ფიჯისთან ბათუმში გამართული მატჩის (12:21) შემდეგ "ბორჯღალოსნები" იაპონიაში ჩავიდა, სადაც 13 ივლისს სენდაიში, საქართველოს დროით 14 საათზე "იურტეკ სთედიუმზე" "საკურებს" ერკინება.

მეორე დღეს, 14 ივლისს, ჩვენი გუნდი ავსტრალიაში გაემგზავრება და 20 ივლისს სიდნეიში, ჩვენი დროით 09:45 საათზე, "ალიანს სთედიუმზე" "ვოლაბებთან" მსოფლიო თასს მიღმა პირველად ითამაშებს.

რიჩარდ კოკერილის გაფართოებულ რაზმში 34 მორაგბეა – 20 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშე. ფიჯისთან მხრის ტრავმა მიიღო ილია სპანდერაშვილმა და მთავარმა მწვრთნელმა მის ნაცვლად იოანე იაშაღაშვილს უხმო, რომელიც "ბორჯღალოსნების" შეკრებაზე ორჯერ იყო გამოძახებული, თუმცა მისი კვართით ჯერ არ უთამაშია.

იაშაღაშვილის გარდა, გუნდში კიდევ 6 პოტენციური დებიუტანტია: ბურჯები ლუკა გოგინავა და გიორგი ძმანაშვილი, მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე, ცენტრი გიორგი შველიძე და ფრთები – შალვა აფციაური და ამირან შვანგირაძე.

შვანგირაძე ერთადერთი მორაგბეა, რომელიც "ბორჯღალოსნებში" დიდი 10-იდან, კერძოდ, ქვეყნის ჩემპიონ ქუთაისის "აიადან" მოხვდა. 12 მოთამაშითაა წარმოდგენილი ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი", 21 კი ლეგიონერია.

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა 2024 წლის ზაფხულის ტურნეზე

პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე (კლერმონი, 6 კეპი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 6), ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი); ვანო კარკაძე (მონპელიე, 13, 3 ლელო), ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 7), ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე, 1); ირაკლი აფციაური (ლიონი, 8), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, 5, 1), გიორგი ძმანაშვილი (ბეზიე);

მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი (შაბი ლომი, 8, 2), გიორგი ჯავახია (გრენობლი, 13, 1), ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 17, 1), ლაშა ჯაიანი (ნევერი, 21), დემურ ეფრემიძე (შავი ლომი);

მესამე ხაზი: ბექა საღინაძე (ლიონი, 40, 3), ბექა გორგაძე (პო, 46, 13, კაპ.), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 33, 7), გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 36, 7), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 13, 2), იოანე იაშაღაშვილი (მონ-დე-მარსანი);

9-10: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 85, 15, 78 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 13, 2), გელა აფრასიძე (პერპინიანი, 53, 3, 35 ქულა); ლუკა მატკავა (შავი ლომი, 20, 2, 126 ქულა), თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 53, 7, 351 ქულა);

ცენტრები: გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 58, 8), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 5), დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 37, 4), გიორგი შველიძე (ბრივი);

ფრთები და ფულბეკი: დავით ნინიაშვილი (ლიონი, 30, 10, 63 ქულა), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 41, 37), ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი, 113, 19), შალვა აფციაური (შავი ლომი), ამირან შვანგირაძე (აია).

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ კოკერილი

Rugby.ge

გლახუნა
და ვითომ რატომ-ო(?!), ქართული რაგბი მსოფლიო ელიტას უკაკუნებს, ევროპაზე მე-2 ნაკრებითაც მოვიგებთ და-,კაპიტანი,,-ო(?!), ის თუ იცით-მსოფლიო რაგბის ორგანიზაციაში რამდენი ერი-სახელმწიფოა გაერთიანებული(?!), და თუ წარმატებულად ვერ თამაშობენ,ვერ პროგრესირებენ- ეს მათი მენტალურ-ფიზიკურ-გონებრივი პრობლემაა! ცნობისათვის-ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განვითარება-განმტკიცება,მისთვის დასავლეთ-შესაძლებლობების სამყაროსთან ინტეგრაცია,მით ეკო-კის სწრაფი განვითარება,მით თავდაცვა-ჯარი-უსაფრთხოების გამძლავრება,სახელ-ფო ინსტ-ბის მოდერნიზება-განმტკიცება...მით რეგიონში გეოპოლიტიკური ცენტრის ფუნქციის აღება (რაც ზაფრავს ჩრდილო-დღესაც,მენტალურადაც შუა საუკუნეების,მით მუდმივ უპერსპექტივო ჩრდილო იმპერიას,მისთვის როგორ არ ცდილობს მისი ძალებით (დღეს ხელისუფლრბაში) საქართველოს სახელ-ფოს ყოველმხრივ დაკნინებას,დაუსუსტებას, გაღატაკებას...სამოქალაქო ომის ინსპირირებას როგორც ეს უკვე გააკეთეს- 1992-94 წლებში), მით სპორტის ყველა სახეობაში დიდი ფინანსების ჩადება,მით შიდა ჩემპიონატების მაღალ დონეზე აწევა და - მსოფლიო მნიშვნელობის სახელმწიფო გვექნება,ძლიერ ავტოროტეტული,რა თქმა უნდა სპორტში (მედიცინსში-ც) ერთი-ერთი წამყვანი... მაგრამ ყოველივე მისთვის-არსებული კრემლის სპეც-სტრუქტურების ფინანსურ-კრიმინალური ,,პოლიტიკური,, კლანის-ხელისუფლებიდან მოშორება,რეფორმებით სამართლებრივი სახე-ფო ინსტ-ბის შექმნა- განმტკიცება,მისთვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება,აშშ-სთან სტრ-ლ-ეკო-რი-უვიზო მიმოსვლა და-4-6 წელიწადშიც აღოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ წამყვანი სახელმწიფო გვექნება ყველა მიმართულებით, ერიც ამოსუნთული,წელში გამართული,დამშვიდებული,ემიგრაცია დაბრუნების პროცეით.
ბ. დილანიშვილი
არა, შენი ალაშკერტია კაპუტ!
დათა
მამუკაშვილი, ჭყოიძე, გიგაშვილი, გოგიჩაიშვილი, ჩილაჩავა, მიქაუტაძე, ჭეიშვილი! კაპიტანზე რაღაც გავიგეთ.
სიმართლე
ქართული რაგბი აწი კაპუტ!
კაკო
აუ ძმებო თქვენ გენაცვალედ გულში რა ხდება ტო რატომ ვეღარ ვიგებდ მე არ ვარ ისეთი გარკვეული რაგბიში მაგრამ გულშემატკივრობა იცოცხლე ცუდად ვხდები როცა ვერ ვქაჩავდ.ძმებო ღმერთმა დაგლოცოდ და გაგაძლიეროდ ხელი მოგიმართოდ და საქართველოს სიყვარულში დავბერებულიყავიდ გენაცვალედ ბიჭებო აბა ღმერთმა გაგაძლიეროთ ამინ ამინ ამინ
ობლაკი.
მამუკაშვილი სად არის იქნებ ვინმემ გვითხრას? საუკეთესო აუტის მომწოდებელი….!
ნიკო
როგორც მორაგბეებთან დაახლოებული ხალხი ამბობს, შარიქაძე და მოდებაძე შემჩნეული იქნენ დონაცია-მიღებაზე, ანუ შესამოწმებელი შარდის მეირესთვის გადაცემაზე. რაც, როგორც ამბობენ, შესაძლოა დიდი დისკვალიფიკაციის საფუძველი გახდეს. ვინაიდან საბოლოო განაჩენი და დისკვალიფიკავია ჯერ დოპინგის სააგენტოს არ გაუკეთებია, ნაკრებმაც გადაწყვიტა, რომ დაელიდონ ოფიციალურ შედეგებს და შემდეგ ის გახდეს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. პირადად ჩემის აზრით იაპონია ავსტრალიის უმნიშვნელოვანესი ვიზიტის წინ, სწორი ფადაწყვეტილებაა.
ქომაგი
ალბათ ამიტომ იყი ფიჯიმდე არანაირი ინფორმააცია რომ არ მოგვაწოდეს გაფართოვებულ შემადგენლობაზე.რაღაცას მალავდენ. უნდა თქვან და უნდა ვიცოდეთ.
თემო
მთავარი არხის ინფორმაციით კაპიტანი და 4 მორაგბე დოპინგ-საქმეში ყოფილან გახვეული. ეს მთავარი არხის მორიგი ტყუილია თუ მართლა რამე ხდება. თან ამდენი ხალხი ასეთ თამაშებში გვაკლია. რამე გვითხარით.სწორი ინფორმაცია მოგვეცით.
მორაგბე
კაპიტანიც არ გვყავს
დათა
ნახევარი გუნდით მივდივართ. 1 ხაზის გარეშე.
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სავსე ტრიბუნების დროა!
ირლანდიასთან თამაშის დღე გვიახლოვდება!
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
კიდევ ერთი სენსაცია მსოფლიოს თასზე: იაპონიამ ირლანდიას თამაში შემოუტრიალა! [VIDEO]
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
"ბორჯღალოსნები" | იაპონია თბილისში მოდის
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | როტაციით და ორი დებიუტანტით იაპონიასთან
10 წლის შემდეგ პირველად - "ბორჯღალოსნებმა" იაპონია დაამარცხეს! [VIDEO]
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნები" | მეშვიდედ იაპონიასთან
"ბორჯღალოსნები" | ჩვენ და იაპონია
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"