საქართველოს 7-კაცა მომავალ კვირაში გერმანიაში, ჰამბურგში გაემგზავრება, სადაც 28-30 ივნისს რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს ითამაშებს.

პირველი, მაკარსკის (ხორვატია) ეტაპის მეოთხე ადგილზე დასრულების შემდეგ საქართველოს 14 ქულა აქვს და 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის ეტაპზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს. ამისათვის საჭიროა, რომ ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა ჰამბურგში მაკარსკის შედეგი გაიმეოროს.

მოცემული მომენტისთვის ჩემპიონატს საფრანგეთი (20 ქულა) ლიდერობს, მეორე ადგილზე ირლანდია (18 ქულა), ხოლო მესამეზე გერმანიაა. საფრანგეთი და ირლანდია, ისევე, როგორც მე-7 ადგილზე მყოფი დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი (მე-9 ადგილი), მსოფლიო სერიაზე მონაწილეობენ და შესაბამისად, ჩელენჯერზე მოსახვედრად ჩვენი კონკურენტები არ არიან.

შეგახსენებთ, ჩელენჯერზე ევროპიდან სამი გუნდი გადის და ამ მომენტისთვის პირველი გუნდი გერმანიაა (16 ქულა), საქართველო მეორე პოზიციაზეა (14 ქულა), მას 2 ქულით პორტუგალია, ხოლო 4-ით იტალია ჩამორჩება. მე-8 ადგილზეა ბელგია (6 ქულა), მე-10-ეზე - ლიეტუვა (3 ქულა), ხორვატია და უკრაინა კი ბოლო ორ ადგილს იკავებენ.

ჰამბურგში, ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოს მეტოქეები ესპანეთი, ლიეტუვა და მასპინძელი გერმანია იქნებიან. 28 ივნისს ორი თამაშია – საქართველოს დროით 13:58 საათზე ესპანეთთან, ხოლო 18:58 საათზე ლიეტუვასთან. ჯგუფურ ეტაპს 29 ივნისს გერმანიასთან მატჩით (13:50 საათი) ვასრულებთ, რის შემდეგაც პლეი-ოფების დრო დადგება.

მეორე, დასკვნითი ეტაპი 30 ივნისს ნახევარფინალებითა და ფინალებით სრულდება.

Rugby.ge

თამაზ პეტრიაშვილი
წარმატებები ჩვენ ბიჭებს. გიყურებთ და იმედი გვაქვს თქვენი წინსვლის. ყველაზე მაგრად ითამაშებენ ამ ეტაპს, ჩემი აზრით.
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
რა ხდება უცხოურ რაგბიში? - ივლისის ტესტები...
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"შეუძლია მესიზე უკეთესი გახდეს" - პეტიმ იამალზე ისაუბრა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
ოსიმენი "განვადებით" - ნიგერიელის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება
[VIDEO] პედროს დუბლი ყოფილ გუნდთან - "ჩელსი" ფინალში გავიდა
კვარაცხელია "რეალის" წინააღმდეგ. პსჟ-მ ოკეანისგაღმა დესანტი გადასხა - ორმა ფეხბურთელმა გუნდი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა