კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე ტურის დარჩენილი სამი თამაში გაიმართა. სამივე მასპინძლებმა მოიგეს და სამივემ - მინიმალური სხვაობით. ჯერ ადრეა ქულებზე საუბარი, მაგრამ მაინც დავწეროთ, რომ უდანაკარგოდ ორი გუნდია: გორის "დილა" და "დინამო ბათუმი". "ფოთის კოლხეთი 1913"-მა ხუთწელიწადნახევრიანი შესვენების შემდეგ პირველად გაიმარჯვა უძლიერესთა ლიგაში...

კოლხეთი 1913 2:1 გაგრა

ფოთელებმა 2018 წლის 21 სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგეს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. მაშინ თბილისის "ლოკომოტივს" მოუგეს 1:0. წლეულს დაბრუნდნენ და აი, მესამე ტურში მოახერხეს გამარჯვება: "გაგრასთან" 2:1.

ჯერ "გაგრა" იგებდა გიორგი ლომთაძის კარგი შესრულებით: მან მოკლე მონაკვეთში კარგად ითამაშა და ტექნიკურად დაარტყა.

"კოლხეთი 1913"-მა პირველივე ტაიმში გაათანაბრა, კერძოდ, დავით მეგრელიშვილის შორიდან დარტყმული ბურთი ლევან კაკუბავას მოხვდა და ასხლეტით შევარდა კარში.

57-ე წუთზე კი ლაშა კოხრეიძემ დასწრებაზე ითამაშა კარგად და ასე დაასრულა გიორგი მელქაძე-დემეტრე გვასალიას კომბინაცია. 2:1. ფოთელებს თითო მოგება-ფრე-წაგება აქვთ, "გაგრა" კი ჯერ უქულოდაა.

დილა 1:0 თელავი

გორის "დილამ" ნიდერლანდელი ტაირელ ვაუტერის შესრულებული ზუსტი საჯარიმო დარტყმით მოუგო "თელავს".

გორელებს სამი თამაშიდან სამივე მოგება აქვთ და გოლიც არ გაუშვიათ, ხოლო ვაუტერმა სამივე შეხვედრაში გაიტანა...

ამ საჯარიმო დარტყმას, რომელსაც გოლი მოჰყვა, წინ უძღოდა "თელავის" მეკარე ბექა ქურდაძის გაძევება. არბიტრმა ალეკო აფციაურმა ქურდაძეს ჯერ ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ VAR-ზე გადაამოწმა და წითლით შეცვალა (ბოლო იმედის ჯარიმა, საჯარიმოს გარეთ ხელით თამაში).

დინამო ბთ 1:0 სამგურალი

სერია გაგრძელდა, ჩემპიონმა მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამედაც მოიგო, "სამგურალი" კი კვლავ დამარცხდა.

1:0 ბათუმში... ეს ერთადერთი გოლი ზედ შესვენების წინ მამუკა კობახიძემ გაიტანა თავურით. ბათუმელთა კაპიტანმა წინა ტურშიც გაიტანა.

წყალტუბოელებს ამ სეზონში გოლი ჯერ არ გაუტანიათ.

erovnuliliga.ge

გიორგი
პენალტის შენთხვევა სხვაა, საჯარიმოს გარეთ სიტუციას გააჩნია. უეფას ზოგადი რეკომენდაციაა რომ მსაჯმა შეიძლება არ დანიშნოს თუ ხელზე ასხლეტით მოხვდა(შესბაამისად ბართებზეცაა) მაგრამ თუ მომემტზე სერიოზული გავლენა იმოქმედა მაშინ ჯარიმაცაა და ბარათიც შესაბამისად
რეალობა
ცაქცეულმა, აწეული ხელით შეუცვალა ბურთს მიმართულება. რა შუაშია ფეხიდან ასხლეტა? ობიექტურად თუ შევხედავთ, დილა მანამდეც აშკარად უკეთესი იყო. წარმატებები დილასაც და თელავსაც
Temo
პენალტი და ბოლო იმედის ჯარიმა სხვადასხვანაირად განისჯება. ბოლო იმედის ჯარიმა როდესაცაა აღარ აქვს მნიშვნელობა მაგას.
ავლიპ ზურაბიშვილი
ქურდაძე არ იყო გასაძევებელი,ასეთი მსაჯობა არ შეიძლება...ფაქტიურად მოკლა მსაჯმა თამაში.....რა უბედურებაა მუდმივად რატო ჩაგრავენ თელავს მსაჯები...სირცხვილია კობი
გიუშა
ქურდაძეს ფეხიდან ასხლეტილი ბურთი მოხვდა ხელზე, ამიხსენით თუ წესით ეს საჯარიმოში არ ითვლება პენალტად და შესაბამისად ფოლად,მაშინ რატომ უჩვენა მსაჯმა მეკარეს წითელი???
რაბუ
დუტას ზღაპრებს უფრო ემოციურად გადმოცემდა სხირტლაძე ვიდრე ბათუმის დინამოს კომენტატორი გუშინდელ თამაშს.
ლიდერი შეიცვალა... "დილა" პირველია; ფოთელებმა კი "იბერია 1999"-ს მოუგეს
ბასილაძის ჰეთ-თრიქი; ფრე კახურ დერბიში; გაგრას ზედიზედ მეოთხე მოგება
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
სიომინი: ხვიჩა თავის უმაღლეს დონეს ინარჩუნებს
"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება" - კაკამ მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
BBC: მუდრიკმა აკრძალული ნივთიერება უკრაინის ნაკრებში ყოფნისას მიიღო
"რეალის" დამარცხება შეგვეძლო" - "მარსელის" მთავარი მწვრთნელი
მოურინიო სამშობლოში დაბრუნდება? - "ყარაბაღთან" მარცხის შემდეგ "ბენფიკას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEO] გასაძევებელი იყო თუ არა მიქაუტაძის წაქცევისთვის ვან დე ვენი და როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ვილიარეალის" მარცხი, "რეალის" და "ყარაბაღის" გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
კომბინაცია და გოლი, რომლის ხილვაც ღირდა - რეპორტაჟი თელავიდან და სანიოლი ლიდერების მატჩზე [VIDEO]
თბილისური დერბი "დინამომ" მოიგო, "გაგრამ" ზედიზედ მესამედ იმარჯვა, ორი მატჩი ფრედ დასრულდა
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. III ტური. "სამგურალი" - "გარეჯი" [LIVE]
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
ფოთის ''კოლხეთი 1913''-ის ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
ეროვნული ლიგა. II ტური. "თელავი" - "კოლხეთი 1913" [LIVE]
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა
თურქეთის სუპერლიგის კლუბი საქართველოს ნაკრების მეკარის შეძენას გეგმავს
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
არაბიძის მორიგი ულამაზესი გოლი - "ტორპედო" სახლში "კოლხეთთან" მარცხდება [VIDEO]
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
"დინამო თბილისმა" "სამგურალს" მოუგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
კახური დერბი "თელავმა" მოიგო
ეროვნული ლიგა. V ტური. "სამგურალი" - "იბერია 1999" [LIVE]
ეროვნული ლიგა. V ტური. "დილა" - "თელავი" [LIVE]
ისტორია დაიწერა - თბილისის "დინამომ" მხოლოდ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელებით ითამაშა
[VIDEO] "დილა" "რიგასთან" დამატებით დროსთან ახლოს იყო - 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
[VIDEO] "დილა" ლატვიაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
ბათუმის "დინამომ" "ტორპედოს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. III ტური. "ტორპედო - "თელავი" [LIVE]
დიეგო ლონგო: გორში სრულიად განსხვავებული თამაში იქნება
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. III ტური. "დინამო" (ბთ) - "გაგრა" [LIVE]
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა