ შემთხვევაში...ვაისის დროინდელი ნაკრებია,ოღონდ კანკავას გამოკლებით.თითქოს საერთოდ არაფერი შეცვლილა მას მერე...
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ეს კაცი მაგარი ჯიგარია და გუნდს პირველი თამაშიდან შევატყვე მისი ხელი. სანიოლის ხელი ნაკრებს საერთოდ არ ეტყობა. გამოვარდებიან ამ მარტს და მერე ამ კაცის დანიშვნა შეიძლება .
Gia
Mianishna gamoidzaxe, formashiao. Radros principebia, roca karshi xshiri damrtymeli ar gvyavs sajarimo garedan.
ბპმ ფსიქოლოგი :)
ისე, დისლაიქებს რატომ სვამთ, ვინც დაუსვით? :)) მე როგორც გავიგე, ისე დავწერე. აგერ, გავა დრო და ნახავთ, თუ უფრო არ მოუხშირებს მსგავს ტექსტებს ეგ კაცი. :)
ბათუმელი ექსპერტი
სიმართლე გითხრათ ეს კაცი რომ დაინიშნოს ნაკრების მწვრთნელად მართლა მივესალმები, ოღონდ ჯერ სანიოლს დაუმთავრდეს კონტრაქტი და მერე. მიხარია ტორპედოს წარმატებები. მჯერა წელს უეფას ტურნირზე ტორპედო კარგა შორს წავა. წარმატებები საფეხბურთო კლუბ ტორპედოს!
მალხაზ ჯობავა
ამ კაცის სიტყვების მერე არ დაუძახებთ არაბიძეს ნარებში და მაშინ თქვენი დედულეთი მოვინახულე იქ სადაც არიან
ბეზ პიწი მინუტ ფსიქოლოგი :)
მე ასე გავიგე მისი სიტყვები: გინდათ არაბიძე ნაკრებში? მე დამნიშნეთ ნაკრების მწვრთნელად. :)
Footbol
ხოდა სანიოლის მაგივრად ეს დანიშნონ, საქართველოს უკვე შეჩვეულიცაა და შედეგიც სახეზეა.
ბუბუ100
გამოიძახეთ
beqa
შემიყვარდა ეს კაცი!!! ტორპედოს ხელმძღვანელებსაც ბრავო როგორც იქნა მატჩამდე და მაჩის მერე პრეს კონფერენცია ვნახე
ქ. გ.
სტივ კინი უნდა გახდეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. ეტყობა, რომ ამის სურვილი აქვს.
ტოტტი
ესეა ვინც არიცის ქუთაისი და არ უცხოვრია და არ ყოფილა მხოლოდ იმას არ უყვარს ჩახვალ თუარა გაჩერდები რამოდენი დღე და ეგრევე გიყვარდება
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "ტორპედო" სამეულში გამაგრდა, "კოლხეთი" გავარდა!
ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"არაფერი დასრულებულა - ჩვენ მზად ვართ" - კინმა და სახომ "ომონიასთან" მატჩის წინ კომენტარები გააკეთეს
"ტორპედო" სტივ კინმა დატოვა - ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობა ახალი მწვრთნელის პოსტზე
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] უხვი გოლი იმერულ დერბიში და რეკორდული ტური! "ტორპედო" მესამე ადგილზე გადავიდა...
ბიორნ იონსენმა "ტორპედოში" დარჩენის მიზეზი განმარტა [VIDEO]
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
დირკ შუსტერი: გუნდი მეტად გაიზარდა - "ომონია" კარგად შევისწავლეთ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] მსუყე ფრე ქართულ "კლასიკოში"! ბრინჯაო "ტორპედოს" დარჩა
გაიცანით ბიორნ იონსენი - ქუთაისის "ტორპედოს" ნორვეგიელი ახალწვეულის მიერ გატანილი გოლები [VIDEO]
სტივ კინი "ტორპედოს" სპორტულ დირექტორად დანიშნეს
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ტორპედომ" იონსენი შეინარჩუნა - ნორვეგიელი კვლავ ქუთაისური გუნდისთვის შეუტევს
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"როგორც კაპიტანი, თავს უფლებას ვაძლევ და გუნდის სახელით მოგმართავთ თხოვნით" - მერაბ გიგაური სტივ კინისადმი "ტორპედოს" ფანების პროტესტს ეხმაურება