ჩემპიონშიფის 37-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „კოვენტრისთან“ 1:2 დამარცხდა.

"უოტფორდის" მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე „სუონსისთან“ ჩატარებული კარგი მატჩის შემდეგ სასტარტოში დააყენა. ჩაკვეტაძეს 43-ე წუთზე უკნიდან ფეხი სტუმართა გუნდის მცველმა ჯეკ ბიდველმა ჩაარტყა, მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა, მაგრამ შესვენებაზე შეცვალეს.

გიორგის სტადიონი არ დაუტოვებია, სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა და გულშემატკივრები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.9, whoscored 6.4, flashscore 6.2.

ნამატჩევს კომენტარი ისმაელმა გააკეთა: “მსაჯობა კიდევ ერთი პრობლემაა. ჩაკვეტაძის ეპიზოდის შესახებ არბიტრმა თქვა, რომ ვერ დაინახა და ბოდიში მოიხადა. გიორგის ფეხი ძალიან სტკივა, მაგრამ სიარული შეუძლია. მსაჯების უპირველესი მოვალეობა ფეხბურთელების დაცვაა. მართლაც მტკივნეული მომენტი იყო. ეს პირველ ტაიმში უკვე რამდენიმეჯერ დაგვემართა“.

შეგახსენებთ, მუხლის ტრავმის გამო გიორგიმ 2 მარტს "მილუოლთან" შეხვედრა გამოტოვა.

„უოტფორდი“ 45 ქულით მე-13 ადგილზეა და 16 მარტს გასვლაზე „ბირმინგემს“ დაუპირისპირდება.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“

უოტფორდი - კოვენტრი 1:2

გოლები: 1:0 პორტეუსი (20), 1:1 რაიტი (40, პენ), 1:2 რაიტი (72)

რერო
მახსოვს გიოს ბელგიაში ამაზე ნაკლები უხეშობის გამო 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცი მისცეს! თან გააძევეს. მოწინააღმდეგეს უკნიდან შემთხვევით ქუსლზე დააბიჯა! აქ კი რა ხდება!
ქ. გ.
ტრავმის მომენტის ვიდეო https://youtu.be/Ez1R8Nvc9XE?si=clu26xCFEiFv8Y1P
ქ. გ.
"უოტფორდის" მწვრთნელი ვალერიენ ისმაელი გაანთავისუფლეს თანამდებობიდან.
Levani
ეს არ არის ის ტრავმა და ნუ გაავსეთ შარვლები,3-4 დღეში მოურჩენენ. მეორე ბათუმში წიტაიშვილი ათამაშდა ბოლო თამაშები-კაი ფლანგელია ეგეც. მესამე არაბიძე გამოსაყენებელია-აი სწორედ განსხვავებას კვარას მერე ეგ ქმნის ყველაზე მეტად და მეოთხე-მარტო ჩვენ მოგვდის ტრავმები და ლუქსემბურგელები ყველა ჯანმრთელია სულ? მაშინ თუ გვჯობიან ისინი და კონკრეტულ დღეს სახლში თამაშს მოგვიგებენ-იყოს მაშინ მასე,რას ვნერვიულობთ.
ნაპოლეონი
და ეო ამოწმოს რა ასიანი იქნება?. . .საერთოდ უნდა გაუქმდეს
სოსო
არაბიძეს,ნაკრების ამ შემადგენლობაში არ უთამაშია.ერთია საქართველოს ჩემპიონატის დონე და მეორე,ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად,ნაკრების გადამწყვეტი მატჩი.აიღებს და წარმატებით შესძლებს ნაკრების ლიდერობას,ახლად მოსული კაცი?მიიღებს დანარჩენი გუნდი,მისი ლიდერობის მცდელობას?ამას,დრო და დამსახურება სჭირდება.ასე მარტივი არ არის.არ ვამბობ,რომ არ შეუძლია,მაგრამ კონკრეტულად ამ მომენტში,ვერ იმუშავებს და შესაძლოა,მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში შეუშვან,მისი დარტყმების იმედით.მანამდე,რა თქმა უნდა ჯერ მისი გამოძახება და ვარჯიშებზე ნახვაა საჭირო.ნაკრებს ნამდვილად სჭირდება ასეთი უნარების ფეხბურთელი,თუმცა ეს უფრო სამომავლო თემაა.დღეს მხოლოდ შეცვლაზე შეშვების ვარიანტს ვთვლი,რეალურად.იმასაც საგანგებო ვითარებაში.
გიგა
ნუ შეილება არაბას დიდი გამოცდილება არაქვს მაგრამ ოთხ თამაშში სამი ბურთი აქ შეგდებული, ეს ეროვნულში და ასაკობრივს აღარ ჩამოვთვლი. არაბიძე იდეალური ფეხბურთელი არარი მაგრამ კაცის მოტყუება შეუძლია დარტყმა აქვს, პასი აქვს ჯარიმას იტანს და სხვა ვინიცი ასეთი?
სოსო
ვარი მხოლოდ პენალტს,გოლს და წითელ ბარათს ამოწმებს.რატომ არ უნდა შემოწმდეს ყვითელ ბარათზე, ჯარიმა,ან უჯარიმოდ გატარებული უხეშობა?უხეშობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!შესაძლოა თამაში არც შეჩერდეს და მხოლოდ ბრალის დადასტურების შემთხვევაში ეცნობოს მსაჯს
იასონას უდარი
12 დღე არის დარჩენილი და კოჭის ტრავმა მიიღო,რაც ადვილად მოსაშუშებელი არ არის. იქეთ ბუდუმ გამოტოვა თამაში,იწერება ავადმყოფობის გამო,კვარა არ გვეყოლება ისედაც. კიდევ რა გამოვარდება არავინ იცის,თუმცა მთავარი დანაკლისი კვარაა. გადახედეთ ნაკრების თამაშებს,თუ კვარა არ ქმნის რაღაცას,გუნდს თამაში არ აქვს და ეს პრობლემა იყო,ახლაც პრობლემა იქნება. იმედია მომჯობინდება ჩაკვეტაძე,მარა დიდი იმედი მაინც არ მაქვს. შეიძლება თვითმფრინავზე დააგვიანოს ვიღაცამ და თამაში გამოტოვოს. არც იმ ხალხის მესმის,ვინც არაბიძის გამოძახებას ემხრობა და იმედებს მასზე ამყავრებს,ეგრე არ ხდება ხოლმე. თუ გამორთავთ კომპიუტერულ თამაშებს და რეალობაში დაბრუნდებით,არაბიძეს გამოცდილება არ აქვს ანაკრებო დონეზე და გუნდს შეთამაშებული არ არის,რა უნდა გააკეთოს. ვერ ითამაშებს და აღარ გამოიძახებენ,ნახეთ ესე თუ არ იყოს. გადამწყვეტ თამაშში კი არ უნდა დაუძახო,ადრევე უნდა გამოსცადო. გამოიძახებენ და ათამაშებენ კიდეც,მერე გასამართლებელი თემა რო ქონდეთ. ასე იქნება ეს ამბავი
ლაშა
ვაახ? როგორ დაიტანჯა გიო, ამ ოხერი ტრავმებით? ქრონიკულ ტრავმებზე საშინელი არაფერია ფეხბურთელისთვის. გიო! იმედს ვიტოვებთ, რო გამოჯამრთელდები და 21-ისთვის მწყობრში ჩადგები!
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "ბენფიკასთან" დამარცხდა
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?
[VIDEO] სანტანდერში საგიჟეთი დიდი გამარჯვებით დასრულდა - გულიაშვილმა ტრავმა მიიღო, მისი გუნდი კი ლა ლიგაში გადავიდა
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
"უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
ჩაკვეტაძის 62 წუთი და "უოტფორდის" ზედიზედ მესამე მარცხი
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "უოტფორდმა" "კოვენტრისთან" ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
ჩაკვეტაძემ საგოლე პასი გააკეთა და ტრავმა მიიღო [VIDEO]
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძის ტრავმა დიდი ალბათობით სერიოზული არაა
ჩაკვეტაძე "უოტფორდში" საუკეთესო იყო - მისმა გუნდმა ისევ წააგო [VIDEO]
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ზედიზედ მეხუთე მარცხი - "უოტფორდი" ჩემპიონშიფის ბოლო ტურში 0:4 განადგურდა
ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო
[VIDEO] გოგლიჩიძე შეუცვლელად და ჩაკვეტაძე შეცვლაზე - "უოტფორდმა" სახლშიც წააგო