ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

ლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ჯერ მიქაუტაძე ექაჩებოდა ჩვენს ფეხბურთელს...

ლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ჯერ მიქაუტაძე ექაჩებოდა ჩვენს ფეხბურთელს...

<p><p><p>ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. თამაშის შემდეგ ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრა შეაფასა.</p></p></p><p>"ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას, რაც განსაკუთრებით პირველი ტყაიმის ფონზე, დამსახურებული იყო. გაუგებარია, მსაჯმა რის მიხედვით იმოქმედა. თავიდან ჩვენს ფეხბურთელს მიქაუტაძე ექაჩებოდა, ამის შემდეგ თამაში გააგრძელა და შემდეგ წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო - ჩვენი გოლი გააუქმა და აქეთ დავისაჯეთ. უკვე მეორე შეხვედრაა, ეს არბიტრი ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს.</p><p>გულშემატკივრები საკუთარ ნაკრებს ძალიან ეხმარებოდნენ, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. მეორე ნახევარში, როგორც ვთქვი, გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით. შესაბამისად, ეს ფაქტორი ნაკლებად მოქმედებდა.</p><p>ვიდეორეფერმა ის ეპიზოდი შეამოწმა, როცა წესებს ჩვენი ფეხბურთელი არღვევდა და არა ორიოდე წამით ადრე, როცა ამას მიქაუტაძე აკეთებდა. VAR-ის გადაწყვეტილებები ზოგჯერ გაუგებარია...</p><p>საწყის 45 წუთში ჩვენი თამაშის ტემპით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. ბიჭები გაძევების შემდეგაც იბრძოდნენ, მაგრამ რთული იყო", - განაცხადა ჰოლცმა.</p><p><p><br></p>

  • ზაზა

    რა გაახურე საქმე?სად ფეხბურთი და სად დაჩაგრული ცოლი? იქნებ ისიც თქვა, რომ ლგბტ -ს ჩაგრავს ქართველი ერი? იქნებ ისინი გეცოდება და თვლი, რომ მათი უფლებები ირღვევა?

  • სოსო

    რატომ უნდა ჩაეთვალა?გოლი ვარზე შეამოწმეს და იქ ყველაფერი ცხადად გამოჩნდა.თუ ვინმეს არ სურს ,მისი ნამუსის საკითხია,თორემ წესების მიხედვით,რაც უნდა მომხდარიყო,მსაჯმა ის გააკეთა.ჯარიმა ზუსტად ვერ დაინახა და თამაში არ შეაჩერა,დარღვევაც საჯარიმოს გარეთ იყო და პენალტზე განხილვას არ ექვემდებარებოდა.გაგვიტანეს გოლი და ამ გოლის კანონიერების შემოწმების დროს,გამოჩნდა დარღვევაც და წითელი ბარათიც.ყველაფერი ზუსტად წესების მიხედვით გაკეთდა.კაკაბაძის ეპიზოდიც,საყვითლე იყო და ვარზე განხილვას არ ექვემდებარებოდა.მსაჯის შEცდომა,კაკაბაძის და მიქაუტაძის პიზოდშიც,ჯარიმის ვერ დანახვა იყო,უფრო კი,გვერდითი მსაჯების,რომლებიც ძალიან ახლოდან უყურებდნენ მომენტებს და მსაჯის გაფრთხილება,თავზე ვერ აიღეს.

  • ჟოზე

    კაშია-დვალი-კვერკველია ძალიან სუსტი დაცვის ტრიოა, განსაკუთრებით კაშია,გაუქმებული გოლის დროს როგორ დაკარგა თანაკლუბელი როდრიგესი,ბურთის მიღება,გაჩერება და სახლში წაღებაც შეეძლო მოესწრო იმას,სანამ გურიკა აზრზე მოვიდა.აზაროვის არყოფნაში მარცხენა ფლანგიდან რომ გავიდა ის პასი და მთლიანი გარღვევა,ეგეც დასაფიქრებელია.შენგელიამ ბევრი ირბინა,ჩადო ჯიგარი მაგრამ მე-60 წუთიდან დაუჯდა ელემენტები აშკარად,აზაროვის და ლობჟანიძის(ყველაზე სწრაფი ქართველი ფეხბურთელის) ნაკრებში ყოფნა არაფერს გააფუჭებდა თუ პირიქით არ მოიტანდა სარგებელს.საბა საზონოვს შანსი მიეცით,ბოლო-ბოლო სერია ა-ში თამაშობს მეტ-ნაკლები წარმატებით

  • irakli81

    არა, ყოჩაღ მსაჟს! ჯერ გოლი გააუქმა, მერე წითელი უჩვენა და ჯარიმა დანიშნა, მეგონა ბოლოს პანჩურსაც ამოარტყამდა ლუქსემბურგელ ფეხბურთელს :) ჩემი აზრით ყველაფერი სამართლიანად მოხდა, მაგრამ იმ მომენტში ჩვენი დაცვის ჩავარდნა მაფიქრებს, ძალიან ადვილად გაგვიტანეს გოლი.

  • იასონას უდარი

    მესმის,ასე გითხრა წვერიანმა და თქვენც ასევე ამბობთ,ლიბერალებს სულ ლიბერასტი და სულწაწყმენდლი ეძახეთო. როგორ ყველა კარგი მონა,თქვენც ასრულებთ ამ "დარიგებას" და ილანძღებით. რა არ არის ქალზე ძალადობა,ლამის ყოველდღე ქალებს კლავენ ან გალახულები არიან,რადგან სტატისტიკის გამო სხვა მუხლი მიაწეებეს,ე.ი. ქალზე ძალადობა არ არის? და კიდევ,ფსიქოლოგიური ძალადობა ძალადობა არ არის? თქვენებური ამ ე.წ. გრუზინული კომპლექსებით ძალადობთ ქალებზე,როგორც ფიზიკურად,ისე ფსიქოლოგიურად და მერე იმით იმშვიდებთ თავს რო 10% არის ძალადობა სტატისტიკაში. მე ან რომელიმე ლიბერალს არ უწოდებია ჭავჭავაძესთვის წმინდა ილია მართალი,არ გინდა წაიკითხო,რას წერდა ილია? მსოფლიოს პრობლემა არა ლიბერალობა ან ლიბერტარიანიზმი არის,არამედ ფაშიზმი,კომუნიზმი და ნაციზმი,ასევე ნეოფაშიზმი,ნეოკომუნიზმი,ნეო ნაციზმი და ულტრამემარჯვენებობა. რაც აქ წერე,რაღაც რო წაგეკითხა ლიბერალიზმზე,ხომ გაიგებდი რა არის ლიბერტარიანიზმი ან რას სცემს პატივს. ერთს გეტყვი,თავისუფლებას და საკუთრებას,რომელი არ მოგწონს? თუმცა მონამ რო იცოდეს რო მონაა,ის მონა აღარ იქნება. იყო დრო,როცა ილიას უამრავ იარლიყის აკრავდნენ და მის დამცირებას ცდილობდნენ,დღესაც აგრძელებენ ამას,არ მოგატყუოთ მისმა წმინდანად გამოცხადებამ,ილიას იდეები ისევე საშიშია დეგრადირებული ადამიანებისთვის,როგორც მაშინ იყო. ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს, ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!” ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს - ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!

  • თქვენს თავებში ჩამახედეთ

    "კუკოლდები" საკუთარ საახლობლოში მოიკითხე.

  • ბეშკა

    მაგრა ითამაშებს ბერძნებმა, გაგვიჭირდება, მეტი რო ვთქვათ ჩვენი დაცვის შემყურე

  • სოსო

    ვარი მხოლოდ სავარაუდო პენალტს,გოლს და წითელ ბარათს განიხილავს,ნოდო.მაგ შემთხვევაში,შეხედეს,რომ მიქაუტაძე,საჯარიმოს გარეთ წააქციეს.ლუქსემბურგმა ბურთი წამოიღო და გაგვიტანა... რა თქმა უნდა ვარმა შეამოწმა და მაშინ მცველის დარღვევაც ცხადად გამოჩნდა.მსაჯმა კი,ეს დარღვევა წითელი ბარათით შეაფასა.ერთადერთი,კაკაბაძის მომენტი იყო,როცა ის ყვითელს იმსახურებდა და მსაჯმა არ დააფიქსირა.სამაგიეროდ,კაშიას რომ უკანიდან შემოჰკრა,აშკარად წინასწარგანზრახული ძალიან უხეში თამაში იყო და წითელს იმსახურებდა.შედეგად გაწარებული გაშიაც გააყვითლა და მგონოი ფინალს გამოტოვებს.კაშია დაცვის ლიდერი და ორგანიზატორია და მასზე ვინც რაც უნდა თქვას,ამ მხრივ,დაცვისათვის შეუცვლელი მოთამაშეა.ის ახალგაზრდა ბიჭები,კარგები არიან.მაგრამ გამოცდილებაც აკლიათ,სათამაშო პრაქტიკაც და ძალიაN ხშირადაც იღებენ წითელ ყვითელ ბარათებს.დაძაბულობა ძალიან დიდია და ამიტომ,ისევ გამოცდილებს ენდობა ,სანიოლი.კაშიამ ვერ შეიკავა ემოცია და გააფრთხილეს,კვეკვესკირი,შემოვიდა და იმავე წუთს მიიღო გაფრთხილება,ზუსტად ასევე იყო,ჯაბა კანკავაც და ეს მოწმობს,რამხელა დაძაბულობა ჰქონდათ ბიჭებს,ამ მატჩში.ამიტომ ვყვირი ამდენს,რომ შეწყვიტონ მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და მშვიდად მომზადების საშუალება მისცენ ბიჭებს.ეს ხომ ლუქსემბურგი იყოვო...ლუქსემბურგი იყო,მაგრამ მანაც ზუსტად ჩვენნაირი გზა გაიარა,ამ მატჩამდე და ეგეც არ იყოს,აქამდე მათთან 4 ჩატარებულ თამაშში,2 გამარჯვების კვალად,დამარცხებაც გვქონდა.ესე იგი,ადრეც არ ყოფილან ჩვენთვის ხელწამოსაკრავი ნაკრები და მათთან გამარჯვება,დიახაც უნდა გვიხაროდეს. ფინალამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი.ბიჭებს დასვენება,აზრზე მოსვლა და მომავალი თამაშისთვის მომზადება სჭირდებათ.მშვიდად მომზადება.ბერძნების თამაში ვნახეთ და დავრწმუნდით,რამდენად კარგი ნაკრებია.მათთან სათამაშოდ,სრული კონცენტრაციაა საჭირო და ყველას გთხოვთ,მივცეთ ამის საშუალება.აქამდე მისასვლელად,არავის უშრომია მათზე მეტი და ამიტომ,მათზე მეტად,არავის ენდომება გამარჯვება.ეს ამ თამაშშიც ჩანდა და ფინალშიც უფრო მეტი იქნება, დაძაბულობა.ამიტომ თავშეკავება მეგობრებო.თავი შევიკავოთ მეტისმეტი ემოციების ფრქვევისაგან.ზღვარგადასული კრიტიკისაგან.ეს სასიკეთოდ არაფერს შეცვლის,წახდენით კი,ბევრი რამე შეიძლება წაახდინოს.

  • gel-100

    გივი მეც ვიძახდი ორი დღის წინ რო ან 1-0 ან 2-0 ან 3-0 ან 2-1 ან 3-1 ან 3-2 მოვიგებდით და კი გავარტყი მეც,,გილოცავ შენც ბიჭებსაც და მთელ საქართველოს გუშინდელ პირველ ნაბიჯს და ვისურვებ მეორე უკეთესი ყოფილიყოს

  • იბერია

    საინტერესოა თქვენი მოსაზრება. შეიძლება ამის გაშლაც მაგრამ ჩემი აზრით ეთნიკური შუღლის გაღვივებას უწყობენ ხოლმე ხელს მათი უაზრო კომენტარებით. ყოველ ჯერზე იქნება მეტოქე სპორტსმენი თუ რეფერი ეროვნულ კუთვნილებაზე მახვილით უთითებენ ხოლმე - ასევე რა გითხრა მეგობარო სპორტული კომენტატორი სახელმწიფო არხის, რომელსაც ბავშვები უყურებენ არ უნდა იძახდეს წლების განმავლობაში ისეთ ფრაზებს როგორიცაა - ძალიანაც კარგი მსაჯს თუ შეეშალა ნამდვილად არ ვიქნები წინააღმდეგი და ასეთი გიჟიბები. სპორტი იმიტომ არის სპორტი სამართლიანობასთან უნდა ასოცირდებოდეს და ახალგაზრდა თაობაში ამგვარი ტიპის ჭინჭყლიბებს ღია ეთერიდან არ უნდა ჰქონდეს ადგილი მინიმუმ თუ შენი პირადი იუთუბ გვერდიდან არ მაუწყებლობ.. ხოდა ამ ხალმა გუშინ თქვეს რომ ასეთი ტიპის დარღვევებზე წითელ ბარათსაც უჩვენებო - რასაც ვეთანხმები. კაცს ტრავმა მიაყენა- გამიზნული ფოლი მუხლის არეში პლუს სწრაფი კონტრშეტევის ჩაშლა.ცოტა ყურადღებით მომავალ მატჩი. დისციპლინური პრობლემები გვაქ - იგივე კანკავამ კაშიამ უაზრო მომენტში გაკეთებულ მატში მიიღეს ყვითლები. ამას მოწინააღნდეგე გუნდი ხედავს და გამოიყენებს.

  • დათო

    გეთანხმები ძმაო ეს რა კომენტარებია… მგონია რომ ამას ქართველები არ წერენ, ყოველ შემთხვევაში ვისურვებდი რომ ქართველები არ იყვნენ…

  • შვედუნა

    პირველი არხის კომენტატორები რაც არიან გასაგებია, მაგრამ შოვინისტები? ერთი რუსებთან არიან ეგენი შოვინისტები დანარჩენებთან კი ჩვეულებრივ კომუნისტ ინტერნაციონალს აწვებიან. მაგრამ ვარი არსებობს და თან ესპანელთა ხელში ეგ რომ საწითლე ყოფილიყო არავინ გაატარებდა. გვერდიდან მოხვდა კაკაბაძის ფეხი ლუქსემბურგელს მუხლზე. წითელი არ ეკუთვნოდა

  • დინამიტი

    გამოცდილება არ ეყო ლუქსემბურგელთა მცველს. ნეიმარივით რომ ეკოტრიალა და ერთი კარგი ეღრიალა კაკაბაძე ნაადრევად დატივებდა მოედანს.

  • იბერია

    კაკაბაძე კარგ ფეხზე ადგა გუშინ. გაგვიმართლა გასაძევებელი იყო. პირველი არხის შოვინისტი კომენტატორებიც რომ ვერ უარყოფენ ე.ი. 200% - იანი წითელი იყო. - ისევე როგორც ლუქსემბურგელი იყო გასაგადები. ასეა თუ ისე უამისოდაც არაფრია გამკეთებელი არ ჩანდა ლუქსემბურგი - ბერძნებთან სულ სხვა იატორია იქნება - ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია

  • ლშა_იუვენტინო

    ჩემი აზრიტ ჯარიმა რა არის და რა არა საერთოდ არ იციი , ტიპს კვანტი გამოუდო რაის ჯარიმა არ იყო

  • იასონა 'ჭკვიანს"

    რა ქალების დაჩაგვრაზეა საუბარი? ამ მუხლით ძალადობაზე მარტო 10% იხდის სასჯელს დანარჩენი იმის გამო რომ ცოლს დაუყვირა-ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. ასეთი მაგალითები კი პირიქითაც არის ანუ ცოლმაც შეიძლება დაუყვიროს ქმარს, მაგრამ ეს დანაშაულად არ ითვლება, არც უნდა ჩაითვალოს ისევე როგორც ქმრის. საქმე იმაშია რომ ადრე სიტუაცია რაც ოჯახის შიგნით რეგულირებოდა ახლა სახელმწიფო ერევა ეს არის ლიბერალიზმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული. შენნაირი "კაცები" კი ამას ამართლებთ. ისე კი კაცი რომელიც არის ლიბერალი სინამდვილეში არის კუკოლდი. რაც შეეხება ფეხბურთს კაკაბაძეზე 100%-იანი წითელი არაფრით არ იყო, ხოლო მიქაუტაძეზე ჯარიმა იყო, კი. მაგრამ მთავარი მაინც ის არის რომ შენ აქ ლიბერასტული მავნებლური იდეოლოგია ჩააკვეხე, რაც იმაზე მეტყველებს რომ მაგარი წარწყმენდილი ხარ. ეს დებილობა კი მიქაუტაძის და კაკაბაძის სრულიად არა სამართლიანი შეფასების გამო მოგივიდა აზრად.

  • გოგა

    ეპიზოდის ჩამთავრებას დაელოდა და გოლი როგორ უნდა ჩაეთვალა

  • Lado t

    სტადიონიდან დავბრუნდი თუ არა, ეპიზოდი გადავახვიე ბევრჯერ, ხან დინამიკაში შევხედე, ხან შენელებულად.. გამკვირვებია იმათი, ვინც ამბობს რომ მსაჯმა დაჩაგრა ლუქსემბურგი... აშკარად თამაშის წესის დარღვევა იყო. თამაში გააგრძელებინა მხოლოდ იმიტომ, რომ მსაჯმა დინამიკაში ჩათვალა ჯარიმა არ იყო, ეპიზოდი ბოლომდე დასრულდა თუ არა, გადამოწმდა ვარ-ზე, ძალიან ლოგიკური იყო ყველაფერი. რა არ მოგეწონათ თქვენ?!

  • გურულო

    რა გინდა? ვინმე არ გყავს მეგობარი,ამხანაგი,ნაცნობი იმასთან რომ მოიოხო გული და აქ არ აფრქვიო შენი ,,სიბრძნეები,,. სიხარულიც აღარ შეგიძლიათ იმდენი ბოღმა გაქვთ გულში.ვულოცავ ბიჭებსა და მთელ საქართველოს ამ გამარჯვებას.

  • gzp

    აშკარად დაიჩაგრა ლუქსემბურგი. კარგად გააფორმა მიქაუტაძემ, არ იყო ის ჯარიმა. რომც ჩაეთვალა ეგ გოლი მაინც მოვიგებდით. ბერძნების ჰაილითები ვინც ნახა მიხვდებოდა რომ ძალიან მცირე შანსია რომ აჯობო. ისე, ყველაფერი ხდება ხორვატიასაც მოვუგეთ შემთხვევით თბილისში.

  • გ.შ.

    კაი ადამიანი ყოფილხარ შენ იასონიჩ)))

  • ჰოპლა

    გეთანხმები!

  • იასონას უდარი

    როცა დანაშაულს ხედავ,უნდა ისაუბრო ამის შესახებ და მსხვერპლს გევრდზე დაუდგე. არ მესმის იმ ხალხის,ვინც მხოლოდ იმიტო იცავს მსაჯს,რადგან მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ იქნა მიღებული. გუშინ ლუქსემბურგი დაიჩაგრა,ხვალ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ამ დღეში. თუმცა იმ ქვეყანაში,სადაც ქმრის მიერ ცოლის დაჩაგვრა ისე განიხილება,როგორც ოჯახური საქმე და არ ერევა,რა ფეხბურთზე გვაქვს საქმე. ნორმალური ადამიანები სიმართლის მხარეს დგებიან და იცავენ დაჩაგრულს. დიახ,მსაჯის გადაწყვეტილებები იყო უსამართლო და განაპირობა შედეგი. როცა უსამართლოდ გექცევიან,ხომ არ მოგწონთ? მაშინ ტაშს რატომ უკრავთ იმას რო სხვას ჩაგრავენ? გაშლილი ფეხით პირდაპირ ფეხზე თამაში და თან სწრაფი შეტევის ჩაშლა,წითელი რანაირად არ არის? და მეორეც,კარგად ნახეთ გამეორება და დაინახავთ,მიქაუტაძე მთლად სუფთად არ თამაშობს. ლუქსემბურგია და არავინ მოიკლავს თავს მათ გამო,თუმცა ბერძნები მოდიან და საფეხბურთო რუკაზე ჩვენზე მეტად ჩანან,ხოდა ადგებიან და ჩვენ დაგვჩაგრავენ,მერე რას იტყვით? ზოგადად,ასეთ სიტუაციაში სიმართლის თქმა იმიტო კი არ ხდება რო არ გიხარია შედეგი ან რაიმე მსგავსი,საკუთარი თავის დაცვას ახდენ,რადგან უსამართლობამ არ გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია და შენ არ იყო რიგში. მე მაგალითად უსამართლოდ გათავისუფლებული თანამშრომლის მხარეს დავდექი და მას მხარი დავუჭირე,თუმცა მეუბნეოდნენ რო ამ თანამშრომლის ნაშრომის გამოყენება შემეძლო და ფინანსურად მეტის გამომუშავება,თუმცა იმ დღეს იყო ის და მერე ვიქნებოდი მე. ამიტომაც სწორ მხარეს დგომა ვარჩიე,შეიძლება დღეს სამსახური არ მაქვს,თუმცა ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. სხვა შემთხვევაში,ეს თამაში ჩაწერეთ გამარჯვებათა ნუსხაში და იამაყეთ,ჩვენ მოვუგეთ ლუქსემბურგს,ტაში დაუკარით. კიდევ ერთხელ,ჩვენ მოვუგეთ ლუქსემბურგს,რამე ემოცია დატოვა ამ სიტყვებმა? რა უნდა დატოვოს,ლუქსემბურგს მოვუგეთ და გვიხარია? რაც შეეხება ბერძნებს,ჩვენზე ძლიერები არიან და ამათ ხო შეგვიჭამეს ტვინი რა,ჯერ მაკედონიელები და ახლა ბერძნები,სხვა ნაკრები და ხალხს რო შევხდეთ არა? თუმცა ისიც უნდა ითქვას,რომ მოგება შეგვიძლია. 26 მარტს საქართველოს ნაკრები უნდა იყოს გიორგი პირველი და ამოისვას უნდა საბერძნეთი. არცერთი ლოგიკა არ მოასწავებდა ბასილა კეისარის ბიზანტიის მარცხს გიორგი პირველის ქართველებთან,თუმცა წახდნენ ჩვენთან და დაუმარცხებელი ჯარი დავამარცხეთ. განვმარტავ,დიდოსტატით აღიქვავენ გიორგი პირველს ქართველთა უმეტესობა,თუმცა უდიდესი პიროვნება იყო და საამაყო,რატომ? იმ დროში,როცა ერთმორწმუნე ბიზანტია გვჩაგრავდა,ბაგრატიდან ბაგრატამდე ბიზანტიურ ტიტულს-კურაპალატობას ატარებდა,გიორგიმ შეძლო და წინააღმდეგობა გაუწია,არც ერთმორწმუნის ტიტული მიიღო და არც თავი დაუხარა. დავით მესამე კურაპალატიდან ბაგრატ მეოთხე კურაპალატემდე,ერთი კაცი იყო ამ ტიტულის გარეშე და ეს იყო გიორგი პირველი.

  • ელგუჯა

    დაცვაში, მეტი ყურადღებაა საჭირო.პრესინგის საქმეც,მისახედია.

  • ტარიელი

    აქ ზოგი ცოტა არასერიოზულად, მახსრად აგდებით წერს.... მაგრამ პრობლემები მართლა ბევრია, განსაკუთრებით უკანა ხაზში. ძალიან გაგვიჭირდება ბერძნებთან. ალბათ კონტრშეტევაზე ვითამაშებთ მეორე ნომრად. ფიზიკაში და სისწრაფეში ძლიერად გამოიყურებიან, წარმატებები ჩვენს ბიჭებს.

  • ნოდო

    პირიქით რო ექნა მსაჯს ვნახავდი რომელი არ შეაგინებდით მთავარი და გვერდით ეგეთს თუ ვერ ხედავენ მეც ვიქნები მსაჯი დასტოპებულ მონიტორთან ათჯერ გადახვევიტ ვალენსიასთან გოლი რეალს ოფიციალურად უსამარტლოდ გააუქმეს მარა რეალს რა მაგით? გააჩერე მაშინცე და გადხედე მერე ჰო მაინც გაჩერდა იმ წამსვე რატო ვერ გააჩერებდა? ერტი დეტალი გოლის გამტანს ყვითელი არ გააუქმეს ანუ მეორე რო მიეღო გავარდებოდა არ ვამმბობ რო გასაძევებელი არ იყო მარა გოლი ჩასათვლელი იყო მას წესები არ დაურღვევია

  • გიო

    და აბა რას იზავ, წამოწვები? სპორტის და ფეხბურთის მნიშვნელობა მხოლოდ სტადიონზე მისვლასა და ყვირილში გამოიხატება?! მასობრიობა ქმნის ხარისხს და ამაღლებს ერის ფიზიკურ სიჯანსაღეს. იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენი წინაპრები მარტო უსაქმოდ ატარებდნენ დროს და ისე იგებდნენ მერე ომებს.

  • არტ

    გასაძევებელი არ იყო, ყვიითელი კი ბატონო. ოღონდ ეგ ბევრს არაფერს შეცვლიდა

  • გიორგი

    ქართულებს "სამართლიანობის" გრძნობა მაშინ გვახსენდება აი ერთ ადგილას რომ უნდა დაიკიდო.2 გოლი გავუტანეთ 2 ჯერ ძელს მოვარტყით და შანსები გატანის კიდევ გვქონდა რეეებს ბოდავს ეს ხალხი გამაგებინეთ

  • გიო

    ბუდუს ყოჩაღ! აი ჩაკვეტაძე კი ძალიან ცუდად მოიქცა მინიმუმ ორჯერ... სავარაუდოდ ის უნდა ამოვარდეს კიდეც ბერძნებთან კვარაცხელიას გამო. ამ თამაშით დასატოვებელია მიქაუტაძე, ხოლო ზივზივაძე ხელშეუხებელი.

  • არტ-s

    კაკაბა გასაძევებელი იყო პირველტაიმში.

  • Master

    ტყუილად არ აქებდნენ ამ როდრიგესს,მართლა კარგი ფეხბურთელი ყოფილა,გოლიც უმაგრესი შეაგდო,აიღებელთა კატეგორიიდან იყო...პირველ ტაიმში უნდა მოგვეთავებინა საქმე,კვარა რომ ყოფილიყო პირველი ტაიმი მინიმუმ 3-0 დამთავრდებოდა.ჩაკვემ კი მიუხედავად უბადლო პასისა ბუდუზე,ვერ ითამაშა კარგად,რამდენიმე შემთხვევაში პასიც არ გასცა და ეგოისტურად მოიქცა.ეს ის ჩაკვე აღარაა სამწუხაროდ...ჩვეულებრივ ფეხბურთელად იქცა.

  • არტ

    და რატომ უნდა ჩაეთვალა? ასპროცენტიანი ჯარიმა იყო, კაცი პირისპირ გადიოდა და ერთხელ კი არა ორჯერ დაარღვიეს პირველ მომენტში ფეხზე დარჩა და მერე ფეხიც გამოდგეს და ხელიც მიაყოლეთ ზურგში! რაის მოგვეხმარა საერთოდ გაატარა ეგ ჯარიმა ვარი ჩაერია და მერე გახდა იძულებული ენახა. რომ ნახა ვეღარ იტყოდა ვერ დავინახეო. ლუქსემბურგის ხმა არ აქვს ამოსაღები. მსაჯს დახმარება რომ დომოდა, ბუდუს გოლი რომ გააუქმა იმას ჩათვლიდა, სულაც არ იყო ის დარღვევა ასეთი აშკარა.ნუ უფრო იყო დარღვევა, ვიდრე არ იყო მაგრამ დახმარება როცა უნდათ ეგეთ გოლს თვლიან. სხვა საკითხია რომ მეორე ტაიმის შუაში კონცენტრაცია მოადუნეს და ძლიერ გუნდთან დაცვაში ეგეთი თამაში კარგ დღეს არ დაგვაყრის. ფლანგის მოთამაშეები ვერ ასწრებდნენ ჩამოსვლას, ნახევარფაცვა დიდ სივრცეს აძლევდა მოწინააღმდეგეს და ასე შემდეგ... მისახედია ეს ამბავი.

  • Givi

    კიდევაც დავწერე 2 დღის წინ 2-0 ან 3-0 და ისე აგვიხდეს ყველაფერი...

  • ლევანი

    მართლა გჭირთ ხალხო, რეებს წერთ, ხვდებით მაინც? რა მსაჯმა მაგვაგებინა? ვინ ხართ, სადაურები ხართ? აბსოლუტურად სწორად მოიქცა ვარიც და მსაჯიც, რაა? ჯარიმა არ იყო ჟორჟზე? არ იყო? გაგიჟდით? ერთადერთი, პერველ ტაიმში კაკაბაძე უნდა გაეყვითლებინა, კი გაწითლებაც შეიძლებოდა, მაგრამ, ამ მნიშვნელობის თამაშში, თან პირველ ტაიმში, ეკუთვნოდა ყვითელი. რააა? ცოტა გვახსოვს მსაჯებისგან ჩვენი დაჩაგვრა? საკუთარ თავებს მაინც ეცით პატივი, ბოდიში ყველასთან, ამ ემოციებისტვის, მაგრამ დაახიეს ბურთი თავზე მთელს ლუქსემბურგს და ესენი კიდევ, მსაჯმა მოგვაგებინაო. დიდება საქართველოს!

  • ვხოს

    სავარაუდოდ ფეხბურთს არ უყურებ თუ ეგეთი რამე არ გინახავს. რეალი პსჟ შეგიძლია გადაახვიო და ნახო როგორ გაუუქმეს პსჟს პენალი მარსელოზე ჯარიმის გამო

  • ვახო

    ეს არის ჰალალად მოგება??? თავს რატო იტყუებ ან შეგნებულ სისულელეს წერ.. ვარმა და მსაჯმა რაც ქნეს კაი ხანი არ მინახია. ჯობია აზრზე მოვიდეთ ხბოს აღტკინებას და ბღავილს თავი დავანებოთ თორე 26 რიცხვი იქნება ძალიან მტკივნეული

  • გიო

    თქვენნაირი ქვეყანა გვქონდეს ჩვენ და ფეხბურთისაკენ საერთოდ არ გავიხედავ. კომუნიზმია ლუქსემბურგში. ცხოვრებით კაიფობენ.

  • გიორგი

    რავი, გულს კი გვიხეთქვდნენ ლუქსემბურგი მაგარ ფორმაშიაო. აღმოჩნდა ეზოს გუნდი და ჰალალად მოვუგეთ.

  • ლევანი

    არა უშავს ძმაოჯან, ჯერ თქვენთვის ადრეა ესეთი თამაშების მოგება, ჩვენც ბევრი წაგვიგია, მაგრამ ახლა უკვე ჩვენი დროა, ჩვენიიი დიდება საქართველოს!

  • ამო

    კაკაბაძე 7.0, კაშია 7.2, კვირკველია 7.2, დვალი 7.7 ?! გოლი რომ მივიღეთ და 4 ჩვენი ფეხბურთელი სარგადაყლაპულივით, უაზროდ, უფუნქციოდ რომ იდგა და ცენტრში ეულად მყოფმა ერთმა კინკილა მოწინააღმდეგემ როგორ მიიღო და გაიტანა ბურთი. კალათბურთში დაცვაში როგორ ხდება მოწინააღმდეგეთა აყვანა ამათ არ უნახავთ? რატომ ტოვებთ კაცს აუყვანლად, რა ბრმები ხართ? თავმოყვარეობა არა გაქვთ?

  • არჩილ

    არბიტრი დაგვეხმარა, გოლი რომ ჩაეთვალა ვინ იცის რა მოხდებოდა

  • Levani

    გულშემატკივრებს პრაქტიკა არა აქვთ,ეროვნულ ჩემპზე არ დადიან და იმიტო დაიღალნენ მეორე ტაიმში,მაგრამ არა უშავს,უკეთესად მოვემზადებით

  • Gio

    კაი ტიპი ყოფილა ობიექტურად შეაფასა, ბევრი ამის ადგილას ლანძღვა გინებას მოყვებოდა

  • !

    ორი ძალი, ორჯერ პირისპირ, თუ მეტჯერ კაი რა! ისე ჩვენი დაცვა დირკააა......

  • tobo

    არ გინდა რა ეს რიჟა ბაზარი, რაც ჩვენ მსაჯებისგან დაჩაგვრა გამოვიცდია ერთი შენც აიტანა არაფერი გიჭირს, რომ იყო შეცდომები ჩვენდა სასარგებლოთ ვაღიარებ, თუ გიშველის რამეს.DDDDD

  • roma bejanidze

    არაუშავს მომავალში ცადეთ.

ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

სანიოლი: მივიღეთ პასუხები კითხვებზე - მხოლოდ 11 მოთამაშით მიზნებს ვერ მივაღწევთ

სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა

"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა

"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...

სულამანიძის ურთულესი ბადე ბუდაპეშტში - მესამე წრიდან წონის ფავორიტებთან...

საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა

სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს

[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან

კონფერენს ლიგაზე "ტორპედოს" და "დილას" მეტოქეები ცნობილია

გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს ხუთი კლუბია დაინტერესებული

U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა

7-კაცას მე-7 ადგილი

18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში

ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს

"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა

"იცით, ხვიჩა რომ "ლოკომოტივიდან" გაუშვეს, რა დამემართა?" - იური სიომინი

მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება

დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან

ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

შარიანი - ვინ არის როდრიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?

შარიანი - ვინ არის რორდიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?

"ზეწოლა საქართველოზე იქნება... ფინალზე არც კი ვფიქრობ, რადგან..." - ლუქსემბურგელთა მწვრთნელი თბილისური მატჩის წინ

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან

გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი

ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...

ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი: გამარჯვება დამსახურებულად მოვიპოვეთ

ლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ისტორიული შანსი გვაქვს - სავსე სტადიონი წნეხი კი არა, მოტივაცია იქნება

ლუქსემბურგელთა თავკაცი: მოგებაც შეგვეძლო!

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

ბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

"საქართველოს ნაკრები სანიოლივით თამაშობს, ჩემს მეუღლეს ვუთხარი..." - ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია თბილისურ მატჩამდე

ემოციები ნაკრების გასახდელიდან - "კვარამ" თოფურიას საჩემპიონო ქამარი მოირგო [VIDEO]

ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით