ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის ორგანიზატორი 3 წლის განმავლობაში "დინამო თბილისის" ნაცვლად Sports Orient-ი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს:

"ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის ორგანიზატორი Sports Orient-ი გახდა. "დინამო თბილისთან" მიღწეული გრძელვადიანი შეთანხმების საფუძველზე, საერთაშორისო ტურნირის საორგანიზაციო, სასპონსორო და მედიაუფლებებს მომდევნო 3 წლის განმავლობაში სწორედ Sports Orient-ი განკარგავს.

ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელობის თასი 2016 წლიდან დღემდე 5-ჯერ ჩატარდა და არაერთ ქართველ თუ უცხოელ მოზარდს გაუხსნა გზა პროფესიონალური ფეხბურთისკენ. სწორედ ამ ტურნირზე გამოიჩინეს თავი პირველად გიორგი მამარდაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, ზურიკო დავითაშვილმა, ტეუნ კოოპმეინერსმა, ლამარე ბოგარდმა, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების ათობით წევრმა.

დარასელიას თასი 2024 წელს განსხვავებული ფორმატით, ახალ ლოკაციაზე ჩატარდება. მონაწილე გუნდებს, გულშემატკივრებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ საფეხბურთო მენეჯერებს ტურნირის ფარგლებში არაერთი სიახლე ელოდებათ, რაც ქართული ფეხბურთის პოტენციალის წარმოჩენას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.

საერთაშორისო ტურნირს ასევე ეყოლება ელჩი - ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც ჩართული იქნება გუნდებთან და მათ წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში, დაგეგმილი მედიააქტივობების ფარგლებში კი ტურნირის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდული ფეხბურთის ხელშეწყობასა და მსგავსი აქტივობების აუცილებლობაზე ისაუბრებს.

2024 წელს გასამართ დარასელიას თასთან დაკავშირებულ სიახლეებს გულშემატკივარი და მედია უახლოეს დღეებში Sports Orient-ისა და "დინამო თბილისის" სოციალური მედიის არხებით მიიღებს".

suxumchanin
ვიტალის სახელობის ტურნირს აქ მავანი ატარებს, მისი შვილი კი მექსიკის გავლით აშშ-ში სამსახურის საძებნად წავიდა
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
ფიგურული ციგურაობა | რიტმულ ცეკვაში დევისისა და სმოლკინის წყვილი წარსდგა
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე მომავალ წელს "რეალი" და "იუვენტუსი" იქნებიან
დარასელიას თასი: "ჯენოამ" "ვიტესს" 3:1 მოუგო [VIDEO]
დარასელიას თასი: თბილისის "დინამომ" "ჯენოასაც" მოუგო
დარასელიას თასი: მინსკის "დინამომ" "ვიტესთან" იმარჯვა
azerisport.com: ქართული მაგალითი. როგორ აკეთებენ მეზობლები იმას, რაც ჩვენ არ შეგვიძლია
ვიტალი დარასელიას სახელობის თასი "ესპანიოლის" გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]