საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩს გამართავს. 5 აპრილს ჩვენი გუნდი თბილისში, "მიხეილ მესხი 2"-ზე, ლიეტუვას უმასპინძლებს.

4 აპრილს ირის ანტმანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ტრავმების გამო ხვალინდელ შეხვედრას ტატა მატვეევა და თამარ ტატუაშვილი გამოტოვებენ. მათ ნაცვლად, ეროვნულ ნაკრებს მარიამ ცისკარიშვილი და ანა წულაია შეუერთდნენ.

მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა და ანასტასია ბოლქვაძემ ისაუბრეს.

ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ყოველთვის გამარჯვების მოლოდინი მაქვს. ერთა ლიგაზე, ლიეტუვასთან გასვლით შეხვედრაში, კარგად ვითამაშეთ, რასაც ვერ ვიტყვი საშინაო მატჩზე. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელებს სურთ გამარჯვების მოპოვება. ამისთვის საჭიროა გამოავლინონ ხასიათი და ითამაშონ დისციპლინის დაცვით. მიუხედავად ლიეტუვის ნაკრების სიძლიერისა, ყველაფერი ჩვენს ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. დიახ, ტრავმების გამო გვაქვს დანაკლისი, მაგრამ მოედანზე 11 ფეხბურთელი იქნება. მათ, ვისაც თამაშის საშუალება მიეცემა, შანსი ექნებათ, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

26 მარტს მთელი ქვეყანა ბედნიერი იყო საქართველოს ნაკრების გამარჯვებით. ვფიქრობ, ახლა დროა გულშემატკივარმა მხარი დაუჭიროს ქალთა ეროვნულ ნაკრებს. დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერა დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს გუნდზე და დაგვეხმარება გამარჯვების მოპოვებაში. ასე რომ, ვეპატიჟები გულშემატკივარს, რომ მიიღონ სიამოვნება ფეხბურთისგან და მხარი დაუჭირონ გოგონებს".

ანასტასია ბოლქვაძე (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): "გუნდში კარგი განწყობაა. მზად ვართ, რომ ლიეტუვასთან სასურველ შედეგს მივაღწიოთ. მეტოქე შესწავლილი გვყავს. გვსურს, რომ ჩვენი თამაში შევთავაზოთ და გავიმარჯვოთ.

გულშემატკივრის როლი უმნიშვნელოვანესია. მათი მხარდაჭერა დიდ ემოციას და მოტივაციას გვაძლევს იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ სტადიონზე. მოხარული ვიქნები, თუ ძალიან ბევრი გულშემატკივარი დაესწრება ხვალინდელ შეხვედრას".

მატჩისწინა ვარჯიშს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი დაესწრო და ქალთა ნაკრებს ახალ საკვალიფიკაციო ციკლში წარმატება უსურვა.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იყო, როდესაც ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, ისტორიაში პირველად, ქალი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში. ირის ანტმანმა ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა, რაც ერთა ლიგის მატჩებში გამოჩნდა. ქალთა ნაკრებს ძალიან დიდი პროგრესი აქვს, კარგი თამაშები ჩაატარეს და დიდი მოლოდინით ველოდები ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებას. ამ ფეხბურთელებმა აჩვენეს, რამდენად კარგად შეუძლიათ ფეხბურთის თამაში. ასევე, ვთხოვ გულშემატკივარს, მოვიდნენ ხვალინდელ თამაშზე. მათ მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ფეხბურთელებმა უნდა იგრძნონ ეს, რადგან ყველაფერს აკეთებენ ნაკრების წარმატებისთვის".

საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებების შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (კოლხეთი ხობი), თათია გაბუნია (კვარტალი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (კვარტალი)

ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), სალომი დიმოპულუ (კვარტალი), ნათია დანელია (კვარტალი), ანა წულაია (ლანჩხუთი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), მარიამ ცისკარიშვილი (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი), ნინი ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი)

nakrebi.ge

დავით
ბილეთები იქნება? თუ ისევ გადამყიდველებისგან უნდა ვიყიდოთ?
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
სარეკორდო ტრანსფერი - ლუკა ვუშკოვიჩი პრემიერ ლიგაში ითამაშებს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
ბაქრაძის დუბლი - საქართველოს ქალთა ნაკრები ლიეტუვას დაუზავდა [VIDEO]
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ლიეტუვაში პირველი ვარჯიში გამართა
რა ითქვა საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებების მატჩის შემდეგ
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ირის ანტმანი: მეამაყება, რომ დღეს ქართველი ვარ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ლიეტუვა - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრა
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
ისტორიული წარმატება - საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვას სტუმრად სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]