ეროვნული ლიგის მესამე ტურში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ტორპედო“ 1:0 დაამარცხა.

ორივე გუნდმა გასულ ტურში მარცხი განიცადა და დღევანდელ დაპირისპირებას მათთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძლები პირველ ტაიმში ლამაზი თავურით 16 წლის სალიამ დააწინაურა. მეორე ტაიმში თამაში უფრო საინტერესო გახდა და მომენტებიც მრავლად შეიქმნა: 61-ე წუთზე „დინამოს“ მეორე გოლის გატანა შეეძლო, როდესაც სანტისი ნადარაიას გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი კლიაიჩმა მოიგერია. შემდეგ შანსი სტუმრებს მიეცათ, თუმცა ერთი ერთზე გასულ პირესს მეკარე ლორიამ არ გაატანინა. მერე ხელსაყრელი პოზიციიდან სიხარულიშვილმა ვერ უწია მიზანს. ცოტა ხანში სანტისმა ბურთი ძელს გაარტყა, დამატებაზე ყველას სალიამ დაასწრო, მან კი ბურთი ხარიხას გარტყა. საპასუხო კონტრშეტევისას მორიგი შანსი ხელიდან პირესმა გაუშვა. შემდეგ კიდევ ერთხელ იხსნა თავისი გუნდი ლორიამ და დედაქალაქელებმა გაიმარჯვეს.

ერთი სიტყვით, ძალიან თვალსასეირო მატჩი გამოვიდა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ორივე გუნდის დაცვის სუსტი თამაში.

შემდეგ შეხვედრას თბილისის „დინამო“ 15 მარტს „იბერია 1999“-თან ჩაატარებს, ხოლო „ტორპედო“ 16 მარტს „დილას“ უმასპინძლებს.

თბილისი. „დინამო არენა“

დინამო (თბ) - ტორპედო

გოლი: სალია (33)

დღეს „იბერია 1999“ და „სამტრედია“ დაზავდნენ - 2:2

თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“

იბერია 1999 -სამტრედია 2:2

გოლები: 1:0 შ. ნონიკაშვილი (21), 1:1 ჰაიდარი (37), 2:1 სილა (62), 2:2 ფაჩულია (76)

gel-100
დამეჭირა სამწუხაროდ და დისლაიქი დაუწერე საკუთარ კომენტარს მაგრამ მეორე ვინც დაწერეთ რაში არ მეთანხმები მოდი ვიმსჯელოთ,,კიარ მწყინს რამდენიც გინდა დაწერეთ თუმცა აზრიანი დაწერეთ და არა უაზრო
fan1
ბოლო თამაშებიდან არაბიძის სანაკრებო დონე არ ჩანს. დინამოსნაირი წყალწაღებული გუნდი კი არ გვეყოლება მეტოქეთ.
დემნა გვასალია
გენი მუშაობს კოლხის-დემნა გვასალია,გიორგი მასხულია,საბა ბახია და კდევ ვინ მოსთვლის...
ბათუმი
დინამომ ამოგტენათ
gel-100
ამ არაბიძეს ეხლა მოუნდა მაინცდამაინც ზედიზედ ორი თამაშის ჩაგდებაა,, რავიცი შეილება ერთ თამაშში არ გაგიმართლოს მარა საქ ჩემპიონატში რო ზედიზედ ორ თამაშში ვერაფერს ვერ იზავ რაღა სანაკრებო პრეტენზია შეილება რო გქონდეს,,ვდგავართ და ხან სანიოლს ვაბრალებთ ხან კობის და ხან იაშკას მე ამათი დამცველი არ ვარ მარა ისიც ხო გამოჩნდა რო არაბიძეზე ზედმეტი წარმოდგენა გვქონია ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით,,რავიცი სკამზე ჯდომას არ კადრულობს ეგ ბიჭი და ძირითადში კიდე რანაირად უნდა დააყენონ ამ თამაშების შემხედვარე?? ვინ უნდა ამოაგდოს ძირითადიდან? რომელს ჯობია ამ ეტაპზე კიტეს, კვარას, ჩაკვეს, ზურიკოს თუ რომელს??
არგუტი
ლივერპული-სიტის დამთავრების შემდეგ გადმოვრთე დინამო-ტორპედოზე.უცებ მეგონა სპორტის რაღაც სხვა სახეობას ვუყურებდი.საშინლად დაბალი დონეა.შეიძლება წარმოვიდგინოთ ლივერპული და სიტი ,დინამოსა და ტორპედოს წინააღმდეგ? არადა იყო დრო ტოლ-სწორად ვეთამაშებოდით.ამ დაჩაჩანაკებულ ლეგიონერებს სად პოულობენ კიდევ? ზანგმა შეიძლება ფეხბურთის თამაში არ იცოდეს ,მაგრამ სისწრაფე და ფიზიკა არ უვარგოდეს ,ასეთი მარტო ჩვენთან შეიძლება ნახო.ერთი სიტყვით გაუვალ ჭაობში ვართ.ყველაფრის თავი კი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობაა.სანამ მიდგომები რადიკალურად არ შეიცვლება ქვეყნის და მოსახლეობის ტრადიციულ-პატრიოტული ინტერესების გათვალისწინებით ,რაიმე სერიოზულ წარმატებებზე ფიქრი ნებისმიერი მიმართულებით ილუზიურ-უტოპიურია და მეტი არაფერი.ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებლობა ნამდვილი და არა ფსევდო და ყალბი.და კიდევ ---ჩვენს სტადიონებზე მისული თინეიჯერი მაყურებელი ხომ მაყურებელი არ არის.მათ ხომ გულშემატკივრის არაფერი არ სცხიათ,არც ფეხბურთის გაგება და არც ურთიერთ პატივისცემის კულტურის ნიშანწყალი არ გააჩნიათ.ერთი სიტყვით როგორი ფეხბურთიც გვაქვს ,მაყურებელიც ისეთი გვყავს.ნამდვილი გულშემატკივარი კი მაშინ მივა სტადიონზე,როცა ფეხბურთიც ნამდვილი იქნება.
სიმართლე უნდა ითქვას-ს
აი კიდევ ერთი ჩხეტიანის მიმდევარი..რამდენს გიხდიდათ ჩხეტიანი?
ტოტტი-სმ
ნუ წაიღეთ ტვინი თქვენი გულშემატკივარობით რა...რომელ გულშემატკივარზე ლაპარაკობ შენ ასი კაცი რო იკრიბებით და სასოწარკვეთილი როჩხავით წორპედოოოო ამ ხალხზე. თქვენ მხოლოდ გულშემატკივარი არა ხართ,თქვენ მაზოხისტები ხართ ამ ფეხბურთის მოთამაშე გუნდს როგორ უნდა უყურო?სვარკის ყურება სჯობია თქვენი გუნდის თამაშის ყურებას. ყველაზე ძაან ის მომწონს-რო წააგებთ ხოლმე,გუნდი რო მოდის თქვენთან,ვიღაც გამოგართმევთ იმ ხმის გამაძლიერებელს განწირული რო ჩხავიხართ ტორპედოოოოს,გეტყვით თქვენ გენაცვალეს და თქვენ რო ისე ყვირიხართ ტორპედოს გეგონება ლივერპული იყოთ...ერთი ჩვეულებრივი გუნდი ხართ რომელსაც ვინც შეგხვდათ ყველამ მოგიგოთ
სიმართლე უნდა ითქვას
წინა ტურშიც მან გააცუდა მეკარესთან პირისპირ გასულმა, თორემ შესაძლოა სხვაგვარად წასულიყო ის თამაში. დღეს ორი ას პროცენტიანი მომენტი ჰქონდა. ნუ სამარტლიანობისათვის უნდა ითქვას ორი ასევე 100 პროცენტიანი მომენტი დინამოსაც ჰქონდა. პირესი მანამდე თითქოს ყველაფერს კარგად აკეთებს მაგრამ საბოლოო დარტყმის დროს თითქოს მეკარეები აშინებენ :D არაბიძემ რამოდენიმე ძალიან კარგი პასი დღესაც გააკეთა მაგრამ, ასეთი ინერტული ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე არ მახსოვს. თითქოს ვერ გაბედა საკუთარ თავზე თამაშის აღება. რთულია როდესაც უკან დაცვა ფაქტობრივად არ გყავს ასეთ პრინციპულ თამაშში საკუთარ თავზე ბევრის აღება.
სიმართლე უნდა ითქვას
სამარცხვინოა თქვენი კომენტარი. თქვენ არ ხართ რეალურად დინამოს გულშემატკივარი. ჯერ ერთი მეტექის დაფასება უნდა იცოდე, ისე სპორტში არაფერი გესაქმება. ,,არარაობა" უწოდო მეტოქე გუნდის გულშემატკივარს, უბრალოდ მსუბუქად რომ ვთქვათ უტაქტობა და არასპორტულია. მერე მეორე რა სურვილებია მეორე ლიგაში ტორპედო და ეგეთი სისულელეები? როგორ უნდა გაგიხარდეს ქვეყნის რიგით მეორე ტიტულოვანი გუნდის დაღმასვლა? (ან ზოგადად რომელიმე გუნდის). დინამოს გულშემატკივარი რომ იყო, ისიც გეცოდინებოდა, რომ იმ სახელოვან დინამოს ბევრი ტორპედოელი და ქუთაისელი ფეხბურთელი უკაფავდა გზას მწვერვალისაკენ. ნეტავ ეგეთი გონოროთ თუ იქნებით სეზონის ბოლოს? ან ევროტურნირებზე? თქვენ ალბათ მანდაც არ უგულშემატკივრებთ ტორპედოს ან ბათუმის დინამოს? რაც მეტად განვითარდებიან ქართული კლუბები უნდა გიხაროდეთ, თუ გვსურს როდესმე რაიმეს მივაღწიოთ. სხვა კლუბების დაღმასვლის სურვილს, სჯობს საკუთარი კლუბის მესვეურებს მოსთხოვოთ განვითარება და ეგრე მიღწევა წარმატებების.
სიმართლე უნდა ითქვას
ძალიან დიდი სირცხვილია რაც კომენტარებში ხდება. რამხელა ღვარძლი იგრძნობა. რა გჭირთ რა გემართებათ? როგორი მოკლე ინტერესები გქონიათ. მეტოქის ღირსეული დაფასება როგორ არ შეგიძლიათ? მოიგეთ? შეირგეთ. გილოცავთ. წააგეთ? მიიღეთ და მიულოცეთ. დინამოს გულშემატკივრებად რომ ასაღებენ აქ თავს, რა გჭირთ რა ღლიცინი და უტაქტობაა? 4:0 წააგეთ თელავთან და აბა უნდა გადაევლოთ თქვენთვის. ტორპედოს რომ ლანძღავთ თავის გულშემატკივრებიანად, არ გრცხვენიათ? გაიხსენეთ აბა იმ დიად დინამოში რამდენი ქუთაისელი და ტორპედოელი თამაშობდა და რამდენმა შეიტანა წვლილი რომ დინამო იქ და ისეთი ყოფილიყო როგორიც იყო? გასაგებია ქართული ელ-კლასიკოა, ყოველთვის პრინციპული დაპირისპირება მაგრამ, პრინციპულობა ღვარძლში და უტაქტობაში ნუ გადაგივათ. სიძულვილს აფრქვევთ ერთმანეთის მინართ და რის გამო? სანამ ქუთაისელებს და ტორპედოელებს გალანძღავთ, გაიხსენეთ ყველა ის დიდი ტორპედოელი და ქუთაისელი, რომელმაც დიდებული წლები აჩუქა დინამოს. არცერთი გუნდი არ წყვეტდა დღეს ვარსკვლავებს. ორივე გუნდს რეალიზების უდიდესი პრობლემა ჰქონდა, ტორპედოს დაცვა ისევ არ არსებობდა, არცერთ გუნდს რაღაც გააზრებული კომბინაციური თამაში თითქმის არ ჰქონდა. ვერც ტორპედო და ვერც დინამო ასეთი თამაშებით ევროსარბიელზე ვერაფერს ვერ მიაღწევენ. ძალიან დიდი მომატება სჭირდება ორივე გუნდს. ტორპედოს აშკარად სჭირდება მინიმუმ 3-4 კარგი ფეხბურთელის დამატება. რაც შეეხება არაბიძეს, დღეს ვერ იყო იმ სიმაღლეზე, როგორც ბოლო წელიწადნახევარია შეაჩვია გულშემატკივარი, რაღაც თითქოს შებოჭილი იყო, ვერ აიღო საკუთარ თავზე თამაში. ალბათ წნეხის ბრალიც იყო. მაგრამ გახარებული ღლიცინი არ მესმის თქვენი. ვისაც რომელიმე ქართველი ფეხბურთელის ჩავარდნა უხარია, არა თუ სამშობლო არ გიყვართ, უბრალოდ ბოროტები ხართ. პირიქით ტორპედოს ფეხბურთელი იქნება, დინამოსი, თელავის თუ სხვა, უნდა გიხაროდეთ მაღალ დონეზე თუ თამაშობს და მხარს უჭერდეთ ნაკრებისათვის. ამ მოკლე აზროვნებით ვერაფერს მიაღწევთ. ამ ერთი ჩავარდნილი თამაშით მთელს სეზონს ვერ გაუფერმკრთალებთ არაბიძეს. რა ხდება რომელიმე თქვენთაგანს გართმევთ ნაკრებში ადგილს ეს ბიჭი? როდესაც ქვეყანას ეხება საქმე, პირადი უნდა გადადოთ და ვინც უკეთესია მას დაუჭიროთ მხარი. როდესაც ესეთი პოტენციალის ფეხბურთელი გყავს ცუდი უნდა უსურვო თუ მხარდაჭერა უნდა აგრძნობინო? გონს მოვეგოთ სჯობს და ყველამ ერთი მიზნისკენ ვიხედოთ, რასაც განვითარება ჰქვია, თორემ მატარებელი უჩვენოდ წავა და ჩვენ არავინ დაგველოდება. ერთმანეთის პატივისცემის და სიყვარულის გარეშე კი არაფერი გამოვა. საყვარელ გუნდებს ვუგულშემატკივროთ, სუბიექტურობაც ,,მოსულა" ამ დროს მაგრამ, ღვარძლი და სიძულვილი გაუმართლებელია.
გიუშა
არაბიძესთან რა გინდათ???ის ჩემის პერესი შვიდჯერ გაიყვანეს მეკარესთან პირისპირ და ლორიას ვერ ააცილა ბურთი
გიუშა
ერთ რამეს გეტყვი ვიცი გაგიკვირდება მაგრამ მაინც)))-თამაში თბილისში იყო)და ამისდა მიუხედავათ ტორპედო-ს ფანობა უფრო მეტი იყო
Salobies fan
პორნოგრაფიას რო აყურებიებთ მთელ საქართველოს ევროტურნირებზე უკვე მერამდენე წელია დდ: თან ხმები ისმის ფლაგმანის კვნესის და რა მრავალფეროვანი პროფესიის ხალხი უკეთებს ამას ჩამოთვლას ერთი რვეული დაჭირდება დდ:, +18 მაინც დაადებიეთ ვინმეს მაგრად ტეხავს, და ეს საცოდავები რომ ვინმეს რამეს წამოაძახებენ შ.პ.ს სალობიედ რომ გაქციათ რომანმა იმას მიუვარდით ოფისთან და გააპროტესტეთ. ყველაზე გაბანძებული გუნდი ხართ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის სირცხვილი და თავის მოჭრაა თქვენთან ასოცირებული და მიტომ არ ესწრება თქვენ თამაშს 200 კაცზე მეტი.
fkfk
კიდევ ერთი არ დაგავიწყდეთ რომ თქვენ მაგარი უმნიშვნელოებიხართ და თვენს აზრს არავინ არასოდეს არ გაითვალისწინებს გარკვეველი ჩხეტიანის გარდა ....ხოო თქვენ ხართ მნიშვნელოვანი და მაგიტოო წააგეთ მნიშვნელოვნად :D :D კერესელიძე ჩამიკოცნე :D :D :D
…-ს
რამდენს გიხდიდა ჩხეტიანი? დუბლებმა ღრმად გაგიკეთეს დღეს…
ჯეჯე
რაო არაბიძემ ვერ მოიგო თამაში?:)))ნაკრები არა კვახი!
fkfk-s
კიდევ ერთი არ დაგავიწყდეთ რომ თქვენ მაგარი უმნიშვნელოებიხართ და თვენს აზრს არავინ არასოდეს არ გაითვალისწინებს გარკვეველი ჩხეტიანის გარდა
berg
თვალსასეირო:))?

შე საცოდავო წინ კიდევ სამი ყამაშია და ამოგავსებენ იმ თამაშებში კარგად დაიმახსოვრე, გაგაუპატიურათ ევროტურნირებზე მეცხვარეებმა ფარერებზე, მეტყევეებმა ესტონეთში და მალტელმა მეთევზეებმა შინ და გარეთ და ასეთი სამარცხვინო გუნდის ბოღმა ფანი ვინმეზე რო რამეს იტყვის თუ არ გრცხვენათ ჩიტები რომ უფრო მეტი დაფრინავენ სტადიონის თავზე "ფლაგმანის" საშინაო თამაშებზე ვიდრე მაყურებელია დდ:
fkfk
მადლობა რატო უნდა მოვვუხადოთ?? მეტით როარწავაგეთ?? ::D :D :D და ჩხეტო თუუხდიდა ახლა თქვენ არუხდით?? :D :D :D
რაბუ
გორის დილას რამდენი ლეგიონერი მოუყვანია ჩუმად და ზარ ზეიმის გარეშე. საპრიზოზე გავა ჩემი აზრით. ტორპედო კოდე ნუ ჩამოწერეთ მესამე ტურია ჯერ.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
სალია.. გენი მუშაობს,კოლხის! გამარჯვება და წინსვლა,საქართველოს ნაკრებში მალე ბიჭო!
ტოტტი
კიმაგრამ თქვენ რომელი დინამოს გულშემატკივრები წერთ აქ და აძაგებთ ტორპედოს თავის გულშემატკივრებიანად. თბილისში რო ცხობრობთ და სტადიონზე გასვლა გეზარებათ? რო შემთხვებით წააწყდებით დინამოს ანგარიშის გაგებას? დაგავიწყდათ სამი დღის წინ თელავმა 4:0 რო ამოგტენათ? ქვეყანას რო არცხვენთ წლებია და ფარერების გუნდები რო გტენიან დაგავიწყდათ? ამოიღეს ეხლა ხმა
fkfk-s
რა ფანკლუბი ჩხეტიანი რომ უხდიდა ფულს იმათ ეძახი ფანკლუბს..გამოდით და ყოველდღე მადლობა გადაუხადეთ კერესელიძეს ამდენი კარგი საქმის გაკეთებისთვის
fkfk
აი ადექით ახლა და ამართლეთ და აპიარეთ პრეზიდენტი ტორპედოსი. ხარისხიანი ლეგიონერები ჩამოვიყვანეო რომ იძახოდა, ფანკლუბი დაიცავს კიდე ამათ ყველამ იცის რატომაც!!!
dinamo
დღეს ტორპედოს არ ყავდა გულშემატკივრები,რამოდენიმე სემიჩქის მჭამელი არარაობა იყო მოსული..აუცილებლად ტორპედო უნდა გავარდეს მეორე ლიგაში
ჯუდო
ცოდოა არაბიძე მაგ გუნდში.საშინელებაა დაბალი დონის ფეხბურთელებთან ერთად ერთ გუნდში ყოფნა,ციცერონი რომ ჩასვა მემწვანილეებში.თუ არ დაუშვებენ ნორმალურ გუნდში,მაგდენსაც არ გადაუხდიან მომავალში

ტორპედო არის სამსრცხვინო გუნდი რომელიც უნდა იყოს მესამე ლიგაში თავის სამარცხვინო გულშემატკივრებთან ერთად,ცხადია ყველაზე არაა საუბარი იმათზე ვინც ფულზე იყიდებოდა და ჩხეტიანის დაძახილზე წინ და უკან დარბოდნენ….დღეს ღრნად მოხვდა ტორპედოს დინამოს დუბლებისგან..
ლევან მაღლაკელიძე.
რა დაგლიჯა?
Რერო
არ მიმინახავს მატჩი და არაბიძემ როგორ ითამაშა?
barsa
ტორპედო ჩემპიონ :)
xuta
არაბიძემ გადაგლიჯა!
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
რა ხდება უცხოურ რაგბიში? - ივლისის ტესტები...
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
მიქაუტაძე პრემიერლიგაში? - ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი ქართველზე წერს
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ეროვნული ლიგა. V ტური. "სამგურალი" - "იბერია 1999" [LIVE]
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]
საქართველოთი მოხიბლული მაიდა - გაიცანით სახოს ცოლი, რომლის გამოც ფეხბურთელი "ტორპედოში" გადავიდა [PHOTOS]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "ტორპედო" - "დილა" [LIVE]
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]