თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა, ამავე ქვეყნის ნაკრების მცველი მერიჰ დემირალის დასჯა პოლიტიკურ ქმედებად შეაფასა.

Fanatik-ის მიხედვით, ერდოღანი ნაკრების წევრებს ნიდერლანდებთან მარცხის (1:2) შემდეგ გასახდელში შეხვდა და დემირალის შესახებაც იქ ისაუბრა.

"როგორც იცით, ჰოლანდიასთან მატჩი არასამართლიანი გადაწყვეტილების ფონზე მიმდინარეობდა და ეს მერიჰ დემირალის დასჯა გახლდათ. სიმართლე რომ გითხრათ, უეფას მხრიდან მერიჰის 2 თამაშით დისკვალიფიცირებამ ევროპის ჩემპიონატს დიდი ჩრდილი მიაყენა. შეუძლებელია მისი სპორტული პრინციპებით ახსნა, ეს მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯი იყო. ამ უსამართლობამ იმედგაცრუება გამოიწვია, მაგრამ, საბედნიეროდ ამას ფეხბურთელების მოტივაციაზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია. ვამაყობ თქვენით, ჩვენ ევროპის 8 უძლიერეს გუნდს შორის მოვხვდით და შორეული პერსპექტივა არც ჩემპიონობაა," - თქვა ერდოღანმა.

უეფამ მერიჰ დემირალი ავსტრიასთან მატჩის დროს გამოხატული ჟესტის გამო დასაჯა. ის ჟესტი ნაციონალისტური მოძრაობის, "რუხი მგლების" სიმბოლოა, რომლებიც მხარს ერდოღანის პარტიას უჭერენ.

გიო
ფეხბურთს 11-11 ზე თამაშობენ, ამიტომ ევროპის ჩემპიონატს ვერ მოიგებთ. 22 კაცით 11 ზე შეიძლება მოგეგოთ გაფხორილო ინდაურებო.
სახელმწიფოებრივად მოფიქრალი
თავის დროზე შენნაირად მოაზროვნეები ზ. გამსახურდიასსაც დიქტატორს უწოდებდნენ. ისე კი მსგავსი მმართველი საქართველოს სასიცოცხლოდ ჭირდება.
საქართველო
მაგას შიში არა,პატივისცემა ჰქვია,პირველ რიგში უფროსის.რაც სამწუხაროდ ევროპაში ფაქტობრივად ნოლამდეა დაყვანილი,იმიტომ რომ ათასი რჯულის ადამიანია უკვე ევროპაში.ბევრი ვიდეო ვნახე როგორც სცემენ უფროსებს პატივს თურქი ფეხბურთელები,საკუთარ და გუნდელების მშობლებს.უბრალოდ უცხო ხალხს. არ მეხატება მაინცდამაინც გულზე თურქეთი,მაგრამ ეს თვისება,რაც ჩვენშიც ჯერ კიდევ არის,რომ უფროსის პატივისცემა გვაქვს,აუცილებლად შესანარჩუნებელია.
დავით 67
რა შეშინებული დგანან ფეხბურთელები. ჯგუფიდან არ გასვლის შემთხვევაში, ალბათ დახვრეტდნენ
ჯუდო
ათი მილიონი თურქი მარტო გერმანიაში ცხოვრობს.გერმანიის ნაკრებში თურქები სჭარბობენ,კაპიტანი თურქი ყავთ,გოლები თურქებს გააქვთ.ისეთი შთაბეჭდილება რჩება,ვინც ვერ ხვდება გერმანიის ნაკრებში,თურქეთის ნაკრებში მიდის.ერთი სიტყვით,ევროპამ მიუნჰაუზენის ტრიუკი უნდა ჩაატაროს ამ ხალხისგან რომ გაიწმინდოს_კიკინებში უნდა წაივლოს ხელი და ამოძვრეს ჭაობიდან. რამდენ გერმანელს მოენატრება ჰიტლერი ლიბერალების გადამკიდე
evropidan
აუფ;ჩვენ არაა ანგელოზები რომ ვართ?სხვისი ლანძღვა კი გვიყვარს.რასაც ქართველი თავის სამშობლოს უკეთებს მტრობის გზით;იმას არცერთი ერის წარმომადგენელი არ იზამს ალბათ:
მანფრედ კალცი
რა დავაშავეთ ასეთი - ყველა მეზობელი ერთმანეთზე უარესი გვყავს!
ნოდო
აბა ინგლისელ მოთამაშეს ან კლუბს ვინ გაუბედავს რამეს ბელინგემის ის ჟესტი მეგობრების ხუმრობა იყოვო :D
simartle
მაგის დიქტატორი დედას... და მისნაერებს კიდევ. ვიდეო ნახეთ როგორი შიშით ართმევენ ფეხბურთელები ხელს. ეგეთი ქვეყნის ლიდერების გამოა მსოფლიო ამ მდგომარეობაში. ა
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
"იუვენტუსის" ცენტრალური მცველი, შესაძლოა, სათამაშოდ რუსეთში წავიდეს
პარაგვაელმა ფეხბურთელმა მუნდიალისას მოედანზე მსაჯს საათი "მოჰპარა"
"მოდით, ისე მოვიქცეთ, როგორც ამას დიდი ქვეყნები აკეთებენ" - თერიმი მუნდიალზე თურქეთის ნაკრების ფიასკოს გამოეხმაურა
"გვრცხვენია. ბოდიშს ვიხდი" - არდა გიულერი პარაგვაისთან მარცხის შემდეგ
თურქეთი მუნდიალს 98-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვებით დაემშვიდობა - პარაგვაიმ და ავსტრალიამ ფრედ ითამაშეს
"მონტელამ მოგვილოცა" - დემირალი მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
სკანდალი თურქეთი-ავსტრიის მატჩის შემდეგ - Uefa-მ დუბლის ავტორ დემირალის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო