საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ლიეტუვასთან გამართა. მიხიელ მესხი 2-ზე ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. ნამატჩევს nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ირის ანტმანმა და ფეხბურთელებმა თეონა ბაქრაძემ და თათია გაბუნიამ გააკეთეს.

ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „რთული თამაში იყო. კარგად დავიწყეთ, მეტი გოლის გატანა შეგვეძლო პირველ ტაიმში. ბევრი შანსი გვქონდა. ფეხბურთელებმა ფანტასტიკურად ითამაშეს. სამწუხაროდ, ორი შეცდომის შედეგად გოლები გავუშვით. ნამდვილად ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. თამაშის შემდეგ იმედგაცრუებულები იყვნენ და ეს ბევრს ნიშნავს. პირველი წუთებიდან ბევრი იშრომეს და სწორედ ასეთი უნდა იყოს საქართველოს ნაკრები. დღეს, 12 ფეხბურთელით ვითამაშეთ. გულშემატკივრებმა საოცარი ატმოსფერო შექმნეს და ძალიან დაგვეხმარნენ. ბელარუსთან რთული თამაში გველის და ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ“.

თეონა ბაქრაძე (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): „მოსაგები თამაში იყო, თუმცა 2:2 არ არის ცუდი შედეგი. მადლობა გოგონებს. ვეცდებით, რომ მომდევნო თამაშებისთვის დადებითი მუხტი შევინარჩუნოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ. მადლობას ვუხდი თითოეულ გულშემატკივარს მობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის“

თათია გაბუნია (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): „ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვყავდა და ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი დღევანდელი დღისთვის. ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს დღევანდელ თამაშში. საინტერესო შეხვედრა იყო. დიდი მოლოდინები გვქონდა, მოსამზადებელი ეტაპიც საინტერესო იყო, რამაც საბოლოო შედეგამდე მიგვიყვანა. მადლობა გოგონებს, რომ თამაში დადებითი შედეგით დავასრულეთ.

ცოტა უცნაური შეგრძნებაა, როდესაც ტრიბუნებიდან შენი სახელი ისმის. ძალიან სასიამოვნოა და უფრო მეტის გაკეთების სურვილს განიჭებს. გინდა, რომ იმაზე უფრო მაგარი იყო, ვიდრე დღეს ხარ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ჩვენს გვერდით იდგა“.

daviti
ყველა სპორტცმენი ვინც პოლიტიკაში ერევა,ჩემთვის უვარგისები არიან ვის მხარესაც არ უნდა იყვნენ,შეეშვიტ პოლიტიკას და მიხედეთ სპორტს.
საქართველო
საქმე არ გაქვთ?როგორ უნდა გქონდეს ტვინი მოწყობილი რომ ქალთა ეროვნული ნაკრები პოლიტიკას დაუკავშირო.მძიმე მდგომარეობაა.
555
რა უნდა ქალს მოედანზე?ქალი უნდა კუხნაში.ჩემი თუ არ გჯერათ ქოცებს კითხეთ.მაჭარაშვილს,ოდიშარიას,პაპუაშვილს და ა.შ.
სოსო
მიდით,გოგოებო!შრომა არ მოაკლოთ და თანდათან ყველაფერი გამოვა!
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ბაქრაძის დუბლი - საქართველოს ქალთა ნაკრები ლიეტუვას დაუზავდა [VIDEO]
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ლიეტუვაში პირველი ვარჯიში გამართა
ქალთა ნაკრებმა საბერძნეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საბერძნეთთან მარცხით დაიწყო
ირის ანტმანი: ეს პროცესია - სწავლას ვაგრძელებთ
ირის ანტმანი: მეამაყება, რომ დღეს ქართველი ვარ
უპრეცედენტო შემთხვევა ქართულ ფეხბურთში - "ლანჩხუთის" მეკარით იტალიური კლუბი დაინტერესდა
ლიეტუვა - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრა
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
"გუნდი, რომელიც გულით თამაშობს და აქვს ხასიათი" - რა ითქვა კვიპროსის დამარცხების შემდეგ
"არა ძალადობას, არა რუსეთის მონებს!.. არაადამიანებო, ღორებო!" - ქართველი სპორტსმენები "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და მიმდინარე აქციებზე
საქართველო - ლიეტუვა | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
"ვამაყობ ჩემი გუნდით, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ" - საქართველოს ნაკრების მწვთნელის კომენტარი საბერძნეთთან წაგების შემდეგ
ირის ანტმანთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა
საბერძნეთი - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
ირის ანტმანი: შემდეგი ეტაპისთვის მზადებაზე უნდა გადავერთოთ
ისტორიული წარმატება - საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვას სტუმრად სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]