ევროპის ჩემპიონატი პლეი-ოფის ეტაპზე გადავიდა. ჯერაც დაუჯერებელია, რომ აქ საქართველოს ნაკრებიცაა და ახლა მისი მატჩის პრევიუს ვკითხულობთ. მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით - დღეს, 30 ივნისს, კიოლნის "რაინ ენერგიზე", თბილისის დროით 23:00 საათზე.

"ფურია როხამ" 2008 წლის შემდეგ ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა პირველად მოიგო. ესპანელენს ჯერ გოლი არ გაუშვიათ, 4 "მშრალი" კარი კი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონიათ. საუბარია პერიოდზე, როცა ესპანელთა გლობალური ბატონობა მიმდინარეობდა.

დე ლა ფუენტემ მესამე ტურში როტაცია მოახდინა, მაგრამ მაინც გაიმარჯვა. გიორგი მიქაუტაძე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირია (3 გოლი, 1 საგოლე პასი). მისი და ხვიჩა კვარაცხელიას მძლავრი დუეტი მეკარე სიმონის გოლგაუშვებელ კარს სერიოზულად ემუქრება.

წილისყრის ეს ნახევარი მძიმეა, მომდევნო პოტენციური მეტოქები გერმანია (მეოთხედფინალში) და საფრანგეთი (ნახევარფინალში) არიან, ასე რომ, ვილი სანიოლის გუნდს ყველანაირი წნეხი მოხსნილი აქვს.

ესპანეთის ნაკრებს ხანდახან ჩვევია, აუტსაიდერთან დამარცხდეს. ასეთი იყო მაროკო ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, უფრო ადრე რუსეთი... ასეთ დროს ისინი სათამაშო უპირატესობას ფლობენ, რასაც ტაბლოზე ვერ ასახავენ...

საქართველოს ნაკრებს ბოლო პერიოდში ერთი დიდი ჩავარდნა ჰქონდა და ეს ესპანეთის ნაკრებთან შინ (1:7) იყო. "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამ ამბავს აღარ დაუშვებს. "ჯვაროსნების" კარისკენ ჩემპიონატში ყველაზე მეტი (71) დაარტყეს, აქედან კარში 24 წავიდა, "მამარდას" ანგარიშზე 20 "სეივია". რაც შეეხება "კვარას", მას ესპანელთათვის შინაც გატანილი აქვს და სტუმრადაც...

"ბეტისის" ფორვარდ აიოზე პერესისა და "რეალის" მცველ ნაჩოს თამაში საეჭვოა, მაგრამ უკეთ არიან. ესპანელთა რიგებში დანი ოლმო და ფერან ტორესი გამორჩეულები იყვნენ, მაგრამ სასტარტოში მაინც ლამინე იამალი და ნიკო უილიამსი იქნებიან. ანზორ მექვაბიშვილი დისკვალიფიცირებულია, სოლომონ კვირკველიასა და გიორგი წიტაიშვილს კი ახლა სასტარტოში ველით.

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი (4-3-3): სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანდი, ლაპორტი, კუკურელია - როდრი, პედრი, რუიზი - იამალი, მორატა, უილიამსი;

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი- კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე

მსაჯი: ლეტექსიე (საფრანგეთი)

ღვთისავარ ანთაძე აახენი - კიოლნი

ჯუბქ
ისე ყველა ეიფორიის დედა ვატირე მაშინ მოდის ხოლმე წაგება, მეტი საფეხბურთო აზროვნება!!!!!!!!!
პატრიოტი
ABARA-ს, ბოდიშს გიხდი, შენი ადრინდელი კომენტარის განო არარაობა რომ გიწოდე, ეტყობა ფეხბურთი გესმის და სწორ ანალიზს აკეთებ ფეხბურთში, მაგრამ პოლიტიკურად არასწორ მხარეს ხარ, ვერ ხედავ ახალგაზრდებს როგორ უსწორდებიან რუსეთი და რუსული კანონები რომ არ უნდათ, ახლა ზღაპარში ვართ და ტკბილ დასასრულს გისურვებ შენც და მთელ საქართველოს, მაგრამ ახლა არა მოტივირებული და ექსტრა ფეხბურთელების არმქონე ( არ იყვნენ ბერნანდო სილვა, ლეაო, რუბენ დიასი, კონსესაუ, ფერნანდეში) პორტუგალიის ნაცვლად ესპანეთი გვეთამაშება, გავუძლებთ უილიამსს, იამალს, როდრის, პედრის, მორატას? ღმერთმა ქნას, გავუძლოთ
რომა
28-72 % ბურთის ფლობა პორტუგალთან, დღეს რა იქნება არვიცი
ვახო
თუ როგორმე პირველ ტაიმში არ გავუშვით შანსები ძალიან გაიზრდება... ესპანეთია უფრო ამიტომ..
გიო
ერთი გოლი არის პრესტიჟისთვის და გამარჯვება რომ დაიჯერო და შენი გულშემატკივარი დააჯერო გინდა 2 ან მეტი გოლი...პორტუგალიასთან გვქონდა 3 ნაღდი მომენტი ეგეთები უნდა გამოვიყენოთ
რეალობა
განახლებული პროგნოზი თამაშის დასაწყისი: 19°C, წვიმის ალბათობა 40% მეორე ტაიმის დასაწყისი: 18°C, წვიმის ალბათობა 60% თამაშის ბოლო წუთები: 17°C, წვიმის ალბათობა 60%
რეალობა
გუშინ დავწერე და გავიმეორებ: მერვედფინალში, მეოთხედფინალში და ფინალში ჩვენი მოწინააღმდეგე აირჩევს ფორმის ფერს. ნახევარფინალში ჩვენ ავირჩევთ ფორმის ფერს.
რეალობა
დღეს რომ ხვიჩამ გოლი გაიტანოს, არ გამიკვირდება. დღეს რომ ჩაკვემ გოლი გაიტანოს, არ გამიკვირდება. დღეს რომ ჟორჟმა გოლი გაიტანოს, არ გამიკვირდება. დღეს რომ შენგელიამ გოლი გაიტანოს, არ გამიკვირდება. დღეს რომ ლობჟანიძემ გოლი გაიტანოს, არ გამიკვირდება. დღეს რომ ბუდუმ გოლი გაიტანოს, არ გამიკვირდება. დღეს რომ გველესიანმა გოლი გაიტანოს, არ გამიკვირდება. დღეს რომ კიტემ გოლი გაიტანოს, არ გამიკვირდება. დღეს რომ გოჩომ გოლი გაიტანოს, არ გამიკვირდება. დღეს რომ ლოჩომ გოლი გაიტანოს, არ გამიკვირდება. დღეს რომ მოვიგოთ, არ გამიკვირდება
ბესო
ეს , შენგელია სადღა დაიკარგა ? თუ დაკარგეს ?
G.LA
ჩვენი ბიჭები მაგონებენ ენერჯანსის რეკლამას, ისე არიან დატენილები ენერგიით, რომელიც საქართველოდან, გერმანიაში და სხვა ქვეყნებიდან ჩვენგან მოდის. ეს მოზღვავებული სიხარული კტავს ნაკრებს და ძალას მატებს. ესპანეთო მართლაც ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა დაამტკიცეს რომ ბრძოლა იციან. ზვავის მაგცარად უფრო ვძკიერდებით და ვნახოთ დღეს რა ბედი გვექნება. გამარჯვება საქართველოს.
ნაპოლეონა უბედურს
რა გეშველებათ ამ სტალინისტებს, რა გიქნათ ამ სსრკ-ს ტყუილებმა ...
ნაპოლეონი
ამ ევროპაში არაფერი გვესაქმება,აი დაპყრობა კი იცოცხლე ულვაშას უკვე აქ ეგ ამბავი ჩატარებული
ნაპოლეონი
ხო მარა ეგ მსაჯი რასისტია ზუსტად ვიცი და საფრანგეთის ნაკრები ეზიზღება იმის გამო რომ იქ ფრანგი არავინაა ლამის და . . . ასე რომ ფრანგი რომ იმსაჯებს ეგ უბედურებააა
მჯერააააა!!!!!!!!!!!!!
თუ მაგრად მოვინდომებთ, ყველაფერიც შესაძლებელია!!!!!!!!!! მთავარია ჩვენ აქედან, გერმანიიდან კი ქომაგებმა, როგორც იტყვიან ერთ მუშტად შევიკრათ და ჩვენი ენერგია გადავცეთ ბიჭებს, რომლებიც დაიმუხტებიან საბრძოლველად!
რეალობა
ამინდი კელნში თამაშის დასაწყისი - 19°C თამაშის ბოლო წუთები - წვიმის ალბათობა 40%
ABARA
ლ.ჯ თბილისში 4-4-2 ით რომ ითამაშა ნაკრებმა, იმ ნაკრების ძირითადიდან დღევადელი ნაკრების ძირითადში რამდენი ფეხბურთელია გახსოვს?:) მე ჩამოგითვლი ვინ აღარაა: აზაროვი, გოჩოლეიშვილი, აბურჯანია, გაგნიძე და ლობჟანიძე, ანუ ნახევარი გუნდი გადახალისებულია, თუმცა მიუხედავად ამისა, 4-4-2 ტაქტიკას არც ახლა ვემხრობი. 3-5-2 ნაცადი ტაქტიკაა, რომელმაც ევროს მერვედფინალში გაგვიყვანა, თუმცა ჩვენში რომ დარჩეს, ნაკრები 5-3-2 ტაქტიკას უფრო თამაშობს, რადგან კაკაბაძე და ლოჩოშვილი (წიტაიშვილი) მცველებად უფრო განიხილებიან ვიდრე ნახევარმცველებად ან მითუმეტეს შემტევებად, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ენაზე ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელს "ვინგ-ბექი" ჰქვია, რაც უკან დახეულ ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელს ნიშნავს და გულისხმობს იმას, რომ სრულად ფლანგი უნდა მოიცვას ამ ამპლუას მოთამაშემ, კარგად იცავდეს და ინტენსიურად ერთვებოდეს ფლანგიდან წარმართულ შეტევებში.
ჟორა გაბრიჭიძე
მხედველობაშია მისაღები ასეთი გარემოება: შეხვედრის არბიტრი ფრანგია, ასევე ფრანგია საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, ამიტომ მსაჯის სიმპათია ჩვენი ნაკრების მხარეს უნდა იყოს. თუ ეს მიზეზი არ იმუშავებს არის მეორეც, მსაჯი ფრანგია და რა თქმა უნდა ჩემიონატში საფრანგეთის გამარჯვება უნდა, ამიტომ მისთვის და საფრანგეთის ნაკრებისთვისთვის გაცილებით მომგებიანია შემდეგ ეტაპზე საქართველო გავიდეს და არა ესპანეთი. ბიჭებო ხომ ხედავთ მსაჯის სიმპათიის პრობლემა მე მოგიგვარეთ, დანარჩენს თქვენ უნდა მიხედოთ.
მალხაზ ჯობავა
კოლხ~იბერიელნო, თქვენ თქვენი საქმე უკვე გააკეთეთ, უკვე გმირები ხართ. ახლა თქვენი და თქვენი ქვეყნის სიხარულისთვის ითამაშეთ, ოღონდ თავდადებით, ისე თითქოს ბოლო თამაში იყოს. აბა თქვენ იცით, სამშობლოს თქვენი სჯერა, წინ ევროპაში შესასვლელად და დასაპყრობად! ამინ.
L.J .
442 itamasha sanoilma tbilisshi,angarishi gaxsovs???
კახა
პორტუგალიასთან მამარდამ, ბიჭების ჟინით თამაშმა და ცოტა, ცოტა, იღბალმა მოგვაგებინა.. აი ესპანეთთან კი უფლის წყალობით და იმედით ვიყოთ და იქნება ჩვენ პატარა, ლამაზმა, და სტუმართმოყვარე ერმა გაიხაროს და, იქნებ ეს ერთიანობა ყველაფერში გაგრძელებულიყოს წინ ბიჭებოოოოოოო ლოცვა თქვით გასვლის წინ..
ლექსო
ბიჭებო არ უნდა იყოს არავითარი შიშის გრძნობა. თქვენ ისედაც უკვე დიდი გმირები ხართ. ითამაშეთ მთელი მონდომებით. თამაშში ჩადეთ სული და გული. ერთი რამ არ დაგავიწყდეთ ვისი გორისა ხართ. წინ ქართველებო ვძლიოდ მეტოქეს. თქვენ ეს შეგიძლიათ
Noa
Forza saqartvelooo!!!
ლევან მაღლაკელიძე.
კვირკველიას ნაცვლად გველესიანი და წიტაიშვილის ნაცვლად ბუდუს დავამატებდი. 2 ფორვარდით მეტი სანსია.4-4-2.
Levani
მე პირიქით მგონია,რა თქმა უნდა უკან დავიხევთ,მაგრამ ჩვენი სამივე მგელი ნახევარმცველი უნდა იყოს იმათ შეტევების დასაწყისშივე ჩაშლაზე ორიენტირებული,სადღაც ცენტრს აქეთ მაქსიმუმ 10-15 მეტრში უნდა მოხდეს ართმევები თუ ჩაჭრები და სწრაფი გადასვლა რაც ასე კარგად გამოგვდის,იმათი თავის ტკივილი რო იყოს შეტევების მოგერიება. თუ ბურთი დავუთმეთ და საჯარიმოსთან გავმაგრდით დიდი შანსია მორატა ან შემთხვევითი გოლი დაგვსჯის-როგორც ჩეხეთთან. თანაც კი აქვს ესპანეთს სამი მოგება,მაგრამ რაღაც უილიამსის ფეხბურთელობის არ მწამს,იამალი კიდე ადვილად პროგნოზირებადია -მარტო ერთი პროგრამა აქვს. სახიფათოა მორატა და მათ უკან თოდრია ძლიერი-ოღონდ ეს გუნდი სულაც არ არის დავიდ სილვა-ინიესტა და ხავის გუნდი. მაგათი მაქსიმუმი მეოთხედფიანლია,ან საქართველო გადაგდებს ან გერმანია, მე უფრო მგონია რომ საქართველო
C
რატომ ელით სასტარტოში , გველესიანმაც კარგად ითამაშა და ლოჩოშვილმაც. შენგელია გვყავს კიდევ არ დაგავიწყდეთ
ზაკო
ჟინი არავის არ აკლია,მაგრამ ამ თამაშში ჩვენი ბიჭები,პირველ რიგში,საკუთარ თავს უნდა გაუმკლავდეს,იმიტომ რომ როგორც ფიზიკურად, ისე ემიციურად უკვე დაცლილები არიან , თან ძალიან და მაგიტომ, და თან ცოტაიუმორით და ცოტა გულისწყვეტით ქეცბა პატივისცემით გამოვთქვი ჩემი აზრი და რაღაც სისულელე ნუ მიციტირებ და ნუ მიკომენტარებ არსება, რომელსაც სახელიც არ გაქვს. q-ს
რეალობა
ხვიჩას და ჟორჟს ბევრი გოლების გატანას ვუსურვებ. მოწინააღმდეგე გუნდებს ჩვენგან ბევრი სიურპრიზი ელის. ძალიან მაგრად ჩაატარებენ მომავალ მატჩებს ჩაკვე, კიტე, ლობჟანიძე, შენგელია, გოჩო, სიგუა, გველესიანი, ბუდუ.
ზაკო
და ვინ გითხრა რომ რომელიმეს ჟინი აკლია, მაგრამ შენ ტვინი კი გაკლია და მაგ მოლაიქეებს, რომ წაკითხულის შინაარსი ვერ გამოგაქვს, მაგრამ კაცს სახელიც არ გაქვს და აზრის გამოტანას რატომ გთხოვ? უსახელო არსებას q-ს q-ს.
პაატა
45 წელია, მსოფლიოს და ევროს ჩემპიონატებს ვუყურებ და ვისთვის არ მიგულშემატკივარია, ბრაზილიას თავის დროზე, ჰოლანდიის გაბრწყინებებს, უფრო მეტიც, ერთ დროს, დამპყრობლების ნაკრებსაც კი ვგულშემატკივრობდით, რადგან ქართველებიც თამაშობდნენ იმ ნაკრებებში... დღეს და განსაკუთრებულობას ამ დღეების, ჩემთვის იქ, ადგილზე ყოფნა განაპირობებდა... პირველად ჩემს ცხოვრებაში, ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ვუყურებდი გერმანულ საოცარ სტადიონებზე, პირველად ვმღეროდი 35-40 ათას ქართველთან და იმ გუნდთან ერთად, რომლებმაც ეს სასწაული დღეები გვაჩუქეს...ჩვენი ჰიმნისას გული ყელში გებჯინება, თვალებიდან თქეშად წამოსულ ცრემლებს ვერ იკავებ, მაგრამ მაინც ახერხებ ხმამაღლა დასჭექო თავუსუფლების სადიდებელი ჰიმნი... ამ გუნდმა უკვე გააკეთა სასწაული და პირადად მე განსაცვიფრელად კმაყოფილი ვარ, თან მჯერა რომ ბიჭების რწმენამ და მოტივაციამ მოიმატა, რადგან ხედავენ, რომ სწორედ მათი შრომის, ოფლის, ტკივილის შედეგია, როცა ასეთ ბედნიერ ერს ხედავენ, ასე, რომ გვიფრთხილდნენ ესპანელებიც და რაც მთავარია, - ჩვენი ჯვაროსნები ღირსეულად იბრძოლებენ, ამაში დარწმუნებული ვარ, წინ საქართველო!
dato
თუ კვირკველია დადგება დარწმუნებული ვარ ასსმაგი მოტივაციით ითამაშებს, რადგან თბილისში 3 გოლი აჩუქა ესპანეთს.
სინამდვილე
პირველი არხის კომენტარები ჯობიან სილქის კომენტატორებს,ისინი იმ კონკრეტული მატჩის გარდა ყველაფერზე საუბრობენ, მიმოიხილავენ ტრანსფერებს,ფინანსურ სიტუაციებს (ამა თუ იმ გუნდში),პრეზიდენტებს, ფანებს და ათას რაღაცას. გოლი რომ გადის მერე აშუქებენ იმ თამაშს 1 წუთი და ამბობენ გოლის ავტორს!
soc.press
რეალურად რომ შევხედოთ საკითხს და იმას თუ რაშია ჩვენი ნაკრების შანსი, გასაგები გახდება, რომ ესპანელებს თამაშის ტემპში ვერ ავყვებით, ამისთვის უბრალოდ ფიზიკური გამძლეობა არ იქნება საკმარისი, ვერც ბურთის ფლობასა და კონტროლში ვაჯობებთ, რაც თავიდანვე ნათელი იყო, შესაბამისად, ერთადერთ ტაქტიკაა ზონების მაქსიმალურად ამოქოლვა ჩვენს ნახევარზე და სწრაფი კონტრ ჩხვლეტების ორგანიზება. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველ ტაიმში გოლი არ მივიღოთ, მითუმეტეს სწრაფი. ამის მისაღწევად პირადად ჩემი აზრით პირველ რიგში მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ფლანგები ამოვუკეტოთ მოწინააღმდეგეს, რადგან თუ ჩავლილ შეხვედრებს გადავავლებთ თვალს,ნათლად დავინახავთ იმას, რომ მთავარი საფრთხეები ნიკო უილიამსისგან და ლამინ იამალისგან მოდის. საჭიროა განაპირა მცველების მაქსიმალური კონცენტრაცია + დაზღვევაზე 1-2 მეტრის რადიუსში მუდამ ერთი ფეხბურთელის ყოფნა. დაცვაში პრესინგზე სამივე ცენტრალური ნახევარცმველი (კიტე,ქოჩორა,ჩაკვე) ეფექტურად მუშაობენ, ამიტომ მათი როლი აღნიშნულ თამაშში შეუფასებელი იქნება და თუ გვარიანად გაირჯებიან, დიდია იმის შანსი, რომ ესპანეთსა პირველივე ტაიმში საწადელს ვერ მიაღწიოს. თუ ეს ასე მოხდა, მეორე ტაიმში ისინი ანერვიულდებიან, მეტ შეცდომას დაუშვებენ და უკან ზონებსაც მეტად მოაშიშვლებენ, რითაც კარგად უნდა ისარგებლონ ჩვენმა გამქცევმა ფეხბურთელებმა (კვარა,ჩაკვე,ჟორჟი). არ იქნებოდა ურიგო თამაში ძირითადში კარგად დასვენებულ ბუდუ ზივზივაძეს დაეწყო და პირველი 60-65 წუთის მანძილზე ეცადა მაქსიმალურად დაეღალა ჭიდაობით მოწინააღმდეგის ცენტრალური მცველები, რასაც მეორე ტაიმიდან დასვენებული მიქაუტაძის გამოსვლა მოყვებოდა და სისწრაფეებში უპირატესობის მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი შედარებით დაღლილ ესპანურ დაცვის ხაზთან. თუ გამქცევებზეა საუბარი, რაღაც მომენტში ალბათ უპრიანი იქნებოდა ლობჟანიძის ან დავითაშვილის გამოყვანა მარჯვენა ფლანგზე. რაც შეეხება კვარაცხელიას, კარგი იქნებოდა ის ამ თამაშში შეძლებისდაგვარად გათავისუფლებულიყო დაცვითი ფუნქციებისგან და ძალები წინ, სწრაფი შეტევის ორგანიზებისთვის შემოენახა, რადგან ამ ნაწილში ის ფაქტიურად უალტერნატივოა. ესპანეთი აღნიშნულ ევროზე პირადად ჩემთვის ფავორიტთა ტოპ სამეულში შედის გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად, რაც მათ დომინანტური თამაშით უკვე დაამტკიცეს და აღარაფერი დატოვეს ხორვატიისგან, უშანსოდ მოუგეს იტალიის ნაკრებს, ამიტომ ამ ბარიერის გადალახვა შეიძლება ჩემპიონობასთაც კი გავაიგივოთ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ თუკი მათ წინაღობას დავძლევთ, ევროპის 8 საუკეთესო ნაკრებ გუნდში ავტომატურად ვხვდებით, რაც თავისთავად უკვე თავს ზემოთ ახტომა იქნება.
ვაჟა მასწავლებელი
ბატონებო თქვენი გამკვირვებია: რატომ ერთხელ მაინც არავინ არ გაიხსენა ჩვენი ნაკრების "რუხი კარდინალი" - კიტე? და რატომ არ ახასიათებთ მის თამაშს პორტუ-იბერიელებთან? უკმაყოფილო ხართ? კიტე ხომ წელს გახდა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთერსო გუნდის - ავსტრიის შიდა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი! მისი მოედანზე ყოფნა - "წელს" უმაგრებს კოლხ-ივერიელებს!

ეს არარის ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი, ეს არის ჩვეულებრივად ანშლაგით შევარდნა ამ დიდ სცენაზე ისე როგორც ჩვენ ხასიათში ზის. ჩვენ ხო შუალედები არგვიყვარს ან ძაან ვინდომებთ და გამოგვდის ან ძალიან არ გამოგვდის. მართლა ვერ წარმოვიდგენდი ესეთ გამოსვლას ყველა ნეიტრალური გულშემატკივარი ჩვენ გვიჭერს მხარს, ესპანეთთან არაფერი ახალი ისევ ისეთი თავდადებით და ყველაფერი კარგად იქნება ღმერთით, მთავარია ბრძოლა ბრძოლა და კიდევ ერთხელ ბრძოლა.
ქართველი
ჩვენ ვცხოვრობთ ზღაპარში, წარმოუდგენელია რაც ხდება, 1 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ეს ყველაფერი ალბათ არავინ დავიჯერებდით. რწმენას მოაქვს ეს ყველაფერი, ღმერთი გვეხმარება, რაც ვიტანჯეთ ამდენი წლის განმავლობაში მუდმივი წაგებით ნელნელა ვანაზღაურებთ. მთელმა მსოფლიომ გაგვიცნო ყველა ჩვენზე საუბრობს, ესპანეთთან წნეხის გარეშე და თითოულ ბურთზე თავი უნდა გაწიროს ყველა ფეხბურთელმა ღმერთი თქვენსკენ
მერაბი-1960
წლების წინ მსგავს რამეზე ვერც ვიოცნებებდით. დღეს სულ სხვა დონეზე ვართ. დღევანდელი მდგომარეობა ნორმა უნდა გახდეს. ჩვენ გვაქვს ამის ნიჭი. ყოველთვის გვქონდა. მესხი,მეტრეველი, ყიფიანი, გუცაევი, ჩივაძე და ბევრი სხვა... ქართველები არ იყვნენ? ხორვატიას, როგორც ჩვენსავით მცირერიცხოვანს, მაგრამ როგორც სპორტულ ქვეყანას, მთელი მსოფლიო იცნობს. ჩვენ ნაკლები შეგვიძლია? შეიძლება მეტიც...მთავარია, მეტი ხელშეწყობა და მეტი პიარი სპორტს,მით უფრო ფეხბურთს და მეტი ვარსკვლავი გვეყოლება, უფრო მეტს შევძლებთ და არამარტო სპორტში...
roni
კუკურელიის თუ გუნდს ეშინია წასულია მისი საქმე რა კუკურელა )))) დიდი არაფერია ჩელსიშიც ვერ მოიკიდა მგონი ფეხი. მორატაც დიდი არაფერი. ნახევარდაცვაა მათი ხერხემალი და იმედია არ დავიჩაგრებით კარგია კიტე რომ დაბრუნდა უკეთეს თამაშს ჩაატარებს ქოჩორას ისედაც მოტივირებული იქნება... ჩაკვე მუდამ ჩაკვეა. მე არ ვარ უიმედოდ საფრანგეთან და ინგლისთან უფრო უიმედოდ ვიქნებოდი
დევკალიონი
ჩვენ ფინალში ვართ დაიჯერეთ ეგ ამბავი მასეა, ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელი ხვალ ვინც გამოვა იქნება ზიდანი და მალდინი და რონალდო და მესი ,კარებში ისედაც ჩილავერტი დგას და წინ კვარადონა არის ,ჩვენ გავალთ ბოლომდე დაიჯერეთ და უსიამოვნეთ
ჯუდო
მართალი ხართ.ეს კომენტატორებმ საშინელებაა,არადა გვყავს კარგი,ახალგაზრდა კომენტატორები მაგრამ ამ3საზმაუზე ვისაც რაიმე დეფექტი აქვს იმათ იწვევენ
ჯუდო
ძალიან ცუდია კვირკველიას სასტარტოში რომ ელით.გველესიანმა დაცვაშიც კარგად ითამაშა და ერთი ნაღდი მომენტიც ჰქონდა პორტალიასთან.კვირკველია და კაშია ფარერებთან და გიბლარტართან დააყენონ,მეტს ვეღარ ქაჩავენ.ესპანელ მგლებს კვირკველია დაიჭერს?
ტიჯანი პაპა
მაგათი თავდამსხმელები ისე არ მაღელვებს (ფეხს არ გააძრევინებენ ჩვენი ბიჭები), როგორც ეს კუკურელია. ძალიან სწრაფი, მებრძოლი და საშიშია, ერთად აღებული 5 მარიო რუია. ეგ თუ დაჩაგრეს ჩვენმა ბიჭებმა, მერე ნახეთ გოლების წვიმა ესპანელთა კარში.
ალექს
კვარა, მე არ ვიცი, რა, პირადად ჩემი ორი გოლი გემართა და ბოლო ვადა 26 ივნისს გქონდა , 27-ში დაბადების დღე იყო ჩემი ?! მოგეცი ხომ შეღავათი: ერთი 26-ში 23-დან 24 საათამდე , და ერთიც 27-ში დილის პირველ საათამდე ჩაგებარებინა?! არ ჩამაბარე ვალი ვადაში, აწი ვერც გავყოფ ვალს, ვერც "გაგირაშოთებ", პირიქით გაჯარიმებ , დამიბრუნე 30 ივნისს ორივე, იმას კიდევ, ლობოს, არცერთი არ ჩაუბარებია და ოცდაათში ბოლო ვადა აქვს მაგასაც-ორი გოლი მინდა! მიქაუტაძეს მადლობა ყველა იმისაგან მაგ დღეს რომ დაიბადნენ და არც ჩაკვეს, კი შეუღებავთ თმები , არ აქვსთ ვალი, მაგრამ მაგათგანაც გოლები მაინც მინდა! გაყოფა, შეღავათი და ეგეთებზე არც იოცნებოთ , 30-ში იბერიამ გაიბრწყინოს უნდა, როგორ თუ რომელმა? ნამდვილმა იბერიამ, ღმერთმა რომ შექმნა, აბა პირენეის იბერია ნამდვილისაგანაა ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილი!
q
....და რომელს აკლია ჟინი, ქეცბას რომ მიადექი?!
მიდის სანახავად:))
იმედია კომენტატორი ნამეტანი არ დასჩხავლებს მომენტებს წინასწარ, გოლის მერე რამდენიც გინდა
L.J .
Ra dawere,gadaikitxe mainc???
ზაკო
ისე ნეტა ქეცბა ერთ ტაიმს ვერ გაქაჩავს ესპანეთთან, მაგის ჟინი და და თავდადება კიდევ უფრო დამუხტავდა ჩვენს ბიჭებს, რა სამწუხაროა,რომ ასეთ ჯიგრიან ქართველს არ მიეცა ამხელა ფორუმზე საქართველოს სახელით რომ ეასპარეზა.
SOS!!!
მიდით ბიჭებო, ესპანეთთანაც მონდომებით ითამაშეთ და წინ ახალ-ახალი გამარჯვებებისაკენ! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ
ჟორა გაბრიჭიძე
ბიჭებო, თუ ვერ მოიგებთ (რაშიაც მე დიდი ეჭვი მეპარება), კარი ისე უნდა გამიჯახუნოთ, ბარსელონაში რომ გაიგონონ მისი ხმა.
ჟორა
ძალიან გვიყვარს ქართველებს ქალიშვილები, ამიტომ უფრთხილდით ქართველებს ფურიო როხა ხარ თუ ესპანეთის ნაკრები.
საქართველო ევროპის ჩემპიონია!!!
საქართველო ევროპის ჩემპიონატს მოიგებს. ამათ ისე აიწყვიტეს რომ ვერავინ დაუდგება წინ. ყველას გადავუვლით. წინ საქართველო, სულ გამარჯვება ბიჭებო!!!
აუცილებლად მოვუგებთ!
ემუქრებიან და შეუსრულებენ კიდეც!
რეალობა
არ გაჩერდეთ, ბიჭენო! უფრო მეტს იმსახურებთ. ყველაზე ნიჭიერები ხართ ევროპის ჩემპიონატზე.
გაბო
რაგბის ნაკრები გვყავს , კალათბურთის გვყავს და ახლა ფეხბურთის ნაკრებიც გვყავსს !!!!! ესაა ახალი და ძლიერი საქართველო! ზოგს კი ჰგონია რომ 90 იან წლებში ვცხოვრობთ მაგრამ შედეგები და ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს. წინ საქართველო!! ესპანეთსაც გავივლით!
ჟორა
მართალია ესპანეთს გოლი არ გაუშვია მაგრამ არც ჩვენ დაგვიტოვებია თამაში უგოლოდ და იმედია ჩვენი აჯობებს!..თან 1-0 აქ მოგებული ორი თამაში ბევრი გოლის გატანის თავი არ აქვთ ჩემი აზრით
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები მზარდია - "ტრანსფერმარკეტის" საფასო განახლებები
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
"როტორი" დამარცხდა, კვირკველია ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საუკეთესო იყო
რა ელის რუსული პრემიერლიგის ქართულ კვარტეტს ზამთარში
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
საქართველოს მეტოქეზე. "ჩვენი და ბასკების გარეშე სენეგალსაც ვერ მოუგებდით" - კატალონიელი პოლიტიკოსი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა - კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ "ლიონს" დახმარების ხელი გაუწოდა
მამარდაშვილის "ლივერპულის" სუპერ ტრანსფერი - სარეკორდო კლუბში და სულ მალე ბრიტანეთშიც
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
კელეჰერი წავიდა, მაგრამ პრემიერ ლიგაში დარჩა - "ლივერპულის" კარს შემდეგ სეზონში მამარდაშვილი და ალისონი დაიცავენ
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე
ალისონი "ლივერპულში" რჩება და კონტრაქტის გახანგლძრივების იმედი აქვს
8 გოლი და ქამბექი, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა - ესპანეთის ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა [VIDEO]
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ანანიძის "სპარტაკმა" კვირკველიას "რუბინი" დაამარცხა
sport-express: საბა კვირკველია - ქართველი მეფე სოლომონი
"ლივერპულმა" "მამარდას" შემთხვევაშიც მსგავსი რამ გააკეთა" - "ბარსას" სპორტული დირექტორი
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
წიტაიშვილის "გრანადამ" ისევ გაიმარჯვა და ლა ლიგაში გადასვლის შანსი აქვს
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
მამარდაშვილის "ლივერპული" კიდევ უფრო ძლიერდება - კერკეზი კარიერას "ენფილდზე" გააგრძელებს
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "გრანადა" "ტენერიფესთან" დამარცხდა
როგორი იქნება ქართველი ფეხბურთელებისთვის სატრანსფერო ზაფხული
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
წიტაიშვილის "გრანადა" "კორდობასთან" განადგურდა
პსჟ კვლავ "ინტერთან" თუ "რეალი"/"სიტის" საუკეთესო - გზა ფინალამდე
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
პირველად მესის კარიერაში - ეს კვარაცხელიას პსჟ-ის წინააღმდეგ მოხდება
გოლი და საგოლე გადაცემა - წიტაიშვილის საუკეთესო მატჩი "გრანადაში" [VIDEO]
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
წიტაიშვილის "გრანადა" "კორდობასთან" დამარცხდა
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია