ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა

ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა

ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს მსაჯისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია. საქართველოს ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტმა გაავრცელა.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს, მსაჯისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო 2 წლით საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალა და ფულადი ჯარიმის სახით 6,000 ლარი დააკისრა.

მსაჯზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი 1,200 ლარით და 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

გორის "დილას" გულშემატკივრების ტრიბუნიდან მსაჯისთვის ნასროლი საგნის გამო გორული კლუბი დაისაჯა 2,800 ლარით და მომდევნო 2 საშინაო მატჩს ცარიელ სტადიონზე ჩაატარებენ.

"კოლხეთი" - "სამგურალის" მატჩზე საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების ვერდაცვის გამო ფოთელები დაჯარიმდნენ 3,500 ლარით და მომდევნო 2 საშინაო მატჩს ცარიელ სტადიონზე ითამაშებენ", - წერია განცხადებაში.

ტყულა :)) ტყუილად

• Ბათუმს ქათქათას

ესენი ორიგინალი დილადან წაიყვანენ პრეზიდენტს

• იასონას უდარი

ეს ხალხი გამოვა და იტყვის ევლოპა მინდაო,თუმცა საქაციელი პაპუასების აქვთ.რაღაც მოხდება და თურმე ებრძვიან,ჩაგრავენ და ა.შ. მსაჯს რო პრეზიდენტი უვარდება და უბრახუნებს თავპირში,ეს დანაშაული არ გგონიათ? ფიზიკური შეურაწყოფა სისხლის-სამართლის დანაშაულია,მე თუ მკითხავთ,კიდევ ადვილად გამოძვრა. ტური არ გავა რო მსაჯის პრობლემაზე საუბარი არ იყოს,მათი შეურაწყოფა და ცემა,თამაშებს შლიან ხშირად,ქვედა ლიგებში უფრო ხშირად.ცეხავიკები ყავს ყველა გუნდს მფლობელად და უაზროდ ამბიციური ფანები კიდევ,ბათუმს განსაკუთრებით. აი,ამიტომ არაფერი ეშველება ქართულ ფეხბურთს,ასეთი ხალხის და უაზრობის პიკზე მყოფი ფანების დამსახურებით. აგერ ტორპედომ მამადუ სახო ჩამოიყვანა,ასაკში მყოფი,მარა ლივერპულში ნაბურთავები. ბათუმის დინამომ რა გააკეთა ისეთი რო ამბიციები გაქვთ? ან თბილისის დინამომ,ყველაზე მეტი ფინანსების კლუბმა ვინ ჩამოიყვანა? ახალგაზრდებს შანს ეგ არ აძლევს თუ შინაური არ არის და სახელოვანი ხალხი არ ჩამოყავს,ხოდა რა წარმატებაზეა საუბარი.კვარაცხელია ისე წავიდა ევროპაში რო დინამოში შანსი არ მიეცა და რომ არა რუსეთის ჩემპიონატი,ლოკომოტივ რუბინები,როგორ იქნებოდა მისი საქმე? ამიტომაც მადლობა რუსებს,რომ ასეთი ტალანტს მიაქციეს ყურადღება,წაიყვანეს და გაგვიზარდეს.კი ბატონო,რუსეთი ოკუპანტია და მაიმუნი ვირისშვილი,თუმცა მადლიერება კარგი რამეა.ჩვენთან დაუფასებელი ტალანტი წაიყვანეს და დააფასეს. ასე ვართ ერი ზოგადად,კარგს არ ვაფასებთ,ფეხებზე ვიკიდებთ და თუ ის სხვამ დააფასა,მერე ამ სხვის სიძულვილს ვიწყებთ. რუსები რა შუაში არიან,როცა სააკაძის ისტორია გვაქვს სახეზე.იმდენად ვერ აიტანეს ადამიანი რო ორჯერ გაგდეს ქვეყნიდან,იმ ქვეყნიდან რომელსაც ყველაფერი შესწირა. შადიმანებით არის სავსე ეს ქვეყანა,ვიწრო პირადი ინტერესებით და მიტომ ვართ საცოდავები.ლომჯარიამ ფული დაკარგა და მიტინგები ეწყობა,ევროპა გვინდაო... ევროპა ნატახტარის ლიმონათი კი არ არის რო გინდოდეს,უნდა იყო ევროპელი და ხართ? არც ადრინდელი და არც ახლანდელი ევროპელი არ ხართ,ხოდა ამბიცია საიდან? ამიტომაც თვითგამორკვევას უნდა მიეცეს თითოეული ქართველი,რისი გაქანებისა ბრძანდება რეალურად და ამ გაქანებით რისი ამბიცია უნდა ქონდეს. აგერ ევროპაზე პირველად გავედით და უკვე ჩემპიონობის ამბიცია გაჩნდა,ხოდა სიდან ეგ ამბიცია? ჩვენისთანა უცნაური,განა არის ერი სადმე?! მსოფლიო ომის ზღვარზე დგას და ჩვენ იმაზე ვდაობთ,ვიღაც ენჯეოშნიკმა ფული უნდა გამოფინოს თუ არა. სწორედ რო დროული კანონი იყო,ნებისმიერი ენჯეო თუ სხვა უნდა მიილეწოს და მოილეწოს,რათა მათი გამოყენებით არ მოხდეს აქ სიტუაციის არევა ვიღაცის მიერ. ამ ნჯეოების რეიტინგი ყველაზე დაბალია,მოსახელობის მიმართ ანგარიშვალდებულება არ აქვთ,არც სახელმწიფოს მიმართ,მხოლოდ დამფინანსებლების ერთგულები არიან,ხოდა რანაირად არ არიან აგენტები? სერგო ორჯონიკიძეს ავტორიტეტი არ ქონია,ანგარიშვლადებული არ იყო ხალხის მიმართ,მხოლოდ საბჭოეთის ერთგული იყო,რადგან მათ დანიშნეს და წინსვლაში მიეხმარენ.თანამედროვე ორჯონიკიძეები არიან ეგ ხალხი და ყველა მათი მხარდამჭერი. ასევე,ბერიძე არის ცეხავიკი და გაუნათლებელი,ფული რანაირად იშოვა? ამანაც ქვეყანა გაყიდა?

• ტორპედო

შენ ეტყობა სხვა ცხრილს უყურებ ხოლმე.დ.დ. კიი სახეს გახევთ დილა!!! დაბოღმილები თქვენ ბათუმის ფანები ხართ, ყველაფერი გაქვთ და შედეგი არ გაქვთ რაც მთავარია. ალბანური სოფლის გუნდები გიგებენ, ზოგი განადგურებთ და ზოგი კუთხურიდან გიხვევთ, ამდენი ხანია ფეხბურთის თამაში ვერ ისწავლეთ. დაბოღმილები თქვენ ხართ გორს ფეხბურთელები, მწვრთნელები, მინდვრის მომვლელები და ფორმების მრეცხავები არ დაუტოვეთ.დ.დ. დინამო- დილას თამაშზე კომენტატორმაც კი დაგცინათ ეზოში გადის ესეთი გოლებიო. კომენტატორმა რომელიც თქვენივე თანამშრომელია.დ.დ. და დაგცინით ვისაც არ ეზარება. ბათუმის გორის დილას გეძახიან.დ.დ.

• ზურა

სახეს გვახევთ და მაგიტო ხართ სულ ცხრილის შუა ნაწილში.მოიშორეთ ეგ ბოღმა გორსაც და ნებისმიერ ქართულ კლუბს წარმატებას ვუსურვებ მაგრამ გულშემატკივრები მაგარი დაბოღმილები ხართ

• ფფ

ეს რო გაგებაში არაა ამ სპორტში ფაქტია, სანამ ესაა რეგრესის გარდა არაფერს ელოდოთ ტყულა

• სიმართლე

სიმართლე თუ გაინტერესებთ საქართველოში ტორპედოს გარდა ყველა გუნდი ტოტალიზატორს თამაშობს..ბათუმის პრეზიდენტი კიდე გადაქცეულია მუქთა ღორად...გეგუჩაძე საქართვრლოში ყველას ჯობიაა..

ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა

• Shavi kaci

ყოჩაღ შენ!!! შენ არ გიფიქრია ასეთი ჭკვიანი რატო ხარ? არც გინახავს ალბად ბათუმში ტრიბუნები რომ დაცარიელდა? არც იმაზე არ გიფიქრია ალბად ამ ქვეყანაზე ყოველთვის ისე რო არაა მოწყობილი ყველაფერი როგორც ბათუმის დინამოს ფანებს სურთ? არაუშავს ეხლა დაფიქრდი პლუს ამ ყველაფერს მსაჯებიც რომ ემატება მხოლოდ ჩვენს გუნდზე არაა საუბარი. გორელები მარსიანელები არიან და იქედან ფეხბურთელის წამოყვანა გრეხია მეც არ მიფიქრია..

• დილას ფანი

ბათუმის დინამო რო წააგებს ფანები სულ მსაჯებზე რატო აპელირებთ და რატო ტირიხართ რო მსაჯმა დაგწვათ? არ გიფიქრიათ რო პრობლემა გუნდის შიგნით არის და იქ ეძებოთ? არ გაგჩენიათ კითხვა გორის დილადან როდემდე უნდა ვისაზრდოვოთო? არ გიფიქრიათ სხვა ტრანსფერებს რატო ვერ ვაკეთებთო? ჩვენგან რო ყველა და ყველაფერი წაიყვანეთ და მაინც რო სახეს გახევთ სადაც გვინდა იქ რო გიგებთ იქნებ მაგაზე დაფიქრდეთ? ან რა იყო საჩხუბარი საბურთალოსთან? რა არ იყო გასაგდები ვიქტორი? ჩვეულებრივი ყასაბია, წლები იყო ჩვენთან და კარგად ვიცი რისი გამკეთებელიც არის. ვარჯიშებზე არ ინდობდა ხოლმე ბიჭებს და დემჩენკო სულ მაგაზე ეჩხუბებოდა. ესე რომ ჯობია პრობლემა ჯერ თქვენში ეძებოთ და არა მსაჯებში და ფედერაციაში. ტრანსფერებს რო ვერ აკეთებთ ეგეც მსაჯების და ფედერაციის ბრალია?

• ჯ.ს.

ვინ ფულიანი ინვესტორი. ხო ხედავთ ფულიანებიდან თითზე ჩამოსათვლელებს თუ აინტერესებთ ფეხბურთი. დანარჩენების ინტერესები სხვაგან არის მიმართული . . .

• ეჰჰჰ

არ ვარ ღრმად ჩახედული საქართველოს ჩემპიონატში. უბრალოდ მაინტერესებს: ეს ადამიანი რაიმე თანამდებობას იკავებს აჭარის მთავრობაში და ამ 'ტრანსფერებს' და მართვას ჩვენი ფულით ეწევა თუ კერძო ბიზნესმენია? თუ ეს ცემა-ტყეპა ჩვენს ხარჯზე ხდება, მაშინ რას ვერჩოდით ბაჩო ახალიას, მეგიზ ქარდავას და მსგავს 'ადამიანებს'? თუ კერძო ბიზნესმენია, მაშინ უბრალოდ უზრდელია (ძალიან რბილად ვიძახი), და ფედრაციამ ისეთი ჯარიმები უნდა დაუწესოს, რომ როგორც მინიმუმ ქათული ხალხური ზღაპრებისა და 'ტომ სოიერის' წაკითხვის სურვილი გაუჩნდეს ...

• გიორგი

მართალი ხართ ერთდასამუდამოდ უნდა შეწყდეს მსაჯებზე ზეწოლა .

• ირაკლი

ბათუმის დინამოს გულშემატკივარი ვარ!!. მსაჯმა მეც გამაბრაზა მაგრამ ცემა ტყეპას ვერ გავამართლებ. ასეთ პირობებში ძნელია მაგრამ კარგი თამაშით უნდა გავცეთ პასუხი ყველა მიკერძოებულობას როგორც გასულ საჩემპიონო წელიწადში. ამ ევრო ტურნირების წინ დარტყმაა კლუბისთვის მაგრამ მჯერა რომ გულშემატკივრის თანადგომით კლუბი გადალახავს ამ პატარა კრიზისს. იქნებ ვაკო გვილია დავიმატოთ რომელიც უკვე უკლუბოდაა, გამოადგებოდა ბათუმის დინამოს მისი გამოცდილება და გააძლიერებდა კლუბს, არამგონია რომ არ დათანხმდეს და ვერ შეთანხმდნენ თუ იქნება კლუბიდან გონივრული და კეთილი ნება.

• karoche

კადიროვის დონის საფეხბურთო წრე გვყავს. ამას რო მსოფლიო საფეხბურთო წრეებში გაიგებენ, რა რეპუტაცია ექნება ან ამას ან გუნდს ან ქვეყანას, სირცხვილია! არ დამთავრდა ეს ძველბიჭობა ამ ქვეყანაში.

• odala

სიაფანდ ცრემლებს რომ აღვარღვარებდა ევროტურნირებიდან გამოვარდნის შემდეგ ამ რამდენიმე წინ, მაშინ ეტყობოდა რა კვერცხიც იყო. მაგრამ ჩვენი სიაფანდი გულშემატკივრები და ძალად პატრიოტები ხომ ააგდო რაც მთავარია. ასეთების რომ გჯერათ იმიტომაც ვართ უკანალში.

• Badiri

ჯობია კლუბი გაყიდოს და ვინმე ნორმალური ფულიანი ინვესტორი მოვიდეს, ფეხბურთისთვის სიყვარული არ ნიშნავს ფეხბურთის ცოდნას, დღეს მხოლოდ შავი ფული იშოვებე ქართულ ფეხბურთში. ხოლო ბათუმის დინამოს სჭირდება ინვესტიცია მის განსავითარებლად.

• თემური.

ამ კაცს საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა 2 წლით და არა ტრიბუნიდან ფეხბურთის ყურება.

• SS -ს

თურქებს ბაძავს

• xxx

შარშანაც მისცეს დისკვალიფიკაცია მარა მეორე თამაშზე ისევ სათადარიგო სკამთან იდგა. დარწმუნებული ვარ ეხლაც ესე იქნება. ბათუმს აგვისტომდე არ უწევს საშინაო თამაში და აგვისტომდე ყველას დაავიწყდება ამის დისკვალიფიკაცია. დ.დ.

• SS

ამ კაცმა სტადიონზე შევარდნა და ჩხუბი ტრადიციად აქცია.მსაჯობით თუ უკმაყოფილოა შეუძლია ცივილურად გამოხატოს პროტესტი სხვა გუნდების პრეზიდენტებიც გვინახავს როცა მსაჯობით იყვნენ უკმაყოფილო მაგრა მოედანზე შევარდნა და ხელით შეხება არ ყოფილა

• L.J .

Aset saqciels gamartleba ar aaqvs...

• ლაშა

სტადიონზე რომ შევარდა რა ეგონა, ნონიას ბაღი?!

• სირცხვილი

გაყიდოს გუნდი იქნება ისეთი ვინც უკეთესად წარმართავს საქმიანობას და ფულსაც დახარჯავს როგორც საჭიროა ისე და თან შტაბიდან მოაშორებს მუქთახორებს

• პროფესტო

ბათუმის გულშემატკივრებთან მაქვს კითხვა, გეგუჩაძეს რომ დააბრალეთ ყველაფერი და ფაქტიურად გააგდეთ გუნდიდან, გეგონება ყველაფერი მისი ბრალი იყოს. ბოლო 2 წელია ვინმე იყიდა ბათუმმა? გაძლიერდა??? რისი იმედი გაქვთ ლიგაზე? ზურიკო როცა იყო მაშინ ვერ გახვედით...

• ბათუმელი ექსპერტი

გუნდი ხო გააფარჩაკა თავისივე ნაშრომი და ცალკე მუშტი-კრივზეა. სამართლიანი სასჯელია!

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

არჩილ ბერიძე: ფული ჩვენთვის არასოდეს ყოფილა გადამწყვეტი მნიშვნელობის

"ხვიჩასთან დაკავშირებით ერთი ოცნება ნამდვილად მაქვს, დე ლაურენტისს მინდა ვუთხრა, რომ..." - ბერიძემ "კვარას" შესახებ ისაუბრა

არჩილ ბერიძე: გეგუჩაძის წვლილი განუზომელია - ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება

აზაროვის და დავითაშვილის "დინამოდან" წასვლა დადასტურდა - რა ტრანფერებსა და ლეგიონერების ჩამოყვანას აანონსებს არჩილ ბერიძე ბათუმურ გუნდში

არჩილ ბერიძე: შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს

არჩილ ბერიძემ მატჩის დასრულების შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა... [VIDEO]