ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის გმირის, მერიჰ დემირალის გარშემო სკანდალმა იფეთქა. მოგეხსენებათ, მისმა თურქეთმა ავსტრია 2:1 დაამარცხა და დუბლი სწორედ დემირალმა შეასრულა.

26 წლის მცველმა მეოთხედფინალში გასვლა სკანდალურად იზეიმა. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ე.წ. მგლის მისალმებას აჩვენებს - ეს არის თურქი ნაციონალისტების ჟესტი, რომელიც აკრძალულია ავსტრიაში.

დემირალმა ასევე მოიყვანა მუსტაფა ქემალ ათათურქის ფრაზა: "რა ბედნიერია ის, ვინც თავის თავს თურქს უწოდებს", - ეს თურქი ნაციონალისტების არაოფიციალური დევიზია.

Uefa-მ დემირალის მიმართ გამოძიება დაიწყო, ამ ფაქტს კი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა:

"მიუღებელია, რომ Uefa-მ დაიწყო დისციპლინური გამოძიება თურქეთის ნაკრების მცველის, მერიჰ დემირალის წინააღმდეგ.

კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის მიერ 2023 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ "მგლის მისალმება" სულაც არ არის დაკავშირებული მემარჯვენე ექსტრემიზმთან. "მგლის მისალმება" ასევე არ არის აკრძალული სიმბოლო გერმანიაში.

ამ პირობებში, გერმანიის ხელისუფლების რეაქცია დემირალის ქმედებებზე თავად შეიძლება ჩაითვალოს ქსენოფობიურად.

ჩვენ ვგმობთ პოლიტიკურად მოტივირებულ რეაქციას ისტორიული და კულტურული სიმბოლოს მიზნის აღნიშვნის ნაწილად გამოყენებაზე, რომელიც არავის წინააღმდეგ არ იყო მიმართული", - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, თურქეთის ნაკრების მეტოქე მეოთხედფინალში ნიდერლანდები იქნება.

შენს ტვინში უფრო მეტად ყარს
გიორგი
უნდოდა და გააკეთა. თუ კაცია, შედეგებსაც მიიღებს, ტირილის გარეშე.

ევროპული ღირებულებები - გამოხატვის თავისუფლება, დემოკრატია, ზხვისი აზრის პატივისცემა, ოღონდ წინასწარ დადგენილ "ევროპულ" ჩარჩოებში! აბა ცისარტყელა დროშა აეფრიალებინა, სამაგალითო სპორტსმენად შემოგვტენიდნენ. რაღაც მართლა ძალიან ყარს ევროპულ სამეფოში.
დავით 67
ძაღლი მგლის შთამომავალია, ძაღლებიც ხომ არ აგვეკრძალა ავსტრიაში? წააგეს და აღარ რით დასაჯონ დემირალი, არადა ასეთი შეფასება არავის ჰქონია ჯერჯერობით არავის 9.6

სიმენონს ,შენც კაი ნაგავი ხარ!

შენ ხომ დადიხარ ტუალეტში უნებართვოდ?ბედნიერი ხარ?
დავით 67
მიუხედავად იმისა რომ თურქეთმა მოგვიგო, სამართლიანობა მოითხოვს რომ ეს ფაქტი არავითარ მიუღებლობას არ ექვემდებარება, მითუმეტეს რომ გერმანიაში არ არის ეს აკრძალული. თურქეთმა სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. მიკვირს,როდესაც ასეთი გადაწყვეტილებებით უნდათ ადამიანის დამუნათება.
ვანჩოპე
აბა ლაზიაო ეგეც?!
sss
ნახევარი გერმანია თურქია და ეგ მისალმება რას ცვლის თანაც თუ აკრძალული არ არის, მაგრამ ლიბერასტებმა ხომ ყველგან უნდა ჩაყონ ცხვირი მაგათი ნებართვის გარეშე ტუალეტშიც ვერ წასულა კაცი. თუ გამოხატვის თავისუფლებაა როგორც უნდა ისე გამოხატავს შენ რატომ უნდა შეგითანხმდეს რა გოლის გატანაში მიეხმარე?
სიმენონი
ნაცუი რა, თურქეთმა მოიგო დამსახურებულად. მგლის მისალმება არა კვატის
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა