საუდის არაბეთის ლიგა, რომელმაც სეზონის დაწყების წინ დიდი ინტერესი გამოიწვია, დასრულდა. აქ ხომ არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი გადაბარგდა. რა თქმა უნდა, ამის მთავარი მოტივატორი კრიშტიანო რონალდო იყო. ყველაფერი იდეალურად არ განვითარდა, მაგალითად, ჯორდან ჰენდერსონი "აიაქსში" "გაიქცა"...

ჩემპიონი "ალ ჰილალი" გახდა, სადაც მაროკოელი მეკარე ბონო, კულიბალი, ნევეში, მილინკოვიჩ-სავიჩი და მიტროვიჩი გამოდიან. რაც შეეხება ლეგენდარულ პორტუგალიელს, რონალდომ ("ალ ნასრი") სარეკორდო, 35 გოლი გაიტანა და 39 წლის ასაკში მეოთხე ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. გავარდნას გადაურჩა საბა კვირკველიას "ალ ახდუდი". 32 წლის ქართველმა მცველმა წინა მატჩში ზურგის ტკივილი იგრძნო და დასკვნითი ტური გამოტოვა (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გვითხრეს, რომ სერიოზული არაფერია და ის ნაკრებს შეუერთდება).

ახლა ეს პირველობა ევროპის ჩემპიონატის კონტექსტში განვიხილოთ, თუ ვის უნდა ველოდოთ აქ მყოფთაგან ივნისში გასამართ პირველობაზე. არაბეთიდან 14 ფეხბურთელს ვნახავთ.

პორტუგალია ბევრი წარმომადგენლით

საქართველოს ნაკრების მეტოქეებიდან პრო ლიგაში 4 ფეხბურთელია. პორტუგალიელებს ყველაზე დიდი წარმომადგებლობა ჰყავთ.

39 წლის კრიშტიანო რონალდოს შესახებ ბევრს აღარ გეტყვით. "ალ ჰილალშია" 27 წლის ნახევარმცველი რუბენ ნევეში, რომელსაც ჩაშლაც მშვენივრად ეხერხება და გატანაც.

პორტუგალიის ნაკრების რიგებშია 28 წლის შემტევი ოტავიო. ის "ალ ნასრის" წევრია, კრიშტიანოს თანაგუნდელია, მისი სატრანსფერო ფასი კი 30 მილიონზე მეტია.

რაც შეეხება კიდევ ერთ ჩვენს მოწინააღმდეგეს, თურქეთის ნაკრების 26 წლის ცენტრალური მცველი მერუჰ დემირალი აქ ერთ-ერთი საუკეთესოა, "ალ აჰლიში", სადაც ფირმინო, მაჰრეზი და "ჩელსის" ექსმეკარე მენდი ასპარეზობენ, "რომადან" წასული იბანიესის მეწყვილეა.

სერბი ვარსკვლავები

სერბეთის ნაკრებს არაბულ ლიგაში მართლაც უძლიერესი ფეხბურთელები ჰყავს. 29 წლის ალექსანდრ მიტროვიჩს ინგლისშიც ბევრი გაჰქონდა, ახლა კი ჩემპიონ "ალ ჰილალის" რიგებში 28 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა. ის ნაკრებშიც პროდუქტიულია. რაც შეეხება სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს, "ლაციოდან" მოულოდნელად წასული ფეხბურთელიც "ალ ჰილალშია", უკვე განვლილ სეზონში კი 11 გოლთან ერთად 10 საგოლე პასის ავტორიცაა.

აშკარა ფავორიტი ინგლისის, დანიისა და სლოვენიის ნაკრებების სახით სერბებს ძლიერი მეტოქეები ჰყავთ და ამ ჯგუფში საინტერესო შეხვედრებს ველით.

ქართველის გუნდი ლიდერია...

ევროპის ჩემპიონატზე საუდის არაბეთის კლუბებიდან ყველაზე მეტ წარმომადგენელს "ალ ახდუდი" გააგზავნის. საბა კვირკველიას გარდა, აქ რუმინეთის ნაკრების ორი მნიშვნელოვანი წევრი თამაშობს.

31 წლის ანდრეი ბურკა გამოცდილი მცველია, "კლუჟში" კარგი სეზონები ჰქონდა. რაც შეეხება 29 წლის ფლორიან ტანასეს, ის "სტიაუასა" და რუმინეთის ნაკრებში გამორჩეული ფეხბურთელი იყო.

პორტუგალიელთა მსგავსად, პროფესიული ლიგიდან რუმინეთის ნაკრებში სამ ფეხბურთელს იწვევენ. 30 წლის ნახევარმცველი ნიკოლაი სტანჩიუ "დანკის" ღირსებას იცავს.

ერთმანეთის წინააღმდეგ

ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრებები ევრო 2024-ზე ერთ ჯგუფში არიან (იტალიასა და ალბანეთთან ერთად). საუდის არაბეთის ლიგაში მოთამაშე ორი ფეხბურთელი, რომლებიც "ალ ნასრიში" თანაგუნდელები არიან და გულშემატკივრებიც კარგად იცნობენ, ერთმანეთს დაუპირისპირდება. 31 წლის ხორვატი მარსელო ბროზოვიჩი საკმაოდ კარგ კარიერას აქ ასრულებს. აი, ესპანელმა აიმერიკ ლაპორტმა სეზონის პირველი ნაწილი "მანჩესტერ სიტიში" გაატარა, სადაც ბილბაოს "ატლეტიკიდან" 2017 წელს გადავიდა და უმნიშვნელო ფეხბურთელი არასდროს ყოფილა. ლაპორტს საინტერესო ისტორია აქვს, ის საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა.

"ფურია როხას" დაცვის ცენტრში ლე ნორმანი და ლაპორტი უნდა ვიხილოთ, ალტერნატივა კი ვივიანი და "ახალბედა" "ბარსელონელი" კუბარსი არიან.

გამოცდილი და სახელოვანი

"ალ იტიფაკს" ევროპირველობაზე ორი წარმომადგენელი ეყოლება, მათგან ერთ-ერთი კი ძალიან გამოცდილი და სახელოვანია. საუბარია ნიდერლანდელ ჟორჟინიო ვაილანდუმზე. 33 ნახევარმცველს მართლაც დასამახსოვრებელი და წარმატებული ევროპული კარიერა ჰქონდა - "ფეიენოორდი", პსვ, "ნიუკასლი", "ლივერპული", პსჟ, "რომა"...

"ალ იტიფაკის" 28 წლის ცენტრალური მცველი ჯეკ ჰენდრი გერმანიის სტადიონებზე იქნება. ის შოტლანდიელთა უკანა ხაზისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა (ბოლოს თბილისში არ უთამაშია).

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე ჩატარდება და გუნდებს განაცხადში 26 ფეხბურთელის შეყვანის უფლება აქვთ.

odala
ბულინგი ზუსტად ის არის რასაც შენ აკეთებ, როცა აზრის გამოთქმის გულისთვის ადამიანს არაადამიანს უწოდებ. მაგრამ მე მკიდია ეგ ამბავი. მსხვერპლი არასდროს ვყოფილვარ. თქვენ კიდევ ჭკუასუსტები ნაღდად ხართ, ვისაც ასე მალე გავიწყდებათ რა იყო ცოტა ხნის წინ. ტიპი ათიდან 1 თამაშს ითამაშებს ნორმალურად და წინა 9 თამაში რა იყო, აღარ გახსოვთ. მაგრამ ხალხს ის აღარ ახსოვს ნაცები რას უკეთებდნენ სულ ცოტა ხნის წინ და რა გასაკვირია ეს არ ახსოვდეთ.
შახრუდინი
ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან მატჩის შემდეგ კიდევ რომ კვირკველიას აბულინგებს ვინმე ის ადამიანი არ არის…რაღაც სხვა არსებაა)
სოსო
რონალდოს,როგორც ყოველთვის,ქებათა ქება!რეკორდების და გოლების მანქანად რჩება,ამ ასაკშიც კი.კვირკველიას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.ალბათ სურვილი ჰქონდა,რონალდოს წინააღმდეგ ეთამაშა,თუმცა ის მაინც შეაჩერებდა?-რონალდო ისეთ ფორმაშია,არა მგონია.ახლა მთავარია საბა გამოჯანმრთელდეს და კონდიციები აღიდგინოს.
odala
კვირკველია გადარჩა და ჩვენ დაგვერხა :(
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"ნებისმიერ ნორმალურ ნაკრებში ამას დიდი განხილვა და გუნდიდან მოკვეთა მოჰყვებოდა" - უკრაინელმა ჟურნალისტმა საქართველოსთან მატჩამდე თავისი ქვეყნის ნაკრებზე სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს
თურქეთის სუპერლიგის კლუბი საქართველოს ნაკრების მეკარის შეძენას გეგმავს
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
"ნაპოლი" "ჟირონას" მცველს შეიძენს
"ბარსელონა" კუნდესთან თანამშრომლობას გააგრძელებს
"ნიუკასლი" ისაკის "ლივერპულში" გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
"გალათასარაიმ" მატვეი საფონოვის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
[VIDEO] "მილანმა" დიდება უნდა დაიბრუნოს - "როსონერის" ფანები ლუკა მოდრიჩს შეეგებნენ
"სხვა კლუბებისგან განსხვავებით, ჩვენ კონტრაქტის ეს პუნქტი ვიცოდით" - "პარი ნიჟნი ნოვგოროდმა" "ორბის" უპასუხა
დავითაშვილს პრემიერ ლიგური ვარიანტი გამოუჩნდა - ზურიკო ცნობილ ინგლისურ კლუბს დაუკავშირეს
როდის დაბრუნდება ალისონი და იქნება თუ არა მზად უახლოესი შეხვედრებისთვის - "ლივერპულის" მწვრთნელის პასუხი
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
ცნობილია, როგორ დაითანხმა რონალდომ ფელიქსი "ალ ნასრში" გადასვლაზე
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"სრული უაზრობაა, მის განცხადებას არ ვეთანხმები" - მაჰრეზი რონალდოს მოსაზრებაზე
"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრის" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
"კრუიფზე, ზიდანზე და რონალდოზე მაღლა დგას" - ლინეკერმა მესის შესახებ ისაუბრა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
"მას პორტუგალიაში საკმარისად ვერ ვაფასებთ" - "ალ ნასრის" ახალმა მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა
ცოტათი დაუჯერებელი - მიქაუტაძე ევრო 2024-ის "ოქროს ბუცთან" ახლოსაა...
დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"ოქროს ბუცის" მფლობელ მიქაუტაძის მადლობა - "მონაკო" გაიწელა და იქნებ "რომა" კვლავ აქტიურობს...
ჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - ისევ დავრუნდებით!..
მიქაუტაძის 2024 - ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, შერწყმა "ლიონთან" და დიდი პერსპექტივები ჩერკისთან...
ფელიქსი, რომელიც "ბენფიკაში" დაბრუნებასთან იყო ახლოს, საუდის არაბეთში მიდის