ლიგა 2-ის 30-ე ტურში „ბორდოსა“ და „პარიზის“ დაძაბული მატჩი 3:3 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულმა მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა (ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მისი მეოთხე გოლია) და საგოლე გადაცემა გააკეთა.

ამ შეხვედრამდე ჟირონდული გუნდის მწვრთნელმა ალბერტ რიერამ განაცხადა, რომ ზურიკოს გაცილებით მეტი შეუძლია, მისგან უფრო მაღალ შედეგიანობას ელის და ქართველმა იმედები არ გაუცრუა.

ზურიკომ ანალიტიკური საიტებისგან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: flashscore 8.2. Sofascore 8.1.

ჟირონდული გუნდი 38 ქულით მე-12 ადგილზეა და 6 აპრილს სტუმრად „კანს“ დაუპირისპირდება.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“

ბორდო - პარიზი 3:3

გოლები: 0:1 დიკო (34), 0:2 გოდენი (38), 1:2 დავითაშვილი (42), 2:2 ბარბე (48), 2:3 კებალი (52, პენ), 3:3 დიასი (90)

ლეო
ჩეხეთმა და პორტუგალიამ რა დააშავა, მათ კარებშიდაც ლამაზი იქნება ზურიკოს ასეთი გოლები!!!
Kvekeskiri
იასონ შეიძლება კარგ უდარს ურტყავ მაგრამ რას წერ ხვდები?! დიახაც უნდა გვქონდეს რეალობის აღქმა ამაში გეთანხმები და არავინ ითხოვს ჯგუფიდან გასვლას,არც ჩეხეთზე და თურქეთზე ძლიერი გუნდი გვყავს და არც საბერძნეთზე მაგრამ მოტივაციამ რაც ქნა ნახე,დიახაც უნდა გაუჩნდეთ ამბიცია,დიახაც მოტივირებული უნდა იყვნენ,შეიძლება ქულაც ვერ ავიღოთ,შეიძლება ვინმეც გავაგოროთ...საფრანგეთის ჩემპიონატი ჩემთვის მეცხვარეების ლიგაა,ინგლისი კი დოღლიგა,მერე რა...არც ერთი არ ჯდება ჩემს გემოვნებაში და მაგიტომ,თორემ ინგლისში რო მაგარი სანახაობა და საფრანგეთი მარტო პსჟ არ არის კი ვიცი...
გოგა
რა იცეთ უაზრო ვიდეობის დადება თუ დებთ სრულად დადეთ, ან საგოლე პასი სადაა?
იასონას უდარი-ს
უმეტესად გეთანხმებით შინაარსში, თუმცა არის რამდენიმე მაგრამ: 1. გერმანიის და საფრანგეთის ლიგებს თუ შევადარაბთ ინგლისს და ესპანეთს რა თქმა უნდა სხვაობა არის, თუმცა რაღაც გაგებით ესპანეთზეც შეიძლება ვთქვათ რო 2-3 გუნდის ლიგაა-მიუხედავად იმისა რო სევილია შიდა ჩემპიონატში დიდად ამბიციურად გამოდის. ინგლისურ კლუბები კიდე ძალიან იშვიათად იგებენ ევროპულ ტურნირებს და გამოდის რო ცუდი ჩემპიონატი აქვთ? ამ ჩემპიონატების მიმართ არსებობს ობიექტური შეფასებები და ჯობს იმით ვიხელძღვანელოთ. 2. ჩვენ ნაკრებს რაც შეეხება, კი ბატონო შესარჩევ ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზე გავდივართ ძირითადად. ასევე ერთხელ გავედით ბოლოზე და ერთხელ მესამეზე. სწორედაც მაგიტომაა მოგონილი ერთა ლიგა რო ბოლო პერიოდში შესარჩევი ციკლი აღარ ავლენს ე.წ. ანდერდოგებს (ხორვატიას ვერ ჩავთვლით), და ევროპულ ფეხბურთში ჩამოყალიბდა ერთგვარი ელიტა, რომელიც ევროპულ დონეზე დომინირებს, მაგრამ ვერ აჩვენებს შედეგს მსოფლიოზე. 3. ჩვენი გასვლა სე ემოციური მარტო იმიტო კი არაა რო პირველია, ან იმიტო რო რეალურად ჩვენზე ძლიერი ქვეყნის, ჩვენზე ძლიერი ნაკრები დავამარცხეთ, იმიტომაც რომ ამ ჩემპიონატზე ჩვენ ერთერთი ყველაზე ღარიბი, მცირერიცხოვანი და პრობლემებით დატვირთული ერი ვართ - ასე გვიცნობენ, მხოლოდ პრობლემებით... და ამ შემთხვევაში გაგვიცნობენ როგორც მებრძოლ, შრომისმოყვარე, ჯანსაღ ერს...
იასონას უდარი
ჯერ ლიგა 1 რა ტურნირია და მერე ლიგა 2 თქვი,ერთმანეთზე უარესი დაბალი დონის ტურნირებია. პსჟ დამსახურებით ქულებს აგროვებენ და ტოპ 5 შედის,თორე არაფერი ჩემპიონატი არ არის. ხისტი ფეხბურთი,რიგ შემთხვევებში დაბალი ტემპი და ყველაზე მთავარი,ერთი გუნდის ჩემპიონატია ანუ ინტრიგა არ არის ტურნირზე. არც ბუნდესლიგა არის მაღალი დონის ტურნირი,თუმცა სანახაობრივად მაინც თამაშობენ და ხანდახან ბავარიას ამარცხებენ კიდეც,როგორც წელს ლევერკუზენმა გააკეთა,თუმცა ლევერკუზენი კი არ არის ძლიერი,უფრო ბავარიაა არეული გუნდი. აგერ გუშინ,ფანებმა დატოვეს ტრიბუნები და ნაადრევად წავიდნენ სახლებში. რაც შეეხება ქართველი ფეხბურთელების ამბიციას და მის ზრდას,რას უნდა გაეზარდა ამბიცია? საკვალიფიკაციო ჯგუფში ბოლოსწინა ადგილი დავიკავეთ,მხოლოდ ერთა ლიგიდან მოვახერხეთ რაღაცის მიღწევა. ეიფორიამ მოიცვა ქვეყანა და არაადეკვატურობის პიკია,ასე საქმე უფრო გაფუჭდება,ვიდრე გაკეთდება.იცი,როდის იქნება საზეიმოდ საქმე,როცა ევროპაზე გასვლა ჩვეულებრივი მოვლენა იქნება და არა ყარაულის თოფის გავარდნა. რა თქმა უნდა პირველია და სიხარულიც ამისგან არის გამოწვეული,თუმცა ლუქსებურგი დავამარცხეთ და საბერძნეთის ფეხბურთის არ მცოდნე ნაკრებს პენალტებში ვაჯობეთ,რაც მათზე ძლიერად არ გვაქცევს,რადგან საბერძნეთში ვერ მოვუგებდით და ვერ მოვუგებთ. ყველაზე მეტად იმის მეშინია,ევროპაზე რო ცუდი თამაში ვაჩვენოთ და არაფრი გამოგვივიდეს,რადგან ის ხალხი,ვინც სიყვარულის და მადლობის წერილებს აქვეყნებს სხვადასხვა პლატფორმაზე,უცებ მონსტრებად გადაიქცევიან და მოითხოვენ კარტოფილის დათესვას სტადიონებზე. ასე იქნება ეს ამბავი,როგორც დინამოს შეთხვევაში იყო. გავიდნენ ევროტურნირზე და ეიფორიამ მოიცვა ქვეყანა,თითქოს თასების მფლობელთა თასი მოვიგეთ მეორედ,მერე ყველა თამაში წააგეს და ყველამ ლანძღვა დაუწყო. ეს დინამოს ბრალი კი არ იყო მარტო,ხალხი ცხოვრობს არაადეკვატური ამ ქვეყანაში,იმასაც ვერ ხვდებიან რო შესაბამისი იმედები ქონდეთ.ჯგუფიდან გასვლაზე საუბრობენ უკვე,როცა ჩვენ ვართ დებიუტანტი ქვეყანა და ჩვენი მიზანი უნდა იყოს გოლი,ქულის აღება,მერე გამოჩნდება. თუ ისე მოხდა რო ვერც გოლი ვერ შევაგდეთ და ვერც ქულა მოვიპოვეთ,ეს ტრაგედია არ იქნება,რადგან პირველი დიდი ტურნირია და იქ გამოცდილება ფასობს.კანონზომიერებად რო აქციო ევროზე ან მსოფლიოზე გასვლა,უნდა იცოდე სად ხარ ახლა.თუ შენ გეგონება რო თურქეთზე ან ჩეხეთზე ძლიერი ნაკრები ხარ,მაშინ ეს იქნება ერთეული შემთხვევა. თურქეთი და ჩეხეთი ვერ გადიან დიდ ტურნირებზე ყოველთვის,რადგან ჩვენაირი ხალხი არიან თითქმის,გაუნათლებელი და ზედმეტად ემოციური. მსოფლიოზე მესამე ადგილი აიღეს და ასე ეგონათ,ბრაზილიის ან გერმანიის დონეზე უყვნენ,მერე ვეღარაფერს აკეთებდნენ.22 წელი გავიდა მას მერე და მაგათი დიდი მიღწევა მითხარით,ვერაფრი ვეღარ ქნეს.ასე დაგვემართება ჩვენც,თუ თავს არ შემოვუძახებთ და ადეკვატუობას არ მივეცემით.
roma bejanidze
ზედგამოჭრილი იქნება თურქეთის კარზე ასეთი გოლი. უბრალოდ თურქებსაც მოეწონებათ მარტო ხომ მე არა
გ.ხ.
ბორდო სახელოვანი გუნდია და არც ლიგა 2 ხელწამოსაკრავი , მაგრამ ზურიკო არ მემეტება ქვედა დივიზიონისთვის, არც ჟორჟი(ისე მიდის მეცის საქმე). თან ევროზე გასვლამ ჩვენზე მეტად დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭებს უფრო მეტი ამბიციები გაუჩინა. ასე რომ მიდით ოქროებო, შებერეთ! გოლი კი მართლა მაგარი იყო! თურქეთის ნაჯრების კარს რომ დაამშვენებდა ისეთი იყო
[VIDEO] ქოჩორაშვილის საგოლე პასი - "სპორტინგმა" მეტოქე გაანადგურა
[VIDEO] დავითაშვილის დუბლი "სენტ-ეტიენისთვის" გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა
"მეცი" - პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?
"ტერის და ლამპარდს იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
მადრიდის "რეალს" უპამეკანოს დამატება სურს
[VIDEO] წიტაიშვილმა "პარი სენ ჟერმენს" ეფექტური გოლი გაუტანა
[VIDEO] ზურიკო დავითაშვილმა "ბასტიას" გაუტანა
"მეცი" - პსჟ. სასტარტოში მხოლოდ ერთი ქართველია
[VIDEO] "ენფილდზე" სალაჰი განსაკუთრებულად უყვართ - ასე შეეგებნენ მოედანზე დაბრუნებულ ეგვიპტელს "ლივერპულის" ფანები
გოჩოლეიშვილი ერთი ტაიმი ათამაშეს - "ჰამბურგი" "ჰოფენჰაიმთან" განადგურდა
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
გოჩოლეიშვილი სასტარტოშია - მამარდაშვილი და ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის არიან
რუი პატრისიომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის შემცვლელად 17 წლის ეგვიპტელ ფორვარდს განიხილავს
სეზონის ბოლომდე საფრანგეთში - ენდრიკი "ლიონში" გადავა
"რეალის" შესახებ საუბარი არ მსურს" - ფლიკი ლა ლიგაში საჩემპიონო რბოლაზე
"არ მინდა, რომ წავიდეს" - სლოტმა სალაჰის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
"ბარსამ" მაგარი მატჩი მოიგო და ევროლიგაზე მესამე ადგილზე გადავიდა
რა შემთხვევაში შევლენ "მეცთან" კვარაცხელია და ბარკოლა შეცვლაზე - Le Parisien-ი განმარტავს
პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა - რა შანსი გაუშვეს ხელიდან
ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლების გამო კარიერის დასრულება მოუწევს
იქნება კვარაცხელია შემტევ სამეულში? - წლის ბოლო ტური და სხვა მატჩები
"ხვიჩა ჩემი ძმაა, საფრანგეთში გადმოსვლა მისთვის კარგი იქნება" - განაცხადა დავითაშვილმა Le Parisien-თან ინტერვიუში
წიტაიშვილის პირველი საგოლე მოქმედება ლიგა 1-ში - "მეცი" ისევ დამარცხდა
საფრანგეთი გადაირია - 90 ათასი ეიფელის კოშკთან და ზეიმი პარიზში [VIDEO+PHOTO]
"წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს" - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე საუბრობს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა
[VIDEO] ზურიკო დავითაშვილმა "ბასტიას" გაუტანა
ნაკრებიდან დაბრუნებულმა ზურიკომ პარიზელებს მაგარი გოლი გაუტანა [VIDEO]
[VIDEO] დავითაშვილის დუბლი "სენტ-ეტიენისთვის" გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა
მიქაუტაძემ მეოცე გაიტანა - მას ორიდან ერთი გოლი ჩაუთვალეს [VIDEO]
გოლი 90+3-ე წუთზე - დავითაშვილის "ბორდომ" "პარიზს" სძლია
ზურიკო და კიდევ სამი სხვა - "ბეშიქთაშს" ზამთარში დიდი სატრანსფერო მიზნები აქვს
"პარიზი" პსჟ-ს ყოფილი მეკარის შეძენას აპირებს
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
მე-4 დივიზიონში დაქვეითებულმა "ბორდომ" ენდი ქეროლი დაიმატა
"ბორდოში" სათამაშოდ ჩემი ფინანსების გაღებაც კი მიწევს" - ქეროლმა ახსნა, რატომ გადავიდა მე-4 დივიზიონში დაქვეითებულ დავითაშვილის ყოფილ კლუბში
"დაუჯერებელ გრძნობას განვიცდი! მესამე გოლის აღნიშვნისას..." - დავითაშვილის პირველი კომენტარი ჰეთ-თრიქის შემდეგ
"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს