საერთაშორისო კატეგორიის ქართველი მსაჯი სულხან ჩიხლაძე, მაის-ივლისში მსოფლიო რაგბისა და რაგბი ევროპის ხუთ 7-კაცა ტურნირზეა მიწვეული.

18-19 მაისს ის საქართველოს 7-კაცა ნაკრებთან ერთად გერმანიაში, მიუნხენში ჩავა და მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის დასკვნით, მესამე ეტაპზე იმსაჯებს. 31 მაისს – 2 ივნისს ჩიხლაძე ამსტერდამის მასშტაბურ, კერძო ტურნირზეა მიწვეული, რასაც 7-9 ივნისს ხორვატიაში და 28-30 ივნისს გერმანიაში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეტაპები მოყვება. და ბოლოს, 5-7 ივლისს სულხანს 18-წლამდელთა 7-კაცას ჩემპიონატზე ვიხილავთ, თუმცა, შესაძლოა, ეს მისთვის წელს სულაც არ იყოს ბოლო 7-კაცას ტურნირი…

სულხან ჩიხლაძე: "მიუხედავად იმისა, რომ 15-კაცა რაგბის საერთაშორისო მატჩებსაც ვმსაჯობ, ბოლო სამი წელიწადია ჩემს მთავარ მიმართულებად 7-კაცა რაგბი იქცა. ამ პერიოდში წლიდან წლამდე ვპროგრესირებდი, უფრო და უფრო მაღალი დონის დანიშვნებს ვიღებდი და სასიხარულოა ეს ტენდენცია რომ გრძელდება. აქამდე გამართულ ყველაზე ტურნირზე მაქსიმალური შედეგი ვაჩვენე, დანიშვნა მქონდა რამდენიმე ტურნირის ფინალზე, მათ შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალზე და წელსაც ასეთივე მიზნები მაქვს.

წლევანდელ სეზონს 18-19 მაისს მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე ეტაპით ვიწყებთ. მიუნხენში სერიის დასკვნითი, გადამწყვეტი ეტაპია, რომელმაც მომდევნო ეტაპზე გამსვლელი 4 გუნდი უნდა გაარკვიოს, ყველა თამაში მნიშვნელოვანი იქნება და ძალიან მიხარია მისი ნაწილი რომ ვიქნები. მიუნხენის ტურნირის შემდეგ, ჩელენჯერის სერიის ოთხ მოწინავეს მსოფლიო სერიის ოთხი ბოლოადგილოსანი დაემატება და ეს 8 გუნდი მომავალი სერიის 4 საგზურისთვის ესპანეთში იბრძოლებს. დიდი იმედი მაქვს იქაც მივიღებ დანიშვნას.

31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით მიწვეული ვარ ამსტერდამის კერძო ტურნირზე, რომელიც ევროპაში ყველაზე მასშტაბურია. იქ ძალიან ბევრი კლუბი და ნაკრები ჩადის და რამდენიმე ტურნირი იმართება. შარშან 200-ზე მეტი გუნდი იყო მიწვეული და ერთ-ერთი მათგანის ფინალიც ვიმსაჯე.

ამას მოყვება რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორივე ეტაპი და ივლისის დასაწყისში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი.

მსოფლიო სერიებთან, რომელიც 7-კაცაში უმაღლესი დონის ყოველწლიური ტურნირია, ძალიან ახლოს ვარ და დიდი იმედი მაქვს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ იქაც მივიღებ დანიშვნას. გასულ წლებში არაერთი ისეთი ტურნირი მქონდა, სადაც მსოფლიო სერიების მსაჯებიც იყვნენ წარმოდგენილი, მათთან სრულფასოვან კონკურენციაში ვარ და ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში ფინალის მსაჯობაც მანდეს, რაც საკუთარი თავის რწმენას მიათმაგებს".

Rugby.ge

7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
ფიგურული ციგურაობა | რიტმულ ცეკვაში დევისისა და სმოლკინის წყვილი წარსდგა
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს