ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე

"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე

Youtub-ზე "ამბასადორი სპორტის" თოქშოუს სტუმარი ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე გახლდათ, რომელმაც საინტერესო თემებზე ისაუბრა. მას კითხვა ირაკლი აზაროვის, გიორგი არაბიძის და ჯაბა კანკავას შესახებ დაუსვეს.

როგორც იცით, პირველი ორი ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის არ გამოიძახა, კანკავამ კი დიდ საფეხბურთო ფორუმზე გამგზავრებაზე უარი თავად განაცხადა.

"მიშა აბაიშვილის ნათლული არის ჯაბა და კარის მეზობელი. მაშინ თბილისის "დინამოში" ვმუშაობდი, მიშა ჩემთან მოვიდა და მითხრა, 17 წლის გამორჩეული ბიჭია და იქნებ გასინჯონო.

მაშინ მწვრთნელი გია გეგუჩაძე იყო და პირდაპირ მაგასთან ვერ მივიდოდი, ამიტომ სელექციონერ თემურ უგრეხელიძეს ვუთხარი და მიპასუხა, ვიცი მაგ ბიჭის შესახებო და ვურჩევ მწვრთნელსო. ასე მოხვდა კანკავა "დინამოში".

ორ თვეში "ვისლასთან" და სხვა გუნდებთან ისე მაგრად ითამაშა, ყველა მასზე საუბრობდა. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ჯაბასთან ძალიან დიდი ურთიერთობა და სიყვარული მაქვს.

ვაჟკაცი ბიჭია, მოედანზე ლიდერი, ცხოვრებაში წყნარი, მშვიდი, ზედმეტს არ იტყვის და ილაპარაკებს. კიდევ ბევრი რამე ვიცი, რაც ვაჟკაცური საქციელები გაუკეთებია.

პირადად მასთან ამ თემაზე არ მისაუბრია, მაგრამ როგორც ვიცი, გულდაწყვეტილი იყო ნაკრებიდან წასული. ალბათ, კარიერას რომ დაასრულებს, ყველაფერს თვითონ იტყვის.

შვედეთთან თამაში, რომ იყო და არ შეიყვანეს, მერე ამხანაგურ მატჩში არ დაუძახეს... ყველაზე მეტად, იცი, რა გამიკვირდა და მეწყინა? - "პირველ არხზე" გია თვალაბეიშვილმა ესპანეთთან 1:7 წაგების შემდეგ ვილი სანიოლს ჰკითხა, ალბათ, კანკავას წასვლის მერე ძალიან რთულია, ნახევარდაცვა ისე დაალაგო, შუაში პრობლემა არ შეგექმნასო. სანიოლმა უპასუხა, არ ვთვლი, ჯაბას წასვლა გუნდს რამეში დაეტყობოდაო. ეს მაფიქრებს, რომ შიგნით რაღაც იყო.

მერე ბოლოს, რომ გამოიძახეს, გადამწყვეტი მატჩების წინ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. ვფიქრობ, აქაც უარს იტყოდა, უბრალოდ, ისეთ შეხვედრებზე დაუძახეს, სამშობლოს ღალატის ტოლფასი იქნებოდა, უარი რომ ეთქვა.

მგონია, რომ კანკავა ნაწყენია. როცა დაუძახეს, ჩამოვიდა და დაუდგა ქვეყანასა და ნაკრებს გვერდში, იქ კი უკვე წაიყვანეთ ახალგაზრდა ბიჭებიო. გული ძალიან დამწყდა. ყველამ ვიცით, რომ ის გერმანიაში კაპიტნობის, ვაჟკაცობის სიმბოლოდ მიდიოდა.

რაც შეეხება არაბიძეს... ყველაფერზე მწვრთნელი არის პასუხისმგებელი და რაც უნდა გვედავა და გვეკრიტიკებინა, ცხვირში მოგვარტყა... გაიყვანა გუნდი და ხელებიც აგვიწევია, ნეტა სულ ეგრე იყოს.

იცი რა, მე მგონია, რომ იყო 22, მერე 23 და ახლა უეფამ უფლება მისცა, რომ 26 ფეხბურთელი წაიყვანონ. ამდენ ხალხს, რომ უნდა ეს ბიჭი, საქართველოს ჩემპიონატში, რომ გამორჩეულია, მე წავიყვანდი.

იცით, რატომ? - სალაპარაკოს ამ თემას არ გავხდიდი. ვთქვათ, მოცულობას ვერ ასრულებს, 90 წუთი კუთხურის ალმიდან კუთხურის ალმამდე ვერ დარბის.

სიტყვაზე, დარჩა 15 წუთი და ანგარიში 1:1-ია, ვერ იგებ და გამარჯვების შემთხვევაში გადიხარ, ხომ არის შემოსაყვანი?

ან შორიდან გააქანებს, დაარტყამს, ან სტანდარტულს კარგად მოაწვდის, ან ვიღაცას მოატყუებს,.იმ დროს მოედანზე მისი გადაადგილება კი არ გინდა, კრეატივი გინდა. თან მაგ ბიჭს რაღაც იღბალიც აქვს მოედანზე... არავინ ცუდად არ გამიგოს და პანიკებს არ ვტეხ, უბრალოდ, ჩემი აზრით, შეიძლებოდა, რომ წაეყვანა, თან ხალხს ძალიან უნდა და მოსწონს ეგ ბიჭი.

რაც შეეხება აზაროვს, საერთოდ დიდი ფორუმების წინ სულ საკამათოა, მწვრთნელმა ვინ არ წაიყვანა, ან ვინ არ წავიდა.

რამხელა დონის ფეხბურთელები არ წაუყვანიათ... კრუიფი, კანტოლა, ჟინოლა, ბაჯო არ მიჰყავდათ, რაული... ახლა ვფიქრობ, რაულის დონეზე აზაროვის არწაყვანა, მაგხელა ამბავი არ არის.

არც ისეა საქმე, რომ იკითხავ, აზაროვი რატომ არ წაიყვანეო, არ არის ეს ჩარევა, რომ ერთი ამბავი ატყდეს... აზაროვს წაიყვანდნენ და სიტყვაზე, ვერ წაიყვანდნენ დვალს, ან გოჩოლეიშვილს...

აზაროვი ნაკრებში იყო, არაფერი არ დაუშავებია და რომ ვიკითხო, რატომ არ გამოიძახეთო, არ მაქვს უფლება?! სანიოლისგან რაც მოვისმინე, თქვა, რომ ირაკლიმ კარგად უნდა გაითავისოს, რომ მცველიაო და მის ადგილას გამოძახებული შენგელია და წიტაიშვილი მაგას ვერ გაითავისებენ, რადგან ამპლულით მცველი არცერთია.

იმას არ ვამბობ, რომ შენგელია არ უნდა წაეყვანა. პირიქით, ძალიან კარგად ითამაშა საბერძნეთთან. უბრალოდ, ეს არგუმენტი, რაც მწვრთნელისგან მოვისმინეთ, არ ჯდებოდა.

მერე თქვა, "შახტარში" შეცდომები ჰქონდაო და უნდა გამოასწოროსო. მერე დონეცკში, რომ კარგად ითამაშა, ე.ი. გამოუსწორებია და სანამ ნაკრებში არ დაუძახებ, ამას ხომ ვერ დაინახავ?

ასეთი ამბავი გავიგე... ფეხბურთია, ტრიბუნაზე ზიხარ, ხან რა ჭორი ისმის და ხან რა... აზაროვს მძიმე ხასიათი აქვსო და ნაკრებში სიტუაციას არ უხდებაო. იგივე ითქვა არაბიძეზეც", - თქვა სალუქვაძემ.

• ნუგზარი

1. გამოჩნდა რომ ჯაბას წასვლაც დროული იყო. 2. არაბიძე ძალიან მოიკოჭლებდა დაცვით ფუნქციებში, გუნდი რომ ბურთს კარგავდა, ტორპედოშიც კი არ მიჰყვებოდა უკან და ძუნძულით ბრუნდებოდა როცა, მოწინააღმდეგე უკვე საჯარომოსთან იყო. 15 წუთისთვის კი არცერთი მწვრთნელი მითუმეტეს ნაკრებში, ფეხბურთელს არ აიყვანს. 3. აზაროვის ამბავი ჭორი გამოდგა, მოუმატა თამაშს და დაუძახეს კიდეც ნაკრებში. და ბოლოს, ამ ხნის კაცი ჭორებზე რომ აგებ სტატიას .....

• ტარიელი

სასტავში ვერ ხვდება გოჩოლეიშვილი , იტალაში სერიასბ-ში ლოჩოშვილი , კვეკვესკირიც ვერ ხვდება ხშირად . ნუ , მექვაბიშვილი ბაიერნის ძირითადშია და რაზეა საუბარი . არაბიძეზე არაფერს ვამბობ , მაგრამ აზაროვი ძალიან სჭირდება კვარაცხელიას თავის ფლანგზე . საზონოვიც წასაყვანი იყო . ,,ტორინოს" მსკამზე ზის და ეგაა მიზეზი ? მიიყვანონ ,,ტორინოში " (ვინ მიასუნინებთ) დვალი , კაშია , ტაბიძე და კვირკველია და დაუთვალონ რამდენჯერ მოუწევთ თუნდაც სკამზე ჯდომა .რაც გააკეთეს გულითადი მადლობა , მაგრამ წინ აღარ უნდა გაიხედონ ?

• სალუქვაძეს

ჯერ ამხელა კაცი დგას და ჭორაობს და მეორე ამ ყველაფერს სტატიად აქცევს :))))

• ლექსო

ამ ეტაპზე და ამ სიტუაციაში ასეთი საუბრები სულ მინიმუმ არაეთიკურია!

• ირაკლი

ანუ არ ვილაპარაკოთ?.. მოდი. შენ არ ილაპარაკო. სხვას თავისი თვინი აქვს თავში.. )

• დავით

აზაროვი უნდა წაეყვანა მარა შიგნით რაგაცა ხდება 100 სპეციალისტიდან 100 ხელს მოაწერდა არაფერი არ იმალება გავიგებთ ყველაფერს გული არ გაიტეხო აზარ

• გგგ.

ბიჭო, სალუქვაძე, დიტოია ობოლაძე და კიდევ ხუი იხ ზნაეტ რამდენი ჭურნალიუგა ჭაჭანობს ფეხბურთში, ალბათ იმდენი მაინც, რომ თითო კანდიდატურა რომ მიაწოდონ ნაკრებს, ორ სრულყოფილ გუნდს მივიღებთ და ვსვამ კითხვას, რაში გვჭირდება ეს ზაგრანიჩნი მწვრთნელები, მილიონებს რომ ვუხდით? გავუშვათ სახლში სანიოლი და მერაბა სალუქვაძეს და დიმიტრა ობოლაძეს ჩავაბაროთ ნაკრები არ ჯობია? ფულიც დაგვეზოგება და ნაკრებიც პირველადგილ9სანი გვეყოლება მისდღემჩი ედრენამატ! დაიწყებენ აზაროვი-მაზაროვი და ა.შ. ბლიად, ბოლობოლო, რაოდენობა ხომ არის განსაზღვრული ებიომატ, სად შეტენოს საცოდავმა ვილიამ მდენი კაი ბიჭი? მე პირადად ძაან მევასება აზაროვი, თამამი ბიჭია და შეუძლია გამწვავებაზე წასვლა, მარა ნაკრებში მისი გამოძახებიზა ჩემი შეხედულება წყვეტს რამეს? ხოდა ქე ვარ ჩუმთ ჩემდა და რაც შემიძლია იმას ვაკეთებ, ვუყურებ თამაშებს და სიამოვნებას ვღებულობ კაი ფეხბურთით, რომლისგანაც, ჩემდა სამწუხაროდ ჯერ კიდევ შორსაა ჩვენი ნაკრებიც და ზოგადად ფეხბურთიც! ვოტ ტაკ ბრატცი, ნა ეტომ ტოჩკა! გეიგეთ სიმონ? :)

• მათე

სანიოლმა შეძლო ის რაც ვერ შეძლო ვერცერთმა მწვრთნელმა ,ვერც უცხოელმა ვერც ქართველმა,გამარჯვებულებს არ ასამართლებენ.სანიოლი სად იყო როცა სხვა მწვრთნელებთან ქონდა პრობლემა არაბიძეს.მაგ ბიჭს დისციპლინა აკლია და მგონია რომ გუნდშიც დისონანს შეიტანდა.მაგის დიდი ფეხბურთი დამთვარებულია თავისივე ხასიათის გამო ,შორიდან დარტყმა და გოლის გატანა არ ნიშნავს დღევანდელ ფეხბურთში არაფერს სადაც ამხელა დინამიკა მოძრაობა და ფიზიკური მომზადებაა.ნაკრებს წარმატება .

• sandrex

ფუუუუ,ეს "პადხალიმი" ესა,ბუხართან მიმჯდარი დედაბერივით ზღაპრებს ყვება!

• zura222arabiZes -ეს

შენ ჯობია პოლიტიკას მიხედო, არაა ფეხბურთი შენი საქმე.

• las

ჩვენ გარედან ვუყურებთ დაშიდა სამზარეულოში რა ხდება არ ვიცით. ასე გადაწყვიტა მთავარმა მწვრტნელმა, ალბატ ჩვენზე მეტი იცის. საზანოვი - ნამდვილად ვერ ხვდება ძირითადში კი არა შეცვლაზეც და რათქმაუნდა არის არგუმენტი რომ არ გამოიძახა. არაბიძე - მის ადგილას ყავს ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. ალბათ ორივე ჯობია. აზაროვი - ჩემი ხედვით წიტაიშვილიც ჯობია და შენგელიაც, ერთი ეგაა შენგელიას ფორმა არ ვიცით, უთამაშებელია ტრამვის მერე.

• ილია

არ შეგიძლიათ კაცურად მიიღოთ კაცის კაცური საქციელი?რა ჭორაობა ატეხეს ზოგიერთებმა.

• არა და, საკვირველია !

უნდა წაიკითხო და აზრი გამოიტანო, რას ამბობს თუნდაც ქართული ფეხბურთის მტერი. აბა ზერელედ მივაკეროთ იარლიყები? ადამიანი ფასდება სიტყვა-პასუხით და ქცევით. თუ არ გაეცნიბი რას გაიგებ ვინ არის?

• იასონას უდარი

ეს მაგარი ყავს გამჩენს,ჯერ იყო და ჩაკვეტაძეს ბავარიაში აწყობდა,მარა ფეხბურთელმა და მისმა მამამ დაბლოკეს ეს ამბავი,ვიპ ლოჟა გაემაზა ლევანას. ჩაკვეტაძემ თქვა რო მსგავსი არაფერი ყოფილა... ახლა,კანკავა მოუწყვია დინამოში და ალბათ,ბევრი კიდევ. ცოტა ხანში იტყვის რო ლენონი ან კენედი ამან მოკლა,ჰიტლერი ამან დაამარცხა ან შეძლება ნაპოლეონობა დაიჩემოს. რა ხდება ამ ქვეყანაში,ფსიქიატრიული კლინიკები დავხურეთ? თუ გახსნილია და მოქმედებს,ამდენი გიჟი რატო დადის ქუჩაში?

• Musenbezi

მესიც სალუქვაძის წყალობით მოხვდა ბარსელონაში, კანკავას მხრიდან გაბუტვა არაა ლამაზი საქციელი...კანკავას არ თამაშით დიდი არაფერი დააკლდება ამ ნაკრებს!!!

• ერთი ძახილის ნიშანს ვერ გვათხოვებ ?

ასე რამ გაგაბრაზა, ყველა ძახილის ნიშანი რომ დახარჯე ერთბაშად ? )))

• შენი ლოგიკა ...

აშკარაა: შენზე მეტად არვინ აქტიურობს ე.წ. პოლიტიკური შემადგენელით გატენილი პროსახელისუფლო კომენტატებით! და აქაც, აი ეს ეს ე.წ. კომენტარიც პოლიტიკითაა სავსე !!! ჰოდა, "გადაკეცე" ცოტა ხანი მაინც, საკმარისია ! გსიამოვნებს ამდენი ანტილაიქი ?! ჰო ხედავ, აშკარად უმცირესობაში ხარ !!!

• არა და, საკვირველია !

პატივცემულო ქართველო გულშემატკივარო ! წერილიდანაც ჩანს, რომ : ლევან სალუქვაძე ტოქ შოუში მიიწვიეს (!) , იქ დაუსვეს შეკითხვა და (ა)მანაც გასცა პასუხი. ჰოდა, აუ ამ პასუხიდან ამონარიდი აქ დაიბეჭდა და შენ (!) და შენს კომენტარზე დამლაიქბლებმაც, ყოველგვარი დაძალების გარეშე, თავად წაიკითხეთ. თანაც, წაკითხვამდე, სათაურიდანვე იცოდით, რას წაიკითხავდით, "მარა" მაინც (და როგორც ჩანს, ბოლომდე!) წაიკითხეთ ! :) ჰოდა, აბა ამის შემდეგ, რამდენად ადექვატურია თქვენი ასეთი გამოხმაურება, შეურაცმყოფელი მიმართვა და/ან სხვებისგან, ამის დალაიქება ?! თუ, პერსონალურად ეს ლევან სალუქვაძე არ მოგწონთ ( რომელსაც პირადად არ ვიცნობ !), რატომ კითხულობდით, თქვე დალოცვილებო ?! აწი მაინ აღარ წაიკითხოთ და ა(ღა)რ აიშალოთ ნერვები ! :)))))...

• ლევანას!!!

ერთი გვკითხე, გვაინტერესებს შენი აზრები? ყველა რავა დოცენტი და პროფესორი გამოხვედით? შენ ვინ გეკითხება ნაკრების დაკომპლექტება?

• კოკა

წინა სატურნირო ინტრიგებს თავი დავანებოთ

• tngh

აზაროვი ახალგაზრდაა... ყველაფერი წინ აქვს... წარმატებებს ვუსურვებ!!!

• ქართველი ვაჟკაცი

ამ ქართველი ფეხბურთელების ბუტიაობამ, ხო წაიღი ტვინი რაა!!

აბა !? ან რა ხმა აქვს, ან რას მიედ მოედება . დამსახურებული არტისტი გამიგია მარტო, სპორტსმენი - არა.

• თენგო

მორჩა გავჩუმდეთ ვაცადოთ მწვრთნელს

• სოსო

გველესიანი ვინმე არ არის.ფეხბურთშიც პიროვნებაა და ცხოვრებაშიც, ძალიან ჭკვიანი და პატრიოტი ადამიანი.

• zura222arabiZes

არაბიძეს და აზაროვს "მძიმე ხასიათი"ქონიათ და ნაკრებში სიტუაცის აურევდნენ ? ასეთი იდიოტობა მართლა დააბრეხვეს ვიღაცეებმა ? კი მაგრამ ნაკრები რომ ორადაა გაყოფილი და ზოგი "ალა ლუსულ კანონს"რომ გაჰყვირის და ზოგი კი ქართულ კანონსო ეგ როგორაა ? ეგ არ ურევს ნაკრებში სიტუაციას ? ან ნაცები და ლიბერალები ნაკრების ფეხბურთელებს რომ აბულინგებენ და პირველ რიგში კვარას იმას რაღა უნდა დავარქვათ ?? @@@

• Levani

არ არის კარგი საქციელი ასე კურსების მიბმა ყველაფერზე. ევროპის ჩემპიონატით არ მთავრდება არაფერი. ამის მერე მსოფლიოზე უნდა გავიდეთ და პირდაპირ ჯგუფიდან. ვისაც ფრითენზია გაქვთ იქ გამოიჩინეთ თავი. მასე ძველ დინამოშიც ჩელებაძე ყვებოდა გულდაწყვეტილი ჩემს მაგიერ ჟვანია წაიყვანეს ფინალზეო. მანუჩარი გაუშვეს და ესეც დიდი განსჯის საგანი იყო ფეხბურთია,ყველა კმაყოფილი ვერ იქნება. მაშინ უნდა გყავდეს 11 რკინის კაცი,სულ ჯანმრთელი როა და 6 უემოციო კაცი სკამისთვის-რო არ წყინთ სკამზე ჯდომა. შენ კიდე გყავს 40-45 კაცი რომელიც ყველა პელეა მამამისს რო კითხო. კარგით რა,რა დროს ეგაა,ვინც წავიდა და ვინც ვერ წავიდა ამჯერად ყველამ უქომაგეთ ნაკრებს. და კიდე ერთი-ყველა კარგად ვერ ითამაშებს,წარმოუდგენელია მასეთი რამ, მაშინ მოგვივიდა ევრო და ეგაა. ხოდა მერეც არ უნდა-ეს რატო და ის რატო არა და ა.შ.შ.

• გია

ზაკოს შემთხვევით დავაჭირე დიზლაიკის ფუნქციას

• მირიან

არაბიძე უნდა წაიყვანოს. აზაროვი, თითქოს კარგია მაგრამ ცუდი მცველია, სანიოლის გადაწყვეტილებამდე ვფიქრობდი ასე. კანკავას ასაკის გამო, რეაქცია აქვს დაგვიანებული და მისი ერთი შეცდომა შეიძლება კატასტროფა იყოს.

• რეალში ვინ მომაწყობს?

ასე მგონია, მესხი და ყიფიანიც ამან და კალაძემ მოაწყეს დინამოში.)))))

• ზაკო

და გველესიანი ვინმე რატომ არის? შენ იცნობ მაგ ბიჭს ან ნანახი გაქვს მაგის თამაში ან რა ჯიგარს დებს თამაშსი საერთოდ გინახავს? აბა ნახე მაგის თამაში აზიის ჩ.ლ.-ზე რონალდუ წინააღმდეგ. P.S. არ იფიქრო რომ მისი ან მეგობარი ან საერთოდ ვიცნობდე, უბრალოდ ესე აგდებულად არ უნდა მოიხსენიო ადამიანი, მითუმეტეს ახალგაზრდა კაცი და თან უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია ყველანი ვალდებულები ვართ რეალობას თვალი გავუსწოროთ ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს და არა ასე აგდებული ტონით მოიხსენიო ვინც არ უნდა იყოს!!!

კრიტიკის უფლება ყველას აქვს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ მთავარი შედეგია! ალბათ კარგი იქნება თუ ამ საკითხებს ევროს მერე განვიხილავთ და მანამდე ბიჭებს კარგი ატმოსფერო შევუქმნათ.. ლევანს პატივისცემას ვუდასტურებ

• რაო, რაო???:)

მაგათგან ნახევარზე მეტი რისი გამკეთებელიც სრის კი ვიცით :)

• 123

არაბიძე არ არის ვინმე გავლენიანის ნათლული და იმიტომ არ წყალობენ.

• გიორგი

ამისთანა ჭორიკანების ხელში მართლაც უნდა ეფიქრა სანიოლს, სალაპარაკო არ მივცეო.) თან ერთს ამბობს, და იქვე მაგის საწინააღმდეგოს. თან საჭორაო დროც რო ზედ ევროპის წინ შეარჩია. ტიპია ეგეთი რა, პლასტელინივით, მაზალო. ან ჯაბას სათქმელს ჯაბაზე ადრე რატომ ამბობს? არაბიძეზე თქვა კაცმა, ინტენსიობა არ მაკმაყოფილებსო. ეგ იმას ნიშნავს მარტალია გოლი კი შეიძლება გაიტანოს მაგრამ სხვა ფუნქციები არ შეასრულოს ბოლომდე და კარში გოლი მიიღოს გუნდმა, რაც ფეხბურთელის სარგებლიანობას ამცირებს. ეგ ფეხბურტში ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ ენას ძვალი არა აქვსო. მოკლედ რა, სერიოზულად არ უნდა მიიღო ეგ 'ჟურნალისტი.' იმის მოწმე ვარ, რო მაგრამ ცხენებში და ჟოკეებში ნამდვილად ერკვევა. მიხედოს მერე.

• გიორგი

ესპანეთთან სამარცხვინო მარცხის შემდეგ უნდა წასულიყო ნაკრებიდან სანიოლი ევროპაზე ამ გუნდს ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი გაიყვანდა მაგალითად სვანაძე ჭიაბრიშვილი მიქაძე ცხადაძე იგივე გეგუჩაძე თუნდაც ხიზანიშვილი.

თან იძახი ჟინოლა და კანტონა არ წაიყვანესო და თან ამბობ არაბიძე წაეყვანაო. სამ ტანცუეშ, სამ პაიოშ, ეგრეა შენი საქმე. გააკეთა არჩევანი? წაიყვანა, ვინც საჭიროდ ჩათვალა? ეხლა ეს თავების დამარხვა, კანკავა ნაწყენი იყო , აზაროვი რომ არ წაიყვანეს, მერე რა მოხდა თუ არაბიძე რატომ არ წაიყვანეს, უკვე უაზრობაა. საბოლოო ჯამში გუნდი ევროპაზე გაიყვანა, ოპტიმალური შემადგენლობა წაიყვანა და ეგ არის

აქ არის ერთი მაგრამ - სალუქვაძე კანკავა არ არის და ხშირად უაზრო სისულელებს ისვრის

• დდდ

საინტერესოა, ეს მძიმე ხასიათის ბიჭები კლუბებში როგორღა ახერხებენ მსუბუქად თამაშს?!... ფაქტი ისაა, რომ ირაკლი აზაროვი შახტარის ძირითადის ფეხბურთელია და უფრო ძლიერ კლუბში კი არავინ თამაშობს, ხვიჩაც კი...

• ბ. დილანიშვილი

კმარა ინსინუაციები! ჩვენი მეტოქეები ძრწიან: საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვინმე გველესიანი ფიგურირებს. დაერხა პორტუგალიას.

• L.J .

Amisgan gasakviri araa eg...ragac strannad dabogmili vai zhurnalisti!!!

• ირაკლი

ჭორაობა

• ნაპოლეონი

ერთადერთი იდეალური ანალიზი აეაბიძესთან მიმართებაში დადო. . .დანარჩენი ბარახლოვკააა. . . კანკავას კაშია და კვირკველია მიყოლოდნენ,კვეკვესკირიანად მექვაბიშვილ და ჯართაძეებიანად აჯობებდა

ის სალუქვაძე არა ხარ შენ, ჩაკვეტაძეზე რომ ამბობდი, სადმე ქობულეთის შუქურაში დაასრულებს კარიერასო? რას აგესლავ სიტუაციაში, რა გინდა ბლინ, ძლივს შეკრული ნაკრებია და რას ჭორაობ ტუია ქალივით?

• გიო

კარგი რა ლევან, რა დროს ჭორაობაა. ნუ ურევ სიტუაციას ჩემპიონატის წინ. ყველამ თავის საქმეზე აგოს პასუხი,სანიოლიც პასუხისმგებელია თავის არჩევანზე, ასე უნდა იმ კაცს და შეეკითხე თუ გინდა. იმდენი დიდი ფეხბურთელი დაუტოვებიათ მსოფლიო ისტორიაში განაცხადს მიღმა, ერთ გვერდზე არ დაეტევა. ხდება ხოლმე. არაბიძეც და აზაროვიც ახალგაზრდები არიან, გაგვახარებენ ეგენიც თავის დროზე.

• ხვიჩა

ჩემპიონატის წინ ასე ჭორაობა როგორ შეიძლება. ვერაფერს ფაქტობრივს ვერ ამბობს და ტრიბუნაზე მოსმენილზე დაყრდნობითმიედ-მოედება. ქეცბაიასაც როგორ წამლავდა... ტიპაჟია ისეთ, დაბოღმილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს

• მინდია

ბიჭო რომ ხედავ რომ კანკავა კაცია და ზედმეტს არ ლაპარაკობს და არ ჭორაობს იქნებ შენც გესწავლა რამე...

• სოსო

ესპანეთთან ჯაბა კანკავას თამაში,მართლაც ვერაფერს შეცვლიდა.მაგაში სანიოლს ვეთანხმები.ესპანეთს იმ თამაშის მოგება აუცილებლად სჭირდებოდა და სანიოლმაც,არასწორი ტაქტიკა აირჩია.ეს ,მერე თვითონაც აღიარა,მაგრამ სწორი ტაქტიკითაც რომ გვეთამაშა,იმ თამაშს მაინც წავაგებდით.უბრალოდ ,ძალიან დიდი იყო კლასში და მოტივაციაში განსხვავება.შეიძლებოდა უფრო ნაკლები ანგარიშით წაგვეგო,მხოლოდ და მხოლოდ.რაც შეეხება ევროპაზე არ წასვლას,მაინც მგონია,რომ მრავალი ვაიგულშემატკივრის მიერ ტირაჟირებულ საკმაოდ უტაქტო და შეურაცხმყოფელ გამოხმაურებებს უპასუხა,ამ ჟესტით.თუ მე ვარ პრობლემა,ღმერთმა გაგიმარჯვოთ,აღარ შეგაწუხებთო.პირველად რომ დატოვა ნაკრები,მაშინაც მსგავსი პოსტები და სტატიები იწერებოდა,მავანთა მიერ.ჯაბა კანკავა,ჩემთვის სპორტსმენობის და ვაჟკაცობის ეტალონია.დარწმუნებული ვარ,მოთამაშის რანგში,ნაკრებს აუცილებლად გამოადგებოდა,თუმცა ასე გადაწყვიტა. როცა ნაკრებს რაღაცა ტურნირისათვის ამზადებ,მწვრთნელი გონებაში ქმნის თამაშის მოდელს და განსაზღვრავს,ცალკეული ფეხბურთელის ფუნქციებს,ერთიან სურათში.სანიოლმა ასე გადაწყვიტა და ესე იგი,ასე ჩათვალა საჭიროდ.დავას აზრი არ აქვს.რა თქმა უნდა გულის დაწყვეტა ექნებათ ბიჭებს,მაგრამ არც წყენას აქვს აზრი.ახლა ყველა გვერდით უნდა დავუდგეთ მწვრთნელსაც,ფეხბურთელებსაც და დავეხმაროთ,ნაკრებს კარგად მომზადებასა და გამოსვლაში.ამ ტურნირით ყველაფერი არ მთავრდება.ყოველ ქართველ ფეხბურთელს კიდევ არაერთხელ მოუწევს,ქვეყნის ღირსების დაცვა და იქ უნდა დაამტკიცონ,რომ ნაკრებს აუცილებლად სჭირდებიან.საქართველო,ტალანტების ქვეყანააო,მაგრამ ხომ ვიცით,რომ სინამდვილეში,საკმაოდ შეზღუდული ადამიანური რესურსები გვაქვს და ყოველი კარგი ფეხბურთელი,ძალიან მნიშვნელოვანია,ქართული ფეხბურთისათვის.ასე რომ,ბიჭებო,ყველაფერი,ჯერ კიდევ წინ არის!

• nika7

კომენტარის ღირსიც არ არის ეს სტატია. ეს კაცი კიდე ცალკე თემაა ჭორაობაც არ ქვია ამას და ზიზღს იწვევ უკვე ხალხში

• Giorgi

გუნდში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდურობას და თყ ვინმეს თავი კიტრი გონია (ძირიტადად არაბოძეს ვგულისხმობ ნუ ქზაროვსაც ეხება) მწვრთნელტან ლაყბობს ბევრს და სიტუაციას რევს, თუ მესი და რონალდო არაა გუნდს არ უნდა გააკარო. უგდებს სხვებს მოტივაციას, ვარჯიშის სურვილს და იმაზე მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე სარგებელი მისი ნიჭით. ასე რომ 3 კაცი ხელმძღვანელი რომ არ ყოფილხარ არასდროს პროფესორობას მოეშვით და დაუჯერეთ მენეჯერს(მწვრთნელს). 15 წუთით შემოყვანა კი შეიძლება გამოგვადგეს მაგრამ თუ აამტუტა სიტუაცია თავისი უპასუხისმგებლობით მაგ 15 წუთი არასდროს დადგება!

• რაბუ

ამის პროფესორობა ამოვიდა ყელში, წადი ბიძია კუშები არჩიე.

• ეგრეა

"აზაროვს მძიმე ხასიათი აქვსო და ნაკრებში სიტუაციას არ უხდებაო. იგივე ითქვა არაბიძეზეც". არც აზაროვს ვერჩი და არც არაბიძეს, მაგრამ მძიმე ხასიათის ადამიანი ნებისმიერ გუნდში (კოლექტივში, სამსახურში) დიდი პრობლემაა.

• ნიკოლოზი

ეგრე მამუჩაშვილიც არ წაიყვანეს, ხვალ რომ ეგეც ვთქვათ ნაპოლიში არ რეალში გაეძროს მერე გამოჩნდება რომ მაგარი ფეხბურთელია? ზოგადად კონკურენცია როცა დიდია საკუთარ თავზე ზევით უნდა ახტე რომ ყველამ შეგამჩნიოს და არწაყვანის შანსები ნოლს გაუტოლო, თამაშები მომავალშიც იქნება ევროპაზე თუ არა მსოფლიოზე წაიყვანენ, მთავარია არ მოდუნდე და ხელი არ ჩაიქნოო კაცმა. ეგრე ყველა სპორტში, შრომა ადრე თუ გვიან ყოველთვის ფასდება, არ დაიმალება

• Რერო

არც შენგელიაა მცველი და არც წიტაიშვილი და აზაროვის არ წაყვანა დიდი შეცდომაა. ჯერ კლუბები რომ შეადარო სად თამაშომს აზაროვი და სად ესენი, ცა და დედამიწა.

• Emre

უბნის ჭორაობებმა იუთუბზე გადაინაცვლა

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს

პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს

ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე

[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა

ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო

"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა

"ეს ორი ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებში არ უნდა თამაშობდეს" - მიხაელ ბალაკი

"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა

"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

შენგელიამ საბერძნეთში გაიტანა და ნაკრებში გამოემგზავრება [VIDEO]

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]

Geo Team: გიორგი არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს

"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა

აზაროვის "შახტარი" შესაძლოა, გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა მწვრთნელმა ჩაიბაროს

კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

შენგელია საბერძნეთში მოედნიდან საგოლე მოქმედების გარეშე არ გადის

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

ხვიჩას პსჟ VS "სიტი" - L'EQUIPE-ს სავარაუდო შემადგენლობა

ოფიციალურად: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბერძნეთში გუნდი შეიცვალა

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...

"აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ..." - ლევან სალუქვაძე ნაკრების მორიგ მარცხს ეხმაურება

ლევან შენგელიამ "ოფიში" სადებიუტო მატჩში გაიტანა [VIDEO]

"ჩვენ ისეთები გამოვიარეთ და ვნახეთ, რომ ამასაც როგორმე გადავიტანთ..." - ლევან სალუქვაძე ქართველ გულშემატკივრებს მიმართავს

აზაროვმა შეიძლება კარიერა თურქულ გუნდში გააგრძელოს

ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: აზაროვის მოპოვებული პენალტი - "შახტარმა" "ბრესტს" მოუგო [VIDEO]

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...

გოჩოლეიშვილმა "ჩელსისთან" 70 წუთი ითამაშა - "კოპენჰაგენი" დამარცხდა

კონფერენს ლიგა. 1/8-ფინალი: გოჩოლეიშვილის გარეშე - "კოპენჰაგენი" "ჩელსისთან" ისევ დამარცხდა

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ოფიციალურად: ქართველების "შახტარს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."

გოჩოლეიშვილის "კოპენჰაგენი" მსოფლიო გრანდის წინააღმდეგ - კონფერენს ლიგის მერვედფინალში გუნდები დაწყვილდნენ

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..

ლევან შენგელიამ საბერძნეთის ჩემპიონატზე საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება

"სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს..." - ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება

გოჩოლეიშვილმა შორეული დისტანციიდან გაიტანა - "კოპენჰაგენმა" ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა [VIDEO]

"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

"აცადეთ რა ამ ბიჭს თამაში! რომ იწყებთ, "ნაპოლი" ამდენს იხდის, "არსენალი" ამდენს, გეტყვით, რომ..." - სალუქვაძე კვარაცხელიაზე

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"

ქართველების "შახტარს" ცნობილი თურქი ფეხბურთელი ჩაიბარებს

ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია