საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური რაუნდის დასკვნით მატჩს გამართავს. 16 ივლისს ირის ანტმანის გუნდი ლიეტუვის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება.

15 ივლისს საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, ქალაქ დრუსკინინკაიში გამართა.

მოახლოებული შეხვედრის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა და ფეხბურთელებმა, ნინო ჩხარტიშვილმა და ნინო ბუხრიკიძემ გააკეთეს.

ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): „ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე. ბელარუსთან წაგებულმა შეხვედრამ ბევრი რამ გვასწავლა. დაცვაში იგივე ხარისხი და კონცენტრაცია თუ ვაჩვენეთ, მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. ლიეტუვასთან მატჩი ფინალია და გოგონებმა ძალიან კარგად იციან, რისი მიღწევა შეუძლიათ 3 ქულის მოპოვებით. ისტორიის დაწერის შესაძლებლობა აქვთ.

ვიცით, რომ ფიზიკურად რთული თამაში გველის. გამარჯვებული ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს და პლეი-ოფში გასვლის შანსი ექნება. ფინალი გველის და ეს პირველი მსგავსი გამოცდილებაა ჩვენთვის. ბედნიერები ვართ, რომ ასეთი გამოწვევა გვაქვს. სწორედ ასეთი მომენტებისთვის შრომობენ ფეხბურთელები ამდენს“.

ნინო ჩხარტიშვილი (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): „იმედგაცრუებულები ვართ ბელარუსთან მატჩით, რადგან სასურველი შედეგით ვერ დავასრულეთ. ფინალის ტოლფასი თამაში გველის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ და ჯგუფიდან გავიდეთ. დარწმუნებული ვარ, არცერთი მოთამაშე არ დაზოგავს თავს და იმედი მაქვს, მონდომებით და ბრძოლით სასურველი შედეგით დავასრულებთ ლიეტუვასთან შეხვედრას“.

ნინო ბუხრიკიძე (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): „საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩი გველის. გუნდი მობილიზებულია და ყველაფერს აკეთებს ლიეტუვასთან შეხვედრის მაღალ დონეზე ჩასატარებლად. იმედია, თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“.

ლიეტუვისა და საქართველოს ქალთა ნაკრებების შეხვედრა 16 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩამდე ორივე გუნდს 7 ქულა აქვს. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში თამაშის შანსს მიიღებს.

საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში თამაშის უფლებას C ლიგის ხუთივე ჯგუფის გამარჯვებულები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს, რომლებიც საკუთარ ჯგუფებში პირველ და მესამე ადგილზე გასულ გუნდებთან მოპოვებული ქულების მიხედვით გამოვლინდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თათია გაბუნია (კვარტალი), სვეტლანა გაბელაია (ელიტა), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნატა კვირკვაია (ნიკე-ლუსო), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი, გერმანია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), სალომი დიმოპულო (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო პრემიერი, აშშ), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი)

nakrebi.ge

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
საქართველოს ქალთა ნაკრები ფარერებთან დამარცხდა
ბაქრაძის დუბლი - საქართველოს ქალთა ნაკრები ლიეტუვას დაუზავდა [VIDEO]
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ლიეტუვაში პირველი ვარჯიში გამართა
რა ითქვა საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებების მატჩის შემდეგ
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ქალთა ნაკრები ივნისის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
ირის ანტმანი: მეამაყება, რომ დღეს ქართველი ვარ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
საქართველო - ლიეტუვა | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
ქალთა ნაკრებმა ივნისის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ისტორიული წარმატება - საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვას სტუმრად სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]