დღეს, სერია A-ს 34-ე ტურში "ნაპოლი" "რომას" უმასპინძლებს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მეხუთე ადგილზეა. ნეაპოლური გუნდი დედაქალაქელებს 9 ქულით ჩამორჩება, რაც ცოტა არაა, თუმცა ვიდრე თეორიული შანსი არსებობს, ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. მით უმეტეს, დარჩენილ 5 ტურში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და თანაც, არაა გამორიცხული, იტალია ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე 6 გუნდით იყოს წარმოდგენილი.

"ემპოლისთან" წაგებულ მატჩში "ნაპოლის" ფეხბურთელებს სწორედ ბრძოლის უნარი დაუწუნეს და აღინიშნა, რომ თამაშის სურვილი არ აქვთ. შეხვედრისადმი ინტერესი უდიდესია, სტადიონზე ანშლაგია მოსალოდნელი, ვნახავთ, რამდენად არიან ფრანჩესკო კალცონას შეგირდები "ჯალოროსისთან" დასაპირისპირებლად მზად და ისევ დააღალატებს თუ არა გუნდს დეფექტური დაცვა.

როგორც იტყობინებიან, პიოტრ ზილენსიმ ვარჯიშზე მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს, ხოლო მატიას ოლივეირა გამოჯანმრთელდა და განაცხადში იქნება. "კორიერე დელო სპორტი" წერს, რომ "დიეგო მარადონაზე" მთავარი მოქმედი პირები ხვიჩა კვარაცხელია და პაულო დიბალა იქნებიან და საინტერესოა, რომელი წარმოაჩენს უკეთ თავს.

calcionapoli24-ის მტკიცებით, "ნაპოლი" შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს თამაშს: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი.

შეგახსენებთ, პირველ წრეში "რომამ" "ნაპოლი" 2:0 დაამარცხა. დღეს მატჩი "დიეგო მარადონაზე" თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

xuta
"ნაპოლმა" ფეხბურთზე ყურება შემაზარა.
სოსო
სურვილი!სურვილი დიდი ხანია დაკარგეს.შეიძლება მხოლოდ საკუთარი სულისათვის ითამაშონ.მაგრამ შინაგანად უკვე დაშლილი გუნდი,მოტივირებულ რომასთან გააწყობს რამეს?ჩხუბმა და საგანგებო სიტუაციის გამოცხადებამ,ერთხელ ცოტა ხნით,პატარა შედეგი გამოიღო.მეორედ ამის გაკეთებას,უმნიშვნელო ეფექტი ექნებოდა.ნიშანდობლივია,რომ შეკრებას დე ლაურენტისი არ დაესწრო.რომ მისულიყო,შესაძლოა ფეხბურთელებს ხმა ამოეღოთ და სკანდალამდე მისულიყო საქმე.ფეხბურთელებს ხომ პირველ რიგში,მასთან აქვთ სასაყვედურო.კალცონამ ფეხბურთელებს,ფეოლასავით უნდა უთხრას:ბიჭებო,მე თქვენით ძალიან კმაყოფილი ვარ.ითამაშეთ ასე,ნელა,ნელა და რაღაცა გამოვა.კარგია ოლიმპიური სისტემა,წააგე?წადი! იქნებ მართლაც გამოვიდეს რამე.
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
კონტე: კვარაცხელია წავიდა - ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა
სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
სრული ნდობა ტუდორს - "იუვენტუსი" ხორვატ მწვრთნელს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს
ლევანდოვსკისთან კონფლიქტს გადაჰყვა - პოლონეთის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
"რომას" დატოვება ბოლო მომენტში გადაიფიქრა - დიბალამ დიდ ფულზე უარი თქვა
"გალათასარაიში" მიქაუტაძე და დიბალა ერთად შეუტევენ? - თურქულ კლუბს დიდი გეგმები აქვს
ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
Breaking: ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში - გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას
"ნაპოლიც" ასე მოიქცა და იცით, შემდეგ რა მოხდა?" - დე როსიმ დიბალას არაბეთში ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა
ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა - კლოპი "რომას" არ გაწვრთნის
პიოლი შეიძლება მალე სერია A-ში დაბრუნდეს
[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება
საბოლოო უარი - ოსიმენი კვლავ ამჟამინდელ კლუბში რჩება?
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი
"გალათასარაისთვის" პრიორიტეტული დიბალა კი არა მიქაუტაძეა - მიზეზი ცნობილი გახდა
იქნება დიდი დაბრუნება? - ანჩელოტიმ შესაძლოა, ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
დიბალა რჩება - არგენტინელი "რომასთან" ახალ კონტრაქტს აფორმებს
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
შეთანხმება შედგა - დიბალას საუდის არაბეთში ოფიციალურად გადასვლა დროის საკითხია
შეთანხმება შედგა - "რომას" გასპერინი გაწვრთნის