2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში "ბორჯღალოსნები" 17 მარტს პარიზში, „სტად ჟან ბუინზე" პორტუგალიას ჩვენი დროით 24 საათზე ერკინება.

2000 წლის შემდეგ, რაც რაგბი ევროპის ჩემპიონატი დაარსდა, წელს პირველად, ფინალური შეხვედრები ერთ დღეს და ერთ ლოკაციაზე ჩატარდება. 17 მარტს „ჟან ბუინზე“ 4 თამაში გაიმართება:

მე-7 ადგილისთვის ბელგია პოლონეთს ეთამაშება; მე-5 ადგილს ნიდერლანდები და გერმანია გაითამაშებენ; მე-3 ადგილისთვის ესპანეთი რუმინეთს ერკინება; დღის კულმინაცია კი საქართველოსა და პორტუგალიის ფინალური ჯახი იქნება.

"ბორჯღალოსნებმა" ნახევარფინალში რუმინეთი „მიხეილ მესხზე“ უშანსოდ, 43:5 დაამარცხა. მეორე ნახევარფინალში პორტუგალია ესპანეთს ლისაბონში დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 33:30 მოიგო. სტუმრებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანეს და 20:13 დაწინაურდნენ, მეორე ტაიმის დასაწყისში კი უპირატესობა ჯარიმით 10 ქულამდე გაზარდეს.

ამის შემდეგ მასპინძლებმა შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და 20 უპასუხო ქულა აიღეს. ესპანეთმა ბოლომდე იბრძოლა და 79-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ გამარჯვების მოსაპოვებლად დრო აღარ დარჩა და პორტუგალიამ 33:30 იმარჯვა.

მეორედ „ჟან ბუინზე“

"ბორჯღალოსნები" პორტუგალიას „ჟან ბუინზე“ მეორედ შეხვდება. პირველად ეს 2020 წელს მოხდა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, იმხანად უმაღლეს დონეზე დაბრუნებულმა პორტუგალიამ საქართველოსთან საშინაო მატჩი სწორედ პარიზში, 20-ათასიან „ჟან ბუინზე“ გამართა და ის თამაში "ბორჯღალოსნებმა" 39:24 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფორმატი შარშან შეიცვალა და პირველი ფინალიც 2023 წელს ესპანეთში, ბადახოსში გაიმართა. საქართველოს მეტოქე მაშინაც პორტუგალია იყო და ჩვენმა გუნდმა მეტოქე პირწმინდად, 38:11 დაამარცხა.

მას შემდეგ პორტუგალიას კიდევ ერთხელ, 2023 წლის მსოფლიო თასზე საფრანგეთში ვეთამაშეთ და ტულუზში ფრეს დავჯერდით – 18:18, რაც მოულოდნელი შედეგი იყო და მას შემდეგ სრულიად ქართული რაგბი რევანშის მოლოდინშია.

დღემდე პორტუგალიასთან სულ 26-ჯერ გვითამაშია და მოვიგეთ 18 შეხვედრა, ფრედ დავასრულეთ 4 და დავთმეთ ამდენივე მატჩი. „ლობუშს“ (პორტუგალიის თიკუნი) "ბორჯღალოსნებთან" 2005 წლის შემდეგ არ მოუგია, თუმცა ოთხივე ფრე ამის შემდეგ დაფიქსირდა, მათ შორის ბოლო ორი 2022 (რაგბი ევროპაზე) და 2023 (მსოფლიო თასზე) წლებში.

რაც შეეხება რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულებს, პორტუგალია ერთადერთია, რომელიც განვლილი 24 წლის განმავლობაში საქართველოსა და რუმინეთის დავაში ჩაერია და 2003-2004 წლების სეზონში (2003-2008 წლებში ჩემპიონი ორი სეზონის ჯამით ვლინდებოდა) თასი მოიპოვა. მთლიანობაში საქართველო ტიტულს 15-ჯერ, რუმინეთი კი 5-ჯერ ფლობდა.

Rugby.ge

სოსო
დრანდელს-ს.20-25 წლის წინ,კიდევ უფრო დიდი თავგანწირვით ვარჯიშობდნენ ბიჭები,მინდორში,ასფალტზე,ან სულაც ტალახში,ფანტასტიკური შედეგები ჰქონდათ შტანგაზე ვარჯიშისას,მაგრამ სრულიად უძლურები იყვნენ,ტოპ ნაკრებების წინააღმდეგ.რატომ?იმიტომ რომ ვერც ტემპით და ვერც ხელის თამაშის ტექნიკით,ახლოსაც კი ვერ მივდიოდით მათთან.საქართველოს რაგბის ფედერაციის ყოველი პრეზიდენტი,ყველაფერს აკეთებდა,რათა ქართული რაგბი როგორნე ნოძლიერებულიყო და მიუხედავად მსოფლიოს თასზე ჩავარდნისა,დღევანდელი ქართული რაგბი,შეუდარებლად ძლიერია,მაშინდელ ფანატიკოსებთან შედარებით.იმ ბიჭებმა კი არ დააკლეს რამე,დღევანდელ თაობას,შეუდარებლად უკეთესი ინფრასტრუქტურა და მწვრთნელთა კორპუსი ჰყავს.ფედერაციამ სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი და ეს,მომავალში კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს მოიტანს.ისინი,ვინც სტადიონებს ანგრევდა,ვინც სპორტის აკადემიას აუქმებდა და ჰყიდიდა,უფლება არა აქვს,რაგბის განადგურება დააბრალოს იმათ,ვინც სტადიონებს,რაგბის აკადემიებს,სავარჯიშო ბაზებს აშენებს,ვინც ამზადებს პროფესიონალ მწვრთნელებს,ვინც ქმნის ქართულ ფრაჩაიზს და მას სულ უფრო მაღალი დონის ტურნირებზე თამაშის საშუალებას უხერხებენ,მათ არა აქვთ,ამისი მორალური უფლება,თუმცა მათ,ეს მორალიც არ გააჩნიათ.
გიორგი
სამხრეთ აფრიკაში, ტალახში ჩატარებული 20 წლამდელთა ჩემპიონატი ხომ გახსოვთ? როგორც სჩანს რაგბის მამები გონებრივი შეზღუდულობით გამოირჩევიან.
დრანდელ-ს
ტყემალაძევ, გიცანი და გამოდი. ნინიაშვილი, საღინაძე, გორგაძე, ივანიშვილი და ა.შ. ფედერაციამ შექმნა, თუ წვრთნის და ათამაშებს? ბიჭებმა თავად გაიკვლიეს გზა თავდადებული შრომითა და რუდუნებით. ფედერაციის როლი სხვაა და იმ სხვას უნდა მიხედონ. იმედია, ასეც იზავენ.
რაᲨია საქმე იცი
საფრანგეთში იმიტომ დანიშნეს რომ პორტუგალიის მეზობელია და მაგათი გულშემატკივარი ბლომად ჩავა.იქ მსაჯიც ცოტას წაიცუღლუტებს ალბათ და ამას ჩვენი შეცდომებიც თუ დაემატა კარგათ მეყოლე.- ამაზეა გათვლა, რომ როგორმე გვაჯობონ და გაგვაჩუმონ. ასე რომ ერთი თავით მაღლა თუ არ დავდექით წასულია ჩვენი საქმე.
დრანდელი
ფედერაციაო,ასეთი და ისეთიო,უსინდისოებ-უჭკუებიო,-რო იჭაჭება აქ ზოგიერთი ზიზღ-ბოღმა-შურიანი,თავად უჭკუონი,ნუთუ არ ფიქრობენ,რომ როგორღა გვექნებოდა შესამჩნევი წინსვლა და ყველა დონეზე წარმატება(ასაკობრივებიც),ფედერაცია რომ არ ვარგოდეს და კვალიფიციურად არ უძღვებოდეს საქმეს?! ეგრე როგორ უნდა დაგაბრმაოთ უსაზღვრო არაობიექტურობამ?რა კაცთა საკადრისია ეს???!!!
გიორგი
მაგ დღეს პარიზში თუ იწვიმა, მოგვიწევს ტალახში ბურთაობა. რაგბი ევროპას ტვინი არ აქვს. ჩვენი ფედერაცია ან შემიშვნას ვერ უბედავს, ანდა არც ამათ აქვთ საჭირო რუხი ნივთიერება თავში.
გლახუნა
- რევანში გვჭირდება ბიჭებო,მინიმუმ 15 ქულიანი,ენერგიული და მძლავრი დაცვა-შეტევები, შერკინება და დერეფანში ძლიერად და უშეცდომოდ,რაქ@ი აგრესიულად,მოლის კარგად დამუშავებით...
ზურა
მაგას კი ნუ ფიქრობთ ის იფიქრეთ,რომ ერთი და იგივე სტადიონზე 3 თამაში ჩატარდება და მოედანი რა მდგომარეობაში იქნება იმავე დღეს საფინალოდ?.....
Pepelu-ს
შენც კარგი ვჭკვიანი ხარ...:)
Pepelu
სწორი და მართალი ხარ მაგრამ ჰასობგერა ზ და ყ მართებულად რომ გამოიყენო გავიგებდით რა გინდა, რას ჩივიხარ? იქნებადა რამე ჭვკვიანური თქვი :)))))))))))
ლექა
ფიჯის ვეთამაშებით ისე ბათუმში, ასე გაჟონა ინფორმაციამ
გიორგი
მე საერთოდ არ ვცხოვრობ საქართველოში და კარგ დროსაც ვუყურებ. მე საქართველოში მცხოვრებლებზე მაქვს ლაპარაკი და კიდევ ერთხელ: ავჭალის სტადიონზე ნაკრები არ უნდა თამაშობდეს, ხუთი კაციც რომ მოვიდეს. რეგიონშიც უნდა გაიტანონ თამაშები, თუნდაც ქუთაისში
თორნიკე
ბიჭები აპროტესტებთ აქ ავჭალაზე თამაშები რატომ ტარდებაო და მესხის სტადიონს ავსებს თბილისი? ბათუმს რო მისცეს იტალიასთან თამაში, ამოხტით საცვლებიდან, ნემსი არ ჩავარდებოდა 20000იან სტადიონზე, და ბათუმზე 10ჯერ დიდი თბილისი 25 ათას კაცს ვერ აგროვებთ სტადიონზე. 12 საათი ღამის ცოტა მართლა გადაჭარბებულია, თუმცა ჩემპიონთა ლიგას მაგ დროს უყურებთ მთელი წელი, თანაც შუა კვირაში და იქნებ ერთხელ ბელინგემის ნაცვლად ქართველი ბიჭებისთვისაც გაიტეხოთ ძილი. შოტლანდიასთან თბილისში 18 საათზე იყო თამაში და პაიჭაძეზე 15 000 ძლივს შეგროვდით. რავა ვერ დაგიმთხვიეს სასურველი დრო და სეზონი თქვენ?
ბესო
თბილისის დროით კვირას 00:00 საათზე??!! ფედერაციას სძინავს თუ რა ჯანდაბაა ესეთი განრიგი?! შაბათს მაინც ზოფილიზო ცოტა უფრო ადრე რომ ხალხმა უზუროს ან პარიყში ცავიდეს და კვირას უკან დაბრუნდეს! რას აკეთებს ფედერაცია?!
გიორგი
სამაგიეროდ ფედერაციის ხალხი ხომ გაისეირნებს ბიუჯეტის ფულით პარიზში და დალევს მერე საქართველოს სადღეგრძელოს. ან თბილისის დროით ღამის 12 საათზე? ყველაფერში იგრძნობა ჩვენდამი დანოჯიდევულება და მერე ვიოცნებებთ 6 ერზე და მაღალი დონის ტესტებზე
გიორგი
აქედანაც კარგად ჩანს, თუ როგორ “პატივს” სცემენ საქართველოს და ქართულ რაგბს და ისიც კარგად ჩანს, რომ საქართველოს რაგბის კავშირს არსად სიტყვა არ ეთქმის! თუ ვცდები? ან ჟურნალუსტები რატომ არ უსვამთ კრიტიკულ კითხვებს რაგბის კავშირს, თავზე ასე რომ გვივლიან?! თავმოყვარეობა აღარ გვაქვს?! ან ავჭალის გადახნულ მინდორზე უნდა ეწყობოდეს ნაკრების თამაშები?! ევსი ერი რომ გვინდა მარტო და ვდგავართ და წყალს ვნაყავთ. სირცხვილია! იმედია, გამოაქვეყნებთ ჩემს კომენტარს!
Rezo
ფედერაცია ჩარტერს თუ აპირებს, დტოზე გაგვაგებინოს/გაგვაგებინეთ! ისე სამარცხვინოს არ ქნას, კასტრათან როგორ მოიქცნენ/ მოიქეცით. წინა დღეს რო დაწერეთ, ქართული დესანტი კასტრშიო
სოსო
საფრანგეთში ვის აინტერესებს,მათთვის მეორეც არა,მესამე ხარისხოვანი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩები?თანაც ერთ სტადიონზე ზედიზედ ოთხი მატჩის ჩატარება როგორ წარმოგიდგენიათ?მინდორი ისე იქნება გადახნული,ჩვენი თამაშისთვის,მორაგბეებმა სიმინდი შეიტანონ და დათესონ,ის აჯობებს.
ნიკა
გამაგებინეთ, სტადიონზე თანმიმდევრობით ერთ დგეს 4 ტამაში, როგორ შეიძლება? სამი თამაშის შემდეგ, მეოთზე თამაშისთვის სტადიონი რა დგეში იქნება წარმოგიდგენიათ? ვინ ნორმალურმა მოიფიქრა ნეტავ ?

პარიზი რა შუაშია ვერ გავიგე, ვინ მივა საგულშემატკივრიდ? 500 ადამიანი?
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
შალვა მამუკაშვილი: მოედანზე ყველა თამაშში მხოლოდ მოსაგებად გავდივართ!
"ბორჯღალოსნები" | თოდუა მე-14-ე ტიტულს შეუტევს
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
ბორჯღალოსნები | პარიზული ფინალისთვის მზადება დაიწყო
ზედიზედ მეშვიდედ! - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია სრულად დაჯაბნა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"
ლევან მაისაშვილი: ეს რაგბია და მოსაგებად ერთი ტაიმი არ კმარა